imedi /  06 იანვარი 2019, 20:38 / სანდო წყარო

რუსთავში ბუნებრივი აირით 5 წლის გოგო და ორი ქალი მოიწამლა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია 5 წლის გოგომ და ორმა ქალმა მიიღეს.

5 წლის ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, ქალები კი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს. წინასწარი ინფორმაციით, სამივე კონტაქტური იყო.

შსს-ს ცნობით, გამოძიება არ დაწყებულა.

ყველა სიახლე

24 ივნისი 2019, 17:46

საქართველო

ISFED: არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება მისასალმებელია, მაგრამ ბარიერის გაუქმება რისკებს შეიცავს

არასამთავრობო ორგანიზაციას ნულოვანი ბარიერის რისკზე საუბრისას მაგალითად, 1992 წლის არჩევნები მოჰყავს, რომლის 2%-იანი ბარიერის შედეგად პოლიტიკური პარტიების მასობრივად შექმნის ტენდენცია გამოიკვეთა. ISFED-ი ხელისუფლებას მოუწოდებს საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებული მსჯელობა შესაბამის ფორმატში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით გაგრძელდეს.

პატრიოტთა ალიანსი

24 ივნისი 2019, 17:45

საქართველო

„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში ჩასვლას და იქ დაგეგმილ ფორუმზე მონაწილეობას უარყოფს

როგორც გიორგი ლომია აცხადებს, მოწვევა "პატრიოტთა ალიანსმა" მართლაც მიიღო, მაგრამ საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმში მონაწილეობას არც მანამდე აპირებდნენ. მათი ინტერესი, როგორც ლომია განმარტავს ფორუმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრები იყო როგორც აფხაზურ, ისე ოსურ მხარესთან.

24 ივნისი 2019, 17:45

მსოფლიო

აშშ ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციას ქმნის

როგორც მოგვიანებით პომპეომ Twitter-ზე დაწერა, ეს შეხვედრა პროდუქტიული იყო. როგორც აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებამდე განაცხადა, ამ კოალიციამ მსოფლიოში ტერორიზმის უმსხვილესi დამფინანსებელი უნდა მოიგერიოს.

განგაშის შეტყობინება

24 ივნისი 2019, 17:37

ტექნოლოგიები

მკვლევრები: აშშ-ში საპრეზიდენტო შეტყობინების ბოროტად გამოყენების დიდი რისკია

ამერიკის შეერთებული შტატების მოკლეტექსტური შეტყობინებების სისტემის გატეხვა, რომელიც მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციებში გზავნილს ავრცელებს სმარტფონებზე, ადვილია. კოლორადოს უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა აჩვენეს, როგორც ტყდება სისტემა და როგორ იგზავნება ყალბი შეტყობინებები.

დიანა ღურწკაია

24 ივნისი 2019, 17:29

საქართველო

დიანა ღურწკაიამ რუსებს ქართველების სახელით მოუბოდიშა

რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ყველა ქართველი ისე არ ფიქრობს რუსეთის შესახებ, როგორც პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები ფიქრობენ. მისი თქმით, ქართველების დიდი ნაწილი რუსების მიმართ სტუმართმოყვარეა.

სამეფო კარის თამაშები

24 ივნისი 2019, 17:15

კულტურა

GOT-ის ფანების თეორიით, ღამის მეფის მკვლელობის სცენა ბოლივუდიდან არის გადმოღებული

სერიალ "სამეფო კარის თამაშების" თაყვანისმცემლებმა ბოლო სეზონის ერთ-ერთ მთავარ სცენასა და ინდურ სატელევიზიო სერიალში გასულ სცენას შორის მსგავსება იპოვეს. ინდური სერიალი ალადინის თავგადასავალზეა. ამის შესახებ ჟურნალი Esquire-ი წერს.

მამუკა ჭელიძე

24 ივნისი 2019, 17:00

ძალოვნები

შსს: აქციის დაშლაში მონაწილე ორი სამართალდამცველის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთა

10 სამართალდამცავს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის მამუკა ჭელიძის ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ილონ მასკი

24 ივნისი 2019, 16:55

ტექნოლოგიები

ილონ მასკი: მარსზე გასამგზავრებელი ბილეთების დაჯავშნის დროა

მისი თქმით, ხალხს უკვე აქვს შესაძლებლობა მარსზე წასასვლელი ბილეთები წინასწარ დაჯავშნოს. ხალხი კი წითელ პლანეტაზე მას შემდეგ გაემგზავრება, რაც კოსმოსური ხომალდი ორბიტიდან დაბრუნდება. მანამდე მასკი ამბობდა, რომ 2020 წლამდე ორბიტაზე მოსახვედრად კოსმოსურ ხომალდს 60%-იანი შანსი ჰქონდა.

კახა ოქრიაშვილი

24 ივნისი 2019, 16:53

ეკონომიკა

კახა ოქრიაშვილი: არ მომწონს სიტყვა „ტურისტი“, მირჩევნია სიტყვა „სტუმარი“

"სტუმრები საქართველოში მოდიან არამარტო საქართველოს ყველაზე მრავალფეროვანი და ლამაზი ადგილების სანახავად, მდიდარი ქართული სამზარეულოს გასაცნობად, ენდემური ქართული ღვინის გასასინჯად, არამედ, რაც მთავარია, ჩვენი ჰაერის სასუნთქად, რადგან ის განსხვავებულია და მასში არის თავისუფლება",- ამბობს დეპუტატი.

