imedi /  08 იანვარი 2019, 14:45 / სანდო წყარო

თბილისში თამბაქოს კანონის დარღვევისთვის 1 იანვრიდან 9 რესტორანი დაჯარიმდა

თამბაქოს მოხმარება

2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, თბილისში, თამბაქოს კონტროლის კანონის მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა და დაჯარიმდა 9 დამრღვევი კვების ობიექტი: "მარანი", "ჰუკა", "მოეტი", "ბლუმი", "კორა", "ალადინი", "ორანჟერეა", "საჰარა", "ბლექ ბული". ინფორმაციას თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს.

ალიანსის ცნობით, ეს რესტორნები განლაგებულია ცინცაძის, აღმაშენებლის, გრიშაშვილის, შარდენის, მოსაშვილის და მარჯანიშვილის ქუჩებზე.

როგორც ალიანსის განცხადებაში წერია, ამ ობიექტებში რიგითი მოქალაქეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მივიდნენ და როგორც მონიტორინგის ჯგუფის, ასევე საპატრულო პოლიციის მიერ  დახურულ სივრცეში მოწევის ფაქტები დადასტურდა.

ალიანსის ინფორმაციით, არის დაწესებულებები, რომლებიც მეორედ და მესამედ დაჯარიმდნენ უკვე. აღსანიშნავია, რომ პირველ ჯერზე ჯარიმა 500 ლარის ოდენობით არის, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარია, ყოველ შემდგომ ჯერზე კიდევ 1000-1000 ლარი ემატება. 

2018 წლის პირველი მაისიდან საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა, მათ შორის კაფეებსა და რესტორნებში.

მოწევა შეიზღუდა გარე სივრცეებშიც, აიკრძალა თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა.

ყველა სიახლე

გზა

17 ივნისი 2019, 16:22

ეკონომიკა

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

საბოლოო ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მანძილს 30 კილომეტრით შეამცირებს, ხოლო წითელი ხიდიდან-სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი,"- წერია განცხადებაში.

პორნოგრაფია

17 ივნისი 2019, 16:18

ტექნოლოგიები

ინტერნეტში პორნოგრაფიული ვიდეოების თაღლითური სქემის საქმეზე აშშ-ში ადვოკატი დააკავეს

პოლ ჰანსმეიერმა ინტერნეტში პორნოგრაფიული შინაარსის ფილმები გაავრცელა, შემდეგ კი ადამიანებს მასალის გადმოწერისთვის უჩივლა და ბრალად საავტორო უფლებების დარღვევა წაუყენა. ამერიკელმა ადვოკატმა თითქმის სამი წლის განმავლობაში თაღლითური სქემის მეშვეობით $3 მილიონი გამოიმუშავა.

17 ივნისი 2019, 16:15

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი გრემისხევში საოკუპაცო ხაზთან ჩავიდა

„ბევრად გაადვილებული უნდა იყოს მისვლა-მოსვლა. ეს სოფელი არ უნდა დაიცალოს, მას ჩვენგან ზრუნვა და ყურადღება სჭირდება. გზა და ყურადღება - ეს არის ნიშანი იმისა, რომ სახელმწიფო ზრუნავს ყველაზე, რომ ხვალ, ახლო მომავალში, ჩვენ ყველამ შევძლოთ იმ მაღალ ხატზე ასვლა და მოსახლეობა არ იყოს დაყოფილი“-განაცხადა ზურაბიშვილმა.

Google

17 ივნისი 2019, 15:55

ტექნოლოგიები

Genuis-ი Google-ს სიმღერების ტესტების მოპარვაში ადანაშაულებს

Genius-ზე სიმღერების ტექსტების გარდა, ასევე ქვეყნდება ინფორმაცია ამ სიმღერების ფაქტებისა და ისტორიების შესახებ, ვებზე მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ლირიკის მათისეული ინტერპრეტაციები კომენტარის სახით დატოვონ და დაინტერესებულ ადამიანებს გაუზიარონ.

