imedi /  07 იანვარი 2019, 09:29 / სანდო წყარო

ბახტაძე: საშობაო ეპისტოლეში ის გზავნილებია, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს

მამუკა ბახტაძე, ირაკლი კობახიძე და სალომე ზურაბიშვილი

მამუკა ბახტაძე, ირაკლი კობახიძე და სალომე ზურაბიშვილი

საშობაო ლიტურგიაზე სამების საკათედრო ტაძარში მყოფმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საშობაო ეპისტოლეზე ილაპარაკა.

"მინდა, ყველას მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული. განსაკუთებით, მინდა მიულოცო ჩვენს ემიგრანტებს. საშობაო ეპისტოლეში მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები განათლებაზე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მოზარდებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სამშობლოს სიყვარულზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც გვაწუხებს თითოეულ ჩვენგანს“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ის ძირითადი გზავნილები გამოყო, რომლებიც ეპისტოლეშია.

"გილოცავთ ყველას შობის დღესასწაულს. ამ დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს. მადლობა მინდა გადავუხადო უწმინდესსა და უნეტარესს დღევანდელი ქადაგებისთვის, ეპისტოლესთვის, რომელშიც საუბარი იყო ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, იმ საკითხებზე, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს. საუბარი იყო სიტყვით ძალადობის პრობლემაზე, რაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში. ცილისწამებაზე, სიცრუეზე, ბილწსიტყვაობაზე, რაც არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება იყო გამახვილებული განათლების პრობლემაზე, მათ შორის პატრიოტულ აღზრდაზე, მის მნიშვნელობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე. ეს იყო ძირითადი გზავნილები პატრიარქის ეპისტოლეში და მე მინდა, ამ გზავნილებისთვის მადლობა გადავუხადო“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ეპისტოლეს ტექსტს სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. 

ყველა სიახლე

18 ივნისი 2019, 12:43

საქართველო

„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს და ლგბტ+ აქტივისტებს 13 არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს

13 არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისში 14 და 16 ივნისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს და ლგბტ+ აქტივისტებს სოლიდარობას უცხადებს.

აშშ-საქართველო

18 ივნისი 2019, 12:40

საქართველო

აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიხედვით, საქართველო ვაშინგტონის მოკავშირე და პარტნიორია

ასევე ნიშანდობლივია, რომ კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით სენატის მტკიცე პოზიციას, ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ალიანსისთვის.

მიშელ პლატინი

18 ივნისი 2019, 12:28

სპორტი

მიშელ პლატინი დააკავეს

კორუფციის საქმეზე უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააკავეს. კერძოდ, პლატინის დაკავება 2020 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად კატარის არჩევას უკავშირდება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

სუნდარ პიჩაი

18 ივნისი 2019, 12:25

ტექნოლოგიები

Google-ის აღმასრულებელი დირექტორი: YouTube-ი საზიანო შინაარსის ვიდეოების სრულად გაფილტვრას ვერ შეძლებს

YouTube-ს ბოლო პერიოდში სიძულვილის ენისა და კონსპირაციის თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებენ. CNN-თან ინტერვიუში, პიჩაიმ საზიანო შინაარსის მასალებთან ბრძოლის ხერხებზეც ილაპარაკა და თქვა, რომ კონცერნი პლატფორმიდან მსგავს მასალებს ადამიანებისა და რობოტების კომბინაციით წაშლის.

18 ივნისი 2019, 12:13

ეკონომიკა

თბილისი „ტურიზმის და მასპინძლობის“ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

„ტურიზმის და მასპინძლობის“ შესახებ თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ოფიციალურად გახსნა. რიგით მე-4 კონფერენციაში ბაზრის ოპერატორები და ექსპერტები, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ნეიმარი

18 ივნისი 2019, 11:49

სპორტი

ნეიმარს უძრავი ქონება დაუყადაღეს

გამოცემის ინფორმაციით, ბრაზილიის მთავრობა ფეხბურთელისგან 15.6 მილიონ ევროს ითხოვს. ნეიმარის ადვოკატები თანხის შემცირებას ცდილობენ. 2013 წელს „ბარსელონაში“ გადასვლასთან დაკავშირებული ფინანსური დარღვევების გამო ნეიმარს 42.5 მილიონი ევრო აქვს გადახდილი. დაყადაღებულ ობიექტებს შორის სან-პაულუში მდებარე ორი სახლიც არის.

