imedi /  07 დეკემბერი 2018, 15:37 / სანდო წყარო

„ომეგა ჯგუფი“ ფინანსთა სამინისტროსა და მის კონტრაქტორ კომპანიას სასამართლოში უჩივის

სასამართლო

"ომეგა ჯგუფი“ფინანსთა სამინისტროსა და მისი კონტრაქტორი კომპანია შპს „სიქპასიქიურით   სოლუშენს ჯორჯიას“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს, - ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

როგორც აღდგომელაშვილმა განმარტა, თამბაქოს კომპანიამ მუშაობა ისევ შეაჩერა, რადგან სიგარეტის წარმოებისთვის საჭირო აქციზურ მარკებს ვერ იღებენ. მისი თქმით, შემოსავლების სამსახური და კონტრაქტორი კომპანია არ აკონკრეტებენ, რატომ ვერ იღებს „ომეგა ჯგუფის“ თამბაქოს საწარმო აქციზურ მარკებს.

ლევან აღდგომელაშვილის აზრით, საწარმოს პარალიზება ზაზა ოქუაშვილის დასჯის მიზნით მოხდა.

როგორც „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა განმარტა, ამ დროისთვის, მიმდინარე საგადასახადო დავალიანება დაფარული აქვთ, მაგრამ აქციზურ მარკებს ვერ იღებენ, შესაბამისად, საწარმოს მუშაობა გაჩერებულია და 1500-მდე თანამშრომელს მუშაობის გაგრძელების საშუალება არ ეძლევა.

27 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ "ომეგა ჯგუფმა" ბიუჯეტში საკუთარი დავალიანებიდან 1 მილიონი ლარი შეიტანა. მაშინ imedinews-თან ომეგას გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა გადახდილი ვალის ნაწილის სულ სხვა ოდენობა - 2 მილიონი ლარი დაასახელა. 

შემოსავლების სამსახურში კი თქვეს, რომ თუ ამ თანხაში კომპანია აქციზური მარკების შესაძენ საფასურსაც გულისხმობს, ეს ვალის უზრუნველყოფას არ ნიშნავს.

ომეგა ჯგუფსა და სახელმწიფოს შორის წარმოქმნილი უთანხმოება, რომელიც რამდენიმე თვეა გრძელდება, კომპანიის მხრიდან ბიუჯეტის მიმართ არსებულ დავალიანებას უკავშირდება, თუმცა ამ ფაქტს ორივე მხარე სხვადასხვაგვარად აღიქვამს. 

ომეგა აცხადებდა, რომ სახელმწიფო მასზე რეკეტს ახორციელებდა და ამის დასტურად სხვადასხვა მედიასაშუალებით ფარული ჩანაწერების სერიის გამოქვეყნება დაიწყო, ხელისუფლება კი ამ ყველაფერს აფასებდა სახელმწიფოს მიმართ 50 მილიონი ლარის ოდენობით ვალის თავიდან აცილების მცდელობად.

ყველა სიახლე

16 თებერვალი 2019, 15:13

ტაბლოიდი

ბორის ჯონსონის და პირდაპირ ეთერში გაშიშვლდა. ვიდეო

დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის და პირდაპირ ეთერში გაშიშვლდა. მიზეზი Brexit-თან დაკავშირებული მწვავე დისკუსია გახდა. ინციდენტი ტელეკომპანია Sky News-ის ერთ-ერთი პოლიტიკური შოუს მსვლელობისას მოხდა.

სამტრედიის #1 საბავშვო ბაღი

16 თებერვალი 2019, 15:02

საქართველო

სამტრედიის ბაღების ცხენის ხორცით მომარაგების ფაქტი დადასტურდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ცხენის ხორცისგან მომზადებული კერძი აჭამეს, - ინფორმაციას სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ხათუნა გაგუა ადასტურებს.

ავტომობილის საბავშვო სავარძელი

16 თებერვალი 2019, 14:45

ეკონომიკა

ბავშვების „მკვლელი“ სავარძელი ონლაინ პლატფორმებზე £8 იყიდებოდა

ავტომობილის საბავშვო სავარძელი, რომელიც 8 ფუნტ სტერლინგად იყიდებოდა ონლაინ პლატფორმებზე არანაირი დამცავი მექანიზმით არ იყო აღჭურვილი. შესაბამისად ბავშვი მგზავრობისას შესაძლო ავტოკატასტროფისგან გამოწვეული შედეგებისგან დაცული საერთოდ არ იყო.

