imedi /  06 იანვარი 2019, 15:22 / სანდო წყარო

ბაკურიანის დამსვენებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდიან

მთის კურორტები

მთის კურორტების განვითარების ხელმძღვანელი, თამაზ გამცემლიძე აღნიშნავს, რომ ტურისტული ნაკადის ზრდამ ნათლად გამოაჩინა, რომ ბაკურიანი საბაგირო გზებისა და სასრიალო ტრასების ნაკლებობას განიცდის, რის დამატებასაც კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი განცხადებაში ბაკურიანის დამსვენებლებს მიმართავს და შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. მისი თქმით, ტურისტების ნაკადმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, განხორციელდა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებიც, თუმცა დამსვენებელთა მატებამ სხვადასხვა სფეროში პრობლემები შექმნა:

"სამწუხაროდ, დაემატა რამოდენიმე დღიანი ქარიშხლები, რის გამოც გაითიშა დიდველის საბაგიროები, ამიტომ მთელი დატვირთვა გადავიდა "კოხტა-მიტარბის" სასრიალო არეალზე, რამაც წარმოქმნა რიგები სალაროებთან და სადგურებთან, ასევე, პრობლემები შეექმნა სასრიალო ტრასებს (თოვლის ნაკლებობის გამო). მინდა გითხრათ, რომ დაწყებულია კოხტა-მიტარბის ხელოვნური გათოვლიანების პროექტირება და უახლოეს 2 წელიწადში, საბოლოოდ გადაიჭრება "კოხტა-მიტარბის" უთოვლობის პრობლემა. ასევე, ტურისტების ზრდამ ნათლად დაგვანახა, რომ ბაკურიანი განიცდის საბაგირო გზებისა და სასრიალო ტრასების ნაკლებობას, რომელთა დამატებასაც ასევე უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ. აქვე მინდა გითხრათ, რომ ბაკურიანის ცენტრში (კინოთეატრის შენობაში) გახსნილია ტურისტების მომსახურების ცენტრი, სადაც ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ სასრიალო აბონემენტები,“-აღნიშნავს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი თამაზ გამცემლიძე განცხადებაში.

ყველა სიახლე

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 14:48

საქართველო

პარლამენტის ორმა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო კომიტეტმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნინეტის მოხსნას მხარი დაუჭირა. დილიდან ამ თემასთან დაკავშირებით გაერთიანებული კომიტეტების სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

პარლამენტი

26 ივნისი 2019, 14:45

საქართველო

ოპოზიციამ ის მოწმეები დასახელა, რომლებიც ნიკა მელიას საქმეში ფიგურირებენ

პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით ხმაურის ფონზე მსჯელობენ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ნაყოფიამ იმ მოწმეების ვინაობა დაასახელა, რომლებიც მელიას წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებას.

თბილისი

26 ივნისი 2019, 14:38

მსოფლიო

რუსული მედია ამბობს, რომ საქართველოში რუს ტურისტებს არაფერს ერჩიან. ვიდეო

როგორც გამოცემასთან საუბარში რუსი ტურისტები ამბობენ, მათ საფრთხე არ ემუქრებათ და საქართველოში შესანიშნავად ისვენებენ. ქართველი რესპოდენტები კი ამბობენ, რომ რუს ტურისტებს არაფერს ერჩიან და მათ საქართველოში ელიან.

Cessna 172

26 ივნისი 2019, 14:37

საქართველო

ავიაციის სააგენტო „ამოუცნობ“ საფრენ აპარატზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საფრენი აპარატი, რომელიც „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, იყო „ამოუცნობი“ და ტელეკომპანიის შენობის თავზე დაფრინავდა, ისრაელის ავიაკომპანიას ეკუთვნის და საავიაციო სამუშაოებს ატარებს. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ფრენები თავდაცვის სამინისტროსთანაა შეთანხმებული.

ჰაერი

26 ივნისი 2019, 14:30

საქართველო

რამდენიმე ქალაქში აზოტის დიოქსიდის და მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია ნორმას აჭარბებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, თუმცა გადაჭარბებულია აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციები.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 14:30

საქართველო

ოპოზიციის ნაწილმა ორი კომიტეტის სხდომა დატოვა

პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა დეპუტატების ნაწილმა დატოვა. მანამდე სხდომაზე ისევ სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური იყო. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ დეპუტატებს მოუწოდა, რომ კოლეგებმა არ მისცენ ხმა ნიკა მელიას დაპატიმრებას.

