imedi /  18 იანვარი 2019, 20:16 / სანდო წყარო

ბახმაროს დაბის სტატუსის მიენიჭა

ბახმარო

ბახმარო

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შეიქმნა ბახმაროს დასახლება და მას დაბის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ, დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილომა განაცხადა. 

„მთელი ეს წლები ბახმაროს არ ჰქონდა დასახლების სტატუსი, რაც ზღუდავდა კურორტის განვითარებას და იქ ინვესტიციების ჩადებას. მას უკვე აქვს სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ექნება თვითმმართველობის სტრუქტურები  და წვდომა საერთაშორისო დაფინანსებაზე. მზარდი პოტენციალიდან გამომდინარე, ჩვენც დიდი გეგმები გვაქვს, უკვე შემუშავებულია სივრცითი განითარების გეგმა და ვმუშაობთ ბახმაროს ეკონომუკიური განვითრების გეგმაზე, რათა სწორად განვსაზღვროთ კურორტის ინფარასტრუქტურული პრიორიტეტები. შარშან დავიწყეთ და უკვე 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული ელექტრომომრაგების პროექტში, რაც ბახმაროს დიდი ხნის პრობლემაა, წელს ეს პროექტი დასრულდება და 2400 კომლს ექნება მუდმივი ელექტრომომარაგება. ასევე ვგეგმავთ ცენტრალური სკვერის მოწყობას და  სხვა საინტერესო პროექტებს, რაც გაახარებს როგორც ადგილობრივებს, ისე - დამსვენებლებს“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ყველა სიახლე

ლაირა მაკქი

23 აპრილი 2019, 17:29

მსოფლიო

ჩრდილოეთ ირლანდიაში ჟურნალისტის მკვლელობასთან კავშირის ბრალდებით ქალი დააკავეს

The Independent-ის ცნობით, ეს დაკავება ტერორისტული დაჯგუფება „ირლანდიის რესპუბლიკური არმიის“ მიერ მკვლელობაზე პასუხისმგებლობის აღებას მოჰყვა. პოლიცია დაკავების შესახებ დამატებით დეტალებზე ინფორმაციას არ ავრცელებს.

ბათუმის ბულვარი

23 აპრილი 2019, 17:24

საქართველო

ბათუმის ბულვარში ელექტრომობილი ტურისტს დაეჯახა

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს ბულვარში ელექტრომობილი ქვეითად მოსიარულე უცხოელ ტურისტს დაეჯახა. შემთხვევა ანბანის კოშკთან მოხდა. ბათუმის ბულვარის ცნობით, ტურისტს აღენიშნებოდა მარცხენა ფეხის მოტეხილობა.

სპეცრაზმი

23 აპრილი 2019, 17:16

მსოფლიო

საფრანგეთში შეიარაღებულმა კაცმა მძევლები აიყვანა

საფრანგეთის სამხრეთში, ქალაქ ლურდში შეიარაღებულმა კაცმა მძევლები აიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, კაცი მოცარტის მდებარე ერთ-ერთ სახლში შეიჭრა და იქ მცხოვრები 3 ადამიანი - ცოლ-ქმარი და მათი სრულწლოვანი ქალიშვილი აიყვანა მძევლად. ერთ-ერთი თვითმხილველის მტკიცებით, შეიარაღებული პირი ახალგაზრდა ქალის ნაცნობია.

კიმ ჩენ ინი

23 აპრილი 2019, 17:08

მსოფლიო

კიმ ჩენ ინი და პუტინი ერთმანეთს 25 აპრილს ვლადივოსტოკში შეხვდებიან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთმანეთს 25 აპრილს, ვლადივოსტოკში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლში ადასტურებენ. მანამდე ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ არ ვრცელდებოდა.

ივანე მაჭავარიანი

23 აპრილი 2019, 17:07

საქართველო

ივანე მაჭავარიანი „ომეგას“: კაპიკის გადამხდელი რომ არ ხართ ამიტომ იგონებთ ყველაფერს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის მოსმენა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს ივანო მაჭავარიანი პარლამენტში "ევროპული საქართველოს" მოწვევით იმყოფება. საკომიტეტო მოსმენას ესწრება "ომეგა ჯგუფის" წარმომადგენელიც.

23 აპრილი 2019, 16:56

ეკონომიკა

ცნობილია რომელ პროფესიებზეა ვაკანსიები გერმანიაში უცხოელებისთვის

გერმანაში კომპანიებს შეულიათ უცხო ქვეყნების მოქალაქეების დასაქმება, რომლებსაც აქვთ პროფესიული განათლება. აუცილებელი არ არის, რომ ისინი ევროკავშირის მოქალაქეები იყვნენ, თუმცა აღნიშნული პროფესია უნდა იყოს დასაქმების ფედერალური სააგენტოს პოზიტიურ სიაში. ვის აქვს გერმანიაში დასაქმების შანსი? ამ თემაზე ინფორმაცია გამოცემა Deutsche Welle -მ გაავრცელა.

მიანმარი

23 აპრილი 2019, 16:49

მსოფლიო

მიანმარის უზენაესმა სასამართლომ Reuters-ის ჟურნალისტები პატიმრობაში დატოვა

ჟურნალისტებს გასული წლის სექტემბერში სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჟურნალისტებმა საგამოძიებო მასალის მომზადებისას აღმოაჩინეს, რომ მიანმარის ხელისუფლებამ 10 როჰინჯა მუსლიმი 2017 წლის სამხედრო ოპერაციის დროს სიკვდილით დასაჯა.

