imedi /  02 იანვარი 2019, 21:09 / სანდო წყარო

უმაღლეს სასწავლებლებს საუნივერსიტეტო მაუწყებლობის უფლება მიეცემა

თსუ

თსუ

პარლამენტში ინიცირებულია “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, `საუნივერსიტეტო მაუწყებლობა“ განმარტებულია, როგორც “კანონით დადგენილი წესით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების, სწავლისა და სწავლების, სამეცნიერო კვლევების, უმაღლესი განათლების სტიმულირებას და საზოგადოების ინფორმირებას უნივერსიტეტში (და ზოგადად, უმაღლესი განათლების სფეროში) მიმდინარე ამბების შესახებ და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ წერს.

„საუნივერსიტეტო მაუწყებლობის“ განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიმართა, რადგან „მაუწყებლობის შესახებ“ მოქმედი კანონი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მაუწყებლობის უფლებას არ აძლევს. კანონში შესატანი ცვლილებები განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მოამზადა.

“საუნივერსიტეტო მაუწყებლობის მიზანია: საკაბელო, ონლაინ, YouTube და მობილური აპლიკაციების საშუალებით უნივერსიტეტის წიაღში დაგროვებული ცოდნის საზოგადოებაში გატანა, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან თემატურ სპექტრს, მათ შორის, მეცნიერებას, ბიზნესს, ეკონომიკას, განათლებას, ჯანდაცვასა და მედიცინას, საზოგადოებრივ საქმიანობას, ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მიმართულებებს, გარდა ამისა, მიზანია ტელევიზიის, როგორც სასწავლო–პრაქტიკული ბაზის გამოყენება ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების (და ასევე სხვა ფაკულტეტების), აგრეთვე მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯების სტუდენტთა დასპეციალებისა და ბაზარზე მათი დასაქმების მომზადებისთვის“, - აღნიშნულია პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

პროექტის მიხედვით, საუნივერსიტეტო მაუწყებლობას თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დააფინანსებს.

ყველა სიახლე

გზა

17 ივნისი 2019, 16:22

ეკონომიკა

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

საბოლოო ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მანძილს 30 კილომეტრით შეამცირებს, ხოლო წითელი ხიდიდან-სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი,"- წერია განცხადებაში.

პორნოგრაფია

17 ივნისი 2019, 16:18

ტექნოლოგიები

ინტერნეტში პორნოგრაფიული ვიდეოების თაღლითური სქემის საქმეზე აშშ-ში ადვოკატი დააკავეს

პოლ ჰანსმეიერმა ინტერნეტში პორნოგრაფიული შინაარსის ფილმები გაავრცელა, შემდეგ კი ადამიანებს მასალის გადმოწერისთვის უჩივლა და ბრალად საავტორო უფლებების დარღვევა წაუყენა. ამერიკელმა ადვოკატმა თითქმის სამი წლის განმავლობაში თაღლითური სქემის მეშვეობით $3 მილიონი გამოიმუშავა.

17 ივნისი 2019, 16:15

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი გრემისხევში საოკუპაცო ხაზთან ჩავიდა

„ბევრად გაადვილებული უნდა იყოს მისვლა-მოსვლა. ეს სოფელი არ უნდა დაიცალოს, მას ჩვენგან ზრუნვა და ყურადღება სჭირდება. გზა და ყურადღება - ეს არის ნიშანი იმისა, რომ სახელმწიფო ზრუნავს ყველაზე, რომ ხვალ, ახლო მომავალში, ჩვენ ყველამ შევძლოთ იმ მაღალ ხატზე ასვლა და მოსახლეობა არ იყოს დაყოფილი“-განაცხადა ზურაბიშვილმა.

Google

17 ივნისი 2019, 15:55

ტექნოლოგიები

Genuis-ი Google-ს სიმღერების ტესტების მოპარვაში ადანაშაულებს

Genius-ზე სიმღერების ტექსტების გარდა, ასევე ქვეყნდება ინფორმაცია ამ სიმღერების ფაქტებისა და ისტორიების შესახებ, ვებზე მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ლირიკის მათისეული ინტერპრეტაციები კომენტარის სახით დატოვონ და დაინტერესებულ ადამიანებს გაუზიარონ.

