imedi /  05 იანვარი 2019, 23:00 / სანდო წყარო

ცნობილია აფთიაქები, სადაც „ტამიფლუ“ 6 იანვრიდან გაიყიდება

ღორის გრიპი

ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“, რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, 6 იანვრიდან თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში – „პე-ეს-პეში“, „ავერსში“, „ჯი-პი-სისა“ და „ფარმადეპოში“ გაიყიდება. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, დავით ტორუამ განაცხადა. 

მისი თქმით, თბილისში, ზემოთჩამოთვლილ აფთიაქებში 800 კოლოფი უკვე გადანაწილდა, დილიდან კი რაიონებშიც გადანაწილდება წამალი, რათა დეფიციტი აღმოიფხვრას.

რაც შეეხება იმას, თუ თბილისის კონკრეტულად რომელ ფილიალში გაიყიდება "ტამიფლუ", ამის გასარკვევად მოქალაქეებმა ჯანდაცვის ცხელ ხაზზე (1505) ან შესაბამისი აფთიაქის ცხელ ხაზე უნდა დარეკონ.

როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, "ტამიფლუს" ორსულებისა და სოციალურად დაუცველების გარდა, უფასოდ ასევე მიიღებენ ბავშვები, ასაკით პენსიონერები, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, დიაბეტიანები, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები.

მინისტრის განმარტებით, მათ წამლის მისაღებად მუნიციპალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს უნდა მიმართონ.

შეგახსენებთ, რომ უფასოდ "ტამიფლუს" მისაღებად აუცილებელია, რომ ადგილზე მოქალაქემ წარადგინოს ექიმის დანიშნულება (ფორმა 100).

„ტამიფლუს“ მარაგები ქვეყნის მასშტაბით აფთიაქებში 10 იანვრიდან შეივსება. 

ყველა სიახლე

25 მარტი 2019, 08:48

მსოფლიო

სერბეთი ნატოში გაწევრიანებაზე უარს ამბობს

ნატოს ძალების მიერ იუგოსლავიის დაბომბვის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ალექსანდრ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტი სერბეთისთვის ერთადერთი არჩევანია. ამ საკითხზე საუბრისას პრეზიდენტმა დასძინა, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანება არც სერბ ხალხს სურს.

ჯარი

25 მარტი 2019, 08:41

საქართველო

პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს შესაძლოა ჯარში წასვლა გადაუვადდეთ

ცვლილების ინიციატორი „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანია. ცვლილების თანახმად უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების მსგავსად, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს სწავლის დასრულებამდე სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გადაუვადდეთ.

25 მარტი 2019, 08:34

ეკონომიკა

იტალია ჩინეთის „აბრეშუმის გზის“ ახალ პროექტს შეუერთდა

ორი ქვეყნის მხარდაჭერილი გეგმა ნავსადგურების, ხიდების და ელექტროსადგურების ქსელის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული ქსელი, ჩინეთს აფრიკასთან, ევროპასთან და სხვა ადგილებთან დააკავშირებს.

დროშები

25 მარტი 2019, 08:26

მსოფლიო

ბრიტანეთში Brexit-ის გაუქმების მომხრეთა რიცხვი იზრდება

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის მიხედვით, პეტიციას პარლამენტში იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ დოკუმენტს ხელს 100 ათასი ადამიანი მოაწერს. პეტიციის გარდა, Brexit-ის წინააღმდეგ იმართება აქციებიც. ერთ -ერთი ასეთი აქცია ლონდონის ცენტრში 2 დღის წინ გაიმართა. მანიფესტაციაში მონაწილეობას მილიონი ადამიანი იღებდა.

იერუსალიმი

25 მარტი 2019, 08:17

მსოფლიო

რუმინეთის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანენ

ვიორიკა დენჩილეს თქმით, ისრაელსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გასამტკიცებლად ის ყველაფერს გააკეთებს. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ საელჩოს იერუსალიმში გადატანასთან დაკავშირებით რუმინეთის მთავრობაში სრული თანხმობაა.

იენს სტოლტენბერგი

25 მარტი 2019, 08:12

საქართველო

სტოლტენბერგი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს გამართავს

დღეს დაგეგმილია ასევე იენს სტოლტენბერგის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრებიც. ვიზიტის ფარგლებში, იენს სტოლტენბერგი „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსაც“ ეწვევა.

სასამართლო

25 მარტი 2019, 08:07

ძალოვნები

სმითების მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს დღეს გამოიტანენ

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

25 მარტი 2019, 01:11

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსის მერვედფინალში პირველად გავიდა

ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 17-ე პოზიციაზე გადავიდა. რაც ქართველის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. მაიამის მასტერზე ნიკოლოზი კარიერაში პირველად მოხვდა 1/8 ფინალურ სტადიაზე. მისი მეტოქე ჰურკაჩსა და ოჟე-ალიასიმს

სირია

25 მარტი 2019, 01:09

მსოფლიო

როგორ ცხოვრობენ სირიელი დევნილები ზაატარის ლტოლვილთა ბანაკში. ფოტოკოლაჟი

მათი ყოველთვიური დახმარება 23 იორდანული დინარია, დაახლოებით 32 დოლარი სულზე. თუმცა ამ თანხას ლტოლვილები მხოლოდ ვაუჩერით ანაღდებენ, პროდუქტის მაღაზიებში. თანხა სპეციალურ ბარათებზე მხოლოდ იმ ლტოლვილებს ერიცხებათ, ვინც ბანაკის გარეთ ცხოვრობს.