23 აპრილი 2019, 16:44

საქართველო

The New Yorker ქართულ სამზარეულოზე: კავკასიის კულინარიული მუზა

ლორენ კოლინსის სტატიაში სათაურით "კავკასიის კულინარიული მუზა" ამერიკის მასშტაბით ქართული კერძების პოპულარობის ზრდასა და ქართული ტრადიციული სამზარეულოს თავისებურებებზეა საუბარი.

თორნიკე ნაგლიაშვილი

23 აპრილი 2019, 16:40

ძალოვნები

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ძიუდოისტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი თორნიკე ნაგლიაშვილი, რომელიც ცოლზე მუქარასა და ძალადობაშია ბრალდებული, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სპორტსმენის ადვოკატის თქმით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ლევან ჯიბღაშვილი

23 აპრილი 2019, 16:37

ძალოვნები

ლევან ჯიბღაშვილს ბრალი წარუდგინეს

ადვოკატი ამირან გიგუაშვილის ცნობით, მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილით წაუყენეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით, 5-დან 8 წლამდე.

რუსეთის პატრიარქი კირილი

23 აპრილი 2019, 16:34

მსოფლიო

მოსკოვის პატრიარქმა ზელენსკის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მისი პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „მილოცვაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ვინაიდან დასკვნების გამოტანა კონკრეტული საქმეებისა და ნაბიჯების მიხედვით იქნება შესაძლებელი“.

მალარია

23 აპრილი 2019, 16:27

მსოფლიო

მალავიში ბავშვებისთვის შექმნილი მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირება დაიწყეს

იმუნიზაციის პირველ ეტაპზე 2 წლამდე 120 000 ბავშვის ვაქცინაცია იგეგმება. მალარიით მსოფლიოში ყოველწლიურად 435 000 ადამიანამდე კვდება, მათი უმრავლესობა ბავშვია. სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლია აფრიკის ქვეყნებში, სადაც ყოველწლიურად მალარიით 250 000-მდე ბავშვი კვდება.

ნოტრ-დამი
პარიზი

23 აპრილი 2019, 16:18

მსოფლიო

ნოტრ-დამს ახალი საფრთხე ემუქრება

არქიტექტორები, რომლებიც ნოტრ-დამის შენარჩუნებაზე ზრუნავენ აცხადებენ, რომ ტაძრის უსაფრთხოებას წვიმის საშიშროება ემუქრება. არქიტექტორებმა ტაძარი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაფარონ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

23 აპრილი 2019, 16:14

ტაბლოიდი

Marvel-ის ფილმების მსახიობებმა ერთად იმღერეს

ამერიკელის ტელეწამყვანის ჯიმი ფელონის ღამის შოუში Marvel-ის ფილმების მსახიობებმა ბილი ჯოელის სიმღერა We Didnʼt Start the Fire შეასრულეს. მათ შორის იყვნენ უმცროსი რობერტ დაუნი, კრის ევანსი, ბრი ლარსონი და კრის ჰემსვორტი. 2-წუთიანი ვიდეორგოლში კომიქსების სცენებიც გამოიყენეს.

ფრანსუა და პენელოპა ფიიონები

23 აპრილი 2019, 16:14

მსოფლიო

მედია: საფრანგეთის ექსპრემიერს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავებიან

საფრანგეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ფრანსუა ფიიონი და მისი მეუღლე პენელოპა, შესაძლოა სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგნენ. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის იუსტიციის ორგანოებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო dpa იუწყება.

პრინსი

23 აპრილი 2019, 16:06

კულტურა

პრინსის დაუსრულებელი მემუარები ოქტომბრიდან გაიყიდება

წიგნში ასევე შევა მუსიკოსის იშვიათი ფოტოები და სიმღერების ხელნაწერი ტექსტები, მათ შორის "Purple Rain"-ის ორიგინალი, სამუშაო ვერსიაც. გამომცემლობა Random House-ი ამბობს, რომ პრინსის წიგნი "ძალიან პირადული" იქნება. პრინსი 2016 წლის 21 აპრილს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

23 აპრილი 2019, 15:48

მსოფლიო

ავსტრალიასთან ახლოს მეორე მსოფლიო ომის დროს გაუჩინარებული გემი იპოვეს

ხომალდს ავსტრალიის ვიქტორიის შტატის სანაპიროდან 100 კილომეტრის მოშორებით მიაგნეს. სპეციალისტების თქმით, 100-მეტრიანი გემის კორპუსის ნაწილი კარგად არის შენარჩუნებული. ხომალდის ჩაძირვის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, ეკიპაჟის 5 წევრი კი გადარჩა.

მიხა არაბული (მიხა პაპა)

23 აპრილი 2019, 15:43

საქართველო

გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი მიხა პაპა საავადმყოფოში გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი - 76 წლის მიხა არაბული ხევსურეთიდან დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ექიმები შესაბამის დახმარებას უწევენ.

მელანია ტრამპი, ელისაბედ მეორე, დონალდ ტრამპი

23 აპრილი 2019, 15:41

მსოფლიო

ტრამპი დიდ ბრიტანეთში ვიზიტით 3-5 ივნისს ჩავა

დიდ ბრიტანეთში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ოფიციალური ვიზიტი 3-5 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ბუკინგემის სასახლე „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს. დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი უინძორის სასახლეს 2018 წლის ივლისშიც სტუმრობდნენ

შრი-ლანკა

23 აპრილი 2019, 15:26

მსოფლიო

შრი-ლანკის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

შრი-ლანკაზე განხორციელებული ტერაქტების სერიაზე პასუხიმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს. თავად ტერორისტულ დაჯგუფებას ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია. 22 აპრილს ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ჯამაათ ალ-ტავჰიდ ალ-ვათანიამ“ აიღო.