imedi /  11 იანვარი 2019, 14:57 / სანდო წყარო

თეთნულდზე ზვავის ჩამოწოლის ვიდეო გავრცელდა

ზვავის ჩამოწოლა თეთნულდზე

სოციალურ ქსელში თეთნულდზე ზვავის ჩამოწოლის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. ზვავი საკურორტო ზონასთან ახლოს გუშინ, 10 იანვარს ჩამოწვა. შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. 

დაშავებული რუსი ტურისტი თეთნულდის სამაშველო სამსახურმა გადაარჩინა. 

ყველა სიახლე

09 დეკემბერი 2019, 11:23

ტექნოლოგიები

WhatsApp-ს ახალი ფუნქცია დაემატა

WhatsApp-ის მესენჯერში ახალი ფუნქცია გაჩნდა, რომელიც შექმნის ამოცანებს და მიიღებს შეტყობინებებს. ინფორმაცია WhatsApp-ის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ფუნქცია ფასიანი ხელმოწერის შედეგად ყველა მოწყობილობისთვის იქნება ხელმისაწვდომი, სადაც მესენჯერია. ფუნქციას WhatsApp Reminders (შეხსენება) ეწოდება.

ვაჟა გაფრინდაშვილი

09 დეკემბერი 2019, 11:17

საქართველო

გაფრინდაშვილის დაკავებიდან 1 თვე გავიდა, ოჯახმა რამდენიმე მოთხოვნა გააჟღერა

ექიმის მეუღლე და შვილები ითხოვენ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი მაქსიმალურად გამოიყენონ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად. ასევე, ყველა მხარესთან მოლაპარაკებებში ჩაერთოს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი.

რომან კაკულია

09 დეკემბერი 2019, 11:07

საქართველო

რომან კაკულია ვანო ზარდიაშვილს თანამდებობების გაცვლას სთავაზობს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ყოფილ დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს, რომელიც პარლამენტიდან წასვლის შემდეგ "ენერგოტრანსის" დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, თანამდებობების გაცვლას სთავაზობს.

რენე ობერჟონუა

09 დეკემბერი 2019, 10:39

კულტურა

„ვარსკვლავური გზის” მსახიობი რენე ობერჟონუა გარდაიცვალა

ლოს-ანჯელესში ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი რენე ობერჟონუა 79 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს. რენე ობერჟონუას შვილის, რემის განცხადებით, მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ფილტვის კიბო გახდა. ობერჟონუას პოპულარობა ფილმში „კინგ-კონგი“ და სერიალში „ვარსკვლავური გზა“ შესრულებულმა როლებმა მოუტანა.

სანა მარინი

09 დეკემბერი 2019, 10:32

მსოფლიო

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ეყოლება

ტრანსპორტის მინისტრი მისმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მთავრობის ხელმძღვანელად აირჩია, რათა მან პრემიერმინისტრ ანტი რინეს გადადგომის შემდეგ, ქვეყანას უხელმძღვანელოს. ის თანამდებობას ამ კვირაში დაიკავებს. ანტი რინემ კოალიციის ნდობა საფოსტო თანამშრომლების გაფიცვის შემდეგ დაკარგა.

ვულკანი

09 დეკემბერი 2019, 10:13

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევას მსხვერპლი მოჰყვა

ვულკანის ამოფრქვევა ადგილობრივი დროით 2:30 საათზე დაიწყო. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ვულკანის ამოფრქვევისას „თეთრ კუნძულზე“ სავარაუდოდ 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა, დაშავებულთა უმრავლესობა ტურისტია.

კრუზეირო

09 დეკემბერი 2019, 10:08

სპორტი

ისტორიაში პირველად „კრუზეირო“ ბრაზილიის უმაღლესი ლიგიდან გავარდა

არბიტრმა შეხვედრა ძირითადი დროის ამოწურვამდე დაასრულა, რისი მიზეზიც „კრუზეიროს“ გულშემატკივრების აგრესია გახდა. მათ მოედანზე სავარძლების და სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყეს და ტრიბუნებზე არეულობა მოაწყვეს, რის გამოც სტადიონზე პოლიციის დამატებითი ძალების გამოძახება გახდა საჭირო.

ჩინეთი კომპიუტერი

09 დეკემბერი 2019, 09:56

ეკონომიკა

სამ წელიწადში ჩინეთი უცხოურ კომპიუტერულ ტექნიკაზე უარს იტყვის

სამ წელიწადში ჩინეთი სახელმწიფო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში უცხოეთში დამზადებული კომპიუტერული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებაზე უარს იტყვის. როგორც თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Financial Times-ი წერს, შესაბამისი ბრძანება ჩინეთის მთავრობამ გასცა.

მასკი Tesla Cybertruck

09 დეკემბერი 2019, 09:32

ტექნოლოგიები

ილონ მასკი Tesla-ს ახალი პიკაპის საჭესთან შენიშნეს

კომპანია Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი რამდენიმე კვირის წინ წარდგენილი პიკაპ Cybertruck-ის საჭესთან შენიშნეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Mail Online ავრცელებს. მასკი თავის მეგობარ გოგონასთან, მსახიობ ედვარდ ნორტონთან და კიდევ რამდენიმე მეგობართან ერთად მალიბუში, ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა, მანქანა კი რესტორნის მახლობლად გააჩერა.

მეტრო

09 დეკემბერი 2019, 09:18

საქართველო

45 წუთის განმავლობაში მეტროს მოძრაობა შეფერხებული იყო

„შეფერხება მეტროს სადგურ „გურამიშვილზე“ იყო და ამიტომ მატარებლები მოძრაობდნენ ზონალურად, „ვარკეთილიდან“ „დიდუბემდე“ და „დიდუბიდან“ „ვარკეთილამდე“. ეს არ იყო არც ელექტროსისტემის ხარვეზი და არც მატარებლის დაზიანება. საქმე გვქონდა გარკვეულ ტექნიკურ ხარვეზთან. ამ წუთისთვის ეს ხარვეზი აღმოფხვრილია და მოძრაობა სრულად აღდგა“, - განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.

ზოზიბინი ტუნცი

09 დეკემბერი 2019, 09:05

ტაბლოიდი

„მის სამყარო 2019“ სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელი გახდა

„მის სამყარო 2019“-ის სილამაზის კონკურსი სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელმა, 26 წლის ზოზიბინი ტუნციმ მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ კონკურსის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ზოზიბინი ტუნცი სამხრეთ აფრიკის ისტორიაში კონკურსის მესამე გამარჯვებულია, ის აქტიურად ებრძვის სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნის საფუძველზე მომხდარ ძალადობას.

ოსკარ რიკარდო ვალერო

09 დეკემბერი 2019, 08:52

მსოფლიო

არგენტინაში მექსიკის ელჩს წიგნის ქურდობაში ადანაშაულებენ. ვიდეო

არგენტინაში მექსიკის ელჩი ოსკარ რიკარდო ვალერო, რომელსაც ბუენოს-აირესის ერთ-ერთი მაღაზიიდან წიგნის ქურდობაში ადანაშაულებენ, სამშობლოში დაბრუნდება. ამის შესახებ Twitter-ზე მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მარსელო ებრარდი წერს.

პენსაკოლის სამხედრო-საზღვაო ბაზა

09 დეკემბერი 2019, 08:32

მსოფლიო

FBI ფლორიდაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას ტერორიზმის მუხლით იძიებს

ფლორიდაში სამხედრო ბაზაზე მომხდარი თავდასხმის გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიუროს (FBI)​ წარმომადგენელმა რეიჩელ როხასმა განუცხადა. მისივე თქმით, გამოძიების მთავარი მიზანი ახლა იმის დადგენაა, ჰყავდა თუ არა მსროლელს თანამზრახველები.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა

09 დეკემბერი 2019, 08:16

საქართველო

თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია დღეს ოფიციალურად გაიხსნება

სესია მუშაობას დღეს შეუდგება და მას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გახსნის. დამსწრეებს მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი კლარა დობრევი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეები, ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და ივან კრულკო.

მოწამლვა

09 დეკემბერი 2019, 08:09

ძალოვნები

თბილისში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა

32 წლის ქალი გარდაიცვალა, მისი 22 წლის ძმა კი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. პირველი სამედიცინო ცენტრის ექიმის, მაია თოფჩიშვილის ინფორმაციით, შემოყვანისას ორივე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო. 22 წლის კაცი ოჯახის წევრების მოთხოვნით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ასთმა

09 დეკემბერი 2019, 00:42

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ფილტვებსა და სასუნთქ გზებში ცხიმის კვალი პირველად აღმოაჩინეს

ახალი კვლევის ფარგლებში ავსტრალიელმა მეცნიერებმა ფილტვებში სხეულის ცხიმების არსებობამ ასთმის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს. ექსპერტებმა შეამოწმეს ასმით დაავადებული და ჯანმრთელი ადამიანების ფილტვების ათასზე მეტი ქსოვილის ნიმუში.

თაგვები

09 დეკემბერი 2019, 00:18

ტექნოლოგიები

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გენმოდიფიცირებული თაგვები გაგზავნეს

დღეიდან სადგურის ბორტზე 40 თაგვი იცხოვრებს. ცხოველების ნაწილი გენეტიკურად მოდიფიცირებულია. მეცნიერებმა მათ კუნთების ზრდის შემზღუდავი ცილის - მიოსტატინის უკმარისობა გამოიწვიეს. შედეგად თაგვების კუნთოვანმა მასამ ნორმას ორჯერ გადააჭარბა.

გრიგოლ ვაშაძე

08 დეკემბერი 2019, 23:54

საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: შეთანხმება არ მომხდარა, მოხდა დათანხმება

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას გამართულ შეხვედრაზე არაფერზე შეთანხმებულან. "არავითარი შეთანხმება არ მომხდარა, არავითარი შედეგი, თქვენ რასაც გულისხმობთ პოზიტიური,არ არის. მოხდა დათანხმება", - თქვა ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ.

ექსპედიცია ჩრდილოეთ პოლუსი

08 დეკემბერი 2019, 23:41

ტექნოლოგიები

ორმა მკვლევარმა არქტიკაში 1800 კილომეტრი ფეხით გაიარა

მკვლევარებმა ექსპედიცია სექტემბერში დაიწყეს. მათი მიზანი არქტიკის ყინულის დნობაზე ინფორმაციის შეგროვება იყო. ბორგე უსლანდი 57 წლის არის, მაიკ ჰორნი კი 53-ის. 2006 წელს ისინი პირველი ადამიანები გახდნენ, რომლებმაც ჩრდილოეთ პოლუსს მექანიზირებული ტრანსპორტის და ძაღლების გარეშე მიაღწიეს.

ჰონგ-კონგი

08 დეკემბერი 2019, 23:20

მსოფლიო

ორგანიზატორების თქმით ჰონგ-კონგში აქციაზე 800 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა

ჰონგ-კონგში ხელისუფლების მიერ სანქცირებული საპროტესტო მანიფესტაციაში ორგანიზატორების განცხადებით, 800 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, პოლიცია კი ამბობს, რომ დემონსტრაციაზე 183 ათასი ადამიანი გავიდა. სამართალდამცავი ორგანოს თქმით, დღევანდელ აქციაზე 11 ადამიანი დააკავეს და იარაღი ჩამოართვეს.