თეთნულდი

17 ივნისი 2019, 15:38

ძალოვნები

თეთნულდზე 58 წლის სლოვაკი ტურისტი დაიღუპა

შემთხვევა გუშინ მოხდა. ოთხი უცხოელი ტურისტი მწვერვალ თეთნულდზე ადიოდა, რა დროსაც ერთ-ერთი კაცი სიმაღლიდან მოწყდა, რის გამოც დაიღუპა. მთამსვლელები "მესტიის მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურს" დაუკავშირდნენ, მაშველებმა კი თბილისიდან ვერტმფრენი გამოიძახეს.

სებასტიან კურცი

17 ივნისი 2019, 15:27

ტაბლოიდი

10 000 ადამიანმა ვენაში ერთად ილოცა, რათა კურცი ისევ კანცლერი გახდეს. ვიდეო

ავსტრიის ვიცეკანცლერი ჰაინც-კრისტიან შტრახე „რუსი ოლიგარქის ძმისშვილთან დაკავშირებული“ სკანდალური ვიდეოს გამო 18 მაისს თანამდებობიდან გადადგა. ფარული ვიდეოჩანაწერი გერმანულმა გამოცემამ გამოაქვეყნა, რომელშიც შტრახე პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ მხარეს სამთავრობო კონტრაქტებს ჰპირდება.

ადამ სავაჯი

17 ივნისი 2019, 15:26

ტექნოლოგიები

Discovery-ს წამყვანმა „რკინის კაცის“ ტყვიაგაუმტარი კოსტიუმი შექმნა

ტელეკომპანია Discovery-მ გადაცემების ახალი ციკლი სახელწოდებით Savage Builds დაიწყო. მისი წამყვანია პროდიუსერი და სპეცეფექტების სპეციალისტი ადამ სევიჯი. მას ნამუშევარი აქვს ფილმებზე: "მატრიცა", "ვარსკვლავური ომები" და "ტერმინატორის" მესამე ნაწილი. ის ასევე ცნობილია გადაცემა "MythBusters"-ით.

17 ივნისი 2019, 15:22

ეკონომიკა

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულება 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა. გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ვადებთან დაკავშირებით საუბარი ფინანსურ ინსტიტუტებთან ჯერ კიდევ მაისის შუა რიცხვებში შედგა.

17 ივნისი 2019, 15:21

მსოფლიო

ირანი გამდიდრებული ურანის წარმოებას 27 ივნისამდე გაზრდის

ირანი ურანის მარაგის იმ დონეს, რომელიც 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით დადგინდა, 10 დღის ვადაში გადააჭარბებს. ამის შესახებ BBC ირანის ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. მისივე თქმით, თეირანი ურანის გამდიდრების დონეს გაზრდის.

17 ივნისი 2019, 15:05

საქართველო

პროკურატურა „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების განცხადებას პასუხობს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის განცხადებას პროკურატურა პასუხობს. პროკურატურის განმარტებით, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის საქმეზე გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე მისი შეწყვეტის საფუძვლები არ არსებობს.

ჩანჩალ ლაირი

17 ივნისი 2019, 15:03

მსოფლიო

ინდოელი ილუზიონისტი ილეთის შესრულებისას გაუჩინარდა

BBC-ის ცნობთ, ჩანჩალ ლაირის, რომელიც მდინარეში ხელფეხშეკრული ჩაუშვეს, ჯაჭვებისგან თავი უნდა დაეღწია და უსაფრთხოდ გამოეცურა. თუმცა ილუზიონისტი გაუჩინარდა, რის შესახებაც ადგილზე შეკრებილმა მაყურებლებმა პოლიციას აცნობეს.

