imedi /  20 იანვარი 2019, 22:02 / სანდო წყარო

ვინ უნდა იყოს ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის მოსამართლე

2012 წელს, რეფორმის მორიგ ეტაპზე, ხელისუფლების ღია განაცხადი სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან დაცვას  და მისი დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნას გულისხმობდა.  თუმცა, კანონშემოქმედებით საქმიანობას სხვადასხვა ეტაპზე სასამართლო ხელისუფლების გარკვეული წრის  წინაარმდეგობა და პოლიტიკური   უთანხმოებაც ახლდა. 

მეოთხე ტალღის ჯერაც დაუსრულებელი რეფორმის ერთერთი ავტორი ამბობს, რომ სასამართლო ხელისუფლების გავლენიანი ჯგუფი პოლიტიკურ ხელისუფლებას საკუთარ პირობებს უყენებს, თვალსაჩინოებისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეათა სიას ასახელებს, რომლის განხილვაც პარლამენტმა შეაჩერა და ამავე მიზეზით ეკა ბესელიამ  საპარლამენტო თანამდებობა დატოვა.

ხელისუფლების მესამე შტო  პირველის პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახდა. პარლამენტის თავმჯდომარემ  სიის განხილვის შეჩერების გადაწყვეტილების შესახებ, ეკა ბესელიას გდადგომამე ერთი დღით ადრე  განაცხადა და საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიისთვის გადადო. ახლა სწორედ პოლიიკურ პროცესებზეა დამოკიდებული,   სამართლებრივ ზამთარში  გაყინულთაგან, ვისთვის დადგება პოლიტიკური გაზაფხული. 

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმებზე მუშაობა ორ ფორმატში გაიწერება. როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, ეს არის სამუშაო ჯგუფის ფორმატი და საპარლამენტო ფორმატი.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება 15 იანვარს წარადგინეს.

კობახიძის თქმით, ორგანული კანონი დაადგენს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, კანონის ამ დებულებას ექნება უკუქცევითი ძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარმოდგენილი მოსამართლეთა განახლებული სია.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2019, 13:10

საქართველო

მდინარაძე: გერმანულ მოდელთან დაკავშირებით დღეს საუბარი არასერიოზული იქნება

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით მეორე შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა სასტუმრო „შერატონში“ 18:00 საათზე დაიწყება. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

მამუკა ხაზარაძე

08 დეკემბერი 2019, 12:51

საქართველო

ხაზარაძე: ხელისუფლება ნელ-ნელა კომპრომისზე მიდის

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლება ნელ-ნელა კომპრომისზე მიდის. ასე გამოეხმაურა „ლელოს“ დამფუძნებელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდს, რომელიც დღეს თბილისში, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება.

ოზი ოსბორნი

08 დეკემბერი 2019, 12:30

კულტურა

ოზი ოსბორნი მეგობრის მოპარული ნივთების დასაბრუნებლად $25 ათასს იხდის

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, ოზი ოსბორნი მისი გარდაცვლილი მეგობრის, რენდი როადსის მოპარული ნივთების დასაბრუნებლად 25 000 დოლარს გადაიხდის. Daily Mail-ის ცნობით, 25 000 დოლარს მიიღებს ადამიანი, ვინც გამოძიებას ქურდების დასაკავებლად ​და მოპარული ნივთების დასაბრუნებლად საჭირო ინფორმაციას მიაწოდებს.

კარლ ჰარცელი

08 დეკემბერი 2019, 12:08

საქართველო

ევროკავშირის ელჩი: იმედი მაქვს მხარეები შეთანხმების მისაღწევად გზებს მოძებნიან

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დღეს დაგეგმილ მორიგ შეხვედრას მიესალმება.ელჩი დიალოგს პოზიტიურ ფაქტად აფასებს. მხარეებს შორის შეხვედრების მეორე რაუნდი დღეს გაიმართება. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს.

ანდრიუს კუბილიუსი

08 დეკემბერი 2019, 11:50

საქართველო

ლიეტუვის ყოფილი პრემიერი: ჩვენი ხმა ოპოზიციას და მმართველ პარტიას შეთანხმების მიღწევაში დაეხმარება

„ამ დიალოგმა ნდობის აღდგენას უნდა შეუწყოს ხელი, ჩვენი ამის სურვილი გვაქვს. ის რომ, მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა არ შეასრულა, ცუდი გადაწყვეტილებაა, რადგან დიდი იმედგაცრუება გამოიწვია ხალხში და საქართველოს ბევრ მეგობარში ევროკავშირიდან“.

დეივიდ დათუნა

08 დეკემბერი 2019, 11:49

ტაბლოიდი

120 ათას დოლარად გაყიდული ბანანი ქართველმა არტისტმა შეჭამა

მაიამიში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში კედელზე მიკრული ბანანი, რომელიც 120 ათას დოლარად გაიყიდა, ქართველმა პერფორმანს-არტისტმა დავით დათუნამ შეჭამა. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს. დეივიდ დათუნამ თავის პერფორმანსს „მშიერი არტისტი“ უწოდა და განაცხადა, რომ არტინსტალაცია ძალიან გემრიელი იყო.

კარლ ჰარცელი

08 დეკემბერი 2019, 11:25

საქართველო

თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსაც განიხილავენ

ენერგოუსაფრთხოების, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების, ასევე ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელებენ.

პოლიცია

08 დეკემბერი 2019, 10:30

ძალოვნები

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო

ბრალდებულს სამგზავრო ჩანთის სახელურში ნარკოტიკული საშუალებების სპეციალური სამალავი ჰქონდა მოწყობილი. პოლიციამ დაკავებულის ბარგის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო „ჰეროინის“ შემცველი, 32,421 გრამი ნარკოტიკული საშუალება. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საკონსულო მომსახურების ცენტრი

08 დეკემბერი 2019, 10:09

საქართველო

საქართველოს საელჩოებში საკონსულო მომსახურების თანამედროვე ცენტრები მკვიდრდება

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს შენობაში თანამედროვე სტანდარტების საკონსულო მომსახურების ცენტრი გაიხსნა. ე.წ. ფრონტ-ოფისს ერთდროულად ორი მოქალაქის მიღება შეუძლია. საკონსულო ცენტრში დაცულია უსაფრთხოების სტანდარტები, მოსაცდელი და მისაღები სივრცე მორგებულია მოქალაქეთა მოთხოვნებს.

დაბერება

08 დეკემბერი 2019, 09:58

მსოფლიო

ნიუ-დელიში ხანძარს 43 ადამიანი ემსხვერპლა

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ANI ავრცელებს. დედაქალაქის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ცეცხლი 55 კვადრატული მეტრის ფართობზე გავრცელდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესში 27 სახანძრო ბრიგადა მონაწილეობდა.

08 დეკემბერი 2019, 09:51

მსოფლიო

ბორდოში პოლიციელებზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით 16 ადამიანი დააკავეს

სამართალდამცველებზე თავდასხმა გუშინ, „ყვითელი ჟილეტების“ მანიფესტაციის დროს უნდა მომხდარიყო. პოლიციამ დაკავებულების ბინაში ქიმიური ნივთიერებები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებისთვის საჭირო ნივთები იპოვა. დაკავებულები ბორდოში საფრანგეთის სხვადასხვა დეპარტამენტიდან ჩავიდნენ.

ოცნება ოპოზიცია

08 დეკემბერი 2019, 09:19

საქართველო

დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მეორე შეხვედრა გაიმართება

განხილვის მთავარი საკითხი კვლავ საარჩევნო სისტემა იქნება. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითხოვს, რაზეც ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

ლა გრელი

08 დეკემბერი 2019, 08:42

ტაბლოიდი

ფრანგული სოფლის მოსახლეობას დასვენებისა და უქმე დღეებში გარდაცვალება აუკრძალეს

საფრანგეთში, ლუარას დეპარტამენტის სოფელ ლა გრელში, რომელშიც 900 ადამიანი ცხოვრობს, დასვენებისა და უქმე დღეებში გარდაცვალება აკრძალეს. ლა გრელის მერის იზაბელ დიუჟლეს ბრძანება ლა გრელის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დიუჟლეს ეს ბრძანება რეგიონში ექიმების მწვავე დეფიციტს უკავშირდება.

