imedi /  08 დეკემბერი 2018, 14:12 / სანდო წყარო

2018 წელს თბილისის მერიამ ღვიძლის ტრანსპლანტაცია 7 პაციენტს დაუფინანსა

თბილისის მერია

დედაქალაქის მერიის დაფინანსებით, ღვიძლის ტრანსპლანტაცია შვიდ პაციენტს ჩაუტარდა. აღნიშნულ პროგრამას მუნიციპალიტეტი მიმდინარე წლის იანვრიდან ახორციელებს.

ერთი პაციენტის დასაფინანსებლად თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 60 000 ლარს გამოყოფს.

ამ დროისთვის, მსგავსი ოპერაცია შვიდ ადამიანს დაუფინანსდა და ყველა შემთხვევაში, ღვიძლის გადანერგვა წარმატებით განხორციელდა.

საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამის ამოქმედება დედაქალაქის მერის კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო.

ყველა სიახლე

აბდულ ფათაჰ ალ-სისი

24 აპრილი 2019, 23:03

მსოფლიო

ეგვიპტელების 88,83%-მა ალ-სისის მმართველობის 2030 წლამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

ეგვიპტის მოსახლეობის დაახლოებით 90%-მა რეფერენდუმის დროს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მოქმედ პრეზიდენტს აბდულ ფათაჰ ალ-სისის შეუძლია, პოსტზე 2030 წლამდე დარჩეს. ცვლილებები ასევე გააფართოვებს პრეზიდენტის ძალაუფლებას სასამართლო სისტემაში კადრების დანიშვნების მიმართულებით. საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტმა მიმდინარე თვეს დაამტკიცა.

პოლიცია

24 აპრილი 2019, 08:26

მსოფლიო

დაკავებულია კაცი, რომელიც ობამას, ჰილარი კლინტონისა და სოროსის მოკვლას გეგმავდა

69 წლის ლარი მიტჩელ ჰოპკინსი დაჯგუფება „გაერთიანებული კონსტიტუციური პატრიოტების“ ლიდერი იყო, რომელიც პოლიტიკოსების მოსაკლავად საკუთარ მიმდევრებს წვრთნიდა. ის ნიუ-მექსიკოს შტატში, ქალაქ ლას კრუკესის სასამართლოს წინაშე უკვე წარდგა.

ლევან ჯიბღაშვილი

24 აპრილი 2019, 08:14

ძალოვნები

ლევან ჯიბღაშვილი: კახა კალაძეს საერთოდ არ ვიცნობ

"დროებით ვარ გარეთ. კიდევ ერთხელ ვთხოვ მედიას, რომ იყოს ობიქტური, რადგან არასწორმა სიტყვამ შეიძლება გადაწყვიტოს დღეს ჩემი ბედი და ხვალ ნებისმიერი ადამიანის ბედი, რომელიც ჩემს ადგილზე შეიძლება აღმოჩნდეს, რასაც არავის ვუსურვებ“, - აღნიშნა ლევან ჯიბღაშვილმა.

კიმ ჩენ ინი

24 აპრილი 2019, 08:01

მსოფლიო

კიმ ჩენ ინი რუსეთში მატარებლით ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთმანეთს 25 აპრილს, ვლადივოსტოკში შეხვდებიან. სამიტზე განხილვის მთავარი თემები მხარეებს შორის ურთიერთობა და კორეის ნახევარკუნძულზე არსებული ბირთვული საკითხის დარეგულირება იქნება.

24 აპრილი 2019, 00:46

მსოფლიო

Reuters: შრი-ლანკის დაზვერვის სამსახური ტერაქტამდე 2 საათით ადრე გააფრთხილეს

შრი-ლანკის დაზვერვის სამსახური მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ტერაქტის განხორციელებამდე გააფრთხილეს. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ამავე წყაროს ინფორმაციით, რომელიც შრი-ლანკის თავდაცვის უწყებას და ინდოეთის მთავრობას წარმოადგენს, ინდოეთის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები შრი-ლანკელ კოლეგებს პირველ აფეთქებამდე ორი საათით ადრე დაუკავშირდნენ.

პეტრო პოროშენკო

24 აპრილი 2019, 00:41

მსოფლიო

პოროშენკო საპარლამენტო არჩევნებში იყრის კენჭს

უკრაინის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, კომიკოსთან და შოუმენთან ვოლოდიმერ ზელენსკისთან მეორე ტური წააგო, უმაღლესი რადის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის 27 ოქტომბერს გაიმართება.

ქერჩის კოლეჯი

24 აპრილი 2019, 00:25

მსოფლიო

საგამოძიებო კომიტეტმა ქერჩის კოლეჯში სტუდენტის მიერ მასობრივი მკვლელობის მიზეზი დაასახელა

ქერჩის კოლეჯში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრ ბასტრიკინის განცხადებით, სტუდენტმა ვლადისლავ როსლიაკოვმა კოლეჯში მასობრივი მკვლელობა მისი პიროვნების დამცირების გამო მოაწყო. როსლიაკოვი მუდმივად განიცდიდა სტუდენტების მხრიდან დამცირებას.

მარსი

24 აპრილი 2019, 00:10

ტექნოლოგიები

მარსის ზედაპირზე პირველი სეისმოლოგიური მოვლენები დააფიქსირეს

სეისმოგრაფმა SEIS-მა, რომელიც მარსის ზედაპირზეა დამაგრებული, პლანეტის პირველი სეისმოლოგიური მოვლენები დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის კოსმოსის კვლევის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. სუსტი, თუმცა მკვეთრი სეისმოლოგიური სიგნალი აპარატმა 6 აპრილს დააფიქსირა.

აქცია

23 აპრილი 2019, 23:58

ძალოვნები

ხელვაჩაურის პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

შეკრებილები სამართალდამცველებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, პოლიციამ დღეს საღამოს ოთხი პირი ისე დააკავა, რომ არ განუმარტა უფლებები და დაკავების მიზეზი. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი კი მისთვის ხელის შეშლის ფაქტზეც ლაპარაკობს.

23 აპრილი 2019, 23:48

მსოფლიო

საუდის არაბეთში 37 ადამიანი ტერორიზმისთვის სიკვდილით დასაჯეს

საუდის არაბეთში 37 ადამიანი ტერორიზმისთვის სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ The Independent-ი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. ორგანიზაცია Human Rights Watch-მა აღნიშნული ფაქტს „გროტესკული“ უწოდა და თქვა, რომ „ამ ამბის უნდა გვეშინოდეს“. საუდის არაბეთის მოქალაქეები ტერორისტული იდეოლოგიის დამკვიდრებაში, ქაოსის გავრცელებაში და დაპირისპირების პროვოცირებაში დაადანაშაულეს.

დრონები

23 აპრილი 2019, 23:44

ეკონომიკა

აშშ-ში დრონით საქონლის მიწოდებაზე პირველი საავიაციო ნებართვა გაიცა

აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ ქვეყნის მასშტაბით პირველი ნებართვა გასცა, რომელიც კომპანია Wing-ს საავიაციო გადაზიდვებისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების უფლებას ანიჭებს. ასეთივე ნებართვის მიღებას გეგმავენ Uber-ი, UPS-ი და სხვა კომპანიები.

წყალდიდობა

23 აპრილი 2019, 23:20

მსოფლიო

ტემპერატურის მატებამ და თოვლის სწრაფად დნობამ კვებეკში წყალდიდობა გამოიწვია

თოვლის სწრაფად დნობის გამო კანადის ქალაქ კვებეკში წყლის მოვარდნა გამოიწვია, შედეგად კი 3000-მდე სახლი დაიტბორა. წყალდიდობის გამო 1300-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა, კვებეკის პრემიერის თქმით, ადგილობრივ მაშველებს მოქალაქეების სამაშველო საქმიანობაში 600-მდე სამხედრო ეხმარება.

მიწისძვრა

23 აპრილი 2019, 22:58

მსოფლიო

ფილიპინებზე ორ დღეში ორ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

პირველი, 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 22 აპრილს მოხდა, მეორე კი 23 აპრილს და მისი მაგნიტუდა 6.1 იყო. პირველი მიწისქვეშა ბიძგების შედეგად 29 მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა, სამარის აღმოსავლეთით მდებარე ზოგიერთ დასახლებაში კი ელექტროენერგია გაითიშა. მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

23 აპრილი 2019, 22:43

თემა

რა უნდა ვიცოდეთ სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ?

