imedi /  27 იანვარი 2019, 23:31 / სანდო წყარო

2024 წლამდე მოსამართლეების უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა პრინციპებთან დაკავშირებით, როგორ უნდა გაიწეროს კრიტერიუმები. ეს იყო ჩვენი მიზანი და ამაზე მიიღებს პარლამენტი საბოლოო კანონს. დაგიდასტურებთ, რომ იყო განხილვა მოსამართლეების უვადოდ გამწესების 2024 წლამდე გადავადების შესახებ, თუმცა გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით არ არის ჯერ მიღებული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. 

„ბევრი სპეკულაციები მოვისმინე კლანთან დაკავშირებით, თითქოს ვლობირებდი იმ პირველ სიას, რომელიც იყო წარმოდგენილი. მე ცალსახად მინდა აღვნიშნო რომ ამასთან კავშირი არ მაქვს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა ირაკლი კობახიძის თქმით, ევროსაბჭოს დაფინანსებით გაიმართა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიასთან“ მოსამართლეთა შესარჩევი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის საპროტესტო აქციაზეც გააკეთა კომენტარი. 

„იქ იყვნენ ადამიანები რომლებიც გულწრფელად გამოხატავდნენ პოზიციას, თუმცა იყვნენ ადამიანები, რომელთა გულწრფელობაში ეჭვი მეპარება. იყო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასთან მუშაობის 15-წლიანი სტაჟი აქვს“, - აღნიშნა კობახიძემ. 

„გრძელდება დისკუსიები უმრავლესობის ფორმატში. საერთო ამოცანაა გუნდი იყოს ერთიანი. პოლიტიკოსი დაცლილი უნდა იყოს სუბიექტური ინტერესებისგან.

მზადებაა საპარლამენტო არჩევნებისთვის. გუნდი არის გასაახლებელი. ასევე ბევრი რამეა გასაახლებელი სახელმწიფო პოლიტიკის მხრივ, რათა ჩვენი პოლიტიკა გახდეს უკეთესი. მთავარია გუნდის ერთგულება, პროფესიონალიზმი და წესების დაცვა“,  - განაცხადა ირაკლი კობახიძემ სამომავლო საპარლამენტო მუშაობის შესახებ საუბრისას.

დღეს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ პროტესტის ნიშნად დატოვა. 

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიასთან“ მოსამართლეთა შესარჩევი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრის გადადგომას ითხოვდნენ, რომლებმაც მურუსიძის უვადოდ დანიშვნას დაუჭირეს მხარი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას მისცეს ხმა.

ლევან მურუსიძეს აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ.

21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს. 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ორი დღის განმავლობაში კონსულტაციები და შეხვედრები იმართებოდა უმრავლესობაში, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა.

ყველა სიახლე

ასთმა

09 დეკემბერი 2019, 00:42

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ფილტვებსა და სასუნთქ გზებში ცხიმის კვალი პირველად აღმოაჩინეს

ახალი კვლევის ფარგლებში ავსტრალიელმა მეცნიერებმა ფილტვებში სხეულის ცხიმების არსებობამ ასთმის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს. ექსპერტებმა შეამოწმეს ასმით დაავადებული და ჯანმრთელი ადამიანების ფილტვების ათასზე მეტი ქსოვილის ნიმუში.

თაგვები

09 დეკემბერი 2019, 00:18

ტექნოლოგიები

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გენმოდიფიცირებული თაგვები გაგზავნეს

დღეიდან სადგურის ბორტზე 40 თაგვი იცხოვრებს. ცხოველების ნაწილი გენეტიკურად მოდიფიცირებულია. მეცნიერებმა მათ კუნთების ზრდის შემზღუდავი ცილის - მიოსტატინის უკმარისობა გამოიწვიეს. შედეგად თაგვების კუნთოვანმა მასამ ნორმას ორჯერ გადააჭარბა.

გრიგოლ ვაშაძე

08 დეკემბერი 2019, 23:54

საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: შეთანხმება არ მომხდარა, მოხდა დათანხმება

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას გამართულ შეხვედრაზე არაფერზე შეთანხმებულან. "არავითარი შეთანხმება არ მომხდარა, არავითარი შედეგი, თქვენ რასაც გულისხმობთ პოზიტიური,არ არის. მოხდა დათანხმება", - თქვა ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ.

ექსპედიცია ჩრდილოეთ პოლუსი

08 დეკემბერი 2019, 23:41

ტექნოლოგიები

ორმა მკვლევარმა არქტიკაში 1800 კილომეტრი ფეხით გაიარა

მკვლევარებმა ექსპედიცია სექტემბერში დაიწყეს. მათი მიზანი არქტიკის ყინულის დნობაზე ინფორმაციის შეგროვება იყო. ბორგე უსლანდი 57 წლის არის, მაიკ ჰორნი კი 53-ის. 2006 წელს ისინი პირველი ადამიანები გახდნენ, რომლებმაც ჩრდილოეთ პოლუსს მექანიზირებული ტრანსპორტის და ძაღლების გარეშე მიაღწიეს.

