imedi /  07 იანვარი 2019, 18:45 / სანდო წყარო

უმრავლესობის დეპუტატებმა კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლებს შობა მიულოცეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ და პარლამენტის სხვა წევრებმა გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტის ზონის სოფელ ზარდიაანკარის მოსახლეობას შობის დადგომა მიულოცეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტის წევრებმა ქართულ და ოსურ ოჯახებს საკვები პროდუქტები, ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. 

გია ვოლსკის განცხადებით, არის რიგი საკითხები, რომლებიც მოგვარებულია, თუმცა დარჩენილი პრობლემები, რომლებიც უნდა გადაიჭრას.

"არის საკითხები, რომელიც უნდა გადაწყდეს. რიგი საკითხებისა მოგვარებულია, სოფელში გაზიც შემოყვანილია, მაგრამ მთავარი თემა მაინც, რასაკვირველია, საოკუპაციო ხაზთან ცხოვრების სიმძიმეა. ამ სიმძიმის შესამსუბუქებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. ყველას ვულოცავ, ამ სოფელსაც, ქართლსაც და საქართველოსაც შობის ბრწყინვალე დღესასწაულს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დეპუტატებთან ერთად ახალი წელი ზარდიაანკარის მოსახლეობას შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმაც მიულოცა.

ყველა სიახლე

გიორგი ბაგრატიონი

23 ოქტომბერი 2019, 11:41

საქართველო

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, გიორგი ბაგრატიონმა, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ბაგრატიონმა საკუთარი სურვილით მიიღო.

ნარკოტიკები

23 ოქტომბერი 2019, 11:23

მსოფლიო

მეხიკოში ნარკოტიკებისა და იარაღის საწყობთან დაკავშირებული ნარკოლაბორატორიები აღმოაჩინეს

სამართალდაცმველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც 31 ადამიანი დააკავეს. რეიდის დროს გაირკვა, რომ ლაბორატორიაში სინთეტიკურ ნარკოტიკულ საშუალებას აწარმოებდნენ, სამართალდამცველებმა 50 კილოგრამი პრეკურსორები ამოიღეს.

აფეთქება

23 ოქტომბერი 2019, 11:15

მსოფლიო

კიევში აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პუშკინსკის ქუჩაზე ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა კიდევ ერთი ქალი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. წინასწარი ინფორმაციით, კაცები ხელყუმბარას ამოწმებდნენ, რა დროსაც ის ხელში აუფეთქდათ.

მარიკე ვერვორტი

23 ოქტომბერი 2019, 11:12

სპორტი

ბელგიელმა პარაოლიმპიელმა სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა

ვერვორტს, რომელმაც 2012 წელს ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებზე ოქროს და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ასევე ორი მედალი რიოს 2016 წლის თამაშებიდან, კუნთების განუკურნებელი დეგენერაციული დაავადება ჰქონდა. ვერვორტს დაავადების გამო მუდმივი ტკივილი და კრუნჩხვები აწუხებდა.

გიორგი გახარია

23 ოქტომბერი 2019, 10:50

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ეს რეგიონი მნიშვნელოვან საინვესტიციო პოტენციალს ფლობს და ის მზარდია

„ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი პოლიტიკა, ძლიერი სავაჭრო ურთიერთობები და ხელსაყრელი ადგილმდებარეობა განაპირობებდა ქვეყნის გარდაქმნას ახალ რეგიონალურ ცენტრად საინვესტიციო შესაძლებლობების ასათვისებლად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

23 ოქტომბერი 2019, 10:40

ვიდეო

ვახტანგ ჯავახაძე - ცხოვრება წიგნებით და წიგნებთან

მარკ ესპერი

23 ოქტომბერი 2019, 10:29

მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ერაყში ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ერაყში ჩავიდა. გავრცელებული ცნობით, მარკ ესპერი ქვეყნის პრემიერმინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდება. მოლაპარაკებების თემა სირიიდან აშშ-ის ჯარის გაყვანა და ის როლი იქნება, რომელსაც ამ პროცესში ერაყი თამაშობს.

სებასტიან პინიერა

23 ოქტომბერი 2019, 10:06

მსოფლიო

არეულობის გამო ჩილეს პრეზიდენტმა რეფორმების პირობა დადო

სიტყვით გამოსვლისას სებასტიან პინიერამ განაცხადა, რომ ხელისუფლება პენსიას 20%-ით გაზრდის, ელექტროენერგიის საფასურზე კი ტარიფი გაიყინება. ამასთან, მან კანონი წარადგინა, რომელიც მთავარობას მოსახლეობის მკურნალობის ხარჯების დაფარვის საშუალებას მისცემს.

უილიამ ტეილორი

23 ოქტომბერი 2019, 09:19

მსოფლიო

უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ტრამპი ზელენსკიზე ზეწოლაში დაადანაშაულა

უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კონგრესში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე ჩვენება მისცა. როგორც ტეილორმა განაცხადა, ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პირობად ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაასახელა.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2019, 09:10

მსოფლიო

ვაჭრობის საკითხებში ტრამპის თანაშემწემ თანამდებობა დატოვა

ვაჭრობის საკითხებში დონალდ ტრამპის თანაშემწემ და დიდი შვიდეულისა და დიდი ოცეულის სამიტებზე მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა კელი ენ შოუმ თანამდებობა დატოვა. შოუ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების განხილვის საკითხში აშშ-ის პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველი იყო.

