Imedi /  16 იანვარი 2019, 12:59 / სანდო წყარო

გაეროში საქართველოდან ფემიციდის პირველ საქმეს განიხილავენ

ფემიციდი

ფემიციდი

გაეროს ქალთა დისკრიმინაციის კომიტეტი საქართველოდან ფემიციდის პირველ საქმეს განიხილავს.

„ქალმა ძალადობის გამო მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა მათ არ მიიღეს სათანადო ზომები ფემიციდის თავიდან ასაცილებლად“, - ამ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ავრცელებს. 

 საია-ს ცნობით, ამასთანავე, არ მომხდარა ფემიციდის, როგორც გენდერული დანაშაულის, გამოძიება და დასჯა.

დაზარალებულის ოჯახის წევრების ინტერესებს საია და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) იცავს. საქმე კომიტეტში 2017 წლის 5 სექტემბერს გაიგზავნა, ხოლო 2019 წლის 14 იანვარს დაზარალებულის ოჯახის წარმომადგენლებმა კომიტეტში საქმის თაობაზე სახელმწიფოს მოსაზრებების შესახებ არგუმენტები წარადგინეს.

საქმე ეხება სახელმწიფოს უმოქმედობას, თავიდან აეცილებინა ფემიციდი (გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა) და დანაშაულის არასრულყოფილ გამოძიებას, რაც საქართველოში ქალთა დისკრიმინაციის სისტემურ პრობლემას წარმოადგენს.

ბ. ძ. 2004 წლიდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში ო.შ.-სთან და ცხოვრობდა ქ. რუსთავში. ვინაიდან ო.შ. სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, 2013 წლის სექტემბერიდან ბ.ძ. შვილებთან ერთად ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. ო.შ.-მ განაგრძო მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის კულმინაცია გახდა 2014 წლის 6 მარტს ბ.ძ.-ს მკვლელობა.

მკვლელობამდე ბ.ძ.-ს 4-ჯერ ჰქონდა მიმართული პოლიციისთვის (ბოლო შემთხვევაში მკვლელობამდე 4 დღით ადრე) და ითხოვდა მოძალადისგან დაცვას. ამის მიუხედავად, პოლიციამ და პროკურატურამ არ განახორციელეს კანონით გათვალისწინებული რეაგირება ბ.ძ.-ს სიცოცხლის დასაცავად. ო.შ.-ს მსჯავრი დაედო განზრახ  მკვლელობაში (სსკ 108-ე მუხლი) და მიესაჯა მუხლით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი (7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა).

საია CEDAW-ში ამტკიცებს, რომ სახელმწიფომ ჩაიდინა დისკრიმინაცია ბ.ძ.-ს მიმართ, რადგან: ა)  ვერ დაიცვა ბ.ძ.-ს სიცოცხლე; ბ) ვერ დაიცვა ბ.ძ.  არაადამიანური მოპყრობისგან; გ) არ გამოიძია ბ.ძ.-ს სიცოცხლის მოსპობა, როგორც გენდერული დანაშაული; დ) ვერ შეძლო ღრმად დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპების და დაქვემდებარების აღმოფხვრა, რაც ბ.ძ.-ს მკვლელობის გამომწვევი ძირითადი მიზეზია.

ეს არის პირველი ფემიციდის საქმე, რომელსაც კომიტეტი საქართველოსთან მიმართებით იხილავს. იმედი გვაქვს, რომ საქმეში არსებულ დარღვევებზე დაყრდნობით, კომიტეტი სახელმწიფოს მისცემს რეკომენდაციებს ფემიციდის პრევენციისა და მისი გენდერული კუთხით გამოძიების შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმების აღმოფხვრისა და არსებითი თანასწორობის მისაღწევად.

ყველა სიახლე

დაბერება

08 დეკემბერი 2019, 09:04

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ადამიანის დაბერების სამი ეტაპი დაასახელეს

მეცნიერებმა ადამიანის დაბერების სამი ეტაპი დაასახელეს. კვლევის შედეგები სამედიცინო ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა. მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ დროს სისხლის თხევადი ნაწილის ცილებში გარკვეული ცვლილებები ხდება. კვლევაში 18-95 წლის ასაკის 4263 ადამიანი მონაწილეობდა.

ლა გრელი

08 დეკემბერი 2019, 08:42

ტაბლოიდი

ფრანგული სოფლის მოსახლეობას დასვენებისა და უქმე დღეებში გარდაცვალება აუკრძალეს

საფრანგეთში, ლუარას დეპარტამენტის სოფელ ლა გრელში, რომელშიც 900 ადამიანი ცხოვრობს, დასვენებისა და უქმე დღეებში გარდაცვალება აკრძალეს. ლა გრელის მერის იზაბელ დიუჟლეს ბრძანება ლა გრელის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დიუჟლეს ეს ბრძანება რეგიონში ექიმების მწვავე დეფიციტს უკავშირდება.

