imedi /  01 იანვარი 2019, 00:09 / სანდო წყარო

პრემიერმინისტრმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

გვაქვს ყველა რესურსი და შესაძლებლობა, ვიყოთ წარმატებული ქვეყანა, სადაც თითოეული ოჯახი ღირსეულად იცხოვრებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა საახალწლო მილოცვაში განაცხადა.

„გილოცავთ დამდეგ 2019 წელს. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და ბევრ მიზეზს ბედნიერებისთვის. ახალი წელი ყველას დღესასწაულია და როცა მთელი ქვეყანა ზეიმობს, მინდა, დიდი პატივისცემა გამოვხატო იმ ხალხის მიმართ, ვინც ამ წუთებშიც ქვეყნის სამსახურში დგას. ახალ წელს ვულოცავ საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჩვენს სამხედროებს, ექიმებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მესაზღვრეებს, მაშველებს, – თქვენ ჩვენი იმედი ხართ, თქვენზე დგას საქართველოს სიმშვიდე. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო ახალი წელი იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით სამშობლოდან შორს, საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შეგიქმნათ სამშობლოში დასაბრუნებელი ყველა პირობა და რაც შეიძლება მოკლე დროში. 2019 წლის დადგომას გილოცავთ ყველას, იმ რწმენით, რომ მომავალი წელი წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისა და თითოეული თქვენგანისთვის. ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს და ბევრ გასაჭირს უძლებს“, – აცხადებს მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა სიღარიბის დაძლევაა.

„ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, სამართლიანი თამაშის წესები, რომელიც ჩვენ დავამკვიდრეთ, დარწმუნებული ვარ, შედეგს მოიტანს და სასიკეთო ცვლილებებს ყველა ოჯახი იგრძნობს. 600 000-ზე მეტი მოქალაქე ამ ახალ წელს ვალებისგან თავისუფალი ხვდება. მხარდაჭერა და სოლიდარობა, ერთმანეთის გვერდში დგომა შეგვაძლებინებს ყველაფერს, ერთიანობით ჩვენ დავძლევთ ბევრ გამოწვევას და საბოლოოდ დავაყენებთ ქვეყანას ფეხზე. განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავ ახალ წელს უფროს თაობას, ყველას, ვინც უანგაროდ ემსახურა ჩვენს ქვეყანას. დამდეგ ახალ წელს ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებს. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით გადავდგამთ საერთო ნაბიჯებს უკეთესი მომავლისკენ. ჩვენ საერთო მომავალი მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია. ამისათვის, ჩვენ გვინდა პროგრესი და წინსვლა. ქვეყანას სჭირდება ახალი იდეები, ახლებური ხედვა, თამამი და სწრაფი გადაწყვეტილებები და ეს ენერგია ჩვენს ახალგაზრდებშია. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი“, – აღნიშნავს მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, 2019 წელს განათლება იქნება საქართველოს მთავრობის უპირობო პრიორიტეტი.

„განათლებაზე დაფუძნებული პოლიტიკა და ინოვაციები ჩააყენებს საქართველოს განვითარებული და ევროპული ქვეყნების რიგში, იქ, სადაც ჩვენი ბუნებრივი ადგილი, ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია. მე მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი და შესაძლებლობა, ვიყოთ წარმატებული ქვეყანა, სადაც თითოეული ოჯახი ღირსეულად იცხოვრებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. მჯერა, რომ 2019 წელი წარმატებებისა და წინსვლის წელიწადი იქნება ყველასთვის“, – აცხადებს საქართველოს პრემიერმინისტრი საახალწლო მილოცვაში.

ყველა სიახლე

ემინემი

27 ივნისი 2019, 00:39

კულტურა

რეპერ ემინემს მამა გარდაეცვალა

მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი რეპერის ემინემის მამა მარშალ ბრიუს მერზეს - უმცროსი 67 წლისა გარდაიცვალა. გამოცემა TMZ-ის ცნობით, ემინემი ხშირად კითხულობდა რეპს მამის შესახებ და წუხდა, რომ მან ადრეულ ასაკში მიატოვა.