დავით სერგეენკო

18 ივნისი 2019, 11:34

საქართველო

დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლა დაადასტურა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, თანამდებობა დატოვა. დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრი 2012 წლიდან იყო, მანამდე კი ის „საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

18 ივნისი 2019, 11:23

ეკონომიკა

Boeing-ი ლე-ბურჟეს ავიასალონზე შეკვეთების გარეშე დარჩა

ამერიკული ავიამწარმოებელი კომპანია Boeing-ი საფრანგეთში ლე-ბურჟეს ავიასალონზე შეკვეთის გარეშე დარჩა. CNBC-ის ცნობით, Boeing-ის ავიალაინერების ორი ავიაკატასტროფის შემდეგ, ეს მოსალოდნელი იყო.

ქუთაისი ხანძარი

18 ივნისი 2019, 11:08

საქართველო

ქუთაისში ხანძრის შედეგად დაშავებული 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე აფეთქებისგან გამოწვეული ხანძრის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი ქუთაისის თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტუკური ქირურგიის ცენტრშია მოთავსებული. დამწვრობის ცენტრის ექიმის გიორგი აბესაძის ინფორმაციით, სამივე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მათ სხეულის 75-დან 30%-იანი დამწვრობა აღენიშნებათ და სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

18 ივნისი 2019, 11:05

ტექნოლოგიები

კასპერსკის ლაბორატორია: საქართველოში ყოველი მე-6 მომხმარებელი ინტერნეტთავდასხმას დაექვემდებარა

„2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში თითქმის ყოველი მე-6 მომხმარებელი დაექვემდებარა ინტერნეტთავდასხმას,“ - ინფორმაციას „კასპერსკის ლაბორატორიის“ წარმომადგენლობა ავრცელებს. 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მომხმარებელთა 16% დაექვემდებარა ინტერნეტთავდასხმას,სომხეთში 16,13 %-ი, ხოლო აზერბაიჯანში 18,28%-ი.

მათე გოქაძე

18 ივნისი 2019, 11:03

სპორტი

მათე გოქაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მათე გოქაძე (110 კგ) ფინალში გავიდა. ქართველი სპორტსმენი ფინალში ოქროს მედლისთვის რუსეთის წარმომადგენელ საიდ მუსაევს შეხვდება. იტალიის ქალაქ ფაენზაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მედლისთვის იბრძვიან დიმიტრი ხაჩიძე (55) და ნიკოლოზ მარგველაშვილი (65).

ბულინგი

18 ივნისი 2019, 10:56

საქართველო

ილიას სამართლის ინსტიტუტმა სკოლებში ჩაგვრასთან დაკავშირებით 13-პუნქტიანი რეკომენდაცია შეიმუშავა

ორგანიზაციამ, მულტიდისციპლინური ჯგუფის დახმარებით, 13-პუნქტიანი რეკომენდაცია შეიმუშავა. მათ შორის არის: ძალადობის პირველადი რეაგირების წესების შემოღება, ძალადობის შეტყობინებისა და რეაგირების სისტემის შექმნა, ბულინგთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება.

გურჯაანი სტიქია

18 ივნისი 2019, 10:38

საქართველო

ქარიშხალმა და ძლიერმა წვიმამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. უამინდობამ სოფელ კალაურში საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლიანად გადახადა. შაშიანში კი სკოლის და საბანკეტო დარბაზის სახურავი ნაწილობრივ დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ქარიშხალს ძლიერი წვიმაც მოჰყვა.