თეთნულდი

17 ივნისი 2019, 15:38

ძალოვნები

თეთნულდზე 58 წლის სლოვაკი ტურისტი დაიღუპა

შემთხვევა გუშინ მოხდა. ოთხი უცხოელი ტურისტი მწვერვალ თეთნულდზე ადიოდა, რა დროსაც ერთ-ერთი კაცი სიმაღლიდან მოწყდა, რის გამოც დაიღუპა. მთამსვლელები "მესტიის მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურს" დაუკავშირდნენ, მაშველებმა კი თბილისიდან ვერტმფრენი გამოიძახეს.

სებასტიან კურცი

17 ივნისი 2019, 15:27

ტაბლოიდი

10 000 ადამიანმა ვენაში ერთად ილოცა, რათა კურცი ისევ კანცლერი გახდეს. ვიდეო

ავსტრიის ვიცეკანცლერი ჰაინც-კრისტიან შტრახე „რუსი ოლიგარქის ძმისშვილთან დაკავშირებული“ სკანდალური ვიდეოს გამო 18 მაისს თანამდებობიდან გადადგა. ფარული ვიდეოჩანაწერი გერმანულმა გამოცემამ გამოაქვეყნა, რომელშიც შტრახე პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ მხარეს სამთავრობო კონტრაქტებს ჰპირდება.

ადამ სავაჯი

17 ივნისი 2019, 15:26

ტექნოლოგიები

Discovery-ს წამყვანმა „რკინის კაცის“ ტყვიაგაუმტარი კოსტიუმი შექმნა

ტელეკომპანია Discovery-მ გადაცემების ახალი ციკლი სახელწოდებით Savage Builds დაიწყო. მისი წამყვანია პროდიუსერი და სპეცეფექტების სპეციალისტი ადამ სევიჯი. მას ნამუშევარი აქვს ფილმებზე: "მატრიცა", "ვარსკვლავური ომები" და "ტერმინატორის" მესამე ნაწილი. ის ასევე ცნობილია გადაცემა "MythBusters"-ით.

17 ივნისი 2019, 15:22

ეკონომიკა

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულება 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა. გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ვადებთან დაკავშირებით საუბარი ფინანსურ ინსტიტუტებთან ჯერ კიდევ მაისის შუა რიცხვებში შედგა.

17 ივნისი 2019, 15:21

მსოფლიო

ირანი გამდიდრებული ურანის წარმოებას 27 ივნისამდე გაზრდის

ირანი ურანის მარაგის იმ დონეს, რომელიც 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით დადგინდა, 10 დღის ვადაში გადააჭარბებს. ამის შესახებ BBC ირანის ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. მისივე თქმით, თეირანი ურანის გამდიდრების დონეს გაზრდის.

17 ივნისი 2019, 15:05

საქართველო

პროკურატურა „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების განცხადებას პასუხობს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის განცხადებას პროკურატურა პასუხობს. პროკურატურის განმარტებით, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის საქმეზე გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე მისი შეწყვეტის საფუძვლები არ არსებობს.

ჩანჩალ ლაირი

17 ივნისი 2019, 15:03

მსოფლიო

ინდოელი ილუზიონისტი ილეთის შესრულებისას გაუჩინარდა

BBC-ის ცნობთ, ჩანჩალ ლაირის, რომელიც მდინარეში ხელფეხშეკრული ჩაუშვეს, ჯაჭვებისგან თავი უნდა დაეღწია და უსაფრთხოდ გამოეცურა. თუმცა ილუზიონისტი გაუჩინარდა, რის შესახებაც ადგილზე შეკრებილმა მაყურებლებმა პოლიციას აცნობეს.