 სოფიო ქაცარავა

27 ივნისი 2019, 00:36

საქართველო

სოფო ქაცარავა: თბილისში რომ ვყოფილიყავი მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას ხმას მივცემდი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო ქაცარავამ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საქმეში სოლიდარობა მმართველ გუნდს სტრასბურგიდან გამოუცხადა. „თბილისში სესიაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას“.

 იანის ადეტოკუნბო

27 ივნისი 2019, 00:01

სპორტი

NBA-ის საუკეთესო კალათბურთელი ცნობილია

NBA-ის (ნაციონალური საკალთბურთო ასოციაცია) სეზონის საუეთესო კალათბურთელად იანის ადეტოკუნბო დასახელდა. „მილუოკი ბაქსის“ ფორვარდი საშუალოდ საკალათბურთო მატჩში 28 ქულას აგროვებს. მისი გუნდი კი NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში საუკეთესო გახდა და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა.

თიკო ქობულაშვილი

26 ივნისი 2019, 23:58

საქართველო

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს სპიკერებმა ახალი გეგმა გააცნეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 27 ივნისს ისევ 19:00 საათზე განახლდება, რის შემდეგაც მსველობას მმართველი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მოაწყობენ მსვლელობას. ამის შესახებ პროტესტის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ღონისძიების სპიკერებმა თქვეს.

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი

26 ივნისი 2019, 23:31

საქართველო

ევროსაბჭოს ახალ გენერალურ მდივნად ხორვატი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი აირჩიეს

ხორვატი პოლიტიკოსი ამ თანამდებობაზე ტორბიორნ იაგლანდს ჩაანაცვლებს. ნორვეგიელ ლიდერს უფლებამოსილების ვადა 2019 წლის ოქტომბერში ეწურება. მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი პოსტს 2024 წლამდე დაიკავებს. ბურიჩი ხორვატიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრია.

ნათია თურნავა

26 ივნისი 2019, 23:27

ეკონომიკა

თურნავა: ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ დაემუქრება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მაკროეკონომიკა არის ჯანსაღი და გრძლვადიან პერსპექტივაში ლარს საფრთხე არ ემუქრება. ეს კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

26 ივნისი 2019, 23:00

თემა

რა ორგანიზაციაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და რატომ დაუბრუნა მან ხმის უფლება რუსეთს?

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილება აღუდგინა. მანამდე ორგანიზაციამ მიიღო შესწორებები, რომლებიც რუსულ დელეგაციას ყველა უფლებას,მათ შორის, ხმის უფლებას უბრუნებდა, რაც მას 2014 და 2015 წლებში ჩამოართვეს. სხვა ქვეყნების დეპუტატებმა ამ პროცესის დაბლოკვა მხოლოდ რამდენიმე დღით შეძლეს. უკრაინის დელეგაცია აცხადებდა, რომ რუსეთის დაბრუნების შემთხვევაში მისი დელეგაცია დროებით დატოვებდა ორგანიზაციას;უკრაინელებთან ერთად ფაქტს აპროტესტებდაქართული დელეგაციაც. ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა უკვე უწოდა რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილებას სამარცხვინო.

26 ივნისი 2019, 22:49

საქართველო

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ინდუსტრიულმა ჰოლდინგი Aigroup -მა ცენტრალურ მოედანზე ოფიციალური პრეზენტაცია გამართა,რომლის ფარგლებში ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტი წარადგინა. ღონისძიება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა.

26 ივნისი 2019, 22:23

საქართველო

ნიკა მელიამ პარლამენტის შენობა დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტის შენობა დატოვა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ „თმის ღერი არ ჩამოუვარდება“.

