imedi /  27 იანვარი 2019, 15:56 / სანდო წყარო

ხელვაჩაურში სასაფლაოსთვის ტერიტორიის გაზრდას აპროტესტებენ

აქცია განთიადში

აქცია განთიადში

ხელვაჩაურში სოფელ განთიადის მოსახლეობა სასაფლაოსთან აქციას მართავს. შეკრებილების განცხადებით, ადგილობრივი მერია სასაფლაოს გაფართოებას გეგმავს, რასაც ისინი არ დაუშვებენ.

„ვაპროტესტებთ სასაფლაოს უსასრულოდ გაზრდას. როგორც გვითხრეს, ის უნდა გაფართოვდეს, რითაც დასახლებას უახლოვდება. ისედაც ძალიან ახლოს არის.  მივმართეთ სასამართლოსაც. ხელვაჩაურის მერიას თავის შეკავება დაავალეს.

დღესასწაულისა და დაკრძალვის დღეებში აქ ქუჩები ისედაც გადაკეტილი, სასწრაფო ან სახანძრო რომ დაგვჭირდეს, ვერ ამოვა. სასაფლაოს გაზრდა კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობა,-" განაცხადა აქციის მონაწილემ, დავით მახარაძემ.

ყველა სიახლე

ელტონ ჯონი

14 დეკემბერი 2019, 13:15

კულტურა

ელტონ ჯონის სიმღერის ტექსტის ხელნაწერი 180 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

ელტონ ჯონის სიმღერის ტექსტის ხელნაწერი 180 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ელტონ ჯონის სიმღერის (Your Song) ტექსტის ხელნაწერი აუქციონზე გაიყიდა. ლოტში 180 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს. სიმღერის ტექსტი ბერნი ტოპინის მიერ არის დაწერილი, რომელთანაც ლეგენდარულ მუსიკოსს ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს.

ჰაბიბ ნურმაგომედოვი
ტონი ფერგიუსონი

14 დეკემბერი 2019, 12:53

სპორტი

ნურმაგომედოვი-ფერგიუსონის ბრძოლა 18 აპრილს გაიმართება

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) რუსი მებრძოლი ჰაბიბ ნურმაგომედოვი მსუბუქ წონაში ჩემპიონის ტიტულს 18 აპრილს ნიუ-იორკში, ამერიკელი ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ „აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი“ (UFC) ავრცელებს.

გიორგი გახარია

14 დეკემბერი 2019, 12:33

საქართველო

გიორგი გახარია ბორის ჯონსონს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

„ვულოცავ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები კვლავ განაგრძობს გაძლიერებას თქვენი მეთაურობის ფარგლებში. ამ მიზნის მისაღწევად ერთობლივი მუშაობის იმედი მაქვს“, - წერს გახარია Twitter-ზე.

ერეკლე კუხიანიძე

14 დეკემბერი 2019, 12:23

საქართველო

საკრებულოს დეპუტატი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს: ან პროვოკატორები ან იდიოტები ხართ

თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე Facebook-ზე მის მიერ გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ პოსტს არ ნანობს და ტექტს მის ემოციურ მდგომარეობას უკავშირებს. კუხიანიძე ამბობს, რომ მისი გაღიზიანება ექიმის მეუღლის განცხადებამ გამოიწვია, რომელიც ამბობდა, რომ „ძალიან საზეიმოა ევროსაბჭოს თავმჯდომარედ არჩევა, თუმცა საინტერესოა ვის გვეზეიმება და ვის არა“.

დონალდ ტრამპი

14 დეკემბერი 2019, 12:01

მსოფლიო

CNN: ტრამპის სატელეფონო საუბრების მოსმენაზე წვდომის მქონე პირთა რიცხვი შემცირდა

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეამცირა იმ საჯარო მოხელეების რიცხვი, ვისაც უცხო ქვეყნის ლიდერებთან დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრების მოსმენის უფლება ჰქონდა. ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNN-ი იუწყება. ახლა სატელეფონო საუბრებზე წვდომა მხოლოდ მაღალჩინოსნებს აქვთ.

ჯერალდ კოტენი

14 დეკემბერი 2019, 11:51

ეკონომიკა

კანადაში კრიპტოვალუტა QuadrigaCX-ის დამფუძნებლის ექსჰუმაციას ითხოვენ

გაკოტრებული კრიპტოვალუტა QuadrigaCX-ის აქციების მფლობელების ადვოკატები კანადის ხელისუფლებისგან კრიპტოვალუტის დამფუძნებლის, ჯერალდ კოტენის ექსჰუმაციას ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მათი განცხადებით, კოტენი „საეჭვო გარემოებებში“ გარდაიცვალა.

14 დეკემბერი 2019, 11:04

მსოფლიო

სამოაში წითელამ 72 ადამიანი იმსხვერპლა

სამოაში მასობრივი ვაქცინაციის ფონზე წითელას ინფექციით დაღუპულთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების 85 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. დაღუპულთა უმრავლესობა 4 წლამდე ბავშვია. ამ დროისთვის კლინიკებში 169 ინფიცირებული რჩება. 16 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

დიდი ბრიტანეთი შოტლანდია

14 დეკემბერი 2019, 10:58

ტაბლოიდი

ჯონსონის გამარჯვების შემდეგ ბრიტანელები შოტლანდიაში ცხოვრებით დაინტერესდნენ

დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად, შოტლანდიაში პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის პარტია დამარცხდა. არჩევნების შედეგების გამოცხადების პარალელურად დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე Google-ის საძიებო სისტემის ტრენდებს შორის ფრაზა „move to Scotland“ (შოტლანდიაში საცხოვრებლად გადასვლა) აღმოჩნდა.

ლაგოდეხის ნაკრძალი

14 დეკემბერი 2019, 10:14

საქართველო

ლაგოდეხში საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა. ბილიკის პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია.

ჯონ ლენონის სათვალე

14 დეკემბერი 2019, 10:03

ეკონომიკა

ჯონ ლენონის სათვალე 137,5 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

ჯონ ლენონის ლეგენდარული სათვალე Sotheby's-ის აუქციონზე გაყიდეს. უცნობმა კოლექციონერმა ის 137,5 ათას გირვანქა სტერლინგად შეიძინა. ლენონმა სათვალე პირველად 1966 წელს გაიკეთა, როდესაც რიჩარდ ლესტერის ფილმში „როგორ მოვიგე ომი“ მონაწილეობისთვის ემზადებოდა.

facebook

14 დეკემბერი 2019, 09:59

ტექნოლოგიები

უცნობმა პირმა Facebook-ის 29 ათასი თანამშრომლის პირადი მონაცემები მოიპარა

უცნობმა პირმა მოიპარა რამდენიმე მყარი დისკი, რომელზეც კომპანია Facebook-ის 29 ათასი თანამშრომლის პირადი მონაცემები ინახებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს. ბოროტმოქმედმა მყარი დისკები Facebook-ის ​ერთ-ერთი თანამშრომლის ავტომობილიდან მოიპარა.

AirBus Qantas

14 დეკემბერი 2019, 09:33

ეკონომიკა

Qantas-მა ყველაზე ხანგრძლივი რეისისთვის Airbus-ის თვითმფრინავები აირჩია

ავსტრალიურმა ავიაკომპანია Qantas-მა ყველაზე ხანგრძლივი ფრენებისთვის Airbus-ის თვითმფრინავები აირჩია, რაც ამერიკული კომპანია Boeing-ის პრესტიჟისა და ფინანსური მდგომარეობისთვის სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს. ამის შესახებ BBC წერს.

სანკტ-პეტერბურგის სტადიონი

14 დეკემბერი 2019, 09:08

სპორტი

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული აკრძალვა „ევრო 2020“-ს არ შეეხება

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტოს (WADA) განცხადებით, 4 წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატების გამართვასა და მათ მასპინძლობაზე განაცხადის შეტანაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული აკრძალვა ფეხბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობაზე არ გავრცელდება.

უძილობა

14 დეკემბერი 2019, 08:53

ტექნოლოგიები

ცნობილია, რა პროდუქტები იწვევს უძილობას

კოლუმბიის უნივერსიტეტის ექიმებისა და ქირურგების კოლეჯის მეცნიერებმა უძილობის გამომწვევი პროდუქტები დაასახელეს. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდ MedicalXpress-ზე გამოქვეყნდა. კვლევის ავტორებმა 50 ათასამდე ადამიანის კვების რაციონი შეისწავლეს.

ქართული ოცნება

14 დეკემბერი 2019, 08:43

საქართველო

მმართველი პარტია დღეს ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართავს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართავს. პარტიაში აცხადებენ, რომ ღონისძიების ინიციატორი მათი ახალგაზრდული ორგანიზაციაა და ის საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.

Despacito

14 დეკემბერი 2019, 08:27

კულტურა

ათწლეულის ყველაზე პოპულარული მუსიკალური ვიდეოები დასახელდა

YouTube-მა ათწლეულის ყველაზე პოპულარული მუსიკალური ვიდეორგოლები დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი ავრცელებს. პირველ ადგილზეა ლუის ფონსის და Daddy Yankee-ის მიერ შესრულებული Despacito, რომელმაც ამ დრომდე 6,5 მილიარდი ნახვა დააგროვა.

ახალი ზელანდია ვულკანი

14 დეკემბერი 2019, 08:15

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში მყვინთავები ვულკანის ამოფრქვევისას დაღუპულ ორ ადამიანს ეძებენ

კუნძულ უაიტ-აილენდზე, ქალაქ ოკლენდიდან 270 კილომეტრში, ვულკანი 8 დეკემბერს ამოიფრქვა. პოლიციის ინფორმაციით, ამოფრქვევის დროს კუნძულზე 47 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ავსტრალიელი, ბრიტანელი, ამერიკელი, ჩინელი და მალაიზიელი ტურისტები.

14 დეკემბერი 2019, 01:05

ეკონომიკა

ტურისტებს ფიტოსერთიფიკატის გარეშე ევროპის ქვეყნებში ხილის და ბოსტნეულის შეტანა ეკრძალებათ

2019 წლის 14 დეკემბრიდან ტურისტებს ფიტოსანიტარული სერთიფიკატის გარეშე ევროპის ქვეყნებში ხილს და ბოსტნეულის შეტანა აეკრძალათ. ინფორმაციას ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს.

წყვილი

14 დეკემბერი 2019, 00:59

ტაბლოიდი

მსახიობი კოლინ ფერტი ცოლს შორდება

ბრიტანელი მსახიობი კოლინ ფერტი 22-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლ ლივიას შორდება. წყვილმა ოფიციალური განქორწინების შესახებ განცხადება გამოცემა Hello-სთან გააკეთა. წყვილი აცხადებს, რომ განქორწინების მიუხედავად, ისინი რჩებიან მეგობრებად და მათ შვილების სიყვარული აერთიანებთ.

დენი ვილნევი

13 დეკემბერი 2019, 23:57

კულტურა

ათწლეულის რეჟისორი დასახელდა

ჰოლივუდის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ ათწლეულის რეჟისორი დაასახელა. ინფორმაცია ორგანიზაციის Twitter-ზეა ხელმისაწვდომი. ამ ჯილდოს რეჟისორი დენი ვილნევი მიიღებს. დაჯილდოების ცერემონია 2020 წლის 9 იანვარს არის დაგეგმილი.