ია მეურმიშვილი და კურტ ვოლკერი

17 ივნისი 2019, 14:53

ტაბლოიდი

ცნობილი ამერიკელი დიპლომატი ქართველ ჟურნალისტზე დაქორწინდა

ლაპარაკია, კურტ ვოლკერზე, რომელიც ახლა აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელია უკრაინის საკითხებში. მისი რჩეული კი "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილია. კურტ ვოლკერი ამერიკელი დიპლომატია, რომელიც სხვადასხვა დროს ნატოში აშშ-ის ელჩი და მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

ზუგდიდი

17 ივნისი 2019, 14:50

ძალოვნები

ზუგდიდში ქალი 30 წლამდე შვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ქალი შვილზე ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული. უწყებამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით აღძრა, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, შვილი რომელზეც დედა ძალადობდა 30 წლამდეა.

მამუკა ბახტაძე

17 ივნისი 2019, 14:43

საქართველო

პრემიერი თანამდებობიდან მის გათავისუფლებაზე ცნობებს ჭორს უწოდებს

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, პრემიერის თანამდებობიდან მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჭორია. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

რომის პაპი ფრანცისკე

17 ივნისი 2019, 14:37

მსოფლიო

რომის პაპმა იტალიაში მიწისძვრისას დაზარალებულ ეკლესიაში ჩაფხუტით ილოცა. ვიდეო

კერძოდ, კათოლიკური ეკლესიის ლიდერმა ღვთისმშობლის ქანდაკებასთან ილოცა, რომელიც მიწისქვეშა ბიძგებისას განსაკუთრებით დაზიანდა. იტალიაში მიწისძვრა 2016 წლის 24 აგვისტოს მოხდა, შემდეგ კი 30 ოქტომბერს. ჯამში დაიღუპა 300-მდე ადამიანი.

სანდრო თავართქილაძე

17 ივნისი 2019, 14:37

სპორტი

სანდრო თავართქილაძე ფორმულა რენო 2019-ის აზიის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს

ჩინეთში, ჟუჰაის საერთაშორისო ავტოდრომზე სანდრო თავართქილაძემ მეორე ეტაპზე ჯერ მეორე ადგილი დააფიქსირა, საფინალო რბოლაზე კი მეოთხე ადგილი დაიკავა. მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ ქართველი ქულათა ჩათვლაში კვლავ ლიდერია და 88 ქულით პირველ ადგილს იკავებს. მეორე პოზიციაზე 80 ქულით ჯოი ალდერსია.

მამუკა ბახტაძე

17 ივნისი 2019, 14:34

საქართველო

ბახტაძე: საზოგადოებას აწუხებს დეოკუპაცია და სიღარიბე, ლგბტქ თემა კი თავსმოხვეულია

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში პრობლემა, რომელიც საზოგადოებას რეალურად აწუხებს, დეოკუპაცია და სიღარიბეა, ლგბტქ ჯგუფების ირგვლივ შექმნილ ვითარებას კი პრემიერი საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ პრობლემად მიიჩნევს.

აფეთქება

17 ივნისი 2019, 14:24

მსოფლიო

ნიგერიაში აფეთქებისას სულ ცოტა 30 ადამიანი დაიღუპა

მორიგი აფეთქება მოხდა ნიგერიაში. ამავე ინფორმაციით, დაშავებულია 40 ადამიანი. ბომბები მაშინ გააქტიურდა, როდესაც გულშემატკივრები ფეხბურთის მატჩს უყურებდნენ. აფეთქება ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.

მამუკა ბახტაძე

17 ივნისი 2019, 14:21

საქართველო

პრემიერი სერგეენკოს გათავისუფლებაზე: მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ

"მოდით მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. დავით სერგეენკო არის, იყო და მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის მუდმივი და წარმატებული წევრი. მოვლენებს წინ არ გავუსწროთ", - განაცხადა პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

ამინდი

17 ივნისი 2019, 14:05

საქართველო

საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება. სააგენტოს ცნობით 17-21 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა.