imedi /  07 დეკემბერი 2018, 18:59 / სანდო წყარო

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პაპუნა ლეჟავას მხარი დაუჭირა

პარლამენტი

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს, პაპუნა ლეჟავას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„საკმაოდ ახალგაზრდა კანდიდატია, კარგი ბიოგრაფია და სამუშაო გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ეროვნული ბანკის კვალიფიციურ გუნდს შეუერთდეს და საზღვარგარეთიდან მიღებული გამოცდილება გაუზიაროს“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღევანდელ სხდომაზე და კოლეგებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

პაპუნა ლეჟავა 2015 წლიდან დღემდე აშშ-ში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში (ვაშინგტონი) ფინანსურ ოფიცრად მუშაობდა; 2010-2013 წლებში კი საქართველოს ეროვნულ ბანკში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურა 20 ნოემბერს წარუდგინა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ნიკოლა სარკოზი

14 დეკემბერი 2018, 14:00

საქართველო

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ნიკოლა სარკოზი ჩამოდის

რიგით მე-5 პრეზიდენტის , სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაცია ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე 16 დეკემბერს , 15:00 საათზე დაიწყება და 40 გაგრძელდება. პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების შემდეგ პრეზიდენტი და მოწვეული სტუმრები ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულში გადაინაცვლებენ. სწორედ იქ, წინანდალში იგეგმება საზეიმო მიღება.

შეშა

14 დეკემბერი 2018, 13:57

საქართველო

კვლევა: საქართველოს მოსახლეობის 46% შეშით თბება

საქართველოს მოსახლეობა ცივ ამინდში საცხოვრებლის საერთო ფართის მხოლოდ მცირე ნაწილს ათბობს. უმეტესად თბება მხოლოდ 20 მ2 ან ნაკლები. გათბობისათვის მოსახლეობის 44,5% იყენებს ბუნებრივ გაზს, 45,8% - შეშას .

გოდერძი

14 დეკემბერი 2018, 13:51

ეკონომიკა

კურორტი გოდერძი ზამთრის სეზონს ახალი ვიდეორგოლით ხვდება

„როცა მთები გიხმობენ წადი იმ მხარეში, სადაც წელიწადის ნახევარი თოვლიანია“, - ამ სიტყვებით იწყება ვიდეოკლიპი, რომელშიც წარმოჩენილია კურორტის სილამაზე. საიმიჯო კლიპი კურორტის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მოამზადა და უკვე ჩაუშვა სოციალურ ქსელებსა და საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე. კურორტზე ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნა 22 დეკემბერს იგეგმება.

14 დეკემბერი 2018, 13:49

ტექნოლოგიები

პარასკევს ღამით დედამიწელები 2018 წლის ყველაზე ძლიერ მეტეორიტის წვიმას ნახავენ

ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეტეორიტის წვიმას გემინიდას დედამიწის მოსახლეობა პარასკევს ღამით დაინახავს. მთელი ჩრდილოეთის ნახევარსფეროში, თუ ამინდი იქნება შესაბამისი, შესაძლებელი იქნება მეტეორიტებზე დაკვირვება, რომლებიც საათში საშუალოდ 120 „ჩამოვარდება“.

ბანკომატი

14 დეკემბერი 2018, 13:41

ეკონომიკა

2018 წლის ნოემბერში ფულადმა გზავნილებმა 133.1 მილიონი დოლარი შეადგინა

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.3 პროცენტი მოდიოდა.

14 დეკემბერი 2018, 13:41

ეკონომიკა

კვლევა: საქართველოს მოსახლეობის თითქმის 40% კომუნალურების გადასახდელად სესხს იღებს

ზამთრის თვეებში ენერგეტიკული გადასახდელები მოსახლეობის დიდ ნაწილს მნიშვნელოვან ტვირთად აწვება. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 22% - ს შემოსავალი 270 ლარზე ნაკლები აქვს, ხოლო 8% - ს 108 ლარზე ნაკლები.

ეროვნული ბანკი

14 დეკემბერი 2018, 13:35

ეკონომიკა

საქართველოში ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემა ამოქმედდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ახალი სისტემა ფინანსური ბაზრის როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო მონაწილეებს მაღალი სტანდარტების სრულფასოვან მომსახურებას შესთავაზებს. ფასიანი ქაღალდებით ტრანზაქციები უფრო სწრაფი, იაფი, მოსახერხებელი და სრულად დაცული იქნება.

14 დეკემბერი 2018, 13:25

მსოფლიო

სტრასბურგელი თავდამსხმელის ძმა ალჟირში დააკავეს

პოლიცია ვარაუდობს, რომ შესაძლოა ის ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყოს.პოლიციამ 29 წლის თავდამსხმელი შერიფ შექათი წარმოშობით მაროკოელი, საფრანგეთის მოქალაქე გუშინ, 13 დეკემბერს მოკლა. სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმა რამდენიმე დღის წინ მოხდა. დაიღუპა სამი ადამიანი, 13 კი, მძიმედ დაშავდა.

კორპუსი

14 დეკემბერი 2018, 13:22

მსოფლიო

უკრაინაში ხუთსართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა

აფეთქების შედეგად შენობის 3 სართული ჩამოინგრა. დაზუსტებული ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.

მელანია ტრამპი

14 დეკემბერი 2018, 13:20

მსოფლიო

მელანია ტრამპის რეიტინგი დაეცა

აშშ-ის პირველი ლიდის რეიტინგი დეკემბერში 11 პროცენტით დაეცა. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს ტელეკომპანია CNN აქვეყნებს.

თელავი

14 დეკემბერი 2018, 13:09

საქართველო

ნაციონალური მოძრაობა თელავში აქციის გამართვის ადგილის შეცვლას არ გეგმავს

გაერთიანებულ ოპოზიციას თელავში აქციის გამართვაზე უარი ეთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი ადასტურებს. მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი ადგილის ნაცვლად, მათ მერიამ სხვა ადგილზე შესთავა აქციის გამართვა.

14 დეკემბერი 2018, 13:03

მსოფლიო

სტრასბურგში ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ინტერნეტგამოცემა Amaq- მა, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული, ტერორისტების განცხადება გამოაქყვეყნა, თუმცა არანაირი მტკიცებულება თავდასხმასთან კავშირის შესახებ მოყვანილი არ არის.

14 დეკემბერი 2018, 12:57

სპორტი

ჩოგბურთში 12 წლამდე ასაკის გოგოებში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა

დასრულდა საქართველოს პირველობა 12 წლამდე ასაკის გოგოებს შორის. ტურნირის მიზანი იყო ევროპის ზამთრის თასებისთვის კანდიდატთა შერჩევა. ტურნირზე პირველი ადგილი ანა პონომარიოვამ დაიკავა, მეორე ადგილი ანა ბოჭორაძემ, ხოლო მესამე ადგილზე მარიამ თეთრაძე გავიდა.

საჯარო შეხვედრა

14 დეკემბერი 2018, 12:52

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა სესხის გამცემ სუბიქტებთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

2019 წლის 1 იანვრიდან საფინანსო სექტორში დაგეგმილი რეგულაციების ამოქმედების პროცესის გამარტივების და ინფორმირების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი სესხის გამცემ სუბიექტებთან შეხვედრებს მართავს.

სონდრა ლოკი

14 დეკემბერი 2018, 12:48

კულტურა

მსახიობი სონდრა ლოკი გარდაიცვალა

საყოველთაო აღიარება მსახიობს კლინტ ისტვუდის ფილმმა „ჯოსი უელსი“ მოუტანა, რომელშიც ის მთავარ როლს ასრულებდა. ასევე კლინტისა და სონდრას რომანი ფილმის გადაღებებზე დაიწყო და 15 წელს გაგრძელდა. 1968 წელს მსახიობი ოსკარის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. სამსახიობო კარიერმა ლოკმა 1990 წელს დაასრულა.

14 დეკემბერი 2018, 12:44

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრო: ბაზებში შესაძლოა გარდაცვლილთა სასესხო მონაცემებიც იყოს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რატომ ფიქსირდება სესხების ჩამოწერის ინიციატივის ფარგლებში ატვირთულ მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია გარდაცვლილთა სასესხო დავალიანების შესახებ.

გიორგი კოკოლაშვილი და დავით კაკაბაძე

14 დეკემბერი 2018, 12:33

საქართველო

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიააკადემიამ 12 ჟურნალისტს სერთიფიკატები გადასცა

ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა გამოცდილ ტრენერებთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, იმუშავეს მულტიმედიური პროდუქტების შექმნაზე და სოციალურ პლატფორმებზე მათი განთავსების ეფექტიან ფორმებზე.

14 დეკემბერი 2018, 12:30

საქართველო

14-15 დეკემბერს საქართველოს რკინიგზის ზოგიერთი სერვისი მიუწვდომელი იქნება

საქართველოს რკინიგზა მომხმარებელს მიმართავს, რომ 14 დეკემბერს 00:00 საათიდან 15 დეკემბრის დილის 6 საათამდე მიუწვდომელი იქნება შემდეგი სერვისები.

ნენსი უილსონი

14 დეკემბერი 2018, 12:26

კულტურა

ჯაზის მომღერალი ნენსი უილსონი გარდაიცვალა

უილსონმა სიცოცხლის ბოლო წლები საკუთარ სახლში გაატარა. ხანგრძლივი მუსიკალური კარიერის განმავლობაში მომღერალს 70-მდე ალბომი აქვს ჩაწერილი. ის „გრემის“ პრემიის სამგზის ლაურეატია. 1964 წელს ჟურნალმა Time-მა უილსონი ელა ფიცჯერალდის მუსიკალურ მემკვიდრედ გამოაცხადა.

14 დეკემბერი 2018, 12:17

საქართველო

სემეკმა სასმელი წყლის შესახებ 10 წლის წინ მიღებულ დადგენილებაში ხარვეზები აღმოაჩინა

2018 წელს, სემეკმა 2008 წლის დადგენილებაში ხარვეზები აღმოაჩინა. 10 წლის წინ სემეკმა მიიღო დადგენილება სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების შესახებ. დღეს მოქმედი დადგენილებით, არსებობს მომხმარებლის ორი ტიპი: საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო.