imedi /  16 დეკემბერი 2018, 16:29 / სანდო წყარო

სამცხე–ჯავახეთში ბავშვებში ტყვიის შემცველობის კვლევაზე მშობლების ნაწილი უარს ამბობს

ტყვიის შემცველობა

საქართველოში 14 000-ზე მეტ ოჯახში წყლის ხარისხის და 2-7 წლის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობაზე კვლევა ტარდება. როგორც "სამხრეთის კარიბჭე" წერს, სამცხე–ჯავახეთში მშობლების ნაწილმა, ბავშვებში ტყვიის შემცველობის კვლევაზე უარი განაცხადა.

როგორც საქსტატის ეროვნული სამსახურის ბორჯომის სამმართველოს უფროსი ნათელა გოგოლაძე ამბობს, მშობლები ამბობენ, რომ თუ მათ შვილებს დასჭირდებათ, თავად ჩაუტარებენ ამ გამოკვლევებს.

მშობლების უარის გამო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტმა განცხადებაც გაავრცელა. დეპარტამენტის უფროსმა კვლევის შედდეგად შერჩეული ბავშვების მშობლებს მოუწოდა, რომ მათ ამ შესაძლებლობაზე უარი არ ეთქვათ. მისი თქმით, ზოგადი სურათის შესაქმნელად საჭიროა სულ მცირე 1 500 ბავშვის ანალიზის ჩატარება. თუმცა ამ ეტაპზე, კვლევაში ჩართვის მაჩვენებელი 60%-ს არ აღემატება, ამან კი შესაძლოა, კვლევის სრულფასოვან ჩატარებას პრობლემა შეუქმნას, რაც საბოლოო ჯამში ვერ მოგვცემს ქვეყნისთვის რეპრეზენტატულ სურათს, რაც ხელს შეუშლის სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და ბავშვების საფრთხისგან დაცვას. 

კვლევის შედეგად, საქართველოს მასშტაბით, შეგროვდება საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები ოჯახების, ბავშვების და ქალების მდგომარეობის შესახებ, ასევე შემოწმდება წყლის ხარისხს და 2-7 წლის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა.

კვლევის საველე სამუშაოები სექტემბრიდან დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დასრულდება.

"კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას დაგეგმოს და შეიმუშაოს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკა, რაც გააუმჯობესებს დაუცველი ოჯახებისა და ბავშვების ცხოვრებას და ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.

ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია საზოგადოების მხრიდან თანამშრომლობა და მხარდაჭერა. გთხოვთ, კვლევაში მიიღოთ მონაწილეობა“, - აცხადებენ დაავადებათა ცენტრში.

ყველა სიახლე

16 ივნისი 2019, 10:39

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს. უწყებაში დიპლომატის დაბარების მიზეზი ოფიციალური ლონდონის განცხადებაა.დიდი ბრიტანეთის მთავრობის წევრებმა ომანის ყურეში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა ირანს დააკისრეს.

მამების დღე

16 ივნისი 2019, 10:38

მსოფლიო

ამერიკაში მამის დღეა

"დღეს ამერიკაში მამის დღეა და გადავწყვიტეთ, გავიხსენოთ ამერიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის, ჯონ ადამსის სიბრძნე: „ყოველთვის დადექი პრინციპის მხარეს, თუნდაც დარჩე მარტო","- ამბობდა ის. შეგიძლიათ, გაიხსენოთ მამის საუკეთესო რჩევა,"- წერია საელჩოს განცხადებაში.

ტომ ჰენქსი

16 ივნისი 2019, 10:10

ტაბლოიდი

ტომ ჰენქსმა მაღაზია გაქურდა. ვიდეო

ჰენქსმა გამოწვევა მიიღო და ლოს-ანჯელესის მაღაზიიდან თავისივე გამოსახულებიანი მუყაოს ფიგურა და რამდენიმე ოსკარი მოიპარა. სანახაობა პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.ჰენქსმა ამ ნივთების თანხა მაღაზიას მოგვიანებით გადაუხადა.

ირაკლი კობახიძე

16 ივნისი 2019, 10:07

საქართველო

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთს ეწვევა

ვიზიტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ცვეტა კარაინჩევასთან გამართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძე და ცვეტა კარაინჩევა ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

16 ივნისი 2019, 09:59

ტაბლოიდი

ზელენსკიმ მოცეკვავე ფანტანს გადაურბინა. ვიდეო

ქვეყნის პირველი პირის ამ ქმედებას მოქალაქეთა ოვაციები მოჰყვა. მხიარული ინციდენტის ამსახველმა ვიდეომასალამ პოპულარობა მალევე მოიპოვა და სოციალურ ქსელში ბევრი ნახვა დააგროვა.

შსს

16 ივნისი 2019, 09:53

ძალოვნები

პოლიციამ ინტერნეტ-თაღლითობის ფაქტზე 1 ადამიანი დააკავა

"სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათები ამოიღეს, რომელთა გამოყენებითაც გ.ი. სოციალურ ქსელში თანხის თაღლითურად მისაკუთრებას და შემდგომ მის განაღდებას ახერხებდა",- წერია შსს-ს განცხადებაში.

16 ივნისი 2019, 09:52

მსოფლიო

ინდოეთში კანალიზაციის წმენდისას 7 ადამიანი დაიღუპა

დაღუპულია სანიტარული სამსახური 4 და სასტუმროს 3 თანამშრომელი. მათ მუშაობისას გონება დაკარგეს, მოგვიანებით კი საავადმყოფოში დაიღუპნენ. მომხდარის გამო სასტუმროს მეპატრონეს ბრალი წაუყენეს. დაღუპვის მიზეზი ტოქსიკური გაზი გახდა.

