imedi /  10 იანვარი 2019, 16:06 / სანდო წყარო

უსუფაშვილი: მმართველი, რომელიც დამარცხებას დაუშვებლად მიიჩნევს, თავს გაინადგურებს

დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას Facebook-ზე ეხმიანება.

დავით უსუფაშვილის თქმით, მმართველი, "რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს შორეულ მომავალში დამარცხებასაც კი, „მარადისობას“ ელტვის და „თვითგანადგურებას“ აღწევს."

"მმართველი, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს შორეულ მომავალში დამარცხებასაც კი, „მარადისობას“ ელტვის და „თვითგანადგურებას“ აღწევს. მისი ოცნება ძალაუფლებით არსებობის კიდევ რამდენიმე წამით, წუთით, წლით გახანგრძლივებით იფარგლება.

მისთვის თავისუფალი სახიფათოა, მორჩილი სასურველია, პრინციპული უმადურია, პატიოსანი სუსტია, ცბიერი ჭკვიანია, ზნეობა ტვირთია, კანონი სურვილია, სიკეთე იყიდება, ადამიანი თოჯინაა, ცხოვრება შურისძიებაა.

ამიტომ, მას მართლა და გულწრფელად არ ესმის, თუ რას აშავებს, როდესაც „მურუსიძის“, „ფარცხალაძის“, „სალომეს“, „გუნდის“, „ხაზარაძის“ საქმეებს „აკეთებს“...", - წერს დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში.

დღეს „ქართული ოცნების“ თავჯდომარის განცხადება გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ეკა ბესელიას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარის თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული.

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, გაუგებარი იყო ეკა ბესელიას განცხადება, როდესაც მან 27 დეკემბერს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა.

ამასთან, ივანიშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება, როდესაც მოსამართლეების არჩევის საკითხის განხილვისთვის მეტი დრო დაიტოვა. 

ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განცახდებას ამ თემაზე ორშაბათს გააკეთებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 10-კაციანმა სიამ საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირება გამოიწვია. როგორც ეკა ბესელია ამბობს, პარლამენტში ამ სიის განხილვის პროცესის შესაჩერებლად მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. თუმცა ამ განცხადებას არ ეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ის ამბობს, რომ სიის განხილვის შეჩერება ბესელიას მიერ პოსტის დატოვებას არ შეეძლო. 

4 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.

კანდიდატები არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

გლოვის დღე

17 იანვარი 2019, 00:59

საქართველო

ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაუშვეს

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე დაეშვა.

შსს

17 იანვარი 2019, 00:23

ძალოვნები

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე შსს განცხადებას ავრცელებს

დიდ დიღომში აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა- ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დიდი დიღომი აფეთქება

17 იანვარი 2019, 00:15

საქართველო

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა

ნებისმიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 2 37 45 31, დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის N10. ცხელ ხაზზე ასევე, მომხდართან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

ხელისუფლება

17 იანვარი 2019, 00:00

საქართველო

ხელისუფლების წარმომადგენლები დიღომში აფეთქებისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებენ

ხელისუფლების წარმომადგენლები დიღომში აფეთქებისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებენ. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ყაზტრანსგაზი

16 იანვარი 2019, 23:43

საქართველო

კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" დიღომში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს

„დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს"- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტერეზა მეი

16 იანვარი 2019, 23:38

მსოფლიო

ტერეზა მეის მთავრობა უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა

ნდობის ვოტუმი 325 ხმით 306-ის წინააღმდეგ დასრულდა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი ირწმუნება, რომ ქალბატონი მეის „ზომბმა“ ადმინისტრაციამ მთავრობის მართვის უფლება დაკარგა. რაშიც კორბინის თქმით, ის ექვსსაათიანი დებატებისას დარწმუნდა.

აფეთქება დიღომში

16 იანვარი 2019, 23:28

ძალოვნები

ყაზტრანსგაზის თანამშრომლები დიდი დიღმის პოლიციაში დაკითხვაზე არიან

ვრცელდება ინფრმაცია, რომ დიდი დიღმის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან ყაზტრანსგაზის თანამშრომლები. ცნობილია, რომ დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებამდე მცხოვრებლებმა გაზის სუნი იგრძნეს და ყაზტრანსგაზიდან სპეციალისტები გამოიძახეს, რომლებმაც ტერიტორიაზე დაზიანების კერა ვერ აღმოაჩინეს.