ენტონი ჯოშუა ენდი რუისი

08 დეკემბერი 2019, 08:28

სპორტი

ენტონი ჯოშუამ ენდი რუისი დაამარცხა და ჩემპიონის 4 ქამარი დაიბრუნა

კრივის მსოფლიო ორგანიზაციის (WBO), კრივის საერთაშორისო ფედერაციის (IBF), კრივის მსოფლიო ასოციაციის (WBA) და ​კრივის საერთაშორისო​ ორგანიზაციის (IBO) ვერსიებით ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ბრიტანელმა მძიმეწონოსანმა ენტონი ჯოშუამ ამერიკელი ენდი რუისი დაამარცხა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მოჰამედ საიდ ალშამრანი

08 დეკემბერი 2019, 08:16

მსოფლიო

ფლორიდელი მსროლელი თავდასხმამდე მასობრივი სროლის ვიდეოებს უყურებდა

საუდელმა სამხედრომ, მოჰამედ საიდ ალშამრანიმ, რომელმაც ფლორიდაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას სამი ადამიანი მოკლა და 8 დაჭრა, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე მეგობრები სახლში მიიწვია და მასობრივი სროლის ვიდეოები ჩაურთო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

სერიალი You

08 დეკემბერი 2019, 00:51

კულტურა

სერიალ You-ს მეორე სეზონის თიზერი გამოქვეყნდა

დრამატული სერიალი ტრილერის ელემენტებით კეროლაინ კეპნესის რომანზეა დაფუძნებული. სიუჟეტის ცენტრში სერიული მკვლელი ჯო გოლდბერგია. პირველი სეზონი 2018 წლის ერთ-ერთ საუკეთესო სერიალად დასახელდა. სერიალის პრემიერა 26 დეკემბერს შედგება.

ოდრი მარში

08 დეკემბერი 2019, 00:24

ტექნოლოგიები

ესპანელმა ექიმებმა ქალი გულის გაჩერებიდან 6 საათში გადაარჩინეს

34 წლის ოდრი მარში პირინეის მთებში ქმართან ერთად სეირნობდა. გარკვეული დროის შემდეგ მას ლაპარაკი გაუჭირდა და ძლიერი ჰიპოთერმიისგან გონება დაკარგა. მაშველებმა შემთხვევის ადგილს მხოლოს 2 საათის შემდეგ მიაღწიეს და ადგილზე მარშის გულის ამუშავება ვერ მოახერხეს.

სასაფლაო

07 დეკემბერი 2019, 23:47

ტაბლოიდი

ფრანგული კომუნის მოსახლეობას უქმეებზე სიკვდილი აეკრძალა

შესაბამის განკარგულებას ხელი მერმა იზაბელ დიუჟელემ მოაწერა. ასეთი გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ კვირას კომუნის ერთ-ერთი მცხოვრებლის სიკვდილის დასადასტურებლად სპეციალისტი ვერ იპოვა.

ანტონიო ბანდერასი

07 დეკემბერი 2019, 23:24

კულტურა

ანტონიო ბანდერასი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცი გახდა

ბერლინში, ევროპის კინოაკადემიის პრემიის მფლობელი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაზე ესპანელი მსახიობი ანტონიო ბანდერასი გახდა. მასთან ერთად ამ ნომინაციაზე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი იყო წარდგენილი.

07 დეკემბერი 2019, 22:48

კულტურა

ლევან გელბახიანი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაზეა წარდგენილი

ბერლინში, ევროპის კინოაკადემიის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია დაიწყო. ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაზე ანტონიო ბანდერასთან ერთადაა წარდგენილი. .

Kempinski Hotel Bahia-ს ნაძვის ხე

07 დეკემბერი 2019, 22:37

ტაბლოიდი

ესპანურმა სასტუმრომ ნაძვის ხის მოსართავად $15 მილიონი დახარჯა

Kempinski Hotel Bahia-ში, რომელიც ქალაქ მარბელაში მდებარეობს, ნაძვის ხის გალამაზება სათამაშოების ნაცვლად ძვირფასი ქვებით გადაწყვიტეს. ამისთვის წითელი, თეთრი, ვარდისფერი და შავი ბრილიანტები, სამკაულები და 3D-პრინტერზე დაბეჭდილი შოკოლადის ფიგურები გამოიყენეს.

