imedi /  07 დეკემბერი 2018, 14:53 / სანდო წყარო

გიორგი ვაშაძე: ნინო ლომჯარიამდე საქართველოს უკეთესი ომბუდსმენები ჰყავდა

გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე

სახალხო დამცველის ინსტიტუტი ძალიან შესუსტდა, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ვაშაძის თქმით, სახალხო დამცველის დასკვნებს კონკრეტულად მოგვიანებით გაეცნობა, თუმცა ზოგადად, ვაშაძე მიიჩნევს, რომ ნინო ლომჯარიამდე საქართველოს უკეთესი ომბუდსმენები ჰყავდა.

„ლომჯარიამდე საქართველოს გაცილებით უკეთესი სახალხო დამცველები ჰყავდა. თუნდაც იგივე უჩა ნანუაშვილი, ვისგანაც არ ველოდი, რომ ასეთი ძლიერი სახალხო დამცველი იქნებოდა. გაცილებით სწრაფად, მკაფიოდ და მყისიერად აფიქსირებდა ხოლმე ყველა ფაქტთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას და პრობლემების მოგვარებაში თვითონ ერთვებოდა. ვფიქრობ, დღეს ჩვენ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ძალიან შეგვისუსტდა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ნინო ლომჯარიას ახასიათებს იმის თქმა, რომ არჩევნებზე დარღვევები ორივე მხრიდან იყო.

„საერთოდ, ამ ქალბატონს ახასიათებს ხოლმე იმის თქმა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით დარღვევები ორივე მხრიდან იყო. უკაცრავად, რა? ამ არჩევნებზე მასობრივი მოსყიდვა და ადამიანის ნების გამოხატვაზე მასობრივი ზეგავლენა იყო. რა არის სახალხო დამცველი გარდა იმისა, რომ ადამიანის უფლებების ამ მასობრივ დარღვევებზე საუბრობდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

ყველა სიახლე

Adele-ი  საიმონ კონეცკი

20 აპრილი 2019, 09:02

ტაბლოიდი

Adele-ი ქმარს დაშორდა

Adele-მა შვილი, ანჯელო 2012 წელს 30 წლის საიმონ კონეცკისგან გააჩინინა. 2016 წელს კი ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილი დაქორწინდა. Adele-ი და საიმონ კონეცკი საიდუმლოდ დაქორწინდნენ. მომღერალმა ქორწინების შესახებ მოგვიანებით, 2017 წლის „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიის დროს განაცხადა.

Uber

20 აპრილი 2019, 08:50

ეკონომიკა

Uber-ი უპილოტო ავტომობილების წარმოებაში $1 მილიარდიან ინვესტიციის განათავსებს

დაფინანსება კომპანიამ SoftBank-ისგან, Denso-სგან და Toyota-სგან მოიპოვა. მილიარდიანი ინვესტიცია კომპანიის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას, რომელსაც Advanced Technologies Group (Uber ATG) ჰქვია, საბაზრო ღირებულებას $7 მილიარდამდე გაუზრდის.

ბათუმის ქუჩა

20 აპრილი 2019, 08:39

საქართველო

ბათუმში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

20 აპრილს ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზოგიერთ ქუჩაზე შეიზღუდება, ზოგზე კი აიკრძალება. უწყების ინფორმაციით, მასშტაბური ღამის მარათონის მიმდინარეობისას მძღოლები ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. გადაადგილებაში ავტოტრანსპორტი მფლობელებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაეხმარებიან.

Qiantu K50

20 აპრილი 2019, 08:29

ტექნოლოგიები

ჩინური სპორტული ელექტრო ავტომობილი აშშ-ში მომავალ წელს გამოჩნდება

მანქანას 430 ცხენის სიმძლავრე აქვს და 100 კილომეტრი საათში სიჩქარის განვითარება დაქოქვიდან 4 წამში შეუძლია. მისი ელექტრონულად ლიმიტირებული სიჩქარის ზედა ზღვარი 180 კილომეტრი საათშია. აშშ-ის ბაზრისთვის განკუთვნილი მოდელი სავარაუდოდ $150 ათასი ეღირება.

კორტნი კარდაშაიანი

20 აპრილი 2019, 08:11

ტაბლოიდი

ქლოე კარდაშიანის ეროტიკული ფოტოები გავრცელდა

კარდაშიანების დინასტიციის ერთ-ერთი წარმომადგენელის დაბადების დღის ეროტიკული ფოტოები გავრცელდა. კორტნი კარდაშაინის 40 წლის იუბილის ფოტოები Instagram-ზე კიმ კარდაშიანმა გამოაქვეყნდა. სოცმედიაში გავრცელებულ ფოტოებში კიმისა და ქლოე კარდაშიანების დის, კორტნის საკმაოდ თამამი კაბა ჩანს.

