imedi /  28 იანვარი 2019, 08:21 / სანდო წყარო

NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარადგენს

NDI

NDI საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარადგენს. პრეზენტაციაზე წარდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან, გარემოს დაცვასთან, საგარეო პოლიტიკასთან, განათლებასთან, კრიმინალსა და მედიასთან დაკავშირებული გამოკითხვის შედეგები.

კვლევის საველე სამუშაო, საქართველოს მასშტაბით, დეკემბერში ჩატარდა და პირისპირ ინტერვიუს სახით, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2 205 ადამიანი გამოიკითხა.

კვლევის პირველი ნაწილის პრეზენტაცია დღეს, 10:30 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება. პოლიტიკური ნაწილი 30 იანვარს გამოქვეყნდება.

ყველა სიახლე

დაჭრა

10 დეკემბერი 2019, 00:52

ძალოვნები

თბილისში ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

10 დეკემბერი 2019, 00:32

მსოფლიო

პუტინი ზელენსკისთან შეხვედრით კმაყოფილია

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. მოლაპარაკებები „ნორმანდიული ოთხეული“ ფორმატში გაიმართა და საათნახევარს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებით კმაყოფილია.

10 დეკემბერი 2019, 00:18

კულტურა

ლოს-ანჯელესის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ წლის ფილმი დაასახელა

ლოს-ანჯელესის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის ვერსიით, 2019 წლის საუკეთესო ფილმი პონ ჯუნ ჰოს „პარაზიტი“ გახდა. ექსპერტებმა ეს ფილმი ასევე გამოარჩიეს კატეგორიებში „საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი“ და „საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი“.

თამარ ჩუგოშვილი

09 დეკემბერი 2019, 23:31

საქართველო

ჩუგოშვილი არ გამორიცხავს რომ მელიასთვის მანდატის ჩამორთმევას და მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრას მხარს არ დაუჭერს

როგორც თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, მოსამართლეობის კანდიდატებს შორის არის რამდენიმე ადამიანი, ვინც პროცესს ღირსეულად გაართვა თავი, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ წარიმართება პროცესები იურიდიულ კომიტეტში.

ბენქსი

09 დეკემბერი 2019, 23:05

კულტურა

ბენქსიმ საშობაო გრაფიტი დახატა. ვიდეო

„ღმერთო, დალოცე ბირმინგემი“- ასეთი აღწერა აქვს ვიდეოს. როგორც ბენქსი წერს, 20 წუთის განმავლობაში, სანამ გადაღებები მიმდინარეობდა, უსახლკარო კაცის როლის შემსრულებელთან გამვლელები მივიდნენ. მათ კაცს ცხელი სასმელი, 2 შოკოლადი და სანთებელა შესთავაზეს, მიუხედავად იმისა, რომ მას არაფერი უთხოვია.

არტურ ანქვაბი

09 დეკემბერი 2019, 22:52

ძალოვნები

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი არტურ ანქვაბი დააკავეს

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ექს კანდიდატი არტურ ანქვაბი 2 თვით დააპატიმრეს. როგორც რუსული მედია წერს, ის ბიზნესმენ არმენ გრიგორიანის გატაცებაშია ეჭვმიტანილი. არტურ ანქვაბი ოკუპირებული აფხაზეთის 2019 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა.

დონალდ ტრამპი

09 დეკემბერი 2019, 22:38

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეელი ლიდერები ტრამპს კატასტროფული შედეგის თავიდან ასაცილებლად დაფიქრებას ურჩევენ

ჩრდილოეთ კორეელი ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეურაცხმყოფელი განცხადებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. მმართველი პარტიის ვიცეპრეზიდენტი რი სუ იონგის თქმით, ტრამპი განცხადებებამდე ორჯერ უნდა დაფიქრდეს, თუ კატასტროფული შედეგის მიღება არ სურს.

ნინო ბურჯანაძე

09 დეკემბერი 2019, 21:59

საქართველო

ნინო ბურჯანაძე: პარასკევს ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში იქნება

ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან ყველაზე გვიან, პარასკევს გათავისუფლდება. გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, პარასკევს, 13 დეკემბერს გაიმართება.

ცხინვალი

09 დეკემბერი 2019, 21:44

ძალოვნები

ოკუპანტებმა სოფელ ახმაჯთან საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

დაკავებულები არიან სოფელ ბოჟამის მკვიდრი ემზარ გამხიტაშვილი, სოფელ ლამისყანას მკვიდრი გიორგი ზარიძე და სოფელ სამთავისის მკვიდრები მერაბ და ავთო გამხიტაშვილები. 2005 წელს დაბადებული ავთო გამხითაშვილი, როგორც არასრულწლოვანი გაათავისუფლეს.

ოპოზიცია

09 დეკემბერი 2019, 21:31

საქართველო

ოპოზიციამ 12 დეკემბრისთვის პარლამენტის პიკეტირება დაგეგმა

ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას ისევ გეგმავს. აქციების შესახებ გეგმები ოპოზიციის ლიდერებმა „ლეიბორისტების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე დასახეს. ოფისიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ პიკეტირება პარლამენტში მოსამართლეების საკითხის განხილვას დაემთხვევა.

