imedi /  10 იანვარი 2019, 08:00 / სანდო წყარო

გზებზე ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიცია არეგულირებს

პოლიცია

მთელი ქვეყნის მასშტაბით, გზებზე ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები უწყვეტ რეჟიმში არეგულირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიცია ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების: საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები საჭიროების შემთხვევაში მგზავრებს ეხმარებიან და უსაფრთხო ადგილამდე მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ.

შეზღუდვები დაწესებულია შემდეგ მიმართულებებზე:

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა და ამავე მიზეზით გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება გუდაური-კობის მონაკვეთზე 8 იანვარს ღამის საათებში აიკრძალა, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის გადაადგილება აკრძალულია 4 იანვრიდან.

ამავე გზის ფასანაური-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გუდაურამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

ზვავსაშიშროების გამო, ასევე აკრძალულია გადაადგილება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ173-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე. ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნამდე ამ მონაკვეთზე ვერ ხერხდება გაწმენდითი სამუშაოების დაწყება. თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ173 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ30-კმ90 (ჯვარი-დიზი) მონაკვეთზე თავისუფალია. ხოლო, კმ90-კმ173 (დიზი-კალა) მონაკვეთზე დასაშვებია - მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დაშვებულია. ამავე გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და ნამქერები) გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110-კმ146 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე და ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის გზის კმ 33 კიროვაკანი-კუმურდოს საავტომობილო გზის კმ1-კმ10.1 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია. ამ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

აშშ-მექსიკის სასაზღვრო კედელი

25 მაისი 2019, 12:20

მსოფლიო

ფედერალურმა სასამართლომ აშშ-მექსიკის კედლის დაფინანსება შეაჩერა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალურმა მოსამართლემ თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის საჭირო თანხების გამოყენება დროებით დაბლოკა. 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ პენტაგონი მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის $1,5 მილიარდს გამოყოფს.

25 მაისი 2019, 12:06

საქართველო

ბათუმში ძლიერი ქარის გამო ავტომობილები დაზიანდა

ძლიერი ქარმა პრობლემები შექმნა ბათუმში. მშენებარე ობიექტებიდან გადმოვარდნილმა სამშენებლო მასალებმა ავტომობილები დააზიანა. დაშავებულზე ინფორმაცია არ ვრცელდება. სამაშველო სამსახურში განაცხადეს, რომ ქარმა წააქია ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და სახლებს გადახადა სახურავი.

პედაგოგთა ეროვნული კონფერენცია

25 მაისი 2019, 11:43

საქართველო

თბილისში პედაგოგთა ეროვნული კონფერენცია იმართება

კონფერენციაში სამოქალაქო განათლების 300 პედაგოგი საქართველოს ყველა რეგიონიდან მონაწილეობს. ისინი სამოქალაქო განათლების სფეროში არსებულ სიახლეებს გაეცნენ და კოლეგების მიერ განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს. ღონისძიებას თბილისი მერვედ მასპინძლობს.

25 მაისი 2019, 11:41

ეკონომიკა

კომუნიკაციების კომისია ტელევიზიების შემოსავლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

კომუნიკაციების კომისია „სამაუწყებლო შემოსავლების ანალიზის შედეგად, აცხადებს, რომ სამაუწყებლო ბაზარი სტაბილურია. 2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე 8% -იანი ზრდა დაფიქსირდა. 2019 წლის პირველ კვარტალში, სატელევიზიო მაუწყებლებმა 12,686,428.19 ლარის შემოსავალი მიიღეს, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 11,789,995.20 ლარი იყო.

ანდრია ჯაღმაიძე

25 მაისი 2019, 11:24

საქართველო

ანდრია ჯაღმაიძე: აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები განაახლა

დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანის სამუშაოები განაახლა. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას. „შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ მოლოდინები დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა რეალური“.