 ბერნი მაკგი

18 ივნისი 2019, 10:29

კულტურა

რეალითი-შოუ Seeking Sister Wife-ის ვარსკვლავი ბერნი მაკგი გარდაიცვალა

მსოფლიოში ცნობილი რეალითი-შოუ Seeking Sister Wife-ის ვარსკვლავი ბერნი მაკგი გარდაიცვალა. გამოცემა Deadline-ის ცნობით, 41 წლის მსახიობის სიკვდილის მიზეზი მზის დარტყმა გახდა, რის შემდეგაც ჰოსპიტალში მოათავსეს. თუმცა შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა.

18 ივნისი 2019, 10:23

მსოფლიო

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1000 ჯარისკაცს გაგზავნის

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის პატრიკ შანაჰანის განცხადებით, ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1000 სამხედროს გაგზავნის. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ირანთან ურთიერთობის გამწვავება, კერძოდ კი, ომანის ყურეში, ტანკერზე მომხდარი თავდასხმაა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ჯარისკაცების გაგზავნა თავდაცვის მიზნით გადაწყდა.

ელტონ ჯონი
ტერონ ეჯერტონი

18 ივნისი 2019, 10:00

კულტურა

ელტონ ჯონმა და ტერონ ეჯერტონმა ერთობლივი კლიპი გამოუშვეს. ვიდეო

ელტონ ჯონმა მსახიობ ტერონ ეჯერტონთან ერთად ახალი სიმღერის კლიპი გამოუშვა. სინგლი სახელად Love Me Again ბრიტანელმა მომღერალმა ძველ თანაავტორთან, ბერნი ტუპინთან ერთად დაწერა. ეს სიმღერა ელტონ ჯონის ბიოგრაფიული ფილმის Rocketman-ის საუნდტრეკი იქნება, რომელშიც ლეგენდარულ მუსიკოსს სწორედ ეჯერტონი ასრულებს.

18 ივნისი 2019, 09:44

ვიდეო

ქუთაისში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, დაშავებულია 7 ადამიანი

მუჰამედ მურსი

18 ივნისი 2019, 09:37

მსოფლიო

ეგვიპტის ექსპრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზი დასახელდა

პოლიტიკოსი 17 ივნისს სასამართლოს დარბაზში გარდაიცვალა. ეგვიპტის გენერალური პროკურატურის განცხადებით, მურსი სიტყვით გამოდიოდა, როდესაც მან გონება დაკარგა. საავადმყოფოში ის უკვე გარდაცვლილი გადაიყვანეს. უწყება პირობას დებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას მალე გამოაქვეყნებს.

ჯეი ჯეი აბრამსი

18 ივნისი 2019, 09:27

ეკონომიკა

ჯეი ჯეი აბრამსმა WarnerMedia-სთან კონტრაქტი გააფორმა

საპროდიუსერო კომპანია Bad Robot-მა, რომელიც რეჟისორ ჯეი ჯეი აბრამსს ეკუთვნის, WarnerMedia-სთან 500 მილიონი დოლარის გარიგება გააფორმა. კონტრაქტის ფარგლებში Bad Robot-მა WarnerMedia-სთვის ახალი პროექტები უნდა შექმნას. აბრამსის კომპანიასთან თანამშრომლობისთვის ისეთი კომპანიები იბრძოდნენ, როგორებიცაა Netfli-ი, Apple და Amazon-ი.

დონალდ ტრამპი

18 ივნისი 2019, 08:51

მსოფლიო

ტრამპმა არალეგალი მიგრანტების მასშტაბური დეპორტაცია დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, მილიონობით არალეგალი მიგრანტი სახლში დაბრუნდება „ისევე სწრაფად, როგორც ჩამოვიდნენ. ამასთან, ტრამპმა ამ პროცესში მექსიკის დადებითი როლი აღნიშნა. გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერმა დემოკრატები გაკრიტიკა და მათ იმიგრაციულ კანონში ცვლილებების შეტანის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „ეს თუ მოხდება, სასაზღვრო კრიზისი დასრულდება"- წერს ტრამპი.