ჰონგ-კონგი

08 დეკემბერი 2019, 23:20

მსოფლიო

ორგანიზატორების თქმით ჰონგ-კონგში აქციაზე 800 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა

ჰონგ-კონგში ხელისუფლების მიერ სანქცირებული საპროტესტო მანიფესტაციაში ორგანიზატორების განცხადებით, 800 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, პოლიცია კი ამბობს, რომ დემონსტრაციაზე 183 ათასი ადამიანი გავიდა. სამართალდამცავი ორგანოს თქმით, დღევანდელ აქციაზე 11 ადამიანი დააკავეს და იარაღი ჩამოართვეს.

ვადაგასული ხორცი

08 დეკემბერი 2019, 22:58

საქართველო

აღმოაჩინეს ვადაგასული ხორცი, რომლითაც ოზურგეთისა და აჭარის ბაღები უნდა მოემარაგებინათ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს ''სოფოს'' მიერ ნაქირავებ ფართში ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა. სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსის მანანა ერქომაიშვილის თქმით, ხორცი აჭარის ბაღებისთვის იყო განკუთვნილი.

კინოთეატრი

08 დეკემბერი 2019, 22:50

ეკონომიკა

2019 წელს Disney-ს შემოსავალმა რეკორდი დაამყარა

Disney მსოფლიოში პირველი კინოსტუდია გახდა, რომლის ფილმების შემოსავალმაც წლის განმავლობაში თითქმის 10 მილიარდი დოლარი შეადგინა. 8 დეკემბრის მონაცემებით, ჩრდილოეთ ამერიკაში სტუდიის შემოსავალმა $3.28 მილიარდი შეადგინა, დანარჩენ მსოფლიოში კი $6.7 მილიარდი. ამით Disney-მ 2016 წლის რეკორდი გააუმჯობესა.

საბას დაჯილდოება

08 დეკემბერი 2019, 22:32

კულტურა

პრემია საბას 2019 წლის გამარჯვებულები დაასახელეს

ლიტერატურული პრემია „საბა“ წელს მეჩვიდმეტედ ჩატარდა და ჟიურიმ 7 კატეგორიაში გამარჯვებულები გამოავლინა. წლის საუკეთესო რომანის კატეგორიაში გაიმარჯვა აკა მორჩილაძის, „კუპიდონი კრემლის კედელთან“. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო გადაეცა მანანა გიგინეიშვილს.

მთავრობის და ოპოზიციის შეხვედრა

08 დეკემბერი 2019, 22:23

საქართველო

მთავრობა და ოპოზიცია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ

ასეთია სასტუმრო „შერატონში“ გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შედეგი. ამ ინიციატივით შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გამოვიდნენ. ახალ ინიციატივაზე მხარეები შემდეგ შეხვედრაზე იმსჯელებენ, მანამდე კი ოპოზიციამ საპროტესტო აქციების განახლება დააანონსა.

უკრაინა

08 დეკემბერი 2019, 22:06

მსოფლიო

ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის წინ კიევში კაპიტულაციის შიშის გამო აქცია გაიმართა

პარიზში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტის წინ, ათასობით უკრაინელმა კიევში, მაიდანზე საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მიზანი ზელენსკისთვის იმის თქმა იყო, რომ უკრაინელები "კაპიტულაციას" არ დაეთანხმებიან. უკრაინაში შიშობენ, რომ მოლაპარაკებებში ზელესნკიმ შესაძლოა ბევრი დათმოს.

საუდის არაბეთი რესტორანი

08 დეკემბერი 2019, 21:51

მსოფლიო

საუდის არაბეთის რესტორნებში ქალები და კაცები საერთო შესასვლელით ისარგებლებენ

აქამდე ქვეყნის ყველა რესტორანს ორი შესასვლელი ჰქონდა: ერთით ოჯახები და ქალები სარგებლობდნენ, მეორეთი კი მარტო მოსული კაცები. დღეს კი ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ ეს წესი აუცილებელი აღარ არის. თუმცა სურვილის შემთხვევაში რესტორნების მფლობელებს ძველი წესით მუშაობა შეუძლიათ.

მაჭანკლობა

08 დეკემბერი 2019, 21:30

ტაბლოიდი

წყვილმა ერთმანეთი ინტერნეტში გაიცნო და დაქორწინდა, მალევე ლისა დენის დონორიც გახდა

ლისა და დენ სამერსებმა არ იცოდნენ თუ რა ძალიან შეეფერებოდნენ ერთმანეთს. მათ ერთმანეთი ონლაინ სამაჭანკლო აპლიკაციით გაიცნეს, შეხვდნენ, შეუყვარდათ ერთმანეთი და დაქორწიდნენ. დენი, ახლა 30 წლის არის და ჯერ კიდევ 10 წლის წინ იცოდა, რომ მომავალში თირკმელთან დაკავშირებით სირთულეები შეხვდებოდა.