ევროპა ლიგა

20 აპრილი 2019, 07:54

სპორტი

ევროპა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები დასახელდა

UEFA-მ მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩების შემდეგ ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ნაკრები დაასახელა. სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი ფეხბურთელი „ვალენსიას“ რიგებიდან მოხვდა. საუბარია ოთხ სპორტსმენზე. სამი მოთამაშით „აინტრახტი“, ორ-ორი მოთამაშით კი „ჩელსი“ და „სლავია“ არიან წარმოდგენილები.

ძაღლები

20 აპრილი 2019, 00:59

ტექნოლოგიები

რა სარგებლობა მოაქვს ძაღლის ყოლას პატრონისთვის

როგორც აღმოჩნდა, ძაღლების პატრონების 64% კვირაში არანაკლებს 150 წუთს სეირნობდა, რაც სეირნობობის საშუალო ხანგრძლივობას აჭარბებს მათში, ვისაც შინაური ცხოველი არ ჰყავს. მეცნიერების თქმით, ეს მონაცემები იმის დასტურია, რომ ძაღლები ხელს უწყობენ ცხოვრების აქტიურ წესს.

ბილ გეითსი

20 აპრილი 2019, 00:53

ეკონომიკა

ბილ გეითსის ქონება $100 მილიარდამდე გაიზარდა

კომპანია Microsoft -ის დამფუძნებელი ბილ გეითსის ქონება $100 მილიარდამდე გაიზარდა. გამოცემა Forbes-ის ცნობით, გეითსის ქონების ზრდა კომპანიის აქციების გაძვირებამ გამოიწვია. როგორც გამოცემა წერს Microsoft -ის აქციებზე ფასი კომპანიის მერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის გამო გაიზარდა.

ხანძარი

20 აპრილი 2019, 00:19

მსოფლიო

მოსკოვში ებრაულ სასულიერო სკოლას ხანძარი გაუჩინეს

დაუდგენელმა პირებმა მოსკოვის შემოგარენში მდებარე ებრაულ სასულიერო სასწავლებელს ცეცხლი წაუკიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტის დროს შენობაში ბევრი ადამიანი იყო, არავინ დაშავებულა. გავრცელებული ცნობით, ბოროტმოქმედებმა სკოლის კედელზე სვასტიკა მიახატეს. სხვა დეტალები უცნობია.

20 აპრილი 2019, 00:03

მსოფლიო

საფრანგეთი ესტონეთში 300 სამხედროს და ტექნიკის შეიყვანას გეგმავს

საფრანგეთი ესტონეთში 300 სამხედროს და 25 ერთეულ ტექნიკას გზავნის. ინფორმაციას საფრანგეთის საელჩოზე დაყრდნობით, რუსული მედია ავრცელებს. ესტონეთში გადაგზავნილი იქნება 5 ტანკი Leclerc -ი და 20 სახმელეთო სამხედრო მანქანა. საფრანგეთის სამხედრო ძალები ქალაქ ტაპაში განლაგდებიან, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 100 კილომეტრითაა დაშორებული.

ნოტრ-დამი

19 აპრილი 2019, 23:59

ტაბლოიდი

Twitter-ის მომხმარებელმა ნოტრ-დამის ხანძრამდე 1 საათით ადრე გადაღებული ფოტოს გმირები იპოვა

ფოტო 15 აპრილს, ხანძრამდე 1 საათით ადრეა გადაღებული. გოგოს მხოლოდ პარიზის ღვთისმშობლოს ტაძრის გადაღება სურდა, თუმცა შემდეგ შეამჩნია, რომ კადრში კაცი და პატარა გოგო აღმოჩნდნენ. ხანძრის შემდეგ უინძორმა გადაწყვიტა, ფოტოს გმირები მოეძებნა და Twitter-ში დახმარება ითხოვა, ფოტომ 470 000 მოწონება და 220 000 გაზიარება დაიმსახურა.

19 აპრილი 2019, 23:30

მსოფლიო

2019 წელს ტურისტებისთვის შენგენის ვიზების გაცემა გამარტივდება

ევროკავშირი მიმდინარე წლის განმავლობაში ტურისტებისთვის, რომელთაც კარგი ისტორია აქვთ, შენგენის ვიზების გაცემას გაამარტივებს. ევროკომისიის ინიციატივას დღეს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა. ახლა ეს საკანონმდებლო ცვლილება ევროკავშირის 28 ქვეყანამ უნდა აღიაროს.