ნინო ლომჯარია

24 ივნისი 2019, 16:45

საქართველო

ლომჯარია ძალოვან უწყებებს აქციის გამოძიების პროცესში ომბუდსმენთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

ნინო ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის აპარატი იმუშავებს არამარტო 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამოძიების საკითხებზე, არამედ ასევე შეისწავლის და შეაფასებს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც საქართველოში აქციების გამართვასთან არის დაკავშირებული.

24 ივნისი 2019, 16:44

ტექნოლოგიები

რა საფრთხეს უქმნის ხანგრძლივი სამუშაო დღე ჯანმრთელობას

უფრო კონკრეტულად, იმ ადამიანებში, რომლებიც 1 განმავლობაში დღე-ღამეში არანაკლებ 10 საათს მუშაობდნენ, ინსულტის რისკი 29%-ით გაიზარდა იმათთან შედარებით, ვინც ზეგანაკვეთურ სამუშაოს არ ასრულებდა. ამასთან, ინსულტის განვითარების რისკი უკვე 45%-ს აჭარბებდა, თუ ადამიანები 10 წლის განმავლობაში 10 საათს მუშაობდნენ.

აქცია

24 ივნისი 2019, 16:32

საქართველო

R.O x Konoba უცხოელებს საქართველოში ჩამოსვლისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ბელგიელი მუსიკოსების დუო R.O x Konoba საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და საქართველოს მხარდაჭერისკენ მოწოდება გააკეთა. ამის შესახებ მათ Facebook - სთორიში წარწერით ფოტო გამოაქვეყნეს. მუსიკოსების თქმით,ქართველებმა რუსული გავლენების გაძლიერება გააპროტესტეს.

ირაკლი ოქრუაშვილი

24 ივნისი 2019, 16:30

საქართველო

ოქრუაშვილი: ეს შემოთავაზება ივანიშვილის მიერ თაღლითური სქემით ძალაუფლების შენარჩუნებაა

„მოვითხოვთ, რომ რიგითი პროკურორის თანამდებობაზე დაინიშნოს სახალხო ნდობის მქონე პიროვნება, რომელიც გამოიძიებს სამი დღის წინანდელ მოვლენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ასევე მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გასთავისუფლონ ის ადამიანები, რომლებიც არიან დაკავებულები და რომელთა დაკავების საფუძველიც არსებულ რეჟიმს არ გააჩნია“,- აცხადებს ოქრუაშვილი.

ბილ გეიტსი

24 ივნისი 2019, 16:26

ტექნოლოგიები

ბილ გეიტსმა ყველაზე დიდი შეცდომა აღიარა

Microsoft-ის თანადამფუძნებლის თქმით, მას უფლება არ უნდა მიეცა Google-ისთვის Android-ი განევითარებინა და სმარტფონებისთვის წარმატებული ოპერაციული სისტემის შექმნაზე თავად უნდა ეზრუნა. სმარტფონებისთვის Windows-ის ოპერაციულ სისტემას Microsoft-ი 2017 წელს დაემშვიდობა.

24 ივნისი 2019, 16:18

საქართველო

კალაშნიკოვი: „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში დაგეგმილ ფორუმზე დასწრებას გეგმავენ

მისივე თქმით, ფორუმზე დასასწრებად მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები აპირებენ გამგზავრებას, რომლებსაც რუსული მხარე უსაფრთხოების გარანტიას აძლევს. „საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს ხანებში იქნება მიღებული,“-აცხადებს კალაშნიკოვი.

24 ივნისი 2019, 16:15

საქართველო

გოგომ, რომელმაც თვალი დაკარგა საავადმყოფო დატოვა. ვიდეო

"ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, რადგან შემიძლია წავიდე სახლში. მინდა მადლობა გადავუხადო ექიმებს. ნარკოზიდან რომ გამოვედი უამრავი შეტყობინება დამხვდა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას გვერდში დგომისთვის და თანატოლებს მოვუწოდებ, რომ რაღაცების მისაღწევად ერთად უნდა ვიბრძოლოთ". - განაცხადა მარიამ გომურმა.

24 ივნისი 2019, 16:11

ვიდეო

გოგომ, რომელმაც თვალი დაკარგა საავადმყოფო დატოვა

24 ივნისი 2019, 16:09

ვიდეო

ბახმარო - ადგილი, სადაც 2050 მეტრ სიმაღლეზე მთის და ზღვის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის

აქცია

24 ივნისი 2019, 16:06

საქართველო

შსს-დან აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტისკენ, ნაწილი კი სახლში წავიდა

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგ კახეთის გზატკეცილზე, საპატრულო პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს. ამ წუთებში აქცია აღარ მიმდინარეობს, მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობისკენ გაემართა, ნაწილმა კი განაცხადა, რომ ცოტა ხანს დაისვენებს და საღამოს დაგეგმილ აქციას შეუერთდება.

Walmart

24 ივნისი 2019, 16:05

ტექნოლოგიები

Walmart-ი მძარცველებს ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კამერებით ავლენს

ჭკვიანი კამერები იმ პროდუქტს გამოავლენენ, რომლებსაც მომხმარებლები ჩანთებში სალაროში გატარების გარეშე ჩადებენ. Walmart-ის თქმით, ამ ტექნოლოგიას ქვეყნის მაშტაბით ათასზე მეტ მაღაზიაში იყენებენ. ამ ტექნოლოგიით ამერიკული სუპერმარკეტების გიგანტს ირლანდიური კომპანია Everseen-ი ამარაგებს.