imedi /  11 იანვარი 2019, 14:52 / სანდო წყარო

ბათუმში გრიპის ვირუსით შუახნის კაცი გარდაიცვალა

ღორის გრიპი

აჭარაში H1N1 ვირუსით 63 წლის კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, მამაკაცმა კლინიკას 20 დეკემბერს მიმართა, დაიწყო ინტენსიური მკურნალობა, თუმცა დაგვიანებული აღმოჩნდა. 

"მთელი კვირა სახლში იყო მაღალი ტემპერატურით. კლინიკას მიმართა რენტგენისთვის, მდგომარეობა უკვე იყო რთული. ინტენსიური მკურნალობა დაიწყო, თუმცა დაგვიანებული აღმოჩნდა", - განაცხდა ზაალ მიქელაძემ.

ეს აჭარაში, მიმდინარე სეზონზე H1N1 გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა.

დღეს ქუთაისშიც გრიპის ვირუსის გართულებით ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა, 24 წლის ახალგაზრდა პაციენტი H1N1 ვირუსით დაიღუპა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ოფიციალურად H1N1 ვირუსით 15 ადამიანია გარდაცვლილი. 

"H1N1 გრიპის სიმპტომი ადამიანს თუ აქვს, აუცილებელია, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე დაიწყოს ანტივირუსული მკურნალობა. მონიტორინგის შედეგად 500-მდე კვლევაში 270 შემთხვევაში არის გრიპის ვირუსი და აქედან 98% არის H1N1, ექვსი შემთხვევა გვაქვს H3N2“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

პრემიერმინისტრისა და საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 12 იანვრიდან ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ უფასოდ არამარტო რისკ-ჯგუფებისთვის, არამედ ყველა მოქალაქისთვის გაიცემა.

ამ დრომდე, „ტამიფლუ“ უფასოდ გაიცემოდა რისკ-ჯგუფის პაციენტებისათვის, ექიმის დანიშნულების (ფორმა N100) საფუძველზე მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან.
რისკ-ჯგუფში შედიან: სოციალურად დაუცველები, ასაკით პენსიონერები, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; ფილტვის ქრონიკული დაავადებები; დიაბეტი; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები), ონკოლოგიური პაციენტები, ბავშვები.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

დავით მათიკაშვილი

21 იანვარი 2019, 18:27

საქართველო

მათიკაშვილი: პარლამენტში მოხდება მოსამართლეთა ამ სიის მოსმენა და არა განხილვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით მათიკაშვილი უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

მელანია და დონალდ ტრამპები

21 იანვარი 2019, 18:19

კულტურა

დონალდ და მელანია ტრამპები „ოქროს ჟოლოზე“ წარადგინეს

აშშ-ის პრეზიდენტი „ოქროს ჟოლოს“ ნომინანტი დოკუმენტურ ფილმში „ფარენჰაიტი11/9“ და „ერის სიკვდილი“ კაცის როლის ყველაზე ცუდად შესრულებისთვის გახდა.

ქართული კინო

21 იანვარი 2019, 18:15

კულტურა

პირველი ქართული სტუდენტური კინოდაჯილდოება „ოქროს რტო“ გაიმართება

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის ინიციატივით, ყოველწლიური ერთობლივი პროექტი, პირველი ქართული სტუდენტური კინოდაჯილდოება „ოქროს რტო“ განხორციელდება.

თვითმმართველობა

21 იანვარი 2019, 18:05

საქართველო

ფოთის და აბაშის მუნიციპალიტეტები ევროკავშირისგან 345 000 ევროს მიიღებენ

ფოთისა და აბაშის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობები ევროკავშირისგან, გრანტის სახით, 345 000 ევროს მიიღებენ. გრანტის ფარგლებში მუნიციპალიტეტები ისეთ პროექტებს განახორციელებენ, რომლებიც თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობაზე იქნება ორიენტირებული.

Google Play

21 იანვარი 2019, 18:00

ტექნოლოგიები

მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის დასაცავად Google-ი საეჭვო აპლიკაციებს შლის

ტექნოლოგიურმა გიგანტმა განაცხადა, რომ ნაბიჯის მიზანი Google Play-დან ისეთი აპლიკაციების წაშლაა, რომელსაც მომხმარებელთა სენსიტიურ ინფორმაციაზე წვდომა უკანონოდ ჰქონდა. Google-მა 2018 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ მომხმარებლების უსაფრთხოებასა და დაცულობას უზრუნველყოფდა.

რუსთაველი გადაკეტვა

21 იანვარი 2019, 17:53

საქართველო

დღეს ღამით რუსთაველის გამზირი რამდენიმე საათით გადაიკეტება

თბილისის მერიის ცნობით, ამ სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ, 00:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.

სტრასბურგის სასამართლო

21 იანვარი 2019, 17:52

საქართველო

ევროსასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ ორი მომჩივანის საქმეებზე განაჩენი დაადგინა

ევროსასამართლომ საქმეზე „კეკელიძე საქართველოს წინააღმდეგ“, წამების აკრძალვის, ხოლო საქმეზე − „ბრეგვაძე საქართველოს წინააღმდეგ“, საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა დაადგინა. განაჩენი 17 იანვარს გამოქვეყნდა.