ია მეურმიშვილი და კურტ ვოლკერი

17 ივნისი 2019, 14:53

ტაბლოიდი

ცნობილი ამერიკელი დიპლომატი ქართველ ჟურნალისტზე დაქორწინდა

ლაპარაკია, კურტ ვოლკერზე, რომელიც ახლა აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელია უკრაინის საკითხებში. მისი რჩეული კი "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილია. კურტ ვოლკერი ამერიკელი დიპლომატია, რომელიც სხვადასხვა დროს ნატოში აშშ-ის ელჩი და მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

ზუგდიდი

17 ივნისი 2019, 14:50

ძალოვნები

ზუგდიდში ქალი 30 წლამდე შვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ქალი შვილზე ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული. უწყებამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით აღძრა, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, შვილი რომელზეც დედა ძალადობდა 30 წლამდეა.

მამუკა ბახტაძე

17 ივნისი 2019, 14:43

საქართველო

პრემიერი თანამდებობიდან მის გათავისუფლებაზე ცნობებს ჭორს უწოდებს

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, პრემიერის თანამდებობიდან მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჭორია. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

რომის პაპი ფრანცისკე

17 ივნისი 2019, 14:37

მსოფლიო

რომის პაპმა იტალიაში მიწისძვრისას დაზარალებულ ეკლესიაში ჩაფხუტით ილოცა. ვიდეო

კერძოდ, კათოლიკური ეკლესიის ლიდერმა ღვთისმშობლის ქანდაკებასთან ილოცა, რომელიც მიწისქვეშა ბიძგებისას განსაკუთრებით დაზიანდა. იტალიაში მიწისძვრა 2016 წლის 24 აგვისტოს მოხდა, შემდეგ კი 30 ოქტომბერს. ჯამში დაიღუპა 300-მდე ადამიანი.

სანდრო თავართქილაძე

17 ივნისი 2019, 14:37

სპორტი

სანდრო თავართქილაძე ფორმულა რენო 2019-ის აზიის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს

ჩინეთში, ჟუჰაის საერთაშორისო ავტოდრომზე სანდრო თავართქილაძემ მეორე ეტაპზე ჯერ მეორე ადგილი დააფიქსირა, საფინალო რბოლაზე კი მეოთხე ადგილი დაიკავა. მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ ქართველი ქულათა ჩათვლაში კვლავ ლიდერია და 88 ქულით პირველ ადგილს იკავებს. მეორე პოზიციაზე 80 ქულით ჯოი ალდერსია.

მამუკა ბახტაძე

17 ივნისი 2019, 14:34

საქართველო

ბახტაძე: საზოგადოებას აწუხებს დეოკუპაცია და სიღარიბე, ლგბტქ თემა კი თავსმოხვეულია

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში პრობლემა, რომელიც საზოგადოებას რეალურად აწუხებს, დეოკუპაცია და სიღარიბეა, ლგბტქ ჯგუფების ირგვლივ შექმნილ ვითარებას კი პრემიერი საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ პრობლემად მიიჩნევს.

აფეთქება

17 ივნისი 2019, 14:24

მსოფლიო

ნიგერიაში აფეთქებისას სულ ცოტა 30 ადამიანი დაიღუპა

მორიგი აფეთქება მოხდა ნიგერიაში. ამავე ინფორმაციით, დაშავებულია 40 ადამიანი. ბომბები მაშინ გააქტიურდა, როდესაც გულშემატკივრები ფეხბურთის მატჩს უყურებდნენ. აფეთქება ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.

მამუკა ბახტაძე

17 ივნისი 2019, 14:21

საქართველო

პრემიერი სერგეენკოს გათავისუფლებაზე: მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ

"მოდით მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. დავით სერგეენკო არის, იყო და მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის მუდმივი და წარმატებული წევრი. მოვლენებს წინ არ გავუსწროთ", - განაცხადა პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

ამინდი

17 ივნისი 2019, 14:05

საქართველო

საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება. სააგენტოს ცნობით 17-21 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა.