imedi /  13 იანვარი 2019, 22:53 / სანდო წყარო

ტამიფლუს შესყიდვის პროცესი დასრულდა

ტამიფლუ

ტამიფლუ

სეზონური გრიპის ვირუსის სამკურნალო პრეპარატ „ტამიფლუს“ ახალი პარტია, 10 ათასი ცალი, ქვეყანაში რამდენიმე დღეში შემოვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ განუცხადა. მისივე თქმით, პრეპარატის შესყიდვის პროცედურები უკვე დასრულდა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

დარახველიძის ინფორმაციით, მედიკამენტთან ერთად გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრების ახალი პარტიაც შეიძინეს, სულ ოთხი ათასი ცალი.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სამკურნალო მედიკამენტის ის პარტია, რომელიც უკვე შემოვიდა ქვეყანაში, სრულად გაანაწილეს როგორც რეგიონებში, ისე თბილისის ხუთ სააფთიაქო ქსელში.

მარინა დარახველიძის განცხადებით, ჯანდაცვის ცენტრები მედიკამენტს რისკ ჯგუფების გარდა სხვა მოქალაქეებზეც გასცემდნენ, ვიდრე სააფთიაქო ქსელები მარაგს შეივსებდნენ.

უკვე დღეიდან კი, დარახველიძის თქმით, ცენტრები კვლავ რისკ ჯგუფებს მოემსახურებიან.

მოქალაქეებს მედიკამენტის მიღება მატერიალური ფორმის რეცეპტის საშუალებით სააფთიაქო ქსელებში შეუძლიათ.

ტამიფლუს ასევე გასცემენ 24/7-ზე მომუშავე ამბულატორიებიც. მარინა დარახველიძის თქმით, ერთი ფანჯრის პრინციპით სამკურნალოდ, ან დიაგნოსტიკისთვის მისულ მოქალაქეებს მედიკამენტით ადგილზე ამარაგებენ.

12 იანვრიდან გადაუდებელი ამბულატორული მომსახურება ყველასთვის უფასო გახდა 12 იანვრიდანვე ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ საქართველოს ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა. 

პრეპარატ „ტამიფლუს“ მოსახლეობისთვის სახელმწიფო სუბსიდირებით გაცემაზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 11 იანვარს მიიღო.

ყველა სიახლე

24 ივნისი 2019, 18:53

მსოფლიო

ყაზახეთში იარაღების საწყობში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შემთხვევა ქალაქ არისთან ახლოს დღეს დილით მოხდა. ინციდენტის გამო იმ ოლქში, სადაც საწყობი მდებარეობს, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამასთან, ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

გიორგი გახარია

24 ივნისი 2019, 18:31

საქართველო

შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია წერილობით მიმართავს პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სააპელაციო სასამართლო

24 ივნისი 2019, 18:26

ძალოვნები

სააპელაციო სასამართლომ აქციებზე დაკავებული 6 ადამიანი დამნაშავედ ცნო თუმცა დარბაზიდან გაათავისუფლა

სააპელაციო სასამართლოში 20 ივნისის აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულების საქმის განხილვა მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 6 დაკავებულების მოთხოვნა და მათ განესაზღვრათ 4-დღიანი პატიმრობა განესაზღვრათ.

თამარ ჩუგოშვილი

24 ივნისი 2019, 18:23

საქართველო

ჩუგოშვილი ოპოზიციას: ბიუროს სხდომას არ ჩაგაშლევინებთ. ვიდეო

პარლამენტში ბიუროს სხდომა ხმაურით დაიწყო. ოპოზიცია ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვას მოითხოვდა. სხდომის წამყვანმა თამარ ჩუგოშვილმა თქვა, რომ რეზოლუციის ტექსტი ოპოზიციას არ დაურიგისტრირებია და ის კენჭისყრაზე ვერ დადგება.

ეთიოპია დაჯგუფების ლიდერი

24 ივნისი 2019, 18:20

მსოფლიო

ეთიოპიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი დაჯგუფების მეთაური მოკლეს

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი დაჯგუფების მეთაური ამჰარის რეგიონში პოლიციამ მოკლა. გენერალი ასამინევი ქალაქ ბაჰრ-დარში ორმხრივი სროლისას დაიღუპა. შაბათს, 22 ივნისს ეთიოპიის არმიის გენერალი ამბაჩევ მეკონენი უცნობმა პირებმა მოკლეს. დაიღუპა მისი მრჩეველიც.

ფეხბურთის ფედერაცია

24 ივნისი 2019, 18:15

სპორტი

ფეხბურთის ფედერაცია ქართული კლუბების ანტისაოკუპაციო აქციებს მხარს უჭერს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ანტისაოკუპაციო გამოსვლის გამო ეროვნული ლიგის მონაწილე არც ერთ გუნდს სანქცია არ ემუქრება. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე

24 ივნისი 2019, 18:09

საქართველო

ჯაფარიძე: სააკაშვილი ნულოვანი ბარიერის წინააღმდეგია რადგან ეშინია რუსთაველზე აქციის მუხტი არ დავარდეს

პოლიტიკური გაერთიანების „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერი, რომელიც 0,67%-ს ნიშნავს და ბუნებრივი ბარიერია 150 კაციანი პარლამენტისთვის, არის სწორი და ერთადერთი სამართლიანი სისტემა. ხოლო ის რომ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ამის წინააღმდეგია, ჯაფარიძე პოსტში განმარტავს.

ავიაკატასტროფა

24 ივნისი 2019, 18:02

მსოფლიო

გერმანიაში ორი ავიაგამანადგურებელი ერთმანეთს შეეჯახა

პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს, ერთ-ერთი პილოტი ცოცხალი იპოვეს, მეორეს კი ეძებენ. მის სამძებრო სამუშაოებში სამოქალაქო ვერტმფრენებია ჩართული. შეჯახებმა სამი ავიაგამანადგურებელი წვრთნებს გადიოდა. მესამე პილოტმა დაინახა როგორ დაეშვა მიწაზე პარაშუტით ორი პილოტი.

24 ივნისი 2019, 17:46

საქართველო

ISFED: არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება მისასალმებელია, მაგრამ ბარიერის გაუქმება რისკებს შეიცავს

არასამთავრობო ორგანიზაციას ნულოვანი ბარიერის რისკზე საუბრისას მაგალითად, 1992 წლის არჩევნები მოჰყავს, რომლის 2%-იანი ბარიერის შედეგად პოლიტიკური პარტიების მასობრივად შექმნის ტენდენცია გამოიკვეთა. ISFED-ი ხელისუფლებას მოუწოდებს საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებული მსჯელობა შესაბამის ფორმატში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით გაგრძელდეს.

24 ივნისი 2019, 17:45

მსოფლიო

აშშ ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციას ქმნის

როგორც მოგვიანებით პომპეომ Twitter-ზე დაწერა, ეს შეხვედრა პროდუქტიული იყო. როგორც აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებამდე განაცხადა, ამ კოალიციამ მსოფლიოში ტერორიზმის უმსხვილესi დამფინანსებელი უნდა მოიგერიოს.

პატრიოტთა ალიანსი

24 ივნისი 2019, 17:45

საქართველო

„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში ჩასვლას და იქ დაგეგმილ ფორუმზე მონაწილეობას უარყოფს

როგორც გიორგი ლომია აცხადებს, მოწვევა "პატრიოტთა ალიანსმა" მართლაც მიიღო, მაგრამ საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმში მონაწილეობას არც მანამდე აპირებდნენ. მათი ინტერესი, როგორც ლომია განმარტავს ფორუმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრები იყო როგორც აფხაზურ, ისე ოსურ მხარესთან.

განგაშის შეტყობინება

24 ივნისი 2019, 17:37

ტექნოლოგიები

მკვლევრები: აშშ-ში საპრეზიდენტო შეტყობინების ბოროტად გამოყენების დიდი რისკია

ამერიკის შეერთებული შტატების მოკლეტექსტური შეტყობინებების სისტემის გატეხვა, რომელიც მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციებში გზავნილს ავრცელებს სმარტფონებზე, ადვილია. კოლორადოს უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა აჩვენეს, როგორც ტყდება სისტემა და როგორ იგზავნება ყალბი შეტყობინებები.

დიანა ღურწკაია

24 ივნისი 2019, 17:29

საქართველო

დიანა ღურწკაიამ რუსებს ქართველების სახელით მოუბოდიშა

რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ყველა ქართველი ისე არ ფიქრობს რუსეთის შესახებ, როგორც პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები ფიქრობენ. მისი თქმით, ქართველების დიდი ნაწილი რუსების მიმართ სტუმართმოყვარეა.

სამეფო კარის თამაშები

24 ივნისი 2019, 17:15

კულტურა

GOT-ის ფანების თეორიით, ღამის მეფის მკვლელობის სცენა ბოლივუდიდან არის გადმოღებული

სერიალ "სამეფო კარის თამაშების" თაყვანისმცემლებმა ბოლო სეზონის ერთ-ერთ მთავარ სცენასა და ინდურ სატელევიზიო სერიალში გასულ სცენას შორის მსგავსება იპოვეს. ინდური სერიალი ალადინის თავგადასავალზეა. ამის შესახებ ჟურნალი Esquire-ი წერს.

მამუკა ჭელიძე

24 ივნისი 2019, 17:00

ძალოვნები

შსს: აქციის დაშლაში მონაწილე ორი სამართალდამცველის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთა

10 სამართალდამცავს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის მამუკა ჭელიძის ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ილონ მასკი

24 ივნისი 2019, 16:55

ტექნოლოგიები

ილონ მასკი: მარსზე გასამგზავრებელი ბილეთების დაჯავშნის დროა

მისი თქმით, ხალხს უკვე აქვს შესაძლებლობა მარსზე წასასვლელი ბილეთები წინასწარ დაჯავშნოს. ხალხი კი წითელ პლანეტაზე მას შემდეგ გაემგზავრება, რაც კოსმოსური ხომალდი ორბიტიდან დაბრუნდება. მანამდე მასკი ამბობდა, რომ 2020 წლამდე ორბიტაზე მოსახვედრად კოსმოსურ ხომალდს 60%-იანი შანსი ჰქონდა.

კახა ოქრიაშვილი

24 ივნისი 2019, 16:53

ეკონომიკა

კახა ოქრიაშვილი: არ მომწონს სიტყვა „ტურისტი“, მირჩევნია სიტყვა „სტუმარი“

"სტუმრები საქართველოში მოდიან არამარტო საქართველოს ყველაზე მრავალფეროვანი და ლამაზი ადგილების სანახავად, მდიდარი ქართული სამზარეულოს გასაცნობად, ენდემური ქართული ღვინის გასასინჯად, არამედ, რაც მთავარია, ჩვენი ჰაერის სასუნთქად, რადგან ის განსხვავებულია და მასში არის თავისუფლება",- ამბობს დეპუტატი.

ნინო ლომჯარია

24 ივნისი 2019, 16:45

საქართველო

ლომჯარია ძალოვან უწყებებს აქციის გამოძიების პროცესში ომბუდსმენთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

ნინო ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის აპარატი იმუშავებს არამარტო 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამოძიების საკითხებზე, არამედ ასევე შეისწავლის და შეაფასებს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც საქართველოში აქციების გამართვასთან არის დაკავშირებული.

24 ივნისი 2019, 16:44

ტექნოლოგიები

რა საფრთხეს უქმნის ხანგრძლივი სამუშაო დღე ჯანმრთელობას

უფრო კონკრეტულად, იმ ადამიანებში, რომლებიც 1 განმავლობაში დღე-ღამეში არანაკლებ 10 საათს მუშაობდნენ, ინსულტის რისკი 29%-ით გაიზარდა იმათთან შედარებით, ვინც ზეგანაკვეთურ სამუშაოს არ ასრულებდა. ამასთან, ინსულტის განვითარების რისკი უკვე 45%-ს აჭარბებდა, თუ ადამიანები 10 წლის განმავლობაში 10 საათს მუშაობდნენ.

აქცია

24 ივნისი 2019, 16:32

საქართველო

R.O x Konoba უცხოელებს საქართველოში ჩამოსვლისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ბელგიელი მუსიკოსების დუო R.O x Konoba საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და საქართველოს მხარდაჭერისკენ მოწოდება გააკეთა. ამის შესახებ მათ Facebook - სთორიში წარწერით ფოტო გამოაქვეყნეს. მუსიკოსების თქმით,ქართველებმა რუსული გავლენების გაძლიერება გააპროტესტეს.