თუშეთის გზა

19 აპრილი 2019, 23:24

ეკონომიკა

თუშეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 23-ე კილომეტრზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. ადგილზე უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა, რომელიც თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზის მონაკვეთს ჩამოშლილი ქვა-ღორღისგან ასუფთავებს. გზა სავარაუდოდ, მაისის ბოლოს გაიხსნება.

19 აპრილი 2019, 22:52

მსოფლიო

გერმანიაში მორწმუნეების რაოდენობა 55%-მდე შემცირდა

თუ 2005 წელს გერმანიაში მოსახლეობის 66%-ს სჯეროდა ღმერთის, დღეს ეს მაჩვენებელი 10%-ით შემცირდა 55%-ს გაუტოლდა. ეს სტატისტიკა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომელიც სოციალურმა ინსტიტუტმა Kantar Public-მა ჩაატარა. გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ასაკოვან გერმანელებს, სულ უფრო ნაკლებად სჯერათ გარდაცვალების შემდეგ ცხოვრების.

ფარიკაობა

19 აპრილი 2019, 22:26

სპორტი

ხმლით ფარიკაობაში საქართველოს ჩემპიონების ვინაობა ცნობილია

ტურნირის პირველ დღეს პრიზიორები ხმლით ფარიკაობაში გამოვლინდნენ. ქალთა შორის ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ლიკა ჯიჯეიშვილმა მოიპოვა. ვერცხლის მედლის მფლობელი ანა აფრასიძე გახდა. მესამე ადგილზე კი ლიზი ბაციაშვილი და თამარ ჩარკვიანი გავიდნენ.

19 აპრილი 2019, 21:59

მსოფლიო

აშშ-მ მოუწოდა ქვეყნებს რომ რუსეთისთვის ვენესუელის მიმართულებით საჰაერო სივრცე დახურონ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის თვითმფრინავებისთვის ვენესუელას მიმართულებით ფრენების დაბლოკვის გამო მალტა შეაქო. მორგან ორტაგუსმა შესაბამისი განცხადება twitter-ზე გააკეთა და მოუწოდა სხვა ქვეყნებსაც, რომ მალტას მაგალითი გაიზიარონ.

პეტრო პოროშენკო
ვლადიმერ ზელენსკი

19 აპრილი 2019, 21:45

მსოფლიო

კიევში პოროშენკო-ზელენკის დებატები გაიმართა. მთავარი

„2014 წელს მე თავად მივეცი ბატონ პოროშენკოს ხმა, თუმცა შევცდი. ჩვენ ყველანი შევცდით"- აღნიშნა ზელენსკიმ. პოროშენკომ თავის მხრივ განაცხადა, რომ უკრაინა ქვეყანაა, სადაც ომია. მისი თქმით, ხალხს უფლება აქვს იცოდეს, რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი ამ მუქარის საპასუხოდ.

19 აპრილი 2019, 21:19

კულტურა

თბილისში რეცეპტების მუზეუმი გაიხსნა

თბილისში რეცეპტების მუზეუმი გაიხსნა.მუზეუმში ასევე შესაძლებელია კულინარიულ მასტერკლასებში მონაწილეობა. დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ მსგავსი მუზეუმი მსოფლიოში არ არსებობს და ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციისთვის, მნიშვნელოვანია.

19 აპრილი 2019, 21:17

ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა

დღევანდელ ვაჭრობაზე ნავთობი საუდის არაბეთიდან ექსპორტის ვარდნის და აშშ-ის მარაგების შემცირების ფონზე გაძვირდა. „ბრენტის“ ტიპის ნავთობზე ფასი ერთ დღეში 35 ცენტით გაიზარდა და ბარელზე $71,97 შეადგინა. ერთ კვირაში „ბრენტის“ ფასი 0,6%-ით გაიზარდა. ნიუ-იორკის ბირჟაზე ვაჭრობის დასრულებამდე ნავთობის ფასი კიდევ 4 ცენტით გაიზარდა და $72,1 შეადგინა.

პროფესიული განათლება

19 აპრილი 2019, 21:10

საქართველო

როგორ საქმდებიან პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულები

პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნა იზრდება. განათლების სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულთა 60% პროცენტი დასაქმებულია.