გივი მაჭარაშვილი

26 ივნისი 2019, 22:09

სპორტი

მინსკის ევროპულ თამაშებზე გივი მაჭარაშვილმა ვერცხლის მედლი მოიპოვა

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ინფორმაციით, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან საქართველოს ნაკრებს მეორე მედალი გივი მაჭარშვილმა მოუტანა

აქცია რუსთაველზე

26 ივნისი 2019, 21:52

საქართველო

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. ამის გამო საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. აქვე გამოაცხადეს სიტყვით გამომსვლელებმა, რომ 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ყველა ადამიანი გათავისუფლებულია. .მისი თქმით, ინფორმაცია ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ მიაწოდა.

26 ივნისი 2019, 21:41

მსოფლიო

საფრანგეთის პროკურატურამ ნოტრ-დამის ხანძარში კრიმინალური კვალი ვერ იპოვა

საფრანგეთის პროკურატურა აცხადებს, რომ პარიზის ნოტრ-დამის ხანძარში, კრიმინალური კვალი არ არის, - წერს BBC-ი. გამოცემის ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ არ აქვთ მიზეზი ივარაუდონ, რომ სისხლის სამართლის დანაშული მოხდა.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 21:27

საქართველო

მელია: იმედია, ზეგ აქ ვიქნები და გახარია პარლამენტში შესვლას ვერ გაბედავს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებიშ შემდეგ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდება. მანამდე ის საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ ოპოზიციური პარტიის აქციაზე გავიდა, რომელიც მის მხარდასაჭერად გაიმართა.

გიორგი კონდახაშვილი

26 ივნისი 2019, 21:12

საქართველო

მელიას სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ადვოკატს საქმის მასალები გადასცეს. გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, საქმეში არის რამდენიმე მოწმე, რომელიც ვერ ადასტურებს ნიკა მელიას ბრალეულობას. პარლამენტმა ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა.

რომან კაკულია

26 ივნისი 2019, 20:59

საქართველო

კაკულია: კენჭისყრაზე დაფიქსირებული პოზიცია გუნდისთვის თუ პრობლემური იქნება, უხერხულობას არ შევქმნი

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ წევრმა რომან კაკულიამ განმარტა თუ რატომ ჰქონდა კენჭისყრაზე გუნდისგან განსხვავებული პოზიცია. ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის შესაჩერებლად გამართულ კენჭისყრაში მან მონაწილეობა არ მიიღო.

ნინო ლომჯარია

26 ივნისი 2019, 20:47

საქართველო

ლომჯარია: მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის

სახალხო დამცველი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გამოყენებას მიზანშეწონილად არ თვლის. შესაბამისი განცხადება ნინო ლომჯარიამ Facebook-ზე განათავსა. „უამრავი ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანების გამო პასუხისმგებლობაში არავინ მიცემულა“.

26 ივნისი 2019, 20:47

მსოფლიო

ვენის ცენტრში აფეთქების შედეგად ორ შენობაში სართულები ჩამოინგრა

ავსტრიაში, ვენის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად ორ შენობაში რამდენიმე სართული ჩამოინგრა, ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, არის ეჭვი რომ აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების ადგილას სამართალდამცველები, მეხანძრეები და სამედიცინო ბრიგადები იმყოფებიან.

26 ივნისი 2019, 20:42

მსოფლიო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება აღიარა

უკრაინელი კანონმდებლები დებატებზე კოლეგებს მოუწოდებდნენ, გაეთვალისწინებინათ უკრაინაში არსებული ვითარება, დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე, ყირიმის ანექსია, მოლდოვასა და საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა, თუმცა ასამბლეამ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება აღიარა.

26 ივნისი 2019, 20:20

საქართველო

აშშ-ის საელჩო: ახლა ყველაზე მეტად საჭიროა დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის

აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება 20 ივნისს თბილისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს საქართველოში. ამ შინაარსის განცხადებას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 20:02

საქართველო

მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას უმრავლესობის ორმა წევრმა ხმა არ მისცა

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას უმრავლესობის ორმა დეპუტატმა ხმა არ მისცა. imedinews-ის ინფორმაციით, ესენი არიან რომან კაკულია და მარიამ ჯაში. კაკულიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიირო, ხოლო ჯაშმა განაცხადა, რომ თავი შეიკავა და რეგისტრაცია არ გაიარა.