imedi /  03 იანვარი 2019, 12:31 / სანდო წყარო

რამდენი ადამიანი დაჯარიმდა თბილისის დანაგვიანებისთვის 2018 წელს. სტატისტიკა

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურმა 2018 წლის განმავლობაში 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებაზე ფიზიკურ პირებზე 2222 ჯარიმა გამოწერა. ამის შესახებ imedinews-ის მიერ თბილისის მერიიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში წერია.

ფიზიკურ პირებზე გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 178 060 ლარია. განმეორებით გარემოს დანაგვიანებისთვის კი ფიზიკურ პირებზე 5 ჯარიმა დაიწერა, ჯამში 800 ლარის ოდენობით. 

2018 წლის განმავლობაში ინსპექციამ 15 ორგანიზაცია დააჯარიმა, ჯამში 1200 ლარის ოდენობით. განმეორებით გარემოს დანაგვიანებისთვის კი 1 ორგანიზაცია დაჯარიმდა, 160 ლარით.

შენობა-ნაგებობიდან ნაგვის გადაყრისთვის ფიზიკურ პირებზე 8 ჯარიმა დაიწერა, ჯამში 800 ლარის. ასევე დაჯარიმდა 1 ორგანიზაცია 100 ლარით.

ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ნაგვის გადაგდებისთვის 68 ჯარიმა დაიწერა, ჯამში 8 120 ლარის.

ცხოველური ფეკალიებით გარემოს დანაგვიანებისთვის 1 ჯარიმა გამოიწერა, და პირი 50 ლარით დაჯარიმდა. 

თბილისის მერიიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში ასევე საუბარია, რომ 2 კილოგრამზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის 9 ორგანიზაცია ჯამში 4500 ლარით დაჯარიმდა, მათგან განმეორებით გარემო ერთმა დაანაგვიანა, რისთვისაც 1000 ლარით დაჯარიმდა.

2 კილოგრამზე მეტი ნარჩენით გარემოს დაბინძურებისთვის ფიზიკურ პირებზე 14 ჯარიმა გამოიწერა, ჯამში 2100 ლარის ოდენობით. 

1 კუბურ მეტრზე მეტი სამშენებლო ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის თბილისის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურმა 2018 წლის განმავლობაში 38 ჯარიმა გამოწერა, ჯამში 54 000 ლარის ოდენობის. განმეორებით გარემოს დანაგვიანებისთვის კი 6 ჯარიმა დაიწერა, 18 000 ლარის ოდენობით. 

1 კუბურ მეტრზე მეტი სამშენებლო ნარჩენით გარემოს დაბინძურებისთვის ფიზიკურ პირებზე 75 ჯარიმა დაიწერა, ჯამში 39 000 ლარის ოდენობით, განმეორებით დანაგვიანებისთვის კი 13 ჯარიმა გაიცა, 13 000 ლარის ოდენობით. 

დაჯარიმების ახალი სისტემა თბილისში 2018 წლის  3 აპრილიდან ამოქმედდა, თავდაპირველად ინსპექტრორები სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებოდნენ, 20 აპრილიდან კი  მოქალაქეების დაჯარიმება დაიწყეს. 

ყველა სიახლე

26 ივნისი 2019, 15:40

ვიდეო

რატომ ირჩევენ საქართველოს? გაიცანით ავსტრალიელი ლოიდი აჭარის მთიანეთიდან

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 15:40

საქართველო

ნიკა მელია: თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან

მელია ამბობს, რომ ეს პროცესები რუსეთის ინეტერესებშია. ის ასევე აცხადებს, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში ახლა ბიძინა ივანიშვილია, რადგან პუტინი სხვა გზას არ უტოვებს და იმის გაკეთებას აიძულებს, რის კეთებაც შესაძლოა მასაც არ უნდოდეს.

დავით ფარადაშვილი

26 ივნისი 2019, 15:31

საქართველო

აქციაზე დაშავებული დავით ფარადაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა

31 წლის კაცი კლი­ნი­კა­ში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს და ამ დრომ­დე მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა. მას პლასტმას-კა­უ­ჩუ­კის ტყვია სა­ფეთ­ქელ­თან მოხ­ვდა, რა­მაც თა­ვის ტვი­ნის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის შედეგად დაშავებული პირებიდან ამ დროისთვის კლინიკებში 10 პაციენტი რჩება.

