imedi /  07 დეკემბერი 2018, 23:59 / სანდო წყარო

ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის თანასწორობის ჯილდო 12 ადამიანს გადაეცა

თანასწორობის ინსტიტუტი

თანასწორობის მოძრაობამ ის ადამიანები დააჯილდოვა, რომლებმაც ლგბტ ადამიანების გაძლიერებაში წვლილი შეიტანეს.

12 გამარჯვებულს, რომლებიც თემის წევრებისა და 6 ორგანიზაციის ხმის მიცემის საფუძველზე შეირჩა, თანასწორობის ჯილდოები გადაეცა.

დაჯილდოებულებს შორის არიან, პოლიტიკოსი, სასულიერო პირი, ექიმები, სპორტსმენი, აკადემიის წარმომადგენელი, შიდსის აქტივისტი, ჟურნალისტი, მწერალი, ხელოვანი, ბიზნესი, პოლიციელი.

გამარჯვებულები:

ნომინაციაში პოლიტიკოსი

თამარ კორძაია – (თამარ კორძაია ლგბტ თემის ერთერთი გამორჩეული მოკავშირეა, რომელიც არ ერიდება მხარდაჭერის საჯაროდ გამოცხადებას. აღსანიშნავია, რომ იგი როგორც რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მხარს უჭერდა ნინო ბოლქვაძის არჩევნებში მონაწილეობას, სამოქალაქო პარტნიორობაზე მუშაობით და სხვადასხვა საკითხში მუდმივი მხარდაჭერით).

ნომინაციაში ექიმი

გიორგი ჭეიშვილი – (საქართველოში მოქმედი პრაქტიკულად ერთადერთი ექიმი-ფსიქიატრია, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს ტრანზიციის გზაზე ეხმარება კვალიფიციური კონსულტირებით და მათი გენდერული იდენტობის აღიარებით, რომელიც არ მოითხოვს არასაჭირო და ძვირადღირებულ სამედიცინო პროცედურებს).

ნინო რუხაძე – (წარმოადგენს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს. PrEP პროგრამის კმაყოფილების კვლევამ აჩვენა, რომ ნინო რუხაძე არის ექიმი, რომლის მომსახურებითაც ყველაზე კმაყოფილები არიან თემის წევრები. მას ასახელებენ ყურადღებიან და ლგბტ საკითხების მიმართ სენსიტიურ პიროვნებად. თანასწორობის მოძრაობას სურდა, რომ ნინო რუხაძე დაეჯილდოვებინა 1 დეკემბერს შიდსის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, თუმცა  შიდსის ცენტრის დირექტორმა არ მოგვცა საშუალება)

ნომინაციაში ჟურნალისტი

ნათია ორველაშვილი – (ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი გამორჩეული და გულისხმიერი ჟურნალისტია, რომელმაც გასული წლის განმავლობაში არაერთი პროფესიული სიუჟეტი მოამზადა ლგბტ ადამიანების უფლებებზე. აღსანიშნავია, რომ ნათია მუშაობის პროცესშივე თანამშრომლობს რესპონდენტებთან და ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს უმნიშვნელო ლაფსუსები გაშუქების პროცესში).

ნომინაციაში ხელოვანი

ლაშა ცერცვაძე – (ფოტოგრაფი და არტისტი ლაშა ცერცვაძე მუდმივად მუშაობს ქვიარ თემატიკაზე. ლაშას ბოლო პროექტი “survival” თბილისში ქვიარ ექსპრესიის და პროტესტის გამოხატულება იყო, რაზეც სხვადასხვა სატელევიზიო ეთერშიც ისაუბრა).

ნომინაციაში მწერალი

დავით გაბუნია – (დავით გაბუნიას წიგნში "დაშლა" ლგბტ პირები არ არიან წამორჩენილნი, როგორც არაბუნებრივები ან ცუდები. საპირწონედ ნაჩვენებია ის რეალური საფრთხე, დისკრიმინაცია და პირადი სივრცის ხელყოფა, რისი სამიზნეც თემის წევრები ხდებიან).

ნომინაციაში აკადემიის წარმომადგენელი

გიორგი მაისურაძე – (არის ლექტორი, რომელიც არ ერიდება ჰომოფობიაზე საუბარს საჯარო სივრცეში. იგი, როგორც აკადემიური სფეროს წარმოადგენელი, მხარს უჭერს თანასწორი გარემოს შექმნას).

ნომინაციაში ბიზნესი

ბასიანი – (ჰორუმის ღამეები კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად ქართულ ქვიარ აქტივიზმში, რომელიც ლგბტ ადამიანებს უსაფრთხო სოციალიზაციის სივრცეს სთავაზობს).

ნომინაციაში სპორტსმენი

გურამ კაშია – (ფეხბურთში და ზოგადად სპორტის სფეროში პირველი ადამიანია ვინც სოლიდარობა გამოუცხადა ლგბტ თემს და ხელი შეუწყო დიდი მედიაკამპანიის წარმოებას თანასწორობის საკითხების ირგვლივ, რის გამოც გახდა კიდეც აგრესიის მსხვერპლი).

ნომინაციაში პოლიციელი

ლალი ინასარიძე –(ჩაერთო თანასწორობის მოძრაობის კამპანიაში და ძალიან კარგად ისაუბრა პოლიციის და პოლიციელის როლზე უმცირესობების უფლებების ჭრილში)

ნომინაციაში შიდსის აქტივისტი

გიორგი სოსელია – (აქტიურად არის ჩართული შიდსის ადვოკატირების პროცესში და წარმოადგენს ორგანიზაციას “მსოფლიო ექიმები.” მან განსაკუთრებული როლი ითამაშა თანასწორობის მოძრაობის, როგორც სათემო რესურს-ცენტრისა და სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში)

ნომინაციაში სასულიერო პირი

რუსუდან გოცირიძე – (რუსუდან გოცირიძე არის მღვდელმსახური, რომელიც ქადაგებს სიყვარულსა და მიმღებლობას. აღსანიშნავია, მისი მონაწილეობა 2018 წელს გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალების მოსახსენიებელ პარაკლისში).

ყველა სიახლე

23 თებერვალი 2019, 23:31

ტაბლოიდი

შაკირამ ვენესუელის მოქალაქეების მხარდასაჭერად ვიდეომიმართვა ჩაწერა

კოლუმბიელი მომღერალი, კომპოზიტორი, ინსტრუმენტალისტი შაკირა, ვენესუელაში შექმნილ სიტუაციას კრიზისულს უწოდებს. ის ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გახსნას კორიდორი და მოსახლეობამ ჰუმანიტარული დახმარება მიიღოს.

23 თებერვალი 2019, 23:24

ტაბლოიდი

თბილისის ზოოპარკში კოჭლი დათვის ბელი მიიყვანეს, რომელსაც გარინჩა დაარქვეს

თბილისის ზოოპარკმა დაობლებული დათვის ბელის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის გარინჩას პატივსაცემად სახელი დაარქვეს. ზოოპარკში ამბობენ, რომ ბელი ცაგერიდან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჩამოიყვანა.

კიმ ჩენ ინის და დონალდ ტრამპის პირველი შეხვედრა
სინგაპური

23 თებერვალი 2019, 23:03

მსოფლიო

კიმ ჩენ ინი ვიეტნამში დონალდ ტრამპის შესახვედრად მატარებლით გაემგზავრა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი 23 თებერვალს დილით ვიეტნამისკენ ბრონირებული მატარებლით გაემართა, რათა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდეს. ამის შესახებ გამოცემა „ტასი“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალურად კიმ ჩენ ინის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია დახურულია.

უორენ ბაფეტი

23 თებერვალი 2019, 22:50

ეკონომიკა

უორენ ბაფეტის კომპანიამ ერთ დღეში $4,3 მილიარდი დაკარგა

მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის უორენ ბაფეტის კომპანია Berkshire Hathaway-იმ ერთ დღეში 4,3 მილიარდი დოლარი დაკარგა. მიზეზი ჰოლდინგ Kraft Heinz-ის აქციებზე ფასის ვარდნა გახდა. ამის მიზეზი კი იყო დივიდენდების შემცირება და რეგულატორის მიერ დაწყებული გამოძიება.

23 თებერვალი 2019, 22:11

ტაბლოიდი

„მეფე ლომში“ მუფასას სიკვდილი ძაღლმაც განიცადა😭ვიდეო

არამხოლოდ ადამიანები ტირიან მულტფილმის „მეფე ლომი“ ყველაზე ტრაგიკული სცენის დროს, რომლის დროსაც სიმბა, დაღუპულ მამა მუფასას ნახულობს. როგორც აღმოჩნდა, ამ სცენას არანკლებ მტკივნეულად განიცდიან ძაღლებიც. სევდიანი ძაღლის ვიდეო უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

23 თებერვალი 2019, 21:53

საქართველო

პრეზიდენტმა მაია ცქიტიშვილი დაიცვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წევრ ნატო ჩხეიძის მიერ ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის წევრი დაიცვა.

23 თებერვალი 2019, 21:48

ტექნოლოგიები

YouTube-ი აცრების საწინააღმდეგო ვიდეოებზე რეკლამას არ განათავსებს

YouTube-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აცრების საწინააღმდეგო ვიდეოები ეწინააღმდეგება არხის პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, "საშიში და მავნებლური" შინაარსის ვიდეოების მონეტიზაცია აკრძალულია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

23 თებერვალი 2019, 21:36

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილს აშშ-ის დიდი სლემის ტურნირმა დაბადების დღე მიულოცა 🎉🎾

ქართველ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში ოცეულში დაბრუნდა. ATP-ის ქართველი ჩობურთელი მეოცე პოზიციას იკავებს. დღეს ბასილშვილი 27 წლის გახდა. მას დაბადების დღე აშშ-ის დიდი სლემის საჩოგბურთო ტურნირის ოფიციალურ გვერდზე მიულოცეს.

23 თებერვალი 2019, 21:26

კულტურა

ოსკარის 91-ე ცერემონიამდე რამდენიმე საათი რჩება

წითელი ხალიჩა უკვე გაშლილია. კინოაკადემიის ისტორიაში მეორედ ცერემონია წამყვანის გარეშე ჩატარდება. კომიკოსი კევინ ჰარტი, რომელსაც გეგმის მიხედვით უნდა წაყვანა ცერემონია, ჰომოფობიაში ამხილეს. ამის გამო კომიკოსმა კანდიდატურა თავად მოიხსნა.

23 თებერვალი 2019, 21:12

საქართველო

უზენაესის მოსამართლე შეიძლება არამოსამართლეც გახდეს

უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ უზენაესი მოსამართლეების არჩევის მეთოდებთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“ ილაპარაკა. მან ისაუბრა იმ კანონებზე და წესებზე, რომლის მიხედვითაც აირჩევენ უზენაეს მოსამართლეებს.

23 თებერვალი 2019, 21:11

ეკონომიკა

ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიები უქმდება

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ტყის ახალი კოდექსი გადაუგზავნა. მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი კანონმდებლებმა საგაზაფხულო სესიის განმავლობაში უნდა განიხილონ. ტყის ახალი კოდექსით სრულად უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიები და „სოციალური ჭრის“ პრაქტიკა.

არჩილ თალაკვაძე

23 თებერვალი 2019, 20:58

საქართველო

თალაკვაძე: ოპოზიციას ეკა ბესელიას სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

„ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა არ იშლება და ქართული ოცნება 2020 წლამდე შეინარჩუნებს პარლამენტში უმრავლესობას. დეპუტატების გასვლით, რა თქმა უნდა, აღარ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, თუმცა თავიდანვე საკონსტიტუციო უმრავლესობა არ იყო თვითმიზანი, ეს იყო შედეგი და იყო საშუალება რომ განგვეხორციელებინა რეფორმები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

23 თებერვალი 2019, 20:16

საქართველო

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ხუან გუაიდოს სოლიდარობას უცხადებს

„საქართველო უერთდება საერთაშორისო საზოგადოებას ვენესუელელი ხალხისთვის საერთაშორისო დახმარების მიწოდების კუთხით და სოლიდარობას უცხადებს ვენესუელის დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოსა და ვენესუელელ ხალხს“ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე „ტვიტერში“ წერს.

