imedi /  16 დეკემბერი 2018, 16:16 / სანდო წყარო

საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა

კონსტიტუცია

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციასა და ბიბლიაზე ფიცი დადო. ეს ნიშნავს, რომ დღეიდან ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა.

კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ საქართველო არის სოციალურ-სამართლებრივი სახელმწიფო. კონსტიტუციით უზრუნველყოფილია ყველა ადამიანის თანასწორობა და აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

შესწორებები შევიდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით. დოკუმენტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში.

კონსტიტუციის მიხედვით, 2020 წლისთვის შენარჩუნებული იქნება მაჟორიტარული სისტემა, თუმცა პოლიტიკურ პარტიებს ერთჯერადად საშუალება ექნებათ, საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკებად გაერთიანდნენ. ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე 2024 წლიდან გადავა.

ასევე 2019 წლის იანვრიდან საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში სრულად დაბრუნდება. ახალი კონსტიტუციით, 2023 წლიდან საქართველოში პრეზიდენტის არჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ არაპირდაპირი წესით მოხდება.

ახალი კონსტიტუციით გაუქმდა უშიშროების საბჭო და მის ნაცვლად, საომარი მდგომარეობის დროს, სათათბირო ორგანო ეროვნული თავდაცვის საბჭოს შექმნა განისაზღვრა, რომლის თავმჯდომარეც საქართველოს პრეზიდენტი იქნება.

პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კონსტიტუციაში საუბარია ქვეყნის ევროპულ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე.

ასევე ახალი კონსტიტუციით განსაზღვრულია ქორწინების დეფინიციაც და ნათქვამია, რომ ქორწინება არის ქალისა და კაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით.

პარლამენტმა ძირითადი საკონსტიტუციო ცვლილებები 2017 წლის 26 სექტემბერს დაამტკიცა, რომელსაც მოგვიანებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო და უწყებას მოტივირებული შენიშვნები წარუდგინა. მმართველმა გუნდმა შენიშვნები არ გაიზიარა, 110 მომხრე ხმით 8-ის წინააღმდეგ ვეტო დაძლია და საბოლოო ჯამში, კონსტიტუციური პროექტი 117 მომხრე ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ბერლინი

18 იანვარი 2019, 01:17

მსოფლიო

გერმანიის სპეცსამსახურებმა პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს გერმანიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ამოწმებენ ისეთი დონის პოლიტიკურ ძალას, რომელიც არჩეულია ერთდროულად ბუნდესტაგსა და ყველა რეგიონულ პარლამენტში. AfD-ს ახალგაზრდული ორგანიზაცია, ასევე ფრაქცია „ფრთა“, „საეჭვო“ სუბიექტებად გამოცხადდნენ.

დროშები

18 იანვარი 2019, 01:06

მსოფლიო

აშშ მოლდოვას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

სახელმწიფო დეპარტამენტი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ მოლდოვას ხელისუფლებამ ყველა საჭირო ნაბიჯი უნდა გადადგას საიმისოდ, რომ 24 თებერვლის არჩევნების შედეგი გამჭვირვალე იყოს და მოლდოველი ამომრჩევლის ნებას გამოხატავდეს.

გველი

18 იანვარი 2019, 00:52

ტაბლოიდი

ბერლინის აეროპორტში დააკავეს მგზავრი, რომელიც შარვალში გველს მალავდა

გერმანიაში, ბერლინის აეროპორტში დააკავეს მგზავრი, რომელიც ისრაელში მიფრინავდა. ის ცდილობდა თვითმფრინავში შეეყვანა გველი, რომელიც შარვლის უბეში ჰყავდა ჩასმული.

აეროპორტი

18 იანვარი 2019, 00:33

საქართველო

გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქე გამოაძევეს

ამავე ცნობით, მათგან 26 თავშესაფარს საქსონიაში ითხოვდა, თუმცა უარი მიიღო. დანარჩენებს თავშესაფრის მიღება გერმანიის სხვადასხვა მიწაზე სურდათ.

ვლადიმერ პუტინი

18 იანვარი 2019, 00:15

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი სერბეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 17 იანვარს საღამოს სერბეთის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ქალაქის ქუჩებში მას სერბეთის რუსეთთან დაახლოების მომხრეები დახვდნენ. პოლიციის ინფორმაციით, შეკრებილთა რიცხვმა 120-130 ათასამდე ადამიანი შეადგინა.

დავით მოძმანაშვილი

18 იანვარი 2019, 00:09

სპორტი

დავით მოძმანაშვილს ლონდონი-2012-ის მედლის დაბრუნება მოუწევს

თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მოძმანაშვილს, რომელიც 2017 წლიდან უზბეკეთის სახელით გამოდის და ვისაც 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მძიმე წონაში (120 კგ) დაკავებული მეორე ადგილისთვის ვერცხლის მედალი გადაეცა, დისკვალიფიკაცია მიესაჯა.

17 იანვარი 2019, 23:50

ტაბლოიდი

ტინა კუნაკისა და ვინსენტ კასელის რომანტიკული კოცნა. ვიდეო

ტინა კუნაკისა და ვინსენტ კასელის წყვილი აქტუალობას არ კარგავს. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ მსახიობი და მოდელი პირველ საერთო შვილს ელოდებიან.ამჟამად ისინი რიო დე ჟანეიროში იმყოფებიან და დროს შესანიშნავად ატარებენ.

ბილ გეიტსი

17 იანვარი 2019, 23:44

ტაბლოიდი

ბილ გეიტსი ბურგერების რიგში ნახეს

Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეიტსს, რომლის კაპიტალიც 95 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ბურგერების რიგში ფოტო გადაუღეს. ის თავის შეკვეთას მშვიდად ელოდა და ობიექტის თანამშრომლებისგან ზედმეტ ყურადღებას არ მოითხოვდა.

