imedi /  21 იანვარი 2019, 13:20 / სანდო წყარო

მერია და სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენლები ვერ შეთანხმდნენ

თბილისის მერია

თბილისის მერია

თბილისის მერიამ და სასტუმრო "ბუდაპეშტის" განმახორციელებელმა კომპანიამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ, ვაკის პარკში, სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებელ კომპანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც სასტუმროს მშენებლობაზე მსჯელობდნენ. 

"2 ბრძანება იყო სასამართლოში გასაჩივრებული. ერთი იყო სპეცნებართვა, 2013 წელს გაცემული, რომელიც გიგი უგულავამ გასცა, რომელიც არის უვადო ნებართვა. ამის საფუძველზე გაცემული იყო უშუალოდ მშენებლობის ნებართვა, რომელსაც ვადა ამოეწურა. ეს ადამიანი აცხადებს, რომ ხელში უჭირავს უვადო სპეცნებართვა და მის საფუძველზე ეკუთვნის მშენებლობის ნებართვა მაშინვე, როცა ამას მოითხოვს. ავტომატურ რეჟიმში ამის კუთვნილება არ იქნება სწორი, თუმცა, რაღაც პროცედურის საფუძველზე ამ ნებართვის გაცემის რეჟიმში მერია აუცილებლად ჩავარდება თუ ეს კომპანია გააკეთებს მომართვას. 

მას რეალურად აქვს უფლება მოითხოვოს 30-მეტრიანი სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში. ეს არის ის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, რომელიც გვაქვს და ყველაფერს ვცდილობთ, რომ ეს არ დავუშვათ. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, გავცეთ მშენებლობის ნებართვა ვაკის პარკში 30 მეტრიანი სასტუმროს ასაშენებლად. ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლო ალტერნატივას, მაგრამ ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ",- აცხადებს ხმალაძე.

მერია ძველებურად ხელების გადაგრეხაზეა გადასული, მათი პირობები ჩევნთვის მიუღებელია, - ამის შესახებ სასტუმრო "ბუდაპეშტის" დამფუძნებელმა გიორგი ზაქაიძემ თბილისის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„რეალობა არის ის, რომ მერია საზოგადოების მცირე ნაწილის ზეწოლის ქვეშ არის, გადასული არიან ისევ ძველებურად ხელების გადაგრეხაზე, ნარმანიას შემდეგ იგივეს აკეთებენ ესენიც. არ აქვთ უფლება ჩვენ მშენებლობის ნებართვა არ გაგვიგრძელონ და არ მოგვცენ. ჩვენმა კომპანიამ იყიდა მიწა მშენებლობის ნებართვიანად. 2013 წლის მშენებლობის ნებართვა თავისი სპეცნებართვით ჩვენ გვაქვს აღდგენილი სასამართლოს მიერ განჩინებით და დავალებული აქვს მერიას, რომ ჩვენ ეს მშენებლობის ნებართვა აღგვიდგინოს. დღეს მერია მეუბნება, რომ მე მშენებლობის ნებართვა არ მაქვს. არადა ჩვენ გვაქვს ეს სპეცნებართვა და მშენებლობის ნებართვის გაცემა, რაზეც ისინი აპელირებენ, რომ თითქოს ტექნიკური ხარვეზია, იმას სჭირდება ერთი სამუშაო. თუ ეს ნებართვა არ აღგვიდგინა მერიამ, ჩვენ წავალთ სასამართლოში და იმის გარდა, რომ აღვიდგენთ ამ მშენებლობის ნებართვას, რაც უკვე აღდგენილი გვაქვს ამ სპეცნებართვით, ამის გარდა ვიდავებთ ზიანზე, რაც ძალიან დიდია. იმის გარდა, რომ არის ზარალი, არის კიდევ დრო, რომელსაც ვკარგავთ. იმის მაგივრად, რომ ამაზე დაგელაპარაკონ, გველაპარაკებიან, რომ ავაშენოთ რაღაც პატარა რესტორანი, ან გავცვალოთ მიწის ნაკვეთი. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს. 5 წელი სასამართლოში ვიბრძოდით, რომ აღგვედგინა უფლებები და დღეს ისევ იმავეს აკეთებენ. ამ 5 წლის განმავლობაში ჩვენთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია",- განაცხადა ზაქაიძემ.

მანამდე კახა კალაძემ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შესაჩერებლად მერიის ბერკეტები დაასახელა.

უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობის აკრძალვაზე "მწავნე ალტერნატივას" სარჩელი არ მიიღო

ყველა სიახლე

რაიან გოსლინგი

19 აგვისტო 2019, 00:55

კულტურა

რაიან გოსლინგი შესაძლოა „თორი“-ს მეოთხე ნაწილში გამოჩნდეს

კანადელი მსახიობი რაიან გოსლინგი შესაძლოა "თორი"-ს მეოთხე ნაწილში გამოჩნდეს. მსახიობი 16 აგვისტოს ფილმის რეჟისორს ტაიკოი ვაიტიტის ლოს-ანჯელესში შეხვდა, სადაც მსახიობს პროექტში მონაწილეობა შესთავაზეს. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ამ დღეს ტაიკოი ვაიტიტი 44-ე დაბადების დღეს აღნიშნავდა.

კანარის კუნძულები

19 აგვისტო 2019, 00:40

მსოფლიო

კანარის კუნძულებზე ტყის ხანძრის გამო 4000-მდე ადამიანია ევაკუირებული

10 თვითმფრინავი და ვერტმფრენია ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული, ასევე ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს 700 მეხანძრე-მაშველი და 200 სამხედრო მოსამსახურე. ცეცხლის ლოკალიზებას ხელს ძლიერი სიცხე, ქარი და დაბალი ტენიანობა უშლის ხელს. ცეცხლმა 1700 ჰექტარი უკვე გაანადგურა, ძლიერი ხანძრის გამო გადაკეტილია 11 სამანქანო გზა.

ტანკერი

19 აგვისტო 2019, 00:22

მსოფლიო

გიბრალტარმა ირანული ტანკერის დაკავებაზე აშშ-ის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

გიბრალტარმა უარი განაცხადა აშშ-ის მოთხოვნის შესრულებაზე, დაეკავებინა ირანული ტანკერი Grace 1, რომელსაც ირანიდან სირიაში ნავთობი გადაჰქონდა. გიბრალტარის ხელისუფლების განცხადებით, ისინი ვერ შეასრულებდნენ ვაშინგტონის მოთხოვნას, ვინაიდან აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციები ევროკავშირში არ მოქმედებს. აშშ-მა ეს რამდენიმე დღის წინ მოითხოვა.

19 აგვისტო 2019, 00:10

თემა

როგორ უნდა ისარგებლოთ ტელეფონით და ინტერნეტით ისე, რომ ვერავინ მოგისმინოთ!

დღევანდელ ეპოქაში, იმის მიუხედავად, თუ რა ქვეყანაში და როგორ პირობებში ცხოვრობთ, უნდა იცოდეთ თუ როგორ ისარგებლოთ ტელეფონით და ინტერნეტით ისე, რომ თქვენი პირადი მონაცემები და საიდუმლოებები უცნობ ადამიანებს და მით უფრო, ბოროტმოქმედებს, ხელში არ ჩაუგდოთ. წესები, რომელთა შესახებაც ქვემოთ გიამბობთ, ცბიერი კიბერთავდასხმისგან ვერ დაგიცავთ, მაგრამ მოწინააღმდეგეებისთვის იოლი სამიზნეც აღარ იქნებით.

მეტე ფრედერიქსენი

19 აგვისტო 2019, 00:06

მსოფლიო

დანიის პრემიერმინისტრი გრენლანდიის გაყიდვის იდეას აბსურდს უწოდებს

გრენლანდია არ იყიდება, ის დანიური არ არის, გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიას, განაცხადა კუნლზე ვიზიტის დროს დანიის პრემიერმინისტრმა. მეტე ფრედერიკსენი იმედიოვნებს, რომ ეს თემა სერიოზულად არ განიხილება. ეკონომიკის საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ლარი კუდლოვმა დაადასტურა, რომ ტრამპმა გრენლანდიის ყიდვის იდეა მრჩევლებთან განიხილა.

დედამიწა

18 აგვისტო 2019, 23:52

ტექნოლოგიები

როგორი იქნებოდა უცხოპლანეტელების თვალით დანახული დედამიწა. ფოტო

მკვლევრებმა პლანეტის 10 ათასი გამოსახულება აიღეს, რომელიც NASA-ს თანამგზავრის Deep Space Climate Observatory-მ (DSCOVR) 2016-2017 წლებში გადაიღო. საბოლოოდ მიიღეს გამოსახულება, რომელზეც უხეშად თუმცა ჩანს კონტინენტების კონტურები. ეს კვლევა მომავალში დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტების ზედაპირის მახასიათებლების შესწავლას ემსახურება.

ჟოზე მოურინიო

18 აგვისტო 2019, 23:29

სპორტი

მოურინიო: ფეხბურთი სიამოვნებას მანიჭებდა, ძალიან მენატრება. ვიდეო

პორტუგალიელმა მწვრთნელმა ინტერვიუს დროს ემოციები ვერ შეიკავა, როდესაც განიხილავდა თემას, როგორ ენატრება ფეხბურთი. ვიდეო Twitter-ზე გავრცელდა. როგორც ცნობილია, ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო 2019-2020 წლის სეზონზე ტელეარხ Sky Sports-ის ექსპერტი იქნება.

იხვი

18 აგვისტო 2019, 23:18

ტაბლოიდი

კაცმა სამსახური მიატოვა, რომ მთელი დღე იხვისთვის ეყვირა და ვიდეო გადაეღო 🦆

6 წლის წინ ბრენდანმა სცადა თავისი იხვი ჯერი Youtube-ზე პოპულარული გაეხადა, თუმცა ამ გეგმამ ფიასკო განიცადა - მისი არხი მხოლოდ ასამდე ადამიანმა გამოიწერა. სამაგიეროდ ახლა, ბრენდანის მთავარი სამუშაო სწორედ იხვთან ერთად ვიდეორგოლების შექმნაა, რაშიც პატარა და ეხმარება. ვიდეოებს, სადაც ბრენდანი იხვს სულ ეჩხუბება, მილიონობით ნახვა აქვს.

ბრექსიტი

18 აგვისტო 2019, 22:42

მსოფლიო

მედია: ბრიტანეთს ხისტი Brexit-ის შემთხვევაში საკვების, საწვავის და წამლების დეფიციტი ემუქრება

დოკუმენტში საუბარია იმ ეფექტებზე, რასაც დიდი ბრიტანეთი ხისტი Brexit-ის შემთხვევაში უნდა ელოდოს. კერძოდ, მთავრობის მიერ მომზადებული მასალის თანახმად, ქვეყანას საკვების, საწვავის და მედიკამენტების დეფიციტი ემუქრება, თუ ევროკავშირთან შეთანხმების გარეშე დატოვებს გაერთიანებას, რომელიც 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

18 აგვისტო 2019, 22:30

ტაბლოიდი

პრესამ იბიცაზე პრინც ჰარის და მეგან მარკლის დასვენების ადგილს მიაგნო

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ დასვენების დღეები იბიციაზე, „მილიარდერების მოედანზე“ ატარებენ. კომპლექსი ზღვის ხედებით, ვილებით სრული განმარტოების საშუალებას იძლევა. ვილები აქ 120 000 ევრო ღირს. პოლ მაკარტნი იმ სხვა ცნობილ სახეებს შორის არის, რომელმაც ეს ადგილი თავის დროზე აირჩია დასასვენებლად.

ჰონგ-კონგი

18 აგვისტო 2019, 21:51

მსოფლიო

ორგანიზატორების თქმით ჰონგ-კონგში მორიგ აქციაზე 1.7 მილიონი ადამიანი მივიდა

აქციაზე ყველა ასაკის ადამიანი იმყოფებოდა, რათა აქციების მუდმივი დემონსტრანტებისთვის, რომლებიც საზოგადოების მხარდაჭერას კარგავენ, თავიანთი სოლიდარობა გამოეხატათ. ეს პირველი აქცია იყო გასულ კვირაში ჰონგ-კონგის აეროპორტში მომხდარი დაპირისპირებების შემდეგ, როდესაც მცირე ჯგუფმა ორ კაცს სცემა.

ქეთევან ციხელაშვილი

18 აგვისტო 2019, 21:47

საქართველო

ციხელაშვილი: გატაცებული მოქალაქეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უკანონოდ დაკავებული პირები მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლდნენ, - იუწყება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

18 აგვისტო 2019, 21:24

ტაბლოიდი

საქართველოში 65 წლის ქალი ჭურჭელს ცხოვრებაში საშუალოდ 564 დღე რეცხავს

ჭურჭლის რეცხვის შესახებ საქართველოს მასშტაბით 1100 რესპონდენტი გამოკითხა. მსგავსი გამოცდილების დეფიციტი „საშინაო შრომის ბაზარზე“ უმეტესად, კაცებს აქვთ.კვლევამ გამოავლინა, რომ გამოკითხული ქალების 96% და კაცების 14% რეცხავს ჭურჭელს.

18 აგვისტო 2019, 21:22

ტაბლოიდი

ნორვეგიის პრინცესა საქმროსთან ერთად თურქეთში ისვენებს

ნორვეგიის პრინცესა საქმროსთან ერთად თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პროვინცია მუღლაში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე ისვენებს. თურქული მედიის ინფორმაციით, „მარტა ლუიზამ და შამან დიურეკი ტურისტებისთვის მიმზიდველ ქალაქში 16 აგვისტოს ჩავიდნენ“. სტუმრებს რამდენიმე საჩუქარი გადასცეს, მათ შორის არის მუსტაფა ქემალ ათათურქის პორტრეტი.

კულტურა

18 აგვისტო 2019, 20:52

კულტურა

ტიმოთესუბანში სამონასტრო კომპლექსში სათავსო თვითნებურად ჩადგეს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასებით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების მქონე სათავსო ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლის ინტერიერის ვიზუალურ მხარეს სრულიად არ შეესაბამება და მის კულტურულ ღირებულებას ხელყოფს.

გიორგი შოთაძე

18 აგვისტო 2019, 20:48

სპორტი

ქართველი მოჭიდავე გიორგი შოთაძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში ქართველმა მოჭიდავემ გიორგი შოთაძემ (67 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა სომეხი მოჭიდავე დაამარცხა. .

შემთხვევის ადგილი

18 აგვისტო 2019, 20:32

ძალოვნები

სოფელ ნიგვზიანთან ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი დაეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ავტოავარიის შედეგად დაიღუპა 45 წლამდე ქალი, 8 ადამიანი კი დაშავდა. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

გემი

18 აგვისტო 2019, 20:27

მსოფლიო

ლიბიელი მიგრანტების გემმა ესპანეთის მთავრობის შეთავაზება არ მიიღო

ჰუმანიტარული ორგანიზაციის კუთვნილმა გემმა Open Arms, სადაც 130 მიგრანტი იმყოფება, უარი განაცხადა ესპანეთის ხელისუფლების შეთავაზებაზე რომ გემი პროვინცია კადისში მდებარე ალხესირასის პორტში შესულიყო, რომელიც გემის ამჟამინდელი მდებარეობიდან 6 დღის სავალზეა.

18 აგვისტო 2019, 20:25

ძალოვნები

ოკუპანტებმა გატაცებული მოქალაქეების ავტომობილები ქართულ მხარეს გადასცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლის აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე გატაცებული მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადასცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ავტომობილები პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. უწყების ცნობით, შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ, ისინი კანონიერ მეპატრონეებს დაუბრუნდებათ.

შსს

18 აგვისტო 2019, 19:42

საქართველო

თბილისში ბარათაშვილის ხიდზე სამანქანო მოძრაობა 5 დღით ნაწილობრივ იზღუდება

თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტომანქანების მოძრაობა ხიდზე ნაწილობრივ შეიზღუდება. კერძოდ, 18 აგვისტოს 20:00 საათიდან 23 აგვისტოს 24:00 საათამდე, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე მოძრავი ავტომანქანებისთვის დაწესდება მოძრაობის განრიგები.