imedi /  09 დეკემბერი 2018, 15:25 / სანდო წყარო

ზურაბიშვილი: ზურაბ ჟვანია ორი ნიშნით იყო გამორჩეული, სახელმწიფოებრიობითა და ევროპულობით

ზურაბ ჟვანია

ზურაბ ჟვანია

ზურაბ ჟვანია ორი ნიშნით იყო გამორჩეული, სახელმწიფოებრიობითა და ევროპულობით,- ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

" მას კარგად ესმოდა, რას ნიშნავს და როგორ უნდა გაძლიერდეს სახელმწიფო. რომ არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ პარტიულ წყობაზე, არამედ მთავარია სახელმწიფოებრიობის სხვა კონცეფცია, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება დღეს. მეორე კი, იყო ევროპულობა. ზურაბ ჟვანია იყო ევროპელი მაშინ, როდესაც  ქვეყანა ჯერ კიდევ არ იყო ევროპულ გზაზე დამდგარი ისე მყარად, როგორც დღეს. მას კარგად ესმოდა, რა იყო ევროპულობა“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიას დღეს 55 წელი შეუსრულდებოდა. დიდუბის პანთეონში, ზურაბ ჟვანიას საფლავი სალომე ზურაბიშვილმა ყვავილებით შეამკო.

ზურაბ ჟვანიამ პოლიტიკური საქმიანობა 1988 წლიდან დაიწყო. მან ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, მეცნიერების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა მოძრაობა „საქართველოს მწვანეები“. 1992 წელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან იგი ევროპელ „მწვანეთა“ პირველი თანათავმჯდომარე გახდა.

1995 წლიდან, ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში, საქართველოს პარლამენტმა პოსტსაბჭოურ სივრცეში პირველმა შექმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, დაფუძნებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში.

1999 წლის 27 იანვარს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას ევროპის საბჭოში. ამ დღეს თავის გამოსვლაში ქართველმა პოლიტიკოსმა წარმოთქვა ისტორიული ფრაზა – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“.

2004 წლის თებერვლიდან ზურაბ ჟვანიას ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავა. ქართველი პოლიტიკოსი 2005 წლის 3 თებერვალს 41 წლისა გარდაიცვალა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ნათლისღება

19 იანვარი 2019, 00:59

საქართველო

დღეს ნათლისღებაა

ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი თორ­მეტ სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ულს შო­რის ერთ-ერ­თია. სხვაგ­ვა­რად ამ დღეს ღვთის გა­მო­ცხა­დე­ბის დღე­სას­წა­ულს უწო­დე­ბენ, რად­გან ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა გან­ცხად­და. ასე­ვე ნათ­ლო­ბა და­წეს­და.

19 იანვარი 2019, 00:40

საქართველო

ბათუმში განბანვის რიტუალი შესრულდა

დღესასწაულის დადგომისთანავე, ბათუმში მრევლი ზღვის სანაპიროსთან შეიკრიბა. ზღვა სასულიერი პირებმა აკურთხეს, რის შემდეგაც მორწმუნეები წყალში შევიდნენ. შესრულდა საგალობლებიც, ასევე დაანთეს სანთლები.

19 იანვარი 2019, 00:16

კულტურა

2019 წელს ევროპის კულტურული დედაქალაქი პლოვდივია

ევროპის ერთ-ერთმა უძველესმა ქალაქმა თავის დევიზად სიტყვა „ერთად“ შეარჩია. 2019 წელს 500-მდე ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელიც როგორც პლოვდივში, ასევე ქვეყნის სხვა ქალაქებში გაიმართება.

კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპი

18 იანვარი 2019, 23:48

მსოფლიო

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს თებერვლის ბოლოს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მეორე შეხვედრა თებერვლის ბოლოს გაიმართება. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც დონალდ ტრამპი თავის რეზიდენციაში კიმ ჩენ ინის წარმომადგენელს შეხვდა.

სტეფან ლიოვენი

18 იანვარი 2019, 23:38

მსოფლიო

შვედეთის პრემიერმინისტრი მეორე ვადით აირჩიეს

მანამდე სხვადასხვა პარტიული ბლოკები კოალიციური უმრავლესობის ჩამოყალიბებას 4 თვის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ. ლიოვენი მინისტრთა ახალ კაბინეტს 21 იანვარს წარადგენს.

18 იანვარი 2019, 23:07

მსოფლიო

Audi-ს ყოფილ მენეჯერებს აშშ-ში ბრალი წაუყენეს

ავტოკონცერნის ყოფილ თანამშრომლებს იმაში ადანაშაულებენ, რომ სპეციალური მოწყობილობების დახმარებით, რომელსაც ავტომობილებში ამონტაჟებენ, ატყუებდნენ მოწყობილობას, რომელიც ჰაერში მავნე გამონაბოლქვის მაჩვენებელს ზომავს.

ნასტია რიბკა

18 იანვარი 2019, 22:47

მსოფლიო

მოსკოვში დააკავეს მოდელი, რომელიც აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევას ადასტურებს

ნასტია რიბკა მოსკოვის მთავარ აეროპორტში მას შემდეგ დააკავეს, რაც ის ტაილანდიდან გააძევეს. ადვოკატმა Instagram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ბელარუსი მოდელის დაკავებაა აღბეჭდილი. რიბკამ განაცხადა, რომ მას ჰქონდა მტკიცებულება, რომელიც 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას ადასტურებდა.

მაშა და დათვი

18 იანვარი 2019, 22:45

კულტურა

მულტფილმი „მაშა და დათვი“ YouTube-ზე ნახვების რაოდენობით გინესის რეკორდებში მოხვდა

მულტფილმის ერთ-ერთმა ეპიზოდმა „მაშა პლიუს ფაფა“ YouTube-ზე ნახვების რაოდენობით მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ამ ვიდეორგოლს 3 მილიარდ 400 მილიონმა ადამიანმა უყურა.

კალა-უშგული

18 იანვარი 2019, 22:23

საქართველო

კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

კმ90-კმ186 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Fossil

18 იანვარი 2019, 22:06

ტექნოლოგიები

Google-ი ჭკვიანი საათების მიმართულებას ავითარებს

Google-მა ჭკვიანი საათის კომპანია Fossil-ის ტექნოლოგიაზე $40 მილიონი დახარჯა. შედეგად ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის მფლობელობაში მწარმოებლის ინტელექტუალური პორტფოლიო გადავიდა. Fossil-ს ბაზრის 4% უჭირავს.

შსს ლაბორატორია

18 იანვარი 2019, 21:59

ძალოვნები

შსს საერთაშორისო სტანდარტების უახლესი დნმ-ლაბორატორიით აღიჭურვება

თანამედროვე ლაბორატორიით აღჭურვის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაცემთა ბაზებს, ასევე, მათ საჭირო ნიმუშებით შევსებაში დაეხმარება, რაც კიდევ უფრო გაზრდის დნმ ექსპერტიზის ეფექტურობას.

18 იანვარი 2019, 21:44

კულტურა

საქართველო საფრანგეთის კულინარიულ გამოფენაზე წარდგება

მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე, ქვეყანას შესაძლებლობა ექნება ქართული კულინარიული შედევრები და ღვინო წარადგინოს. კულინარიული გამოფენა ლიონში 26-დან 31 იანვარის ჩათვლით გაიმართება.

18 იანვარი 2019, 21:33

ტექნოლოგიები

რა ავტომობილები წარადგინეს დეტროიტის ავტოშოუზე

დეტროიტში ტრადიციული ავტოშოუ წელს ელექტრომანქანებისა და პიკაპების სიმრავლით გამოირჩევა. თუმცა კობო-ცენტრში პროდუქცია არ წარუდგენიათ ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორიცაა მერსედესი, BMW, აუდი, პორშე და იაგუარი.

სალომე ზურაბიშვილი

18 იანვარი 2019, 21:16

საქართველო

რა შეიცვალა სახელმწიფო პრემიების გაცემის წესში

სალომე ზურაბიშვილმა, გიორგი მარგველაშვილის მიერ 2018 წლის 23 მარტს გამოცემული ბრძანებულება შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ გააუქმა და ახალი ბრძანებულება გამოსცა.

Facebook Messenger

18 იანვარი 2019, 21:06

ტექნოლოგიები

განახლებული Facebook Messenger-ი ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება

როგორც მესენჯერის გუნდი მიკრობლოგ Twitter-ზე წერს, სრულ განახლებას შესაძლოა კიდევ დასჭირდეს გარკვეული დრო. Facebook Messenger-ის სახეცვლილი დიზაინი ოქტომბერში გამოჩნდა. საკომუნიკაციო საშუალების ახალი ვერსია ჯერ ყველა მომხმარებელს არ მიუღია.

18 იანვარი 2019, 20:54

ეკონომიკა

ევროკავშირი საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ახალ ტრანშს გამოყოფს

საინვესტიციო გეგმა ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის განვითარებას ითვალისწინებს. თანხა ძირითადად ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროებს მოხმარდება.

18 იანვარი 2019, 20:34

საქართველო

ქუთაისში გაზის უსაფრთხოებაზე ყველა კორპუსი შემოწმდება

ქუთაისის მერი სულხან-საბას 21ა კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ადგილობრივებს, კორპუსის გარე ფასადზე მიმაგრებული ბუნებრივი აირის პოლიეთილენის მილები პრობლემებს უქმნით.

18 იანვარი 2019, 20:23

საქართველო

როგორ კონტროლდება გაზის სისტემების უსაფრთხოება საქართველოში

შესაბამის სამსახურებში უკვე ალაპარაკდნენ შიდა ქსელის რეგულაციების გამკაცრებაზე. რეგლამენტში მოცემული იქნება იმ ადამიანების კვალიფიკაციის კრიტერიუმები, რომლებსაც შიდა საცხოვრებელ ფართებში სამუშაოების ჩატარების უფლება ექნებათ.

ბახმარო

18 იანვარი 2019, 20:16

საქართველო

ბახმაროს დაბის სტატუსის მიენიჭა

„წელს ეს პროექტი დასრულდება და 2400 კომლს ექნება მუდმივი ელექტრომომარაგება. ასევე ვგეგმავთ ცენტრალური სკვერის მოწყობას და სხვა საინტერესო პროექტებს, რაც გაახარებს როგორც ადგილობრივებს, ისე - დამსვენებლებს“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

CERN-ის კოლაიდერი

18 იანვარი 2019, 20:05

ტექნოლოგიები

CERN-ი ელემენტარული ნაწილაკების ამაჩქარებელ კოლაიდერს ააშენებს

პროექტის ღირებულება $24 მილიარდია. CERN-ის პროექტებს ორგანიზაციის წევრი 22 ქვეყანა აფინანსებს. კოლაიდერის სიგრძე 100 კილომეტრის (62 მილი) სიგრძის იქნება. მაშინ, როდესაც ადრონის (LHC) კოლაიდერის სიგრძე 27 კილომეტრია. ახალი კოლაიდერის ექსპულატაციაში შესვლა სავარაუდოდ 2040 წელს შევა.