ფეხბურთელების დაპირისპირება

25 მაისი 2019, 11:15

სპორტი

ეროვნული ლიგის მატჩისას ფეხბურთელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

მატჩის 61-ე წუთზე მოთამაშეებს შორის დაწყებული ხელჩართული ჩხუბი 4 წითელი ბარათით დასრულდა. მთავარმა მსაჯმა მოედნიდან ვილი ისიანი, დავით თარგამაძე, ლაშა ქოჩლაძე და ლუკა გადრანი გააძევა. გუნდებმა შეხვედრა 9-9 ფეხბურთელით გააგრძელეს. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.

დონალდ ტრამპი

25 მაისი 2019, 11:09

მსოფლიო

ტრამპი საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ $8 მილიარდიანი შეთანხმების შესრულებას ითხოვს

ტრამპის ადმინისტრაციამ ამის შესახებ კონგრესის კომიტეტებს უკვე აცნობა. დემოკრატები პრეზიდენტს კონგრესის იგნორირებაში ადანაშაულებენ, რადგან იარაღით ვაჭრობას ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ იარაღის მიყიდვა საჭიროა, რადგან ირანის მიერ შექმნილი არასტაბილური ვითარების გამო შეერთებული შტატების პარტნიორებისთვის რისკები იზრდება.

25 მაისი 2019, 11:00

ძალოვნები

მოკლული ჩვილის დედას გარესამყაროსთან კონტაქტი შეეზღუდა

მოკლული ჩვილის დედის მონახულებას მხოლოდ ადვოკატი შეძლებს. გადაწყვეტყილება საქმის კვალიფიკაციიდან გამომდინარე გამომძიებელმა მიიღო. 21 მაისს, გამთენიისას ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვა.

იენს სტოლტენბერგი

25 მაისი 2019, 10:57

მსოფლიო

რუსეთის ქმედებების გამო ნატო საკუთარ სამხედრო სტრატეგიას ცვლის

სტოლტენბერგის თქმით, 2014 წლის შემდეგ ევროპის ზოგიერთ და აღმოსავლეთ რეგიონებში ახალი გარემო შეიქმნა, რის შემდეგაც რუსეთის მხრიდან მზარდ ბირთვულ საფრთხეზე რეაგირება გახდა საჭირო. „ალიანსმა მომავალშიც უნდა განაგრძოს თავდაცვისუნარიანობის დემონსტრირება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მცურავი ტანკერი MARVEA

25 მაისი 2019, 10:44

ძალოვნები

სანაპირო დაცვამ მალტის დროშით მცურავი ტანკერი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის გამო მალტის დროშით მცურავი ტანკერი "MARVEA" დააკავა და ბიუჯეტის სასარგებლოდ 50,000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. "MARVEA”-ს კაპიტანი უკრაინის მოქალაქე იყო.

I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი

25 მაისი 2019, 10:32

ძალოვნები

„ალფას“ ასეული ნატოს რეაგირების ძალებს შეუერთდა

დოკუმენტის ხელმოწერამდე, „ალფა“ ასეულმა ნატოს მეორე დონის შეფასება გაიარა. პროცესს ნატოს სახმელეთო ძალების შტაბის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. „ალფას“ ასეული ნატოს პროგრამაში 2013 წლიდან მონაწილეობს. 2015-დან 2018 წლის ჩათვლით ასეული ჩართული იყო ნატოს რეაგირების ძალებში.

ტერეზა მეი

25 მაისი 2019, 10:19

მსოფლიო

ტერეზა მეის გადადგომას გამოხმაურება მოჰყვა

პრეზიდენტმა ტრამპმა ტერეზა მეის მიმართ სიმპათია ვერ დამალა და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ წუხს მომხდარის გამო. ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებით მოსკოვში ტერეზა მეის მოღვაწეობა ნეგატიურად შეაფასეს და რუსოფობიაში დაადანაშაულეს.

სავარაუდო ეჭვმიტანილი

25 მაისი 2019, 10:00

მსოფლიო

ლიონში მომხდარი აფეთქების სავარაუდო შემსრულებლის ფოტო გავრცელდა

სავარაუდო ეჭვმიტანილი სათვალთვალო ვიდეოკამერამ დააფიქსირა. კადრში ჩანს კაცი ველოსიპედით, რომელიც მზის შავ სათვალეს ატარებს. ფოტოზე მისი სახე თითქმის არ ჩანს. პოლიცია 30-35 წლის კაცს ეძებს. აფეთქება ლიონში 24 მაისს, ვიქტორ ჰიუგოს საფეხმავლო ქუჩაზე მოხდა. ბოლო მონაცემებით 13 ადამიანი დაშავდა.