მისი ელიოტი

16 ივნისი 2019, 09:33

კულტურა

მისი ელიოტი პირველი რეპერი ქალია, რომელიც „სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში“ შეიყვანეს

,,სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზს'' კიდევ ერთი ავტორი შეემატა. ამჯერად ის ამერიკელი რეპერი, მომღერალი, ტექსტების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი მისი ელიოტია.

16 ივნისი 2019, 09:22

კულტურა

დღეს Art-გენი 2019 გაიხსნება

Art-გენი 2019 რეგიონული ტურნეთი დაიწყება. ფესტივალის რეგიონული ტურნე 16 ივნისს, ახმეტაში გაიხსნება. ახმეტიდან Art-გენი 22 ივნისს, ჯერ აჭარაში, ქედაში გადაინაცვლებს. რეგიონული ტურნე 28 ივნისს იმერეთში, ხონში, სოფელ გორდში დასრულდება.

ონის სალოტბარო სკოლა

16 ივნისი 2019, 09:09

კულტურა

17 ივნისს ფოლკლორის ცენტრის 10 სალოტბარო სკოლა კონცერტს გამართავს

კერძოდ, წალენჯიხის, საჩხერის, მესტიის, ონის, ლენტეხის, ოზურგეთის, სამტრედიის, გორის, თელავისა და ქობულეთის სალოტბარო სკოლები ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გამოვლენ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

16 ივნისი 2019, 09:04

სპორტი

ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ ჰალეს ტურნირში ჩაერთვება

ბასილაშვილი პირველ წრეში იტალიელ მატეო ბერეტინის შეხვდება.ჰალეს ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, ხოლო მოქმედი ჩემპიონია ხორვატი ბორნა ჩორიჩი.

პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი

16 ივნისი 2019, 08:58

მსოფლიო

საუდის არაბეთი ომანის ყურეში ნავთობმზიდზე თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ირანი ომანის ყურეში ნავთობმზიდზე აშკარა თავდასხმაში დაანაშაულა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით უკვე გამოიტანა დასკვნა, რა ტიპის იარაღი გამოიყენეს თავდასხმის დროს.

აქცია

16 ივნისი 2019, 08:48

მსოფლიო

ჰონგ-კონგში მთავრობის გადადგომას ითხოვენ

კანონპროეექტის თანახმად, რომელსაც მასშატაბური აქციები მოჰყვა, დაკავებულ პირს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანს, რასაც ჰონგ-კონგელების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. ამ მასშტაბის საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგში 2014 წლის "ქოლგების მოძრაობის" შემდეგ არ ჩატარებულა.

დონალდ ტრამპი

16 ივნისი 2019, 08:36

ტაბლოიდი

ტრამპს თანაპარტიელებმა დაბადების დღე უჩვეულოდ მიულოცეს. ვიდეო

მონტანელმა რესპუბლიკელებმა ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც თეთრი სახლის ლიდერს იუბილეს ულოცავენ. ტორტზე კი ტრამპის ასაკის ნაცვლად 45 წერია იმის აღსანიშნავად, რომ დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტია.

დონალდ ტრამპი

16 ივნისი 2019, 08:19

მსოფლიო

ტრამპი: ლონდონს ახალი მერი სჭირდება, ხანი კატასტროფაა

მანამდე ლონდონის მერმა სადიკ ხანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რიტორიკა მე-20 საუკუნის ფაშისტების განცხადებებს შეადარა. სადიკ ხანი ზოგადად ტრამპის კრიტიკითაა გამორჩეული.

ილია მეორე

16 ივნისი 2019, 08:13

საქართველო

პატრიარქი აბიტურიენტებს დალოცავს

პატრიარქი აბიტურიენტებს აბიტურიენტებს სამების საკათედრო ტაძარში დალოცავს, სადაც დღეს სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება შესრულდება. ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყება და ივლისის ბოლომდე გასტანს.

ეკლესია

16 ივნისი 2019, 08:09

საქართველო

მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს

სახარების მიხედვით, ამ დღეს მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადავიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აღივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი.

16 ივნისი 2019, 00:52

მსოფლიო

ჰუსიტებმა დრონებით საუდის არაბეთის ორი აეროდრომი დაბომბეს

გამოცემის ინფორმაციით, ამით ჰუსიტებმა უპასუხეს თაიზის პროვინციაში მშვიდობიან მოსახლეობაზე საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მიერ მიტანილ იერიშს, რომელსაც 9 ადამიანი ემსხვერპლა.

ინდოეთი აშშ დროშა

16 ივნისი 2019, 00:45

ეკონომიკა

ინდოეთმა აშშ-ს 28 დასახელების პროდუქციაზე ტარიფები დაუწესა

ტარიფების ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება ინდოეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა 5 ივნისს ნიუ-დელის შეღავათანი სავაჭრო პრივილეგიები გააუქმა. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2018 წელს დაახლოებით $142.1 მილიარდი შეადგინა.

Mac Desktop აპლიკაცია

16 ივნისი 2019, 00:20

ტექნოლოგიები

Mac desktop-ზე Twitter-ის აპლიკაცია ისევ გამოჩნდება

როგორც Twitter-მა განაცხადა, პლატფორმაზე აპლიკაციის დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც Apple-მა პროექტი Catalyst-ი გამოუშვა macOS 10.15 Catalina-სთვის. Twitter-მა MAC-ის აპლიკაციის მხარდაჭერა 2018 წლის მარტში შეწყვიტა. Twitter-მა MAC-ის აპლიკაცია 2015 წლის ოქტომბერში გამოუშვა.