ნეპალი

21 იანვარი 2019, 17:36

ეკონომიკა

2019 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებები დასახელდა

ბრიტანული კომპანია Trailfinders-ის ექსპერებმა 2019 წელს მოგზაურობისთვის 3 ყველაზე პერსპექტიული მიმართულება დაასახელეს. სპეცილისტების თქმით, მიმდინარე წელს ტურისტებში ყველაზე დიდი პოპულარობით ნეპალი, არგენტინა და სამხრეთ აფრიკა ისარგებლებს.

დავით რაზმაძე

21 იანვარი 2019, 17:21

საქართველო

ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს

ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს. როგორც საზღაო ტრანსპორტის სააგნეტოს უფროსმა განაცხადა, პირველადი ინფორმაციით, ახლა ექსპერტიზა უტარდება, პასუხი ხვალ იქნება. თუმცა თამარ იოსელიანი ამბობს, რომ ცხედარი უკვე ამოიცნეს.

დაკრძალვა

21 იანვარი 2019, 17:12

მსოფლიო

ერაყელი არქეოლოგი, რომელმაც ეროვნული მუზეუმი აღადგინა, დღეს დაკრძალეს

მუზეუმი გაძარცვეს 2003 წელს ერაყში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. ბაღდადში, ეროვნულ მუზეუმში, შეიკრიბნენ კოლეგები და რიგითი მოქალაქეები გაილანის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად. ის 18 იანვარს 80 წლისა გარდაიცვალა.

Google Maps

21 იანვარი 2019, 17:11

ტექნოლოგიები

Google Maps-ი სიჩქარის გადაჭარბებისგან დაგაზღვევთ

Google-მა უკვე დაიწყო სიახლის ამოქმედება Android და iOS პლატფორმაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ Google Maps-ის გამოყენებას ამ მიზნით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს. ირკვევა, რომ მძღოლები აუდიო შეტყობინებას მიიღებენ წინასწარ, რათა გზის კონკრეტულ მონაკვეთზე სიჩქარეს არ გადააჭარბონ.

21 იანვარი 2019, 17:05

მსოფლიო

მაგნიტოგორსკში რამდენიმე ორგანიზაციამ ტერაქტებზე ანონიმური წერილები მიიღო

საავადმყოფოები, სკოლები და სავაჭრო ცენტრებია ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც 21 იანვარს ასეთი წერილები მიიღეს. ადგილობრივი ოფიციალური პირები მოსახლეობას მოუწოდებენ, „ნუ წამოეგებიან პროვოკაციას“ და ნუ ჩავარდებიან პანიკაში.

გაზპრომი

21 იანვარი 2019, 17:02

ეკონომიკა

რუსეთის რეგიონებში ჩეჩნეთის მსგავსად გაზის დავალიანების ჩამოწერას მოითხოვენ

სასამართლოს მიმართა პროკურატურამ, რომელმაც ჩათვალა, რომ დავალიანების ამოღება არარეალისტური იყო და საზოგადოებაში იწვევდა „სოციალურ დაძაბულობას“, რასაც შესაძლოა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყოლოდა. „გაზპრომი“ აპირებს გროზნოს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

უზენაესი სასამართლო

21 იანვარი 2019, 17:01

საქართველო

უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს - არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

კახა ბექაური

21 იანვარი 2019, 16:59

საქართველო

კახა ბექაური: კომისიას ტარიფების კანონზომიერების ჩარჩოში დაბრუნების ბერკეტი აქვს

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ამბობს, რომ კომისიას ყველა კანონიერი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ კომპანიების მხრიდან განხორციელებული არაკანონზომიერი ქმედებები აღკვეთოს.

კრემლი

21 იანვარი 2019, 16:55

მსოფლიო

ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრები მიემხრნენ ანგარშების გაყინვასა და ვიზაზე უარს რუსეთის ოთხი და სირიის ხუთი მოქალაქისთვის, აგრეთვე სირიის ერთი კომპანიისათვის. სანქცირებულთა ვინაობა მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ხე ციანკუი

21 იანვარი 2019, 16:48

მსოფლიო

ჩინელ მეცნიერს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ემბრიონის დნმ-ი შეცვალა, სასჯელი ემუქრება

ჩინელი მეცნიერი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ემბრიონის დნმ-ი შეცვალა, კვლევების ჩატარებისას უკანონოდ და საკუთარი სახელისთვის დიდების მოპოვების მიზნებით მოქმედებდა. ამის შესახებ ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა.

ღორის გრიპი

21 იანვარი 2019, 16:42

საქართველო

ქუთაისში H1N1 ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ქუთაისში H1N1 ვირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც imedinews-ს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ეს გრიპის ვირუსით გარდაცვალების მე-19 დადასტურებული ფაქტია.

ლაზერული 4K პროექტორი

21 იანვარი 2019, 16:42

ტექნოლოგიები

Xiaomi-მ ახალი თაობის ლაზერული 4K პროექტორი გამოუშვა

Mijia Laser Projection-ი წინა მოდელისგან ვიზუალურად დიდად არაფრით განსხვავდება. ლაზერულ 4K პროექტორს ულტრამოკლე ფოკუსური ლინზა აქვს, რაც საშუალებას იძლევა გაჯეტის კედელთან ახლოს დადგმით (დაშორება 49სმ) 150 დიუმიანი გამოსახულება მივიღოთ.

ეროვნული ბანკი

21 იანვარი 2019, 16:24

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა

21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6618 შეადგინა.