26 ივნისი 2019, 14:20

მსოფლიო

აშშ-მექსიკის საღვარზე მამა-შვილი დაიხრჩო

სალ­ვა­დო­რე­ლი მიგ­რან­ტი ოს­კარ ალ­ბერ­ტო მარ­ტი­ნეზ რა­მი­რე­ზი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ვა­ლე­რია, მექ­სი­კა­ში მდი­ნა­რე რიო გრან­დეს სა­ნა­პი­რო­ზე გა­მო­რი­ყუ­ლი იპო­ვეს. ეს არაა მსგავსი ტრაგედიის პირველი შემთხვევა. კვირას ქალი და 3 ბავშვი დაიღუპა. გასულ წელს ამერიკა-მექსიკის საზღვარზე 283 ადამიანი დაიღუპა.

26 ივნისი 2019, 14:14

კულტურა

Boredpanda: 35 ფოტო, რომელიც ამ ზაფხულს საქართველოში მოგზაურობას შთაგაგონებს

პოპულარული ვებგვერდი Boredpanda საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. მასალაში ის ფოტოებია გამოქვეყნებული, რომლებიც გამოცემის ცნობით, მკითხველებს ზაფხულში საქართველოში მოგზაურობას შთააგონებს.

მაიკ პომპეო და ნარენდრა მოდი

26 ივნისი 2019, 14:09

მსოფლიო

გამწვავებული ორმხრივი ურთიერთობის ფონზე პომპეო ინდოეთში ჩავიდა

შეხვედრის შესახებ დეტალები არ ვრცელდება. ცნობილია, რომ პომპეო მოგვიანებით შეხვდება ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც. ვიზიტი შედგა ვაჭრობის და გადასახადების საკითხებთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე, რომელიც ორმხრივ ურთიერთობაში დაძაბულობას იწვევს.

რობოტების გამოყენება

26 ივნისი 2019, 14:02

ეკონომიკა

2030 წლისთვის რობოტები 20 მილიონამდე სამუშაო ადგილს დაიკავებენ

2030 წლისთვის მსოფლიოში რობოტები საწარმოო სექტორში 20 მილიონამდე სამუშაო ადგილს დაიკავებენ. ამის შესახებ ანალიტიკური კომპანია Oxford Economics-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს. Oxford Economics-ის მტკიცებით, თითოეული რობოტი 1,6 საწარმოო პოზიციას დაიკავებს. ეს პროცესი ყველაზე საგრძნობლად იმ რეგიონებზე აისახება, სადაც დასაქმებულების უნარები უფრო დაბალია, რის გამოც ეკონომიკა უფრო სუსტი, უმუშევრობა კი უფრო მაღალია.

26 ივნისი 2019, 13:59

კულტურა

ჩინეთში იაპონური ანიმე Spirited Away პირველად უჩვენეს

ჩინეთის ბილეთების გაყიდვის აპლიკაციის Maoyan-ის მონაცემების თანახმად, Spirited Away-ის მფლობელმა კომპანიამ The Studio Ghibli film-მა ჩინეთის კინოთეატრებში ჩვენებებით $27.7 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. აქამდე ჩინელები Spirited Away-ის პირატული ვებგვერდების ან DVD-ის საშუალებით უყურებდნენ.

26 ივნისი 2019, 13:56

ეკონომიკა

96-წლიანი არსებობის შემდეგ გერმანული კომპანია Loewe წარმოებას აჩერებს

ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებელი გერმანული კომპანია Loewe 1 ივლისიდან მუშაობას აჩერებს. კომპანია ძირითადად ტელევიზორებს და აკუსტიკურ მოწყობილობებს უშვებდა. თუ 1 ივლისამდე კომპანია რამენაირად თანხას ვერ იშოვის, მაშინ სამსახურის გარეშე 400-მდე ადამიანი დარჩება.