კინოფესტივალი

07 დეკემბერი 2019, 22:19

კულტურა

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

ფესტივალის მთავარი ჯილდო – „ოქროს პრომეთე“ ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულ ფილმებს შემდეგ ნომინაციებში გადაეცა: საუკეთესო მხატვრული ფილმი – დიტო ცინცაძის „ჩაისუნთქე, ამოისუნთქე“; საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – მარი გულბიანის „სანამ მამა დაბრუნდება“; საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – გიორგი სიხარულიძის „მამული“.

ძაღლები

07 დეკემბერი 2019, 22:03

ტექნოლოგიები

აშშ-ში ჯარში მომსახურე ძაღლებისთვის დამცავი ქუდი შეიქმნა

იმ ძაღლებისთვის, რომლებიც აშშ-ის სამხედრო ჯარში მსახურობენ სპეციალური დამცავი ქუდი შეიქმნა. სამხედრო ძაღლები იცავენ ობიექტებს და ოპერაციებშიც მონაწილეობენ. ახალი ტექნოლოგიას, რომლითაც დამცავი ფორმა შეიქმნა CAPS-ი ეწოდება. ის იცავს ძაღლების სმენის ორგანოებს, როცა ისინი საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობენ.

დონალდ ტრამპი

07 დეკემბერი 2019, 21:47

მსოფლიო

ტრამპმა მექსიკური ნარკოკარტელების ტერორისტული დაჯგუფებების სიაში შეტანა გადაიფიქრა

„მექსიკური კარტელების ტერორისტულ დაჯგუფებებად გამოცხადებისთვის საჭირო სამუშაო დასრულებულია. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. თუმცა იმ ადამიანის თხოვნით, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ, პროცესს დროებით შევაჩერებთ“, - დაწერა ტრამპმა.

07 დეკემბერი 2019, 20:47

საქართველო

ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრისას ორი დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანიდან სამი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, საიდანაც ორი რეანიმაციულ განყოფილებაშია. დამწვრობის ცენტრის ინფორმაციით, ორ პაციენტს სავარაუდოდ სასუნთქი გზები აქვთ დაზიანებული.

ზაზა ურუშაძე

07 დეკემბერი 2019, 20:45

კულტურა

რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. ის 53 წლის იყო. ინფორმაცია imedinews-ს რეჟისორის ახლობლებმა დაუდასტურეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

თალიბანი აშშ მოლაპარაკებები

07 დეკემბერი 2019, 20:27

მსოფლიო

აშშ-მა და „თალიბანმა“ მოლაპარაკებები განაახლეს

მხარეები ერთმანეთს ყატარის დედაქალაქ დოჰაში შეხვდნენ. დისკუსიის მთავარი საკითხები უსაფრთხოების გაზრდაა, რომელმაც შემდეგ „თალიბანის“ და ავღანეთის მთავრობას შორის მოლაპარაკებასა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაში უნდა გადაიზარდოს.

ფეხბურთი

07 დეკემბერი 2019, 20:11

სპორტი

„იუვენტუსის“ ვარსკვლავებმა ალბანელ ბავშვებს ოცნება აუსრულეს

„იუვენტუსის“ ორი ვარსკვლავი, ჯანლუიჯი ბუფონი და კრიშტიანო რონალდუ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მცირეწლოვან ალბანელ ბავშვებს შეხვდნენ და საკუთარი ავტოგრაფებით გაფორმებული სამახსოვრო მაისურები გადასცეს.

07 დეკემბერი 2019, 19:52

საქართველო

ფიროსმანის ქუჩაზე ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრისას ოთხი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, „სენტას“ ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრისას ოთხმა ადამინმა დამწვრობა მიიღო. Imedinews-ის ინფორმაციით, სამი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ჩუღურეთის რაიონის გამგებლის ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ადგილი

07 დეკემბერი 2019, 19:47

საქართველო

ხანგოშვილის მკვლელმა საფრანგეთში თავშესაფარი მოითხოვა

ამის შესახებ Le Monde-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ვადიმ სოკოლოვის სახელით ცნობილმა კაცმა, რომელიც ხანგოშვილის მკვლელობიდან რამდენიმე წამში დააკავეს, თავშესაფარი ჯერ კიდევ 26 აგვისტოს მოითხოვა. მისი განცხადება კი საფრანგეთმა უნდა განიხილოს, რადგან ის შენგენის ზონაში პარიზის გავლით მოხვდა.

დემონსტრაცია ბაღდადში

07 დეკემბერი 2019, 19:09

საქართველო

ერაყში უცნობმა თავდამსხმელებმა სულ ცოტა 20 დემონსტრანტი მოკლეს

თავდამსხმელები ერაყის დედაქალაქი რამდენიმე ადგილას პიკაპებით გამოჩნდნენ და დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა. გაუგებარია ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი. სახელმწიფო მედიამ თავდამსხმელებს „უცნობი პირები“ უწოდა.