23 თებერვალი 2019, 20:00

საქართველო

სკოლის საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება

საქართველოში, სკოლის მოსწავლეებისთვის საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი 18 მარტს აღდგება.

23 თებერვალი 2019, 19:39

ეკონომიკა

საპენსიო დანაზოგის ნახევარი სებ-ის ანგარიშზეა და სარგებლის სახით 6,75% ერიცხება

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, ეროვნულ ბანკში (სებ) გაიხსნა მიმდინარე ნომინალური პროცენტიანი ანგარიში, სადაც საპენსიო დანაზოგის ნახევარია განთავსებული და რეფინანსირების განაკვეთის ფარგლებში იქ არსებულ თანხას 6.75% სარგებლის სახით ერიცხება.

23 თებერვალი 2019, 19:09

საქართველო

ფოფხაძემ, ბესელიამ და გოგიჩაიშვილმა პარტია „ქართული ოცნება“ ოფიციალურად დატოვეს

„გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი აღარ ირიცხებიან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რიგებში. გედევან ფოფხაძემ პარტიას განცხადებით მიმართა. ეკა ბესელიამ პარტიის დატოვების შესახებ საჯარო განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა. პარტიიდან გასვლის შესახებ საჯაროდ განაცხადეს ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ. ისინი პარტიის რიგებში აღარ ირიცხებიან“.

მეცნიერები

23 თებერვალი 2019, 19:07

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა მორფინის შემცვლელს მიაგნეს

ფრანგი მეცნიერების ჯგუფმა ორგანიზმში ბუნებრივად არსებული მოლეკულა ნანომეტრიული ზომის ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად გარდაქმნეს. ვირთხებზე ჩატარებული პირველი ცდები იმედისმომცემია, - წერს შვეიცარიული გაზეთი Le Temps-ი.

სტენლი დონენი

23 თებერვალი 2019, 18:58

კულტურა

ამერიკელი რეჟისორი სტენლი დონენი 94 წლისა გარდაიცვალა

დონენის გარდაცვალების შესახებ მიკრობლოგ Twitter-ზე გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ რეჟისორის გარდაცვალების ფაქტი მისმა ერთ-ერთმა შვილმა დაადასტურა. სტენლი დონელმა საპატიო ოსკარის ჯილდო 1997 წელს მიიღო. დონენი 1924 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა.

23 თებერვალი 2019, 18:58

ტაბლოიდი

გიგანტური მგელი ინტერნეტის საყვარელი ცხოველი გახდა 🐺

ამერიკულ თავშესაფარში Shy Wolf Sanctuary ცხოვრობს გიგანტური მგელი სახელად იუკი. მისი ფოტოების გავრცელების შემდეგ ის ფორუმ Reddit-ზე საყვარელ ცხოველად იქცა. იუკის ისტორია საკმაოდ ტრაგიკულად დაიწყო. ლეკვობის პერიოდიდან დაწყებული მას ცუდი პატრონები ჰყავდა, რომლებიც მას მუდმივად ურტყამდნენ. ცხოველი უნდა დაეძინათ, მაგრამ საქმეში Shy Wolf Sanctuary-ის თანამშრომლები ჩაერივნენ.

ტანსაცმლის საკიდების გამოფენა

23 თებერვალი 2019, 18:53

კულტურა

ნიურნბერგის ინდუსტრიული კულტურის მუზეუმში ტანსაცმლის საკიდები გამოიფინება

გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში ინდუსტრიული კულტურის მუზეუმში ტანსაცმლის საკიდებს გამოფენენ. ექსპოზიცია მიეძღვნება ტანსაცმლის საკიდების დიზაინის ისტორიას. გამოფენა 2019 წლის 28 აპრილს გაიხსნება. 14 მარტამდე კი ესკიზების შერჩევა მიმდინარეობს.