26 ივნისი 2019, 15:28

ეკონომიკა

ამერიკელი დიპლომატი: დედამიწაზე არ არსებობს ადგილი, სადაც საქართველოზე მეტად მენდომებოდა ყოფნა

"ღვინით მდიდარ აღმოსავლეთში რთველითა და სუფრით დაწყებული, მთიან დასავლეთში ზღვისპირა პიკნიკებისა და თოვლიანი მწვერვალების ჩათვლით, ყველა რეგიონში ჩემი გულის ნაწილი დავტოვე. საქართველოში ყველგან შევიძინე ოჯახი, რომელსაც მუდამ გულით ვატარებ" ,- წერს ის.

თბილისის აეროპორტი

26 ივნისი 2019, 15:12

ეკონომიკა

რუსეთიდან საქართველოში ავიაბილეთების ფასი გაიზარდა

რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთების ღირებულება ერთი მესამედით გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო РБК სამოგზაურო სერვისების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. ექსპერტებმა რუსეთის ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთებზე მოთხოვნა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ბილეთების ფასი საშუალოდ 34%-ით გაიზარდა.

ქუთაისი

26 ივნისი 2019, 15:07

საქართველო

ქუთაისის საკრებულომ ნაციონალ დეპუტატს უფლებამოსილება შეუჩერა

ქუთაისის საკრებულომ "ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წევრს, გიორგი უკლებას უფლებამოსილება შეუჩერა. როგორც "ნიუპრესი" წერს, გიორგი უკლება 6 თვეა საკრებულოს სხდომებს არ დასწრებია, ის საზღვარგარეთ არის. გადაწყვეტილება საოლქო კომისიას გადაეგზავნება.

მეტე ფრედერიკსენი

26 ივნისი 2019, 15:07

მსოფლიო

დანიას ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ჰყავს

5 ივნისს გამართულ არჩევნებზე დანიის ერთპალატიან პარლამენტშია მემარცხენე პარტიებმა 91 მანდატი მოიპოვეს, მემარჯვენეცენტრისტებმა კი 16 მანდატზე ნაკლები. მეტე ფრედერიკსენი 41 წლისაა. ის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი გახდება.

მამუკა ბახტაძე

26 ივნისი 2019, 14:56

ეკონომიკა

10 ბიზნესგაერთიანება „ოქროს სიასთან“ დაკავშირებით პრემიერს მიმართავს

ბიზნესგაერთიანებები მამუკა ბახტაძეს "ოქროს სიასთან" დაკავშირებით მიმართავენ. როგორც განცხადებაში წერია, მათ სურთ კიდევ ერთხელ აღნიშნონ, რომ რომ ბიზნეს-სექტორის უმრავლესობისთვის რთულდება სამეწარმეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება არასაკმარისი საბრუნავი საშუალებების გამო.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 14:48

საქართველო

პარლამენტის ორმა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო კომიტეტმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნინეტის მოხსნას მხარი დაუჭირა. დილიდან ამ თემასთან დაკავშირებით გაერთიანებული კომიტეტების სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

26 ივნისი 2019, 14:47

საქართველო

მეტროში დაკვამლიანების გამო მგზავრმა გონება დაკარგა

ინციდენტი მოხდა მეტროში. ტექნიკური ხარვეზის გამო, დაკვამლიანება იყო. ერთ-ერთმა მგზავრმა გოგომ გონება დაკარგა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ახლა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მეტროში დაახლოებით 6 წუთის განმავლობაში შეფერხება იყო. თუმცა, ახლა ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია.

პარლამენტი

26 ივნისი 2019, 14:45

საქართველო

ოპოზიციამ ის მოწმეები დაასახელა, რომლებიც ნიკა მელიას საქმეში ფიგურირებენ

პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით ხმაურის ფონზე მსჯელობენ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ნაყოფიამ იმ მოწმეების ვინაობა დაასახელა, რომლებიც მელიას წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებას.

თბილისი

26 ივნისი 2019, 14:38

ეკონომიკა

რუსული მედია ამბობს, რომ საქართველოში რუს ტურისტებს არაფერს ერჩიან. ვიდეო

როგორც გამოცემასთან საუბარში რუსი ტურისტები ამბობენ, მათ საფრთხე არ ემუქრებათ და საქართველოში შესანიშნავად ისვენებენ. ქართველი რესპოდენტები კი ამბობენ, რომ რუს ტურისტებს არაფერს ერჩიან და მათ საქართველოში ელიან.

