imedi /  07 დეკემბერი 2018, 17:27 / სანდო წყარო

რომან კაკულია: საკონსტიტუციო თავისი გადაწყვეტილებებით შეკითხვებს უფრო აჩენს, ვიდრე პასუხებს

რომან კაკულია

რომან კაკულია

საკონსტიტუციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილებებით შეკითხვებს უფრო აჩენს, ვიდრე პასუხებს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უცხოეთის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისების მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

"ყოველთვის ვამბობდი, საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ მიწასთან დაკავშირებული საკითხების მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში განხილვა არ არის ჩემი პრიორიტეტი, საზოგადოებამ ისიც უნდა იცოდეს, რომ ვინც მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში განიხილავს ამ საკითხს, ავტომატურ რეჟიმში გეუბნებათ, რომ ეთნოკულტურული ცვლილებები ამ ქვეყანაში ასევე მისაღებია მათთვის.მე რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ორგანული კანონი და იქ არსებული ნორმები რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს. თუ საზოგადოებას ამ მიდგომებისა და მსოფლმხედველობის ადამიანები სურს ხელისუფლებაში, ამის არჩევანის უფლება ძალიან მალე ექნება. ჩემი აზრით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება შემთხვევითი არ არის. ძალიან რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

პატრული

14 დეკემბერი 2018, 14:37

ძალოვნები

ორკაციან საპატრულო ეკიპაჟთან ერთად, ერთკაციანი ეკიპაჟიც გამოჩნდება

"ამერიკული მოდელის მიხედვით, პატრულ-ინსპექტორი შემთხვევის ადგილზე გამოწერს მხოლოდ საჯარიმო და ალკოჰოლური თრობის დამადასტურებელი ქვითრებს. ამისთვის კი შემუშავდა საქმის წარმოების ახალი ფორმა. შედეგად, მნიშვნელოვნად განიმუხტება გზებზე მოძრაობა და დაიზოგება ადამიანური რესურსი. სიახლე პირველ ეტაპზე შეეხება მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს,"- წერია განცხადებაში.

ბაღები

14 დეკემბერი 2018, 14:25

საქართველო

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 29 დეკემბრიდან ორკვირიანი საახალწლო არდადეგები იწყება

დეკემბერში საბავშვო ბაღებში საახალწლო ღონისძიებები იმართება, სადაც ყველა აღსაზრდელი საბავშვო ბაგა ბაღების მართვის სააგენტოსგან საჩუქრად ტკბილეულის ნობათს მიიღებს. ასევე, ყველა ბაღისთვის გამოიყო დაფინანსება თოვლის ბაბუის მომსახურების შესასყიდად. თბილისში 180 საჯარო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, სადაც სკოლამდელ განათლებას 61 000-მდე ბავშვი იღებს.

14 დეკემბერი 2018, 14:24

არჩევნები 2018

ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა

ცესკომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა. შედეგები საზოგადოებას ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გააცნო.

14 დეკემბერი 2018, 14:16

ძალოვნები

რას ჰყვებიან ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების თვითმხილველები. ვიდეო

"სისხლდენის ინტენსივობა შედარებით ძლიერი იყო და აიყვანეს საოპერაციოში. მესამე პაციენტს დუნდულის მიდამოში ჰქონდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები. ისიც საოპერაციოში აიყვანეს. როგორც გაირკვა დიდი დაზიანებები არ არის. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ექიმმა ნიკოლოზ დემეტრაძემ.

14 დეკემბერი 2018, 14:15

საქართველო

ირაკლი კობახიძე: გადავდივართ სრულად საპარლამენტო მმართველობაზე

16 დეკემბერი ისტორიული დღეა, ძალაში შედის საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, დოკუმენტის მთავარი მიღწევაა, რომ სრულად გამორიცხავს ავტოკრატიის განმეორებას.

პოლ ბარტონი

14 დეკემბერი 2018, 14:08

ტაბლოიდი

ბრიტანელი პიანისტი სპილოებისთვის კვირაში რამდენჯერმე უკრავს. ვიდეო

მუსიკის როლი სპილოების ცხოვრებაში. ტაილანდში მცხოვრებ 57 წლის ბრიტანელ პიანისტს, პოლ ბარტონს კვირაში რამდენჯერმე ფორტეპიანო ტყეში გააქვს და ოთხფეხა მეგობრებისთვის უკრავს. მისი უახლოესი მეგობარი ხანდაზმული სპილო ლამ დუანია, რომელიც ცხოველთა თავშესაფარში ცხოვრობს.

პოლიცია

14 დეკემბერი 2018, 14:04

ძალოვნები

გლდანში მოზარდებზე სავარაუდო მოძალადე ამ დრომდე არ დაუკავებიათ

სავარაუდოდ, 30 წლამდე კაცმა არასრულწლოვნების გატაცება და მათზე ძალადობა რამდენჯერმე სცადა. „30 წლამდე იყო ბიჭი. შევედი, შემომყვა, პირზე ხელი ამაფარა და კედელზე ამაყუდა. დავიყვირე, დედა, მიშველე-თქო, თან ამ ბიჭს დავარტყი,“- განაცხადა ერთ-ერთმა გოგომ.

ნიკოლა სარკოზი

14 დეკემბერი 2018, 14:00

საქართველო

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ნიკოლა სარკოზი დაესწრება

რიგით მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაცია ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე 16 დეკემბერს , 15:00 საათზე დაიწყება და 40 გაგრძელდება. პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების შემდეგ პრეზიდენტი და მოწვეული სტუმრები ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულში გადაინაცვლებენ. სწორედ იქ, წინანდალში იგეგმება საზეიმო მიღება.