კობა დავითაშვილი

25 მარტი 2019, 00:39

საქართველო

დავითაშვილი: იმიტომ მოვდივარ პოლიტიკაში რომ ნაციონალები განსასჯელის სკამზე დავსვა

კობა დავითაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და მთაწმინდის მაჟორიტარად აპირებს კენჭის ყრას. როგორც ის აცხადებს, დღეს არ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოების აზრს გამოხატავს. მისი განცხადებით, დღეს საზოგადოებაში არის მოთხოვნა რომ არსებობდეს პოლიტიკური ძალა.

ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპი

25 მარტი 2019, 00:03

მსოფლიო

ტრამპის რუსულ კავშირებზე სპეციალური გამოძიების შედეგები ცნობილია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რუსულ კავშირებზე სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მიერ ჩატარებული გამოძიებიდან ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შეთქმულება არ დადასტურდა.

24 მარტი 2019, 23:47

კულტურა

ელტონ ჯონზე გადაღებულ ფილმ Rocketman-ს 17 წლამდე მოზარდები ვერ ნახავენ

ამის მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ ფილმში სექსის და ნარკოტიკების მოხმარების სცენებია. კინოსტუდია, რომელიც ელტონ ჯონის ბიოგრაფიის მიხედვით "ადამიანი რაკეტა" შექმნა რეჟისორ დექსტერ ფლეტჩერს, ფილმის არასრულწლოვან მაყურებელზე მორგებას და უცენზურო სცენების ამოღებას

დაჭრა

24 მარტი 2019, 23:45

ძალოვნები

ხაშურში ქმარმა ცოლი დაჭრა

ხაშურში 31 წლის ქალს ქმარმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. შემთხვევა სილამაზის სალონში მოხდა, სადაც ქალი მუშაობს. პოლიციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 1986 წელს დაბადებული კაცი ცხელ კვალზე დააკავა. ის დანაშაულს აღიარებს.

კიანუ რივზი

24 მარტი 2019, 23:37

კულტურა

Lionsgate-მა „ჯონ ვიკის 3“-ის ტრეილერი გამოაქვეყნა რომელშიც კიანუ რივზი არავის კლავს

სტუდია Lionsgate-მა ახალი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის "ჯონ ვიკი 3"-ის ტრეილერი გამოაქვეყნა, რომელშიც ძალადობის არცერთი სცენა არ არის. ეს კი იმის გამო, რომ ტრეილერი ამერიკის შეერთებული შტატების დღესასწაულს - ლეკვების დღეს მიეძღვნა. ლეკვების დღე აშშ-ში ყოველი წლის 23 მარტს აღინიშნება.

ტექნო მუსიკა

24 მარტი 2019, 23:10

კულტურა

გერმანიაში ტექნომუსიკის წვეულება 11-ვაგონიან მატარებელში გაიმართა

გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში ეჭვგარეშეა, რომ გერმანია მსოფლიოს ყველაზე კრეატიული ქვეყანაა განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ტექნო კლუბებს ეხება. 23 მარტს გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში საკლუბო სცენები მატარებელში მოეწყო. მატარებელმა გაიარა ბავარია, ჩავიდა მიუნხენში, თუმცა გაუჩერებლად დაბრუნდა უკან ნიურნბერგში.

24 მარტი 2019, 23:06

სპორტი

კახა კალაძემ ლივერპულთან სათამაშოდ მილანის მაისური კიდევ ერთხელ მოირგო

საფეხბურთო კლუბ მილანთან ბევრი მნიშვნელოვანი გამარჯვება და მოგონება აკავშირებს. ახლა როცა უკვე თბილისის მერია, ქალაქს სადაც თითქმის 10 წელი იცხოვრა სხვა თვალით უყურებს. უნდა მილანის ურბანული და სატრანსპორტო განვითარების გამოცდილება გამოიყენოს და თბილისი რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს წამყვან ქალაქებს გაუთანაბროს.

კრუიზი

24 მარტი 2019, 22:51

მსოფლიო

ნორვეგიულმა საკრუიზო გემმა პორტამდე მიაღწია

უამინდობის გამო ხომალდ „ვიკინგ სკაის“ ძრავები მწყობრიდან გამოვიდა და ჩაძირვა დაიწყო. ამ დროს ხომალდზე 1300-ზე მეტი მგზავრი იყო. ხომალდიდან ევაკუაციის დროს 20 ადამიანი დაშავდა. სამაშველო ოპერაციას რთული მეტეოროლოგიური პირობები აფერხებდა.

ვენესუელა

24 მარტი 2019, 22:32

მსოფლიო

მედია: ვენესუელაში რუსი სამხედროები ჩავიდნენ

ვენესუელური მედია იუწყება, რომ ქვეყანაში ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩაფრინდა. ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავებით ვენესუელაში 35 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი და ასობით რუსი სამხედრო ჩავიდა.

თორნიკე ოქრიაშვილი

24 მარტი 2019, 22:26

სპორტი

თორნიკე ოქრიაშვილი კვიპროსულ „ანორთოსისში“ ითამაშებს

კრასნოდარში, 2016-18 წლებში გატარებული პერიოდის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი უგუნდოდ იყო, თუმცა ახალი კლუბი ნიჭიერმა ქართველმა კვიპროსზე იპოვა. თორნიკე ოქრიაშვილმა "ანორთოსისთან" 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მოთამაშემ გავრცელებული ინფორმაცია

ევროკავშირი

24 მარტი 2019, 22:12

საქართველო

რებეკა ჰარმსი: პოლიტიკური დევნა ბევრ ქვეყანაში შემიძლია წარმოვიდგინო, საქართველოს გარდა

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყანაში შეფერხების გარეშე მუშაობენ და ამიტომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსიმ "იმედის კვირას" განუცხადა.