Cessna 172

26 ივნისი 2019, 14:37

საქართველო

ავიაციის სააგენტო „ამოუცნობ“ საფრენ აპარატზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საფრენი აპარატი, რომელიც „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, იყო „ამოუცნობი“ და ტელეკომპანიის შენობის თავზე დაფრინავდა, ისრაელის ავიაკომპანიას ეკუთვნის და საავიაციო სამუშაოებს ატარებს. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ფრენები თავდაცვის სამინისტროსთანაა შეთანხმებული.

ჰაერი

26 ივნისი 2019, 14:30

საქართველო

რამდენიმე ქალაქში აზოტის დიოქსიდის და მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია ნორმას აჭარბებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, თუმცა გადაჭარბებულია აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციები.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 14:30

საქართველო

ოპოზიციის ნაწილმა ორი კომიტეტის სხდომა დატოვა

პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა დეპუტატების ნაწილმა დატოვა. მანამდე სხდომაზე ისევ სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური იყო. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ დეპუტატებს მოუწოდა, რომ კოლეგებმა არ მისცენ ხმა ნიკა მელიას დაპატიმრებას.

26 ივნისი 2019, 14:20

მსოფლიო

აშშ-მექსიკის საღვარზე მამა-შვილი დაიხრჩო

სალ­ვა­დო­რე­ლი მიგ­რან­ტი ოს­კარ ალ­ბერ­ტო მარ­ტი­ნეზ რა­მი­რე­ზი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ვა­ლე­რია, მექ­სი­კა­ში მდი­ნა­რე რიო გრან­დეს სა­ნა­პი­რო­ზე გა­მო­რი­ყუ­ლი იპო­ვეს. ეს არაა მსგავსი ტრაგედიის პირველი შემთხვევა. კვირას ქალი და 3 ბავშვი დაიღუპა. გასულ წელს ამერიკა-მექსიკის საზღვარზე 283 ადამიანი დაიღუპა.

26 ივნისი 2019, 14:14

კულტურა

Boredpanda: 35 ფოტო, რომელიც ამ ზაფხულს საქართველოში მოგზაურობას შთაგაგონებს

პოპულარული ვებგვერდი Boredpanda საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. მასალაში ის ფოტოებია გამოქვეყნებული, რომლებიც გამოცემის ცნობით, მკითხველებს ზაფხულში საქართველოში მოგზაურობას შთააგონებს.

მაიკ პომპეო და ნარენდრა მოდი

26 ივნისი 2019, 14:09

მსოფლიო

გამწვავებული ორმხრივი ურთიერთობის ფონზე პომპეო ინდოეთში ჩავიდა

შეხვედრის შესახებ დეტალები არ ვრცელდება. ცნობილია, რომ პომპეო მოგვიანებით შეხვდება ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც. ვიზიტი შედგა ვაჭრობის და გადასახადების საკითხებთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე, რომელიც ორმხრივ ურთიერთობაში დაძაბულობას იწვევს.

რობოტების გამოყენება

26 ივნისი 2019, 14:02

ეკონომიკა

2030 წლისთვის რობოტები 20 მილიონამდე სამუშაო ადგილს დაიკავებენ

2030 წლისთვის მსოფლიოში რობოტები საწარმოო სექტორში 20 მილიონამდე სამუშაო ადგილს დაიკავებენ. ამის შესახებ ანალიტიკური კომპანია Oxford Economics-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს. Oxford Economics-ის მტკიცებით, თითოეული რობოტი 1,6 საწარმოო პოზიციას დაიკავებს. ეს პროცესი ყველაზე საგრძნობლად იმ რეგიონებზე აისახება, სადაც დასაქმებულების უნარები უფრო დაბალია, რის გამოც ეკონომიკა უფრო სუსტი, უმუშევრობა კი უფრო მაღალია.

26 ივნისი 2019, 13:59

კულტურა

ჩინეთში იაპონური ანიმე Spirited Away პირველად უჩვენეს

ჩინეთის ბილეთების გაყიდვის აპლიკაციის Maoyan-ის მონაცემების თანახმად, Spirited Away-ის მფლობელმა კომპანიამ The Studio Ghibli film-მა ჩინეთის კინოთეატრებში ჩვენებებით $27.7 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. აქამდე ჩინელები Spirited Away-ის პირატული ვებგვერდების ან DVD-ის საშუალებით უყურებდნენ.