გაზი

14 დეკემბერი 2018, 13:57

საქართველო

საქართველოს მოსახლეობის 68%-ს ბუნებრივ გაზზე ხელი მიუწვდება

საქართველოს მოსახლეობა ცივ ამინდში საცხოვრებლის საერთო ფართის მხოლოდ მცირე ნაწილს ათბობს. უმეტესად თბება მხოლოდ 20 კვ/მ ან ნაკლები. გათბობისათვის მოსახლეობის 44,5% იყენებს ბუნებრივ გაზს, 45,8% - შეშას .

გოდერძი

14 დეკემბერი 2018, 13:51

ეკონომიკა

კურორტი გოდერძი ზამთრის სეზონს ახალი ვიდეორგოლით ხვდება

„როცა მთები გიხმობენ წადი იმ მხარეში, სადაც წელიწადის ნახევარი თოვლიანია“, - ამ სიტყვებით იწყება ვიდეოკლიპი, რომელშიც წარმოჩენილია კურორტის სილამაზე. საიმიჯო კლიპი კურორტის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მოამზადა და უკვე ჩაუშვა სოციალურ ქსელებსა და საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე. კურორტზე ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნა 22 დეკემბერს იგეგმება.

14 დეკემბერი 2018, 13:49

ტექნოლოგიები

პარასკევს ღამით დედამიწელები 2018 წლის ყველაზე ძლიერ მეტეორის წვიმას ნახავენ

ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეტეორის წვიმას „გემინიდას“ დედამიწის მოსახლეობა პარასკევს ღამით დაინახავს. მთელი ჩრდილოეთის ნახევარსფეროში, თუ ამინდი იქნება შესაბამისი, შესაძლებელი იქნება მეტეორიტებზე დაკვირვება, რომლებიც საათში საშუალოდ 120 „ჩამოვარდება“.

ბანკომატი

14 დეკემბერი 2018, 13:41

ეკონომიკა

2018 წლის ნოემბერში ფულადმა გზავნილებმა 133.1 მილიონი დოლარი შეადგინა

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.3 პროცენტი მოდიოდა.

14 დეკემბერი 2018, 13:41

ეკონომიკა

კვლევა: საქართველოს მოსახლეობის თითქმის 40% კომუნალურების გადასახდელად სესხს იღებს

ზამთრის თვეებში ენერგეტიკული გადასახდელები მოსახლეობის დიდ ნაწილს მნიშვნელოვან ტვირთად აწვება. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 22% - ს შემოსავალი 270 ლარზე ნაკლები აქვს, ხოლო 8% - ს 108 ლარზე ნაკლები.

ეროვნული ბანკი

14 დეკემბერი 2018, 13:35

ეკონომიკა

საქართველოში ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემა ამოქმედდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ახალი სისტემა ფინანსური ბაზრის როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო მონაწილეებს მაღალი სტანდარტების სრულფასოვან მომსახურებას შესთავაზებს. ფასიანი ქაღალდებით ტრანზაქციები უფრო სწრაფი, იაფი, მოსახერხებელი და სრულად დაცული იქნება.

14 დეკემბერი 2018, 13:25

მსოფლიო

სტრასბურგელი თავდამსხმელის ძმა ალჟირში დააკავეს

პოლიცია ვარაუდობს, რომ შესაძლოა ის ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყოს.პოლიციამ 29 წლის თავდამსხმელი შერიფ შექათი წარმოშობით მაროკოელი, საფრანგეთის მოქალაქე გუშინ, 13 დეკემბერს მოკლა. სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმა რამდენიმე დღის წინ მოხდა. დაიღუპა სამი ადამიანი, 13 კი, მძიმედ დაშავდა.

კორპუსი

14 დეკემბერი 2018, 13:22

მსოფლიო

უკრაინაში ხუთსართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა

აფეთქების შედეგად შენობის 3 სართული ჩამოინგრა. დაზუსტებული ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.

მელანია ტრამპი

14 დეკემბერი 2018, 13:20

მსოფლიო

მელანია ტრამპის რეიტინგი დაეცა

აშშ-ის პირველი ლიდის რეიტინგი დეკემბერში 11 პროცენტით დაეცა. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს ტელეკომპანია CNN აქვეყნებს.

თელავი

14 დეკემბერი 2018, 13:09

საქართველო

ნაციონალური მოძრაობა თელავში აქციის გამართვის ადგილის შეცვლას არ გეგმავს

გაერთიანებულ ოპოზიციას თელავში აქციის გამართვაზე უარი ეთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი ადასტურებს. მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი ადგილის ნაცვლად, მათ მერიამ სხვა ადგილზე შესთავა აქციის გამართვა.

14 დეკემბერი 2018, 13:03

მსოფლიო

სტრასბურგში ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ინტერნეტგამოცემა Amaq- მა, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული, ტერორისტების განცხადება გამოაქყვეყნა, თუმცა არანაირი მტკიცებულება თავდასხმასთან კავშირის შესახებ მოყვანილი არ არის.

14 დეკემბერი 2018, 12:57

სპორტი

ჩოგბურთში 12 წლამდე ასაკის გოგოებში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა

დასრულდა საქართველოს პირველობა 12 წლამდე ასაკის გოგოებს შორის. ტურნირის მიზანი იყო ევროპის ზამთრის თასებისთვის კანდიდატთა შერჩევა. ტურნირზე პირველი ადგილი ანა პონომარიოვამ დაიკავა, მეორე ადგილი ანა ბოჭორაძემ, ხოლო მესამე ადგილზე მარიამ თეთრაძე გავიდა.