imedi /  27 იანვარი 2019, 19:11 / სანდო წყარო

კობახიძე: გზავნილს, რომ მოსამართლეთა ათკაციან სიას ვლობირებდი, სინამდვილესთან კავშირი არ აქვს

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის მოსამართლეთა 10-კაციან სიას ლობირებდა სიმართლე არ შეესაბამება. ამის შესახებ კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"გზავნილი, რომ მოსამართლეთა ათკაციან სიას ვლობირებდი, პოლიტიკურია და არანაირი კავშირი არ აქვს სინამდვილესთან - ამაზე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას.

ეს არის პოლიტიკური გზავნილი, რომელიც დატრიალდა სამწუხაროდ და რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სინამდვილესთან. ამასთან დაკავშირებით, მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე პრინციპების დონეზე განიხილეს კრიტერიუმებთან და პროცედურასთან დაკავშირებით წარმოდგენილი წინადადებები, შემდეგ შეხვედრაზე თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით გაგრძელდება მსჯელობა, რომელიც კანონპროექტში უნდა აისახოს, რომელიც სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდება და ინიცირდება პარლამენტში.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრის მიზანი პრინციპების განხილვა იყო. მისივე თქმით, საუბარი იყო პრინციპული მნიშვნელობის ყველა დეტალზე.

„რეალურად, იყო საუბარი ყველა დეტალზე, რომელიც პრინციპული მნიშვნელობისაა. დაწყებული იმით, თუ რამდენად უნდა იყოს ღია ის კონკურსი, რომელიც გამოცხადდება, შემდეგ როგორ უნდა იყოს პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. როგორ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება საბჭოს მიერ. როგორ უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი შემდეგ პარლამენტში, რამდენი კანდიდატი როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი. ამ ყველაფერზე გვქონდა ჩვენ საუბარი. დღეს, ბუნებრივია, გადაწყვეტილებებს ვერ გამოვაცხადებთ, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ პრინციპების დონეზე გვქონდა საუბარი ამასთან დაკავშირებით. მეორე შეხვედრაზე უკვე გვექნება საშუალება, რომ დეტალურად წარმოგიდგინოთ ის გადაწყვეტები, რომელიც იქნება შემოთავაზებული კრიტერიუმებთან და პროცედურასთან დაკავშირებით”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღეს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ პროტესტის ნიშნად დატოვა. 

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიასთან“ მოსამართლეთა შესარჩევი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრის გადადგომას ითხოვდნენ, რომლებმაც მურუსიძის უვადოდ დანიშვნას დაუჭირეს მხარი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას მისცეს ხმა.

ლევან მურუსიძეს აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ.

21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს. 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ორი დღის განმავლობაში კონსულტაციები და შეხვედრები იმართებოდა უმრავლესობაში, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. 

ყველა სიახლე

წითელა

18 აგვისტო 2019, 11:00

მსოფლიო

კონგოში წითელას ეპიდემიაა

2019 წლის 8 თვეში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში წითელამ უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა ვიდრე ებოლამ. ინფორმაციას ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ (MSF) ავრცელებს. ერთ თვეში კონგოში წითელასგან 2 758 ადამიანი მოკვდა, 8 თვეში კი ამ ვირუსით 145 000 ათასი დაინფიცირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

18 აგვისტო 2019, 10:43

ძალოვნები

ახალქალაქში ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს მებაჟე-ოფიცრებთან ერთად, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „კარწახში“ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს.

18 აგვისტო 2019, 10:28

ტექნოლოგიები

ალასკაზე ანომალური სიცხის გამო ორაგული მასობრივად იხოცება

ალასკაზე ანომალურმა სიცხემ ორაგულის მასობრივი დახოცვა განაპირობა, - ამის შესახებ CNN-ი წერს. თევზი მასობრივად ალასკაზე მდინარე კოიუკუკის სანაპიროზე გაწყდა. ადგილობრივი მცხოვრებლების მიმართვის შემდეგ იქ მეცნიერების ჯგუფი ჩავიდა. ადგილზე ჩასულმა მკვლევრებმა ერთი მეტრი სიგრძის 850 ცალი ორაგულის ნეშტი იპოვეს.

დაკავება

18 აგვისტო 2019, 10:25

ძალოვნები

რუსთავში წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ხ. დააკავეს.

პორტლენდი

18 აგვისტო 2019, 09:58

მსოფლიო

პორტლენდში ულტრამემარჯვენეებისა და ანტიფაშისტების პარალელურ აქციებზე 13 ადამიანი დააკავეს

აშშ-ის ქალაქ პორტლენდში პარალელურად მიმდინარე ულტრამემარჯვენეებისა და ანტიფაშისტების საპროტესტო აქციებზე 13 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის პოლიცია ავრცელებს. რომელი აქციის მონაწილეები არიან დაკავებულები, არ სახელდება.

ნენსი პარკერი

18 აგვისტო 2019, 09:30

მსოფლიო

ახალ ორლეანში ავიაკატასტროფას ამერიკელი ტელეწამყვანი ემსხვერპლა

ახალ ორლეანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ამერიკელი ტელეწამყვანი ნენსი პარკერი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Fox8 ავრცელებს.