საპატრიარქო

23 ოქტომბერი 2019, 08:51

საქართველო

საპატრიარქოს დელეგაცია აშშ-ში იმყოფება

საპატრიარქოს დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან, ჯორჯ კენტთან და რელიგიის თავისუფლების საკითხებში საგანგებო ელჩთან სემ ბრაუნბექთან.

კონგრესი

23 ოქტომბერი 2019, 08:05

საქართველო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი ერთხმად დაამტკიცა

კონგრესი ავალებს აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-ის ხაზინის მდივანთან კონსულტაციის გზით, კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში და 180 დღიან პერიოდში, მინიმუმ ერთხელ, ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში გამოვლენილი პირების თაობაზე კონგრესისათვის დეტალური ანგარიშის წარდგენას.

გულშემატკივრები ჩხუბი

23 ოქტომბერი 2019, 00:51

სპორტი

ბერძენმა გულშემატკივრებმა „ბაიერნის“ ქომაგებს სცემეს

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი ავრცელებს. მატჩის 84-ე წუთზე, როდესაც ანგარიში გერმანელთა სასარგებლოდ 4:0 იყო, 50-მდე ადგილობრივი ნიღბიანი გულშემატკივარი მოედანზე შევარდა და „ბაიერნის“ გულშემატკივართა სექტორისკენ გაიქცა. პიროტექნიკითა და ჯოხებით შეიარაღებულმა გულშემატკივრებმა გერმანელ ქომაგებს სცემეს.

პენტაგონი

23 ოქტომბერი 2019, 00:47

მსოფლიო

პენტაგონის უფროსმა საუდის არაბეთის მეფესთან სტრატეგიული თანამშრომლობა განიხილა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარ ესპერმა საუდის არაბეთის მეფესთან "სტრატეგიული თანამშრომლობა" განიხილა. ეს შეხვედრა აშშ-ს, ირანსა და საუდის არაბეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე შედგა. ვიზიტს წინ უძღოდა ესპერის განცხადება, რომლის თანახმად აშშ საუდის არაბეთში ჯარს გაგზავნის.

ზვიგენი

23 ოქტომბერი 2019, 00:22

მსოფლიო

საფრანგეთის პოლინეზიაში ზვიგენმა ტურისტ ქალს ხელები მოაჭამა

ზვიგენმა ტურისტს მკერდსა და ხელებზე უკბინა. სააგენტოს უწყებით, ქალს ადგილზევე გაუწიეს პირველადი დახმარება. დაშავებული საავადმყოფოში ველოსიპედით გადაიყვანეს. მან ბევრი სისხლი დაკარგა, ექიმები იძულებულები გახდნენ მისთვის ორივე ხელი მოეჭრათ.

გრიგოლ ლილუაშვილი

22 ოქტომბერი 2019, 23:52

საქართველო

სუსის უფროსი: ფსევდოლიბერალური ღირებულებების ტყვეობაში არ უნდა ვიყოთ, კანაფის ფესტივალიდან ფესტივალამდე

ლილუაშვილის მოსაზრებით, "გირჩის" წევრების განწყობებს საზოგადოება რომ იზიარებდეს, ქვეყანაში უმართავი პროცესები განვითარდებოდა, თუმცა სუსის უფროსი ამბობს, რომ ის ჯარისგან თავის არიდებაზე საკანონმდებლო ხარვეზი უნდა გამოსწორდეს.

გრიგოლ ლილუაშვილი

22 ოქტომბერი 2019, 23:33

საქართველო

ლილუაშვილი: სირიის მოვლენები ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციური საფრთხეა

გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხედ განიხილება, ვინაიდან საბრძოლო ოპერაციები საქართველოს საზღვრიდან 1000-1500 კილომეტრის დაშორებით ხორციელდება.

სერგეი ლავროვი

22 ოქტომბერი 2019, 23:23

მსოფლიო

ლავროვი: სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაცია დასრულებულია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაცია დასრულებულია. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლავროვმა თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

Brexit

22 ოქტომბერი 2019, 23:01

მსოფლიო

ბრიტანეთის პარლამენტმა ბორის ჯონსონის დაჩქარებული Brexit-ის გეგმა ჩააგდო

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა უარი განაცხადა ბორის ჯონსონის წინადადებაზე, რომელიც თემთა პალატის მიერ სამი დღის განმავლობაში Brexit-ის კანონპროექტის განხილვას შეეხებოდა. პარლამენტი განხილვისთვის სამდღიანი ვადის გამოყოფის წინააღმდეგია, რადგან ეს მცირე დროდ მიაჩნია.

ილონ მასკი

22 ოქტომბერი 2019, 23:00

ტექნოლოგიები

ილონ მასკმა თანამგზავრული ინტერნეტის საშუალებით Twitter-ზე პირველი ჩანაწერი გამოაქვეყნა

Starlink-ი არის თანამგზავრული ქსელი, რომელმაც დედამიწის მოსახლეობისთვის ფართოზოლიანი ინტერნეტის მიწოდება უნდა უზრუნველყოს. პროგრამის ფარგლებში SpaceX-მა ორბიტაზე 42 ათასი თანამგზავრი უნდა გაგზავნოს, რომელთაგან 60 კომპანიამ ორბიტაზე მიმდინარე წლის მაისში გაუშვა.