მამუკა ბახტაძე და მაიკ პენსი

16 თებერვალი 2019, 14:40

საქართველო

ჯონ მაკკეინის სახელობის ნაშრომების დაჯილდოებაზე მამუკა ბახტაძე მაიკ პენსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა. ხანმოკლე შეხვედრა ჯონ მაკეინის სახელობის სადისერტაციო ნაშრომების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე შედგა.

16 თებერვალი 2019, 14:20

საქართველო

თბილისში CO-თი 2 წლის ბავშვი მოიწამლა

2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა წუხელ სანზონაში, სადმელის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაქირავებულ კერძო სახლში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტების ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ სახლში კუსტარულად დამონტაჟებულ, აკრძალულ ღია კამერიან წყალგამაცხელებელს ხმარობდნენ.

მამუკა ბახტაძე და მილო დუკანოვიჩი

16 თებერვალი 2019, 13:48

საქართველო

საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა. მილო დუკანოვიჩმა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის მიწვევა მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო. საპასუხო მიწვევა მიიღო მამუკა ბახტაძემაც.

თეოდორ მაკარიკი

16 თებერვალი 2019, 13:40

მსოფლიო

აშშ-ში ყოფილ კარდინალ მაკარიკს მსახურების უფლება ჩამოართვეს

მაკარიკი 2018 წლის ივლისში კათოლიკური ეკლესიის პირველი კარდინალი აღმოჩნდა, რომელსაც 1927 წლის შემდეგ წოდება ჩამოართვეს. თეოდორ მაკარიკს 1970-იან წლებში, ნიუ-იორკში, მღვდლად მსახურების დროს მოზარდზე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

რომი

16 თებერვალი 2019, 13:27

მსოფლიო

რომში ტურისტების შავ სიას ადგენენ

რომის ადმინისტრაცია უცხოელი ტურისტების შავ სიას შეადგენს, რომლებსაც ქალაქში განმეორებით აღარ შეუშვებენ. იტალიის დედაქალაქში მოჩხუბარი ტურისტების დაბრუნება აღარ უნდათ, რომელთა ქცევამ შესაძლოა ღირსშესანიშნაობები დააზიანოს.

იენს სტოლტენბერგი

16 თებერვალი 2019, 13:18

მსოფლიო

სტოლტენბერგი: რუსეთი ევროპის საზღვრებთან მეტი რაკეტის განთავსებას გეგმავს

სიტყვით გამოსვლისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე ილაპარაკა და მოსკოვს საშუალო მანძილის რაკეტების განადგურებისკენ მოუწოდა. სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი საპასუხო ზომების მიღებაზე მსჯელობს.

Uber

16 თებერვალი 2019, 13:11

ეკონომიკა

Uber-ის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შენელდა

როგორც კომპანიის ფინანსურ ანგარიშში ვკითხულობთ, Uber-ის შემოსავალმა 2018 წლის მეოთხე კვარტალში $3 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლების ამავე პერიოდის მაჩვენებელთან მხოლოდ 25%-ით არის გაზრდილი. 2018 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 70%-იან, ხოლო მესამე კვარტალში 38%-იან ნიშნულზე იყო.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია

16 თებერვალი 2019, 12:35

საქართველო

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ „სიდას“-თან თანამშრომლობა შეაჩერა

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდასთან“ თანამშრომლობის ხელშეკრულება „ფინანსური გადაცდომისა“ და „სამუშაო ადგილზე არაჯანსაღი კულტურის“ გამო შეაჩერა. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პოლ მანაფორტი

16 თებერვალი 2019, 11:56

მსოფლიო

მიულერი მანაფორტის ციხეში 24 წლით გამწესებას მოითხოვს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სპეციალური პროკურორი ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელისთვის 24 წლიან პატიმრობას ითხოვს. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო რობერტ მიულერის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, პოლ მანაფორტი ციხიდან 93 წლის ასაკში გამოვა.