ტერეზა მეი

17 იანვარი 2019, 23:20

მსოფლიო

დავოსში ტერეზა მეიც არ ჩავა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე მონაწილეობას არ მიიღებს. ეს გადაწყვეტილება მან Brexit-ზე ფოკუსირების გამო მიიღო. დავოსში წასვლაზე უარი უკვე განაცხადეს აშშ-ის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა.

ლანა დელ რეი და ჯარედ ლეტო

17 იანვარი 2019, 23:10

კულტურა

ლანა დელ რეი და ჯარედ ლეტო Gucci-ს რეკლამაში გადაიღეს

სოციალურ ქსელში კი გავრცელდა ნაწყვეტი ვიდეოდან. ვიდეორგოლი ვინტაჟურ სტილშია გადაწყვეტილი. მასში ასევე ამერიკელი მსახიობი, კორტინი ლავიც მონაწილეობს.

ალექსანდრე კობაიძე

17 იანვარი 2019, 23:03

ძალოვნები

„ელ ჯგუფის“ დირექტორი მეორედ დაკითხეს

ადვოკატის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი ჭანტურიას სთხოვეს იმ პირებთან დაკავშირება, რომელთაც ბინები აღნიშნულ კორპუსში აქვთ ნაყიდი, თუმცა იქ არ ცხოვრობვენ.

სისხლის ბანკი

17 იანვარი 2019, 22:49

საქართველო

სისხლის ბანკი: სისხლის კომპონენტების დეფიციტი გუშინდელ ტრაგედიამდეც იყო

ბავშვების ტრავმამ რა თქმა უნდა დეფიციტი არ გამოიწვია, მაგრამ ქვეყანაში არის სისხლის კომპონენტების დეფიციტი!, - ამის შესახებ შპს „სისხლს ბანკის“ დირექტორმა, დავით ლოლიაშვილმა განაცხადა.

თაკო ნაცვლიშვილი

17 იანვარი 2019, 22:40

კულტურა

Pain de Sucre-ის ვიდეორგოლში თაკო ნაცვლიშვილი გადაიღეს. ვიდეო

ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი მოდის სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს. ვიდეორგოლის შექმნაზე ბენჟამინ არმანდმა იზრუნა. თაკო ნაცვლიშვილი რამდენიმე ლუქით ჩნდება.

პრინცი ფილიპი

17 იანვარი 2019, 22:16

მსოფლიო

პრინცი ფილიპი ავარიაში მოჰყვა

ბუკინგემის სასახლის პრესსამსახურის ცნობით, საგზაო შემთხვევა ნორფოლკში მოხდა და საქმეში სხვა ავტომანქანაც ფიგურირებდა. ადგილზე პოლიციაც იყო მისული. პრინცი ფილიპი 97 წლისაა. ის უვნებლად გადარჩა და თავს კარგად გრძნობს.

17 იანვარი 2019, 22:15

ძალოვნები

ვერის ინციდენტზე ბრალი დაკავებულ კონსტანტინე ჯორბენაძესაც წარუდგინეს

თბილისში, ვერაზე მომხდარი ინციდენტის ფიგურანტს, მკვლელობის მცდელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო ბრალი გიორგი ადუაშვილის მეგობარს, კონსტანტინე ჯორბენაძესაც წარუდგინეს.

17 იანვარი 2019, 22:02

საქართველო

სემეკი: გაზგაყვანილობის სპეციალისტების კვალიფიაციის შემოწმებაზე უფლებამოსილი უწყება არ არსებობს

სემეკის წარმომადგენლის, გიორგი ფანგანის თქმით, ის შეხვდა ყაზტრანსგაზის მმართველს და ესაუბრა მიზეზებზე, რატომ ვერ აღმოაჩინეს სპეციალისტებმა დაზიანების კერა დიდ დიღომში კორპუსში მომხდარ აფეთქებამდე გამოძახებისას. მან ყაზტრანსგაზის პოზიცია „მაესტროს“ ეთერში განმარტა.

მერი ოლივერი

17 იანვარი 2019, 21:48

კულტურა

პოეტი მერი ოლივერი გარდაიცვალა

ოლივერი საკუთარ სახლში ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი, ფლორიდაში გარდაიცვალა. მას ლიმფომა ჰქონდა. მან 15- ზე მეტი კრებულის გამოცემა და სხვადასხვა ესეების დაწერა შეძლო.

პოლიცია

17 იანვარი 2019, 21:35

საქართველო

უამინდობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა

ასევე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე; თბილისის შემოვლით გზაზე კი იკრძალება მხოლოდ სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება.

17 იანვარი 2019, 21:26

კულტურა

თავისუფალი თეატრი პრემიერისთვის ემზადება.

თავისუფალი თეატრი პრემიერისთვის ემზადება. ანკა ვისდეის პიესის მიხედვით, სპექტაკლი „მუდამ ერთად“, იოანე ხუციშვილმა დადგა. რეჟისორი და მსახიობები ფიქრობენ, რომ ქართველი მაყურებელი საკუთარ თავსა და პრობლემებს, სცენაზე არაერთხელ ამოიცნობს.

ალიშა ქისი

17 იანვარი 2019, 21:20

კულტურა

,,გრემის'' დაჯილდოების ცერემონიას ალიშა ქისი წარუძღვება

როგორც გაირკვა, წელს დაჯილდოების ცერემონიას ალიშა ქისი წარუძღვება. ამის შესახებ Grammy-ს საორგანიზაციო კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას. ინფორმაცია სიახლის შესახებ თავად ამერიკელმა შემსრულებელმაც გააზიარა.