ენტონი ჯოშუა ენდი რუისი

08 დეკემბერი 2019, 08:28

სპორტი

ენტონი ჯოშუამ ენდი რუისი დაამარცხა და ჩემპიონის 4 ქამარი დაიბრუნა

კრივის მსოფლიო ორგანიზაციის (WBO), კრივის საერთაშორისო ფედერაციის (IBF), კრივის მსოფლიო ასოციაციის (WBA) და ​კრივის საერთაშორისო​ ორგანიზაციის (IBO) ვერსიებით ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ბრიტანელმა მძიმეწონოსანმა ენტონი ჯოშუამ ამერიკელი ენდი რუისი დაამარცხა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მოჰამედ საიდ ალშამრანი

08 დეკემბერი 2019, 08:16

მსოფლიო

ფლორიდელი მსროლელი თავდასხმამდე მასობრივი სროლის ვიდეოებს უყურებდა

საუდელმა სამხედრომ, მოჰამედ საიდ ალშამრანიმ, რომელმაც ფლორიდაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას სამი ადამიანი მოკლა და 8 დაჭრა, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე მეგობრები სახლში მიიწვია და მასობრივი სროლის ვიდეოები ჩაურთო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

სერიალი You

08 დეკემბერი 2019, 00:51

კულტურა

სერიალ You-ს მეორე სეზონის თიზერი გამოქვეყნდა

დრამატული სერიალი ტრილერის ელემენტებით კეროლაინ კეპნესის რომანზეა დაფუძნებული. სიუჟეტის ცენტრში სერიული მკვლელი ჯო გოლდბერგია. პირველი სეზონი 2018 წლის ერთ-ერთ საუკეთესო სერიალად დასახელდა. სერიალის პრემიერა 26 დეკემბერს შედგება.

ოდრი მარში

08 დეკემბერი 2019, 00:24

ტექნოლოგიები

ესპანელმა ექიმებმა ქალი გულის გაჩერებიდან 6 საათში გადაარჩინეს

34 წლის ოდრი მარში პირინეის მთებში ქმართან ერთად სეირნობდა. გარკვეული დროის შემდეგ მას ლაპარაკი გაუჭირდა და ძლიერი ჰიპოთერმიისგან გონება დაკარგა. მაშველებმა შემთხვევის ადგილს მხოლოს 2 საათის შემდეგ მიაღწიეს და ადგილზე მარშის გულის ამუშავება ვერ მოახერხეს.

სასაფლაო

07 დეკემბერი 2019, 23:47

ტაბლოიდი

ფრანგული კომუნის მოსახლეობას უქმეებზე სიკვდილი აეკრძალა

შესაბამის განკარგულებას ხელი მერმა იზაბელ დიუჟელემ მოაწერა. ასეთი გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ კვირას კომუნის ერთ-ერთი მცხოვრებლის სიკვდილის დასადასტურებლად სპეციალისტი ვერ იპოვა.

ანტონიო ბანდერასი

07 დეკემბერი 2019, 23:24

კულტურა

ანტონიო ბანდერასი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცი გახდა

ბერლინში, ევროპის კინოაკადემიის პრემიის მფლობელი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაზე ესპანელი მსახიობი ანტონიო ბანდერასი გახდა. მასთან ერთად ამ ნომინაციაზე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი იყო წარდგენილი.

07 დეკემბერი 2019, 22:48

კულტურა

ლევან გელბახიანი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაზეა წარდგენილი

ბერლინში, ევროპის კინოაკადემიის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია დაიწყო. ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაზე ანტონიო ბანდერასთან ერთადაა წარდგენილი. .