ლონდონი

16 იანვარი 2019, 23:20

მსოფლიო

The Times: ევროკავშირი მზადაა დიდი ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლა 2020 წლამდე გადადოს

გაზეთის მონაცემებით, ამ ვარიანტის განხილვა მას შემეგ დაიწყო, რაც გერმანიამ და საფრანგეთმა მიანიშნეს, რომ ისინი ლონდონთან მოლაპარაკებების გახანგრძლივებისთვის მზად არიან. ახლა მოქმედი შეთანხმებებით, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის წევრობა ოფიციალურად 2019 წლის 29 მარტს უწყდება.

გლოვის დღე

16 იანვარი 2019, 23:13

საქართველო

17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ბოლო ინფორმაციით, დღეს დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქებისას 4 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი 4 წლის ბიჭია.

ადგილობრივი კონგოში

16 იანვარი 2019, 23:03

მსოფლიო

გაერო: კონგოში ეთნიკურ დაპირისპირებას 900-მდე ადამიანი ემსხვერპლა

თავდამსხმელებმა ოთხი სოფელი სავარაუდოდ 16-18 დეკემბერს დაიკავეს. სანდრო წყაროების განმარტებით, შეტაკებები ბანუნუსა და ბატენდეს თემს შორის მოხდა. გაეროში აცხადებენ, რომ დეკემბერში, 3 დღის განმავლობაში, ეთნიკურ დაპირისპირებას სულ მცირე 890 ადამიანი ემსხვერპლა.

16 იანვარი 2019, 23:02

საქართველო

დიღომში აფეთქებისას დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა

დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბიჭის გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს, ის გარდაიცვალა.

დავით სერგეენკო

16 იანვარი 2019, 22:50

საქართველო

სერგეენკო: ერთი დაშავებული ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კლინიკა „იმედში“ მყოფი მცირეწლოვანი მოინახულა, რომელიც დიდ დიღომში აფეთქების დროს დაშავდა. მისი თქმით, ამ დროისთვის 6 ბავშვია იაშვილის სახელობის კლინიკაშია.

დავით სერგეენკო

16 იანვარი 2019, 22:28

საქართველო

დიდ დიღომში აფეთქებისას დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებისას დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით საავადმყოფოში 7 ადამიანია მოთავსებული. მათგან 5 ბავშვია. მინისტრის თქმით არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე.

სალომე ზურაბიშვილი

16 იანვარი 2019, 22:15

საქართველო

იაშვილის კლინიკაში სალომე ზურაბიშვილი მივიდა

იაშვილის კლინიკაში, სადაც დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული მოზარდები იმყოფებიან, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მარზია ჰაშიმი

16 იანვარი 2019, 22:15

მსოფლიო

ირანი აშშ-ს დაკავებული ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

აშშ-ში დაბადებული მარზია ჰაშიმი ოჯახური ვიზიტით სტუმრობდა შეერთებულ შტატებს. ის სამართალდამცველებმა მისურის ქალაქ სენტ-ლუისში თვითმფრინავის დაშვებისთანავე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანა. FBI ირანელი ჟურნალისტის დაკავებას არ ადასტურებს და არც კომენტარს აკეთებს.

შემთხვევის ადგილი

16 იანვარი 2019, 22:01

საქართველო

დიდ დიღომში შემთხვევის ადგილზე პრემიერმინისტრი მივიდა

დიდ დიღომში ცხრასართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების ადგილზე პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მივიდა. ვინაიდან შემთხვევის ადგილიდან მედია გაიყვანეს, კამერებმა პრემიერმინისტრის გადაღება ვერ მოახერხეს.

დაზიანებული კორპუსი

16 იანვარი 2019, 21:56

საქართველო

აფეთქებამდე დიდ დიღომში „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა დაზიანების კერა ვერ აღმოაჩინეს

დიდ დიღომში იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც აფეთქება მოხდა, აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა გაზის სუნი. მათ დახმარებისთვის ყაზტრანსგაზს მიმართეს. სპეციალისტებმა ადგილზე დაზიანების კერა ვერ აღმოაჩინეს.

დავით სერგეენკო

16 იანვარი 2019, 21:39

საქართველო

სერგეენკო: აფეთქებისას ოთხი ბავშვი დაშავდა

იაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული სამი ბავშვია მოთავსებული, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდა.

თეიმურაზ კუპატაძე

16 იანვარი 2019, 21:12

ძალოვნები

შსს: დიღომში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

საპატრულო პოლიციის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. მან მცირეწლოვანის გარდაცვალების ფაქტი არ დაადასტურა.

კახა კალაძე

16 იანვარი 2019, 21:11

ძალოვნები

აფეთქებულ კორპუსთან კახა კალაძე მივიდა

დიდ დიღომში, აფეთქების ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მივიდა. მას მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. წინასწაარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად კორპუსი დეფორმირებულია.