ბორის ჯონსონი

08 დეკემბერი 2019, 20:59

მსოფლიო

ლონდონის ტერაქტის მსხვერპლის მამამ ბორის ჯონსონს მატყუარა უწოდა

დავიდ მერიტმა, რომლის შვილიც ტერორიზმისთვის გასამართლებულმა უსმან ხანმა დაჭრა, ბორის ჯონსონი მის ოპონენტთან ჯერემი კორბინთან ბოლო სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ, მატყუარად და თაღლითად დაახასიათა. დავიდ მერიტის თქმით, მომხდარის მოტივები და იყო თუ არა მისი არიდება შესაძლებელი ცნობილი დიდი ხანი არ იქნება.

ენოტი

08 დეკემბერი 2019, 20:57

ტაბლოიდი

გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მთვრალი ენოტი იპოვეს

ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გამოცემის ინფორმაციით, ცხოველი ბარბაცებდა, ერთ-ერთი ქალის ფეხსაცმელს ეთამაშა, რის შემდეგაც ჩაეძინა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ცხოველმა ჭიქებში დარჩენილი გლინტვეინი დალია. შემთხვევის ადგილიდან ენოტი მეხანძრეებმა გაიყვანეს და ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს.

ლეიკემია

08 დეკემბერი 2019, 20:38

ტექნოლოგიები

ლეიკემიისა და ლიმფომას სამკურნალო ახალი თაობის პრეპარატი შეიმუშავეს

მედიკამენტს PROTAC-ი ჰქვია და მისი სამიზნე ცილების ნაერთი სახელწოდებით BCL-XL-ია, რომელიც კიბოს უჯრედებს გადარჩენის საშუალებას აძლევს. მედიკამენტების წინა თაობა, რომელიც ამავე პრინციპით მოქმედებდა თრომბოციტების რაოდენობის საშიში დოზით შემცირებისა და სისხლდენის მაღალი რისკით ხასიათდებიან.

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი

08 დეკემბერი 2019, 20:32

მსოფლიო

ტრამპმა ფხენიანს დენუკლეარიზაციისკენ მოუწოდა

„კიმ ჩენ ინი საკმარისად ჭკვიანია და თუ მტრულად მოიქცა დასაკარგი ბევრი აქვს, ყველაფერი. ჩემთან ერთად სინგაპურში დენუკლეარიზაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. არ ვურჩევ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან განსაკუთრებული ურთიერთობების შეწყვეტას ან ნოემბერში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.

Juice Wrld

08 დეკემბერი 2019, 20:12

კულტურა

რეპერი Juice Wrld-ი 21 წლისა გარდაიცვალა

8 დეკემბერს მუსიკოსი აეროპორტში ლოს-ანჯელესიდან დაბრუნების შემდეგ, ცუდად გახდა - მას პირიდან სისხლდენა დაეწყო. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა ექიმებმა ვეღარ გადაარჩინეს. რეპერის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. Billboard-ის 2019 წლის პრემიაზე რეპერი ნომინაციაში "საუკეთესო ახალი შემსრულებელი" დააჯილდოეს.

The Worlds Big Sleepout

08 დეკემბერი 2019, 20:04

მსოფლიო

ათობით ათასმა ადამიანმა უსახლკაროების დასახმარებლად ღამე ქუჩაში გაატარა

მოხალისეებმა ეს აქცია „The World's Big Sleepout“-ის ფარგლებში გაატარეს, რომლის მიზანიც უსახლკაროებისთვის 50 მილიონი დოლარის შეგროვება იყო. აქცია მსოფლიოს უმსხვილეს ქალაქებში გაიმართა. ორგანიზატორების მონაცემებით, მასში მონაწილეობა დაახლოებით 60 ათასმა ადამიანმა მიიღო.

დონალდ ტრამპი

08 დეკემბერი 2019, 19:39

მსოფლიო

ტრამპი: ისრაელს თეთრ სახლში ჩემზე კარგი მეგობარი არასდროს ჰყოლია

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მან დაპირება შეასრულა და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, რაც მის წინამორბედებს არ გაუკეთებიათ. 2017 წლის 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებდა. გასულ წელს კი იერუსალიმში აშშ-ის საელჩო გაიხსნა.

ალექსანდრ გაბიშევი

08 დეკემბერი 2019, 19:18

ტაბლოიდი

იაკუტელმა შამანმა პუტინის „განსადევნად“ მსვლელობა განაახლა

გაბიშევი მსვლელობას ორი ადამიანის და ოთხი ძაღლის თანხლებით აგრძელებს. გაბიშევმა ვლადიმერ პუტინის განსადევნად მოსკოვში მოგზაურობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. მას მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტი „ბნელი ძალების პირმშოა“ და მასთან გამკლავება მხოლოდ შამანს შეუძლია.