imedi /  06 დეკემბერი 2018, 20:26 / სანდო წყარო

უკრაინელი ბლოგერი: თბილისში წასვლამდე სემენჩენკო სააკაშვილს პოლონეთში შეხვდა

უკრაინელი ბლოგერი ალიონა მონოვა ინტერნეტში წერს, რომ სემიონ სემენჩენკო საქართველოში ჩამოსვლამდე, მიხეილ სააკაშვილს პოლონეთში შეხვდა. მასალას ერთ-ერთი უკრაინული ინტერნეტ-საიტი აქვეყნებს. მონოვას ინფორმაციით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილისა და ბატალიონ „დონბასის“ ყოფილი მეთაურის შეხვედრა პირველ ნოემბერს პოლონეთში, ერთ-ერთი კერძო კომპანიის ტერიტორიაზე გაიმართა.

ბლოგერის ცნობით, სწორედ აქ შედგა შეთანხმება სააკაშვილსა და სემენჩენკოს შორის, რომ ნოემბრის ბოლოს ის საქართველოში ბატალიონ „დონბასის“ წევრებისგან შემდგარ რამდენიმე ჯგუფს გაგზავნიდა.

ამ დრომდე თბილისში რჩება თავად სემიონ სემენჩენკო, რომელიც ისევ ამტკიცებს, რომ არჩევნებზე დამკვირვებლად ჩამოვიდა, თუმცა მას მხოლოდ ერთ-ერთი ქართული სააგენტოს ჟურნალისტის აკრედიტაცია ჰქონდა. 

2 დეკემბერს თბილისში ბატალიონ „დონბასის“ წევრები დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით წარუდგინეს, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. მათ სასამართლომ პატიმრობა შ4 დეკემბერს შეუფარდა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

მამუკა ბახტაძე

10 დეკემბერი 2018, 14:13

ეკონომიკა

სესხების განულებასთან დაკავშირებული ვებგვერდი 10 დეკემბერს, 18:00 საათიდან ამუშავდება

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, სესხების განულებასთან დაკავშირებით სპეციალური ვებგვერდი, დღეს 10 დეკემბრის 18:00 საათიდან ამუშავდება. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყოფი ხაზი

10 დეკემბერი 2018, 14:13

საქართველო

ონის 3 სოფელს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სტატუსი მიენიჭა

ონის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს - გლოლა, გომი, ღარი, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სტატუსი მიენიჭა. ამ სტატუსით უკვე სარგებლობენ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები: წედისი, ირი, სხანარი და ქვედი.

ამინდის პროგნოზი

10 დეკემბერი 2018, 14:07

საქართველო

ცნობილია, როგორი ამინდი იქნება საქართველოში ზამთრის სეზონზე

გარემოს ეროვნული სააგენტო 2018-2019 წლების ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე SEECOF-20-ზე დაყრდნობით არის მომზადებული.

რემ­სი ბი­ერ­სი

10 დეკემბერი 2018, 14:03

მსოფლიო

„მის კენ­ტუ­კი“ 15 წლის ბი­ჭის­თვის შიშ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბის გაგ­ზავ­ნის გამო დააკავეს

28 წლის ქალი ყოფილი „მის კენ­ტუ­კია,“ რომელიც ახლა პედაგოგად მუშაობს. მას­წავ­ლე­ბელს მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა შე­უ­ჩე­რეს. აღსანიშნავია, რომ ქალი გათხოვილია. მას მაქსიმუმ 80 000 დო­ლა­რის ჯარიმის გადახდა ან 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ისევ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დონალდ და მელანია ტრამპები

10 დეკემბერი 2018, 13:53

ტაბლოიდი

მელანია ტრამპი ქმრისთვის საშობაო საჩუქრის ყიდვას არ აპირებს

„მე­ლა­ნი­ას ძა­ლი­ან უყ­ვარს შობა, თუმ­ცა ქმარს არა­ფერს ჩუქ­ნის, რად­გან ძა­ლი­ან ძნე­ლია მის­თვის სა­ჩუქ­რის შერ­ჩე­ვა, ამი­ტომ ერ­თმა­ნეთს სა­შო­ბა­ოდ თით­ქმის არა­სო­დეს არა­ფერს ჩუქ­ნი­ან,“ - ამ­ბობს წყა­რო.

10 დეკემბერი 2018, 13:52

საქართველო

დევნილებს სახელობო იარაღები გადასცეს

იარაღები იძულებით გადაადგილებულ პირებს „დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გადაეცათ. პროგრამა, სააგენტოში გასულ წელს შემუშავდა და 49 დევნილმა უკვე მიიღო გრანტი, რომელთა საშუალო შემოსავალი, 100-დან 1000 ლარამდე გაიზარდა.

თბილისი

10 დეკემბერი 2018, 13:48

ეკონომიკა

ტურიზმის პოპულარიზაციისთვის 21.95 მილიონი ლარი დაიხარჯება

ამ თანხის ფარგლებში მოიაზრება სარეკლამო კამპანიების წარმოებაც, კერძოდ, საქართველოს შესახებ სატელევიზიო გადაცემებს მოამზადებენ და ეთერში განათავსებენ - CNN, BBC, Euronews, "1+1" და ა.შ.

მანდარინი

10 დეკემბერი 2018, 13:46

ეკონომიკა

აფხაზეთიდან რუსეთში შარშანდელთან შედარებით 4-ჯერ მეტი მანდარინი გაიტანეს

საშუალოდ, სოჭის საბაჟო სადგურზე ყოველდღიურად დაახლოებით 350 ტონა პროდუქცია ხვდება. დეფაქტო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე უშანგი კვიცინიას თქმით, წინასაახალწლო დღეებში მანდარინის მოცულობა შესაძლოა 700 ტონამდეც გაიზარდოს.