ნიკოლას დუხოვნე

18 აგვისტო 2019, 09:04

ეკონომიკა

არგენტინული პესოს გაუფასურების გამო ფინანსთა მინისტრი გადადგა

„მივიღე გადაწყვეტილება ფინანსთა მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ, რომელსაც 2017 წლის იანვრიდან ვიკავებდი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა გარემოების გათვალისწინებით, ეკონომიკის დარგს მართვის კუთხით სერიოზული განახლება სჭირდება“, - ნათქვამია დუხოვნეს განცხადებაში.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

18 აგვისტო 2019, 08:47

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსს გამოეთიშა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსის ნახევარფინალში სიის მე-8 ნომერთან, რუს დანიილ მედვედევთან 6:3, 3:6, 3:6 დამარცხდა. ფინალში მედვედევის მეტოქე იქნება ბელგიელი დევიდ გოფინი, რომელიც ATP-ის სიაში მე-19 ადგილს იკავებს.

თვითმფრინავი

18 აგვისტო 2019, 08:22

მსოფლიო

აშშ-ში თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში მცირე ზომის ორძრავიანი თვითმფრინავი Cessna 303 საცხოვრებელ სახლს დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სამმართველოზე (FAA) დაყრდნობით CBS New York-ი ავრცელებს.

აფეთქება ქორწილში

18 აგვისტო 2019, 08:08

მსოფლიო

ქაბულში ქორწილში მომხდარი აფეთქების შედეგად 63 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ქორწილში მომხდარი აფეთქების შედეგად 63 ადამიანი დაიღუპა და 180-ზე მეტი დაშავდა. როგორც BBC-ის თვითმხილველებმა განუცხადეს, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში თვითმკვლელმა ტერორისტმა მოიყვანა.

18 აგვისტო 2019, 01:00

მსოფლიო

ოდესის ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ოდესაში ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა 9-ს შეადგენს. დაშავებულია 10 ადამიანი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დაშავებულთაგან რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ზინედინ ზიდანი

18 აგვისტო 2019, 00:45

სპორტი

ზიდანი: ბეილი „რეალში“ რჩება

მადრიდის რეალის მწვრთნელმა უელსელი ვარსკვლავის კარიერაზე დასმულ შეკითხვას ლა ლიგის შემდეგ უპასუხა. ზინედინ ზიდანის თქმით, გარეტ ბეილი გუნდში რჩება. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, „რეალში“ დიდ საქმეს აკეთებს და მის თამაშით ძალიან კმაყოფილია. ბეილის აგენტმა 30 ივლისს დაადასტურა, რომ ჩინურ კლუბში უელსელი ვარსკვლავის ტრანსფერი ჩაიშალა.

18 აგვისტო 2019, 00:30

მსოფლიო

ქაბულში ქორწილის წვეულებაზე აფეთქება მოხდა

ავღანეთის დედაქალაქში ქორწილის წვეულებაზე აფეთქება მოხდა. Reuters-ი ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 20 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას აუღია. შს სამინისტრო ინფორმაციას აგროვებს. სხვა დეტაოლები ჯერ უცნობია.

18 აგვისტო 2019, 00:15

სპორტი

ბათუმის „დინამომ“ „ჩიხურას“ ანგარიშით 2:0 მოუგო

ეროვნული ლიგის 24-ე ტურში ბათუმის „დინამომ“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა. ანგისას ბაზაზე გამართული მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. პირველი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმში ჯაბა ჯიღაურის დუბლით მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.

17 აგვისტო 2019, 23:57

კულტურა

კურდღელ როჯერის შემქნელი ანიმატორი გარდაიცვალა

კინოს და ანიმაციის რეჟისორი რიჩარდ უილიამსი თავის სახლში ბრისტოლში 16 აგვისტოს გარდაიცვალა. ინფორმაციას უილიამსის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით The Guardian-ი ავრცელებს. ის 86 წლისა იყო.

ჟან-კლოდ იუნკერი

17 აგვისტო 2019, 23:45

მსოფლიო

იუნკერი გადაუდებელი ოპერაციისთვის ავსტრიიდან ლუქსემბურგში გადაიყვანეს

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუნკერი შვებულებას ავსტრიაში ატარებდა, ოპერაციის ჩასატარებლად კი ლუქსემბურგში გადაიყვანეს. ლუქსემბურგელ პოლიტიკოსს ოქტომბერში გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ვან დერ ლეიენი ჩაანაცვლებს.

17 აგვისტო 2019, 23:20

საქართველო

საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას ქმედითი ზომების მიღებას სთხოვს

საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს 7 მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით.

სტამბოლი

17 აგვისტო 2019, 22:49

მსოფლიო

სტამბოლში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაუღებელმა წვიმამ ქუჩები დატბორა. რამდენიმე საათით შეზღუდული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ემინონუს მოედნის დატბორვის გამო დაზარალდა ადგილზე მდებარე მაღაზიებიც. გარდა ამისა, დაიტბორა სტამბოლის დიდი ბაზარი.

არჩილ თალაკვაძე

17 აგვისტო 2019, 22:37

საქართველო

თალაკვაძე ოკუპანტების მიერ მოქალაქეების გატაცების ფაქტს გამოეხმაურა

სოფელ ახალუბნის მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების საკითხზე ყველა საჭირო ღონისძიებას ვატარებთ. ჩართულნი არიან შესაბამისი სამსახურები, გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ ინფორმაციას.

ქეთევან ციხელაშვილი

17 აგვისტო 2019, 22:00

საქართველო

ციხელაშვილი: მავთულხლართის გავლების მიზანი საზოგადოებაზე წნეხია

მავთულხლართის გავლებას ამა თუ იმ სოფელში არანაირი სამხედრო დანიშნულება არ აქვს, მისი დანიშნულება არის პოლიტიკური, რომ მუდმივი წნეხი იყოს საზოგადოებაზე, განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში, როდესაც გუგუტიანთკარის მოვლენები შეაფასა.