პოლ უოლკერი

09 დეკემბერი 2019, 21:23

მსოფლიო

ამერიკელი ეკონომისტი პოლ უოლკერი გარდაიცვალა

პოლ უოლკერი 60 წელზე მეტ ხანს აშშ-ის ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა. 1979-1987 წელს ის ფედერალურ სარეზერვო სისტემის მმართველი იყო. სააგენტოში მუშაობისას ის ინფლაციასთან ბრძოლის კომპანიას ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში აშშ-ში ინფლაცია 11,20%-დან 3,66%-მდე შემცირდა.

პაველ კოლობკოვი

09 დეკემბერი 2019, 21:01

სპორტი

რუსეთის სპორტის მინისტრი: დოპინგსკანდალის მოსაგვარებლად ყველაფერს ვაკეთებთ

ეს კომენტარი მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც რუსეთს 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობა აეკრძალა.

ნორმანდიული ოთხეული

09 დეკემბერი 2019, 21:00

მსოფლიო

პარიზში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა იმართება

პარიზში, ელისეს სასახლეში საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა დაიწყო. მოლაპარაკებები „ნორმანდიული ოთხეული“ ფორმატში იმართება და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტის დარეგულირებას ეძღვნება.

ვაჟა გაფრინდაშვილი

09 დეკემბერი 2019, 20:15

საქართველო

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა გმობს დეფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმის უკანონო დაკავებას და მოუწოდებს, მოიხსნას მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება და უზრუნველყოფილი იყოს რეგიონისადმი დაუბრკოლებელი წვდომა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად;

ევრონესტი

09 დეკემბერი 2019, 19:59

საქართველო

არჩილ თალაკვაძე ევრონესტის სესიის გახსნაზე: აღმოსავლეთ პარტნიორობამ არაერთი შესაძლებლობა მოგვცა

ყოველწლიური სესია მისასალმებელი სიტყვით არჩილ თალაკვაძემ გახსნა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სესიას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი მიმდინარეობისას იმ სამომავლო ნაბიჯებს განიხილავენ, რომელიც საერთო მიზნების მისაღწევად უნდა გადაიდგას.

„მოჩვენებებზე მონადირეები“

09 დეკემბერი 2019, 19:36

კულტურა

„მოჩვენებებზე მონადირეების“ ახალი ნაწილის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა

სიუჟეტის თანახმად, დედა და მისი 2 შვილი პატარა ამერიკულ ქალაქ სამერვუილში გადადიან. ფილმის რეჟისორი ჯეისონ რაითმანია. ის აივან რაითმანის შვილია, რომელმაც კინოსერიალის პირველი და მეორე ნაწილი გადაიღო. უფროსი რაითმანი ამჯერად პროდიუსერია.

ჯენერალ მოტორსი

09 დეკემბერი 2019, 19:32

ეკონომიკა

ავტოკონცერნი General Motors-ი რუსეთის ბაზრიდან გავიდა

ამერიკული ავტოკონცერნი General Motors-ი რუსეთში თავის ბოლო აქტივს ყიდის. კომპანიის 50-%-ს რუსული „ავტოვაზი“ ყიდულობს, რის შემდეგ GM ავტოვაზი 100%-ით რუსული კომპანია გახდება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მანქანათმშენებელი საწარმო ამ დრომდე ერთობლივი იყო.

09 დეკემბერი 2019, 19:25

თემა

კონტრაცეფტივი ქალის ჯანმრთელობას ვნებს? ვისთვის შეიძლება და ვისთვის არა?

თანამედროვე სამყაროში აქტიური კამპანიაა, რომელიც კულტურული, რელიგიური და სოციალური სტერეოტიპებისგან ადამიანის გათავისუფლებას გულისხმობს. ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი ქალის რეპროდუქციულ თავისუფლებას უკავშირდება, რაციმას ნიშნავს, რომ ქალს აქვს უფლება საკუთარი სხეული სურვილისამებრ განკარგოს:მას უნდა ჰქონდეს ისეთი სექსუალური ცხოვრება, როგორიც თავად სურს, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, დაფეხმძიმებისთვის არის თუ არა მზად ან არასასურველი ორსულობა ხელოვნურად შეწყვიტოს. ჰორმონალური კონტრაცეფციის გაჩენამ ქალებს საკუთარი ორგანიზმის კონტროლის საშუალება მისცა. სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში 15-დან 44 წლამდე ქალების 45%-ი ჰორმონალურ კონტრაცეფციას ანიჭებს უპირატესობას.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

09 დეკემბერი 2019, 19:05

ეკონომიკა

საქართველოს 20 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა ცნობილია

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, აზერბაიჯანმა საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის სტატუსი დაკარგა, რაც პირველ რიგში მაგისტრალური მილსადენის პროექტის მშენებლობის დასრულებას უკავშირდება. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილზეა თურქეთი.

ოქროს გლობუსი

09 დეკემბერი 2019, 18:55

კულტურა

ოქროს გლობუსის ნომინანტები დასახელდნენ

ნომინაციების მიხედით, ნოა ბაუმბაკას „ქორწინების ისტორია“ ლიდერობს, რომელშიც მთავარ როლებს სკარლეტ იოჰანსონი და ადამ დრაივერი ასრულებენ. ნომინაციაში „საუკეთესო დრამატული ფილმი“ „ქორწინების ისტორიასთან“ წარდგენილია „ირლანდიელი“, „1917“, „ჯოკერი“ და „ორი მამით“.