10 დეკემბერი 2018, 13:40

საქართველო

საიამ 2018 წელს ადამიანის უფლებათა სფეროს გამოწვევები შეაჯამა

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2018 წელს ადამიანის უფლებათა სფეროში ის ძირითადი გამოწვევები შეაჯამა. დოკუმენტი ეხება თანასწორობის საკითხებს, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულს.

მასწავლებლები

10 დეკემბერი 2018, 13:36

საქართველო

სამი მასწავლებელი, რმელმაც მოსწავლეების დახმარებით სამი ინოვაციური პროექტი შექმნა

ფესტივალის ჟიური რამდენიმე საათის განმავლობაში ეცნობოდა პრეზენტაციებს და 24 პროექტს შორის ვაჟა ტატუნაშვილის, ნინო აბესაძის და ქეთევან ტატიშვილის პროექტები შეირჩა. ისინი პროექტებს პორტუგალიაში წარადგენენ.

დავით ასათიანი, გიორგი მარგველაშვილი, ზაზა ხატიაშვილი

10 დეკემბერი 2018, 13:24

საქართველო

ადვოკატთა ასოციაცია: მარგველაშვილმა საქართველოში ადვოკატთა კორპუსის გაძლიერებას შეუწყო ხელი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მადლობას უხდის. ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მარგველაშვილი სათანადოდ აფასებს ადვოკატის პროფესიის მნიშვნელოვან როლს ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებაში.

10 დეკემბერი 2018, 13:15

კულტურა

„უცნაური ამბების“ მესამე სეზონის თიზერი გამოქვეყნდა

სტრიმინ-სერვისმა Netflix, „უცნაური ამბების“ მესამე სეზონის თიზერი გამოაქვეყნა, რომელშიც რვა ეპიზოდის სათაურებია ჩამოთვლილი. ვიდეოს ბოლოს ჩნდება ფრაზა „1985 წლის ზაფხულს, თავგადასავალი გაგრძელდება“.

მიწა

10 დეკემბერი 2018, 13:10

საქართველო

16 დეკემბრიდან უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხი ახალი კონსტიტუციით დარეგულირდება

"საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას კონსტიტუციაზე დაყრდნობით იღებს და მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის ბიზნესში ინვესტიციების განხორციელებას ეს აკრძალვა ხელს არ უშლიდა. ვინც დაინტერესებული იყო სოფლის მეურნეობაში ბიზნესით, ამას ახორციელებდა კიდეც“, - განაცხადა ხანიშვილმა.

ქუთაისი

10 დეკემბერი 2018, 13:08

საქართველო

ქუთაისში აფეთქებისას დაშავებულ კაცს სხეულის 17%-იანი დამწვრობა აქვს

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 75 წლის კაცს სახისა და ორივე ზედა კიდურის არეში 17-პროცენტიანი დამწვრობა აქვს. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

ცხოველები

10 დეკემბერი 2018, 13:03

საქართველო

10 დეკემბერი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა

10 დეკემბერს ცხოველთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს სიმბოლურ აქციას გამართავს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 17 საათზე ცხოველთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით საჯარო ლექციაა დაგეგმილი.

დიმიტრი ლორთქიფანიძე

10 დეკემბერი 2018, 12:57

საქართველო

დიმიტრი ლორთქიფანიძე: დავიწყებთ აჯანყებისთვის მზადებას

იუსტიციის სახლთან სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გაყიდვის წინააღმდეგ აქციაა. იუსტიციის სახლთან შეკრებილები იუსტიციის მინისტრს მიმართავენ არ დაუშვან მიწების უცხოელებზე გასხვისება. აქციის მინაწილეები იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ.

სარეზერვო ფონდი

10 დეკემბერი 2018, 12:54

საქართველო

რომან კაკულია საერთო სარეზერვო ფონდის შექმნის მომხრეა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის სარეზერვო ფონდების გაუქმებისა და საერთო ფონდის შექმნის მომხრეა.

იგორ კოსტიუკოვი

10 დეკემბერი 2018, 12:53

მსოფლიო

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ახალი უფროსი შეარჩიეს

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) ხელმძღვანელად ვიცეადმირალი იგორ კასტიუკოვი დანიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

პარაკალათბურთელი

10 დეკემბერი 2018, 12:47

სპორტი

თბილისში პარაკალათბურთელთა მატჩი ჩატარდა

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში, პარაკალათბურთის ნაკრებსა და მთაწმინდის გამგეობის წარმომადგენლებს შორის მეგობრული მატჩი გაიმართა. ხუთ-ხუთი მოთამაშისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა ეტლებით იასპარეზეს, სადაც გამარჯვება პარასპორტსმენებმა მოიპოვეს.

ფასების ინდექსი

10 დეკემბერი 2018, 12:43

ეკონომიკა

FAO: სურსათის ფასების ინდექსი კლების ტენდენციას ნოემბერშიც ინარჩუნებს

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა, 2016 წლის მაისის თვის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. შემცირებულმა ინდექსმა, ნოემბრის თვეში საშუალოდ 160.1 ერთეული შეადგინა, რაც ოქტომბრის თვესთან შედარებით 1.3%-ით ნაკლებია, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით კი 8.5% ნაკლები.