23 აპრილს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ მასშტაბური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა 5მკგ/დლ-ზე (მიკროგრამი დეცილიტრზე) მეტი და 10 მკგ/დლ-ზე ნაკლები აქვს. იმ მცირეწლოვანთა რაოდენობა კი, რომელთა სისხლშიც ტყვიის შემცველობა 10 მკგ/დლ-ს აღემატება, 16%-ს შეადგენს.განსხვავებული მაჩვენებელია რეგიონების მიხედვითაც. საინტერესოა,რომ ქალაქში მცხოვრები ბავშვების სისხლში ტყვიის უფრო დაბალი შემცველობა დაფიქსირდა, ვიდრე სოფლად.რა იწვევს ტყვიით ინტოქსიკაციას? როგორ დავიცვათ ბავშვები ამ პრობლემისგან და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

ჰესების მშენებლობა

23 აპრილი 2019, 22:38

ეკონომიკა

გიორგი ჩიქოვანი: 2030 წლისთვის ჩვენთან ელექტროენერგიის მოხმარება 23 მილიარდი კილოვატი საათი იქნება

საქართველოს ენერგეტიკის ფონდის განვითარების ხელმძღვანელის, გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, არსებული გათვლებითა და პროგნოზების თანახმად, თუ შენარჩუნდება ეკონომიკური ტემპები 2030 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება დაახლეობით 23 მილიარდი კილოვატი საათი იქნება.

23 აპრილი 2019, 22:36

მსოფლიო

საფრანგეთი სკოლის მოსწავლეების უფასო საუზმისთვის €6 მილიონს დახარჯავს

საფრანგეთის რამდენიმე სკოლა უკვე დაიწყო განხორციელება მთავრობის იმ ახალ პროგრამის, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლის მოსწავლეებს საუზმით უფასოდ უზრუნველყოფენ. France24 წერს, რომ ამ მიზნით საფრანგეთი €6 მილიონს გამოყოფს. ქვეყნის განათლების სამინისტრომ ჯანდაცვის უწყებასთან ერთად აღნიშნული ინიციატივის შესახებ დღეს განაცხადა.

ელექტროენერგია

23 აპრილი 2019, 22:27

ეკონომიკა

როგორია ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი საქართველოში. გრაფიკა

იმისთვის, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის პრობლემა არ შექმნილიყო, საქართველომ 2018 წელს 13 მილიარდ 197 მილიონი კილოვატ საათი მოიხმარა. აქედან საქართველოში არსებული სხვადასხვა ტიპის ელექტროწყაროებიდან გამომუშავდა ელექტროენერგიის 89%, დანარჩენი 11% კი საქართველომ მეზობელი ქვეყნებისგან იყიდა.

კლიმატი

23 აპრილი 2019, 22:15

მსოფლიო

მილიონამდე ბიოლოგიურ სახეობას გადაშენება ემუქრება

სუფთა ჰაერის, სასმელი წყლის CO2-ის გადამამუშავებელი ტყეების სწრაფად გაქრობა და სხვა სახის ბუნებრივი რესურსების მოხმარება, უახლოეს მომავალში გავლენას მოახდენს არა მხოლოდ მსოფლიოს ეკონომიკაზე, არამედ ადამიანების ირგვლივ, გარემოში არსებულ ცოცხალ ორგანიზმებზეც.

საოკუპაციო ხაზი

23 აპრილი 2019, 21:53

ძალოვნები

საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ნიქოზის ორი მკვიდრი დააკავა

სოფელ ნიქოზის ორი მკვიდრი საოკუპაციო რეჟიმმა დეფაქტო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მათ დაკავებას ადასტურებს. სუს-ში აცხადებენ, რომ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

ღვინო

23 აპრილი 2019, 21:48

კულტურა

ღვინის სექტორში ჩართული 22 წარმატებული ქალის ისტორია ერთ წიგნად გამოიცა

კონფერენციის ფარგლებში, რომლის მიზანსაც ქართველი და გერმანელი მეღვინე ქალების შემდგომი თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა, საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციის და ახალი წიგნის „ნელი დუღილი - ქალები ქართული ღვინის ბიზნესში“ პრეზენტაცია გაიმართა.