სასწრაფო

16 თებერვალი 2019, 11:54

საქართველო

ექიმი გიორგი მამალაძის ინსულტს უარყოფს

ღუდუშაურის კლინიკაში დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას მედიკოსები სტაბილურად აფასებენ. პაციენტს ჰოსპიტალიზაციისას დაბუჟების და სისუსტის შეგრძნება აღენიშნებოდა, რის საფუძველზეც ჩაუტარდა ინსტრუმენტული კვლევა და შედეგად ორგანული დაზიანება არ დაფიქსირებულა.

ახალშობილები

16 თებერვალი 2019, 11:54

ტაბლოიდი

ერაყში ქალმა 7 ბავშვი გააჩინა

ოჯახს მთლიანობაში ახლა 10 ბავშვი ჰყავს. ქალმა ერაყის აღმოსავლეთით, დიალის პროვინციაში იმშობიარა. მედიკოსების განმარტებით, ახალშობილების დედა თავს ჯანმრთელად გრძნობს. მანამდე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ლიბანშიც, სადაც ქალმა ექვსი ბავშვი, სამი გოგო და სამი ბიჭი გააჩინა.

შსს

16 თებერვალი 2019, 11:32

საქართველო

8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების გამო პოლიციამ უკრაინის მოქალაქე დააკავა

აჭარაში 8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე უკრაინის 29 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ბათუმში ოჯახური ტიპის სასტუმრო აქვს. სწორედ ამ სასტუმროში მუშაობს ბავშვის დედა, რომელმაც გუშინ ეს ამბავი გაახმაურა.

Apple-ის მაღაზია

16 თებერვალი 2019, 11:31

ტექნოლოგიები

Apple-მა გერმანიაში Qualcomm-თან პატენტზე დავა წააგო

Qualcomm-ი Apple-ს ედავებოდა, რომ სმარტფონის მიერ უსადენო ინტერნეტ სიგნალის მიღებისას აკუმულატორის ტექნოლოგიის გააქტიურება მისი ინტელექტუალური საკუთრებაა, რომლის გამოყენების უფლებაც Apple-ს იმ შემთხვევაში არ აქვს თუ მობილური ტელეფონი Qualcomm-ის წარმოების ჩიპით არ არის აღჭურვილი.

მაიკლ კალვი

16 თებერვალი 2019, 11:19

ეკონომიკა

ამერიკელ ფინანსისტს რუსეთში თაღლითობაში ადანაშაულებენ

კალვი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ეს პროცესები მის წინააღმდეგ შავ კამპანიას ემსახურება. ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდება კომერციულ დავაში ზეწოლის მოსახდენად წაუყენეს. მაიკლ კალვი აშშ-ის მოქალაქეა.

16 თებერვალი 2019, 11:17

საქართველო

დეკანოზის ადვოკატი: გიორგი მამალაძეს ინსულტის ნიშნები აქვს

დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში მისმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დღეს მოინახულა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, დეკანოზს ინსულტის ნიშნები აქვს და ის პალატაში ჯერ არ გადაუყვანიათ.

16 თებერვალი 2019, 10:51

საქართველო

მიუნხენის კონფერენციაზე პრემიერმინისტრი სიტყვით გამოვა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მეორე დღეს ქართულ დელეგაციას დატვირთული გრაფიკი აქვს. დღეს დაგეგმილია არაერთი მაღალი დონის შეხვედრა. დღესვე პრემიერმინისტრი სხვა ქვეყნების მთავარ პირებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს პანელში, რომლის თემაცაა უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპაში.

მომსახურების სააგენტო

16 თებერვალი 2019, 10:29

საქართველო

17 თებერვალს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ფილიალი ავტოტრანსპორტს ვერ განაბაჟებს

,,იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმისწარმოების პროგრამის მონაცემთა ბაზები ახალ სერვერებზე გადადის, შესაბამისად, ოპტიმიზაციის პროცესში შეუძლებელი იქნება სხვადასხვა მონაცემთა ბაზასთან წვდომა და სერვისის განხორციელება. სამუშაო პროცესი 18 თებერვალს განახლდება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.