26 ივნისი 2019, 13:55

მსოფლიო

აშშ უკრაინას სამხედრო ობიექტების მშენებლობისთვის 4 მილიონ დოლარს გამოუყოფს

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა 4 მილიონ დოლარს მომავალი 2 წლის განმავლობაში მიიღებს. სოლიდური თანხით ამუნიციის 6 უსაფრთხო საწყობის მშენებლობა დაფინანსდება, რაც უკრანას ნატოს სტანდარტებთან დაახლოებაში დაეხმარება.

სამხედროები

26 ივნისი 2019, 13:54

მსოფლიო

ავღანეთში ამერიკელი სამხედროები დაიღუპნენ

თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ამ ქვეყნაში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. სამხედრო უწყების ცნობაში არაფერია ნათქვამია, თუ რა ვითარებაში დაიღუპნენ ამერიკელი სამხედროები. დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ვინაობა ცნობილი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი დაღუპვის შესახებ ცნობას ოჯახის წევრებს შეატყობინებენ.

26 ივნისი 2019, 13:47

მსოფლიო

ანექსირებულ ყირიმში სწავლებისას ორი რუსი სამხედრო დაიღუპა

ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევა პოლიგონზე "ძველი ყირიმი" მოხდა. მანევრის შესრულებისას ორივე სამხედრო დაიღუპა. სამხედრო უწყების ცნობით, სამხედროებმა დროულად ვერ მოახერხეს პარაშუტის თოკებისგან გათავისუფლება, რაც გახდა მათი დახრჩობის მიზეზი.

დავით უსუფაშვილი

26 ივნისი 2019, 13:32

საქართველო

უსუფაშვილმა განმარტა რა შედეგები ექნება ივანიშვილისა და სააკაშვილისთვის პროპორციულ არჩევნებს

"შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი საარჩევნო პროპორციულ სისტემასა და მელიას დაკავებასაც ეხმიანება. როგორც უსუფაშვილი აცხადებს, მშვიდ ვითარებაში ჩატარებული პროპორციული არჩევნებით, ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულ ძალაუფლებას კარგავს, ხოლო სააკაშვილი მას ვერ მოიპოვებს.

26 ივნისი 2019, 13:21

მსოფლიო

ჩინეთში მარცვლეულის მოსავალს მავნებელი ჭიაყელა მასობრივად შეესია

Reuters-ის ცნობით, ჩინეთის 19 პროვინციაში მავნებელი ჭიაყელა მასობრივად გავრცელდა. ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ჭიაყელა მარცვლეულის ყანებში დაახლოებით 333,000 ჰა ტერიტორიაზეა გავრცელებული. ჩინეთის მთავრობის ინფორმაციით, მავნებლებს ერთი ღამის განმავლობაში მარცვლეულის ასობით ჰექტრისთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ, რაც ჩინეთის კვების სექტორს საფრთხეს უქმნის.

26 ივნისი 2019, 13:18

ეკონომიკა

27 ივნისიდან ირანი ურანის გამდიდრების პროცესს დააჩქარებს

27 ივნისის შემდეგ ირანი ურანის გამდიდრების ტემპებს დააჩქარებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ატომური ენერგიის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბეჰრუზ კამალვანდიმ განაცხადა. მისივე განცხადებით, გამდიდრებული ურანის მარაგი უკვე საკმაოდ არის გაზრდილი, 27 ივნისს კი ეს მარაგი 300 კილოგრამს გადააჭარბებს.

შემთხვევის ადგილი

26 ივნისი 2019, 13:17

ძალოვნები

პეკინზე დანით შეიარაღებული თავდამსხმელი „აიპლიუსის“ მაღაზიაში შეიჭრა

თბილისში, პეკინის გამზირზე „აიპლიუსის“ მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს. „პეკინზე, აიპლიუსის მაღაზიაში 1 ადამიანი შეეცადა მაღაზიის დაყაჩაღებას, თუმცა მან ვერ შესძლო მარაზიის დაყაჩაღება, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იგი ადგილზე დააკავეს. გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს

პროკურატურა

26 ივნისი 2019, 13:14

ძალოვნები

აქციაზე დაკავებული 51 ადამიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის პროტესტები, რომლის თანახმადაც, 21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებული სახდელის ზომა - პატიმრობის ვადა 51 პირის მიმართ შეიცვალა და შემცირდა.