Spice Girls

25 მაისი 2019, 09:46

ტაბლოიდი

Spice Girls-ით უკმაყოფილო გულშემატკივრებმა კონცერტი დატოვეს

გამოცემის ინფორმაციით, გულშემატკივრები გახმოვანების სისტემის გაუმართაობამ გააღიზიანა, რის გამოც საკონცერტო დარბაზი დატოვეს. მათი თქმით, დამსწრე აუდიტორიისთვის Spice Girls-ის რამდენიმე სიმღერის მოსმენა შეუძლებელი იყო.

ადამ ლევინი

25 მაისი 2019, 09:19

კულტურა

ამერიკულ The Voice-ში ადამ ლევინის შემცვლელი დასახელდა

გადაწყვეტილება მუსიკოსმა პროექტში 8-წლიანი მწვრთნელობის შემდეგ მიიღო. 2011 წლიდან ლევინმა 16 სეზონში მიიღო მონაწილეობა. The Voice-ის ახალ სეზონში Maroon 5-ის სოლისტს გვენ სტეფანი ჩაანაცვლებს. ამერიკელი მომღერალი პროექტში 2014-15 წლებში იყო მენტორი.

McLaren Senna

25 მაისი 2019, 09:02

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ ავტოპარკი კიდევ ერთი ძვირადღირებული ავტომობილით შეავსო

„იუვენტუსის“ ფორვარდის ავტოპარკს ამიერიდან დაახლოებით 1 მილიონ ევროდ ღირებული McLaren Senna დაამშვენებს. ავტომობილს 659 ცხენის ძალა აქვს და მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 340 კილომეტრია. McLaren Senna ფორმულა 1-ის ლეგენდარული ბრაზილიელი მრბოლელის აირტონ სენას სახელს ატარებს.

Google Duo

25 მაისი 2019, 08:50

ტექნოლოგიები

Google Duo-ს ვიდეოკონფერენციით 8 ადამიანი ისარგებლებს

FaceTime-თან (32), WhatsApp-თან (4), Skype-სთან (50) და Messenger-თან (50) შედარებით ეს თითქოს არაფერია, თუმცა სიახლე ნამდვილად არის. ვიდეოკონფერენციის განახლებული ფუნქცია როგორც Android ისე iOS პლატფორმაზე უკვე ხელმისაწვდომია.

ცეკვა აჭარული

25 მაისი 2019, 08:38

საქართველო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აშშ-ში კონცერტი გაიმართა

ფილადელფიაში ქართული ელემენტებით გაჯერებულ ღონისძიებას მიწვეული და არაერთი გამვლელი დაესწრო. საჯარო თავშეყრის ადგილზე შესრულდა ქართული ნაციონალური ცეკვები, რომელმაც დამსწრე აუდიტორიის აპლოდისმენტები დაიმსახურა.

ჯერემი ჰანთი რორი სტიუარტი ბორის ჯონსონი ესთერ მაკვეი

25 მაისი 2019, 08:15

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლა დაიწყო

ტერეზა მეი თანახმაა ქვეყნის ახალი ლიდერი მისი გადადგომიდან ერთი კვირის შემდეგ აირჩოინ. თავად მეი კი პრემიერის პოსტს ოფიციალურად 7 ივნისს დატოვებს, თუმცა მოვალეობას იქამდე შეასრულებს სანამ ახალ კანდიდატს არ დაამტკიცებენ. დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი Brexit-მა გამოიწვია.

აფეთქება ლიონში

25 მაისი 2019, 08:00

საქართველო

ლიონში მომხდარი აფეთქების გამო საფრანგეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

დიპლომატიური უწყება ლიონში მყოფ ადამიანებს ქალაქში გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. საფრანგეთის ქალაქ ლიონის ქუჩაში მომხდარი აფეთქების შედეგად ბოლო მონაცემებით 13 ადამიანი დაშავდა. უბედური შემთხვევა ვიქტორ ჰიუგოს ქუჩაზე მოხდა.