imedi /  29 იანვარი 2019, 00:43 / სანდო წყარო

ეკა ბესელია საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს

ეკა ბესელია

ეკა ბესელია

ეკა ბესელია Facebook-ზე მორიგ პოსტს აქვეყნებს. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე საზოგადოებას მიმართავს. 

„გადავწყვიტე მოგმართოთ პირდაპირ, ღიად და შეუფერადებელი ემოციით.პირველი მივმართავ იმას, ვინც დგას მორალური ტერორის უკან –ისიც ამ საზოგადოების ნაწილია და მინდა ვუთხრა – მიზანს ვერ მიაღწიე!ვერ შეძლებ ჩემს გაჩერებას, გაჩუმებას , გაუჩინარებას!
ვერ შეძლებ ! ჩემში გააღვიძე ახალი ეკა , რომელსაც უფრო მეტად გაუმყარე საკუთარი თავის რწმენა, ვალდებულება და პასუხისმგებლობაც, რომ მას სხვების დაცვა საკუთარ თავზე მეტად შეუძლია!!!
შემდეგ მივმართავ ოჯახს, რომელმაც ბევრი რამ გადაიტანა ჩემს გამო მთელი ეს წლები რაც მე პოლიტიკაში ვარ. მე მათ პატიებას ვთხოვ ამდენი განცდისთვის, მაგრამ ისე როგორც ყოველთვის მჯერა რომ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის.
მივმართავ ყველა ქალს – თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ რეალობა. მეტი ქალია საჭირო პოლიტიკაში ! ამას მაშინ მივხვდი, როცა მე თავად მომიწია ბევრი კათარზისის გავლა. ბევრი განსაცდელის გადატანა და მუდმივად მტკიცება რომ სუსტი არა ვარ! რომ დამოუკიდებლად შემიძლია შევქმნა ღირებული და არა ვიყო სხვისი ხელის შემყურე...სწორედ იმიტომ , რომ ამდენის გავლა და გადატანა არ დაჭირდეს არც ერთ ქალს, მეტნი მოდით პოლიტიკაში და იბრძოლეთ, რომ იყოს უფრო ადამიანური და კეთილი, ვიდრე არის დღეს.
ახლა მივმართავ ყველა დანარჩენს :
შინაარსში ასახსნელი არაფერია , რაც გაავრცელეს, ფორმაა ამაზრზენი. ოჯახური თანაცხოვრების ხელყოფა და ფარული კამერით შეჭრა პირად სივრცეში. იქ სადაც არავის არასოდეს არაფერი ესაქმება!!! ის რაც ხელშეუხებელია!!!
ამას ჩადიოდა ყველა საჯარო პირის მიმართ სააკაშვილის რეჟიმი , მან შექმნა სისტემა , რომელიც ადამიანის ღირსებას ფეხქვეშ თელავდა. ანადგურებდა ფიზიკურად და მორალურად.
ადამიანი, როგორც ღირებულება არ არსებობდა.
სწორედ იმიტომ , რომ ამის ატანა და შეგუება არ შემეძლო , გამოვიხურე იმაზე უფრო კომფორტული კაბინეტი ვიდრე მქონდა და მიმზადებდნენ და გავედი ქუჩაში ბარიკადებზე, აქციებზე , მიტინგებზე სხვათა დასაცავად!!! 
ამ სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლაში ვიდექი ფეხმოუცვლელად მაშინაც როცა სააკაშვილის ზონდერები ჯერ ქვებს, ხოლო შემდეგ მომწავლელ გაზს, პლასტიკურ აკრძალულ ტყვიებს გვიშენდნენ მე და ჩემს მეგობრებს და სასიკვდილოდ გვიმეტებდნენ. ვიდექი მე ქალი ამ სასტიკი დარბევების დროს და გაიხსენოს ვინც იდგა ჩემთან ერთად –არასოდეს გავქცეულვარ! არასოდეს შემშინებია! არასოდეს მინანია!!!
და ყველაზე მძიმე გამოცდა – 2009–11 წწ ჩემი სკოლის მოსწავლე შვილის და 11 წლით უმცროსი ძმის ერთად დაპატიმრება პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით. ყველა ინსტანციის სასამართლომ ბედნიერად გაასამართლა დედის გამო დასჯილი უდანაშაულო ბიჭები. ისე როგორც ასამართლებდნენ სხვებს....არავის ვუნახივარ აცრემლებული, შეშინებული, გატეხილი და უკანდახეული....
და მოვიდა 2012 წლის 1 ოქტომბერი. როგორც არ უნდა გავნაწყენდე , ვერსაოდეს დავუვიწყებ ბიძინა ივანიშვილს იმ თავდადებას როცა ყველაფერი სასწორზე დადო და ამ ბრძოლაში წინ დადგა....მე მან მიხმო მესამე დღეს მისი პოლიტიკაში ჩართიდან და მითხრა ამ ბრძოლაში გავყოლოდი...ჩემი პირველივე შეხვედრის სათქმელი იყო– რისთვის ვიბრძოდი? სამართლიანობა უნდა აღგვედგინა ამქვეყანაში ! ეს ვუთხარი როგორც მიზანიც და პირობაც !!!
დანარჩენი ის იყო რაც ყველამ ნახეთ...
დამარცხდა ყველაზე სასტიკი რეჟიმი 1 ოქტომბერს და პირველი რაც გავაკეთეთ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა –ნაწამები და ნაგვემი ციხე –თავისუფლების მანიფესტით გავათავისუფლეთ . ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე დიდი პოლიტიკური დარტყმა მივაყენეთ და 215 პოლიტიკური პატიმარი ვცანით პარლამენტის დადგენილებით იმ მოწვევის უმრავლესობამ. ათასობით კი სასჯელის შემცირებით გათავისუფლდა .
ამ დარტყმის პასუხი იყო ის არაერთი თავდასხმა და ცილისწამება რაც დღემდე არ ცხრება ჩემს მიმართ. ამით ცდილობდნენ შურისძიებას ოპონენტები. 
არასოდეს მინანია, უფრო მეტიც, იმ დღის ბედნიერების ემოცია მომყვებოდა ეს წლები , როცა ციხის კარი გავაღეთ და გმინვაში მყოფი პატიმრები გამოვიყვანეთ მზის სინათლეზე . ამას მხოლოდ ის გაიგებს ვისაც სხვისი თავისუფლებისთვის უბრძოლია. ვისთვისაც მატერიალური გამორჩენა არაა სიცოცხლის აზრი და ვისაც ერთი ადამიანი მაინც უანგაროდ დაუცავს. 
მართალია დღეს ჩვენს ,,გუნდში,, აღმოჩდნენ ადამიანები, რომლებიც ამ მანიფესტს და ღირსების აქტს ჩდილს აყენებენ, მაგრამ ეს ისტორიის კუთვნილება გახდა და თავისუფლების ფასი არ არის არაფერი სხვა ....
სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება –ესეც ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ხელით მოხდა...მახსოვს ლევან გოგიაჩაიშვილის ემოციური კითხვა როცა ვთხოვე ნაწამები პატიმრების საჩივრები გაეანალიზებინა დასკვნის წერის დროს
,,რა დაგიშავე, რომ ეს გზა თავიდან რატო გამატარეო?.... ეს გზა გავიარეთ ყველამ ერთად ვინც ვიყავით მსხვერპლნი და არა მოძალადენი....და გვინდოდა ამ თავისუფლებისთვის და სამართლიანობის აღსრულებისთვის ეს გამარჯვება! გამოგვივიდა ???და ახლა ბოლოს ქართულ ოცნებას მივმართავ:გამოგვივიდა? შევძელით ეს ???დავიწყეთ და ვერ მივიყვანეთ ბოლომდე ... კოლექტიური მოძალადე ფრაგმენტულად ,მაგრამ დიდი დოზით შემოვიდა ჩვენს ,,გუნდში“ ... შიგნიდან დაგვიწყო რყევა და ჯაყჯაყი....
არ მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ ეს გადმონაცვლებული მოძალადე მეოცნების როლში ....ვერ მიიღო სამართალი ამ აზელილი ,,გუნდით“....ვერ მივიყვანეთ სამართლის აღსრულება ბოლომდე ...
მე 7 წლის თავზე ვწყვეტ შიგნით ამაზე საუბარს, წუხილს და სამდურავს და საჯაროდ ვამბობ ს ა კ მ ა რ ი ს ი ა !
სახელი დავარქვათ ყველაფერს! 
მოძალადის რეინკარნაციამდე მანძილს ვამცირებთ მათივე ანასხლეტების შეფარებით...ამდროს კი რამდენს ვატკინეთ გული უსამართლოდ ჩვენივე თანამებრძოლს ....
აი რატომ არ შეიძლება ამ რეჟიმის მსახურნი გამოვაცხადოთ მსხვერპლად და ვაწინაუროთ მოსამართლის მანტიის როლში...მე ამას ვერ შევეგუებოდი!!!
მე კიდევ ერთხელ შევეხე შიშველ სადენებს და ვთქვი რომ არ დავიხევ უკან ამ ბრძოლაში.
ეს ჯგუფი საკმაოდ ფესვებგადმულია და იბრძვის ყველა ფორმით! ეს მორალური ტერორიც ამის ნაწილი მგონია ჩემი პასუხი ?არ ვაპირებდი პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრებას და ეს მყარად მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ისევ მათ მაიძულეს და ახლა მიფრთხილდით!
ჩვენ თქვენ დაგამარცხებთ იმიტომ , რომ მე დავამარცხე ჩემში ყველა შიში ერთის გარდა –
გალაქტიონის ენით რომ გადმოვცე -მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის, სიკვდილს რომ გავს და უარესია!!!
ამიტომაც ,ერთად წავიდეთ წინ და ჩვენი თავისუფლება და სამართლიანობა ერთად მოვიპოვოთ“- წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

მმართველი პარტიიდან გარიცხული დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში მიზანმიმართულად ვრცელდება მისი ყოფილი თანაგუნდელის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია.

საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. დავით ჭიჭინაძე უწყებაში უკვე გამოიკითხა.

ყველა სიახლე

პროკურატურა

22 იანვარი 2020, 20:43

ძალოვნები

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატთა რაოდენობა შემცირდა

ადვოკატმა გრიგოლ გაგნიძემ კანდიდატურა მოხსნა და ირაკლი შოთაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა. შესაძლოა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღოს იურისტმა გელა ჩივაძემაც. გენერალური პროკურორის პოსტზე 17 კანდიდატი იყო წარდგენილი.

კორონავირუსი

22 იანვარი 2020, 20:38

საქართველო

ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო მოუწოდებს უხანში არ ჩავიდნენ

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქალაქ უხანში გამგზავრებისაგან, ვინაიდან ეს ქალაქი წარმოადგენს ინფექციის კერას. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 440 პაციენტს დაუსვეს. დაავადებას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსის შემთხვევები ასევე დაფიქსირდა ტაილანდში, ტაივანში, ჰონგ-კონგში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-შიც.

კონგრესმენების წერილი

22 იანვარი 2020, 20:33

საქართველო

მთავრობის ადმინისტრაციამ ამერიკელი კონგრესმენების წერილი გამოაქვეყნა

წერილში, რომელიც ჯერი კონოლიმ, ადამ კინზინგერმა, მაიკლ მაკკაულმა და ელიოტ ენჯელიმ გიორგი გახარიას მისწერეს, კონგრესმენები საქართველოში მიმდინარე პროცესებს კრიტიკულად აფასებენ.

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი

22 იანვარი 2020, 20:10

საქართველო

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემა იქმნება

„ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი“ (IRC) ახალ პროექტს იწყებს. ევროკავშირის მხარდაჭერით „საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემა შემუშავდება. პროექტის პრეზენტაცია დღეს თბილისში, სასტურმო „რუმსში“ შედგა. ღონისძიებას საჯარო მმართველობის მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო, საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი გახარია ილჰამ ალიევი

22 იანვარი 2020, 20:04

საქართველო

გიორგი გახარია დავოსში ილჰამ ალიევს შეხვდა

ლიდერებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობასა და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე ისაუბრებს, რომლებსაც თბილის და ბაქო ერთობლივად ახორციელებენ. ისინი ინტენსიური კომუნიკაციის მომავალში გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

კუპატა

22 იანვარი 2020, 19:41

ტაბლოიდი

პოპულარულ ქუჩის ძაღლ კუპატას თავისი სახლი აქვს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმში პოპულარულ ქუჩის ძაღლ კუპატას უკვე თავისი კერა აქვს. „მიზნად მხოლოდ ბავშვების უსაფრთხოდ ქუჩაზე გადასვლა ჰქონდა, მაგრამ აშკარად უფრო მეტი გამოუვიდა 😊დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვუყიდეთ კერა წარწერით „ხალხის რჩეული“, რაც ნამდვილად დაიმსახურა❤️“, -წერს უწყება სოციალურ ქსელში. ბათუმელი ქუჩის ძაღლი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ABC News-მა გამოაქვეყნა ძაღლის ვიდეო სათაურით „ქუჩის ძაღლი აცილებს ბავშვებს გადასასვლელზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა საქართველოში.“

Tesla

22 იანვარი 2020, 19:31

ეკონომიკა

Tesla-ს კაპიტალიზაციამ $100 მილიარდს პირველად გადააჭარბა

21 იანვარს Tesla-ს ერთი აქციის ღირებულებამ $555,1 დოლარი შეადგინა, კომპანიის კაპიტალიზაცია კი 110,1 მილიარდ დოლარს მიაღწია. მეორე დღეს აქციის ღირებულება 547,2 დოლარამდე შემცირდა, კაპიტალიზაცია კი 98,6 მილიარდამდე. აქციების ფასის ზრდა 2019 წლის მესამე კვარტალში კომპანიის ფინანსურმა წარმატებამ და ჩინეთში ქარხნის გახსნას უკავშირდება.

წყნეთის აგარაკები

22 იანვარი 2020, 19:11

ეკონომიკა

წყნეთის სამთავრობო აგარაკებზე გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა

წყნეთის სამთავრობო აგარაკებს მყუდველი არ გამოუჩნდა. 23 დეკემბერს გამოცხადებული აუქციონი ცოტა ხნის წინ დასრულდა. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ჯერ არ ამბობენ, როდის და რა პირობებით გამოცხადდება ახალი აუქციონი.

სასამართლო

22 იანვარი 2020, 18:48

ძალოვნები

ზუგდიდში, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებულ 51 წლის გელა ქანთარიას, რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო. შსს-ს ინფორმაციით, გელა ქანთარიამ მიმდინარე წლის 17 იანვარს ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

წყალბურთი

22 იანვარი 2020, 18:28

სპორტი

წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თურქეთი დაამარცხა

ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. დღეს, რევაზ ჩომახიძის მომზადებულმა გუნდმა თურქეთის ნაკრები 12:6 დაამარცხა და ათეულში ადგილი მოიპოვა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი 3-3 ბურთი ანდრია ბითაძემ და მიხეილ ბაღათურიამ გაიტანეს.

ჯეიმს აპატურაი

22 იანვარი 2020, 18:23

საქართველო

აპატურაი: ნატო რუსეთთან ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს

„ნატო რუსეთთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს, “- ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

კახა კალაძე

22 იანვარი 2020, 18:16

საქართველო

კახა კალაძე ევროპარლამენტარებზე: საგარეო მიმართულებით მუშაობა ჩვენი მხრიდანაც გასაძლიერებელია

კახა კალაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებით აშკარად იკვეთება, რომ მათ არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოში არსებულ ვითარებაზე, „ან კარგად იციან რა ხდება, მაგრამ ეს მათი სუბიექტური განცხადებებია“.

კახა კალაძე

22 იანვარი 2020, 18:05

საქართველო

კალაძე: პარლამენტთან რეაბილიტაციაზე განცხადებები მიუღებელია, აზრის გამოხატვაში არავინ იზღუდება

კახა კალაძის თქმით, პარლამენტის წინ ტერიტორიის რეაბილიტაციაზე გაკეთებული განცხადებები მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მისი თქმით, პარლამენტის წინ ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი მერიამ 2019 წლის მაის-ივნისში შეისყიდა და წინასწარ იყო დაგეგმილი იქ სამუშაოები, რადგან არსებული მდგომარეობა „ძალიან მძიმეა“.

კრისტიან ტერეში

22 იანვარი 2020, 18:03

საქართველო

ევროპარლამენტარი ტერეში: დასანანია, რომ ბევრი ევროპარლამენტარი სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან საუბარს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს

„მე გული დამწყდა იმის გამო თუ როგორ იყო განხილული საქართველოს საკითხი. დასანანია, რომ ბევრი მათგანი ამ შესაძლებლობას იყენებს პოლიტიკური ქულების დასაწერად“. - განაცხადა ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა.

პარლამენტი

22 იანვარი 2020, 17:55

საქართველო

პარლამენტთან გაკეთებულ კონსტრუქციაზე აქტივისტებმა და ოპოზიციამ წარწერები დატოვეს

პარლამენტთან მოძრაობა „გაბედეს“ წევრები მივიდნენ და მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც რკინის კონსტრუქციით არის შემოსაზღვრული, მავთულხლართი შემოავლეს და ამ ფორმით გააპროტესტეს თბილისის მერიის გადაწყვეტილება პარლამენტის წინ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებაზე.

ლიბია

22 იანვარი 2020, 17:28

მსოფლიო

ლიბიასთან ავიამიმოსვლა შეწყდა

სარაკეტო დაბომბვის შემდეგ ტრიპოლის აეროპორტი დაიხურა, რომელიც ლიბიაში ბოლო მოქმედი აეროპორტი იყო. ინფორმაციას Reuters-ი ტრიპოლის აეროპორტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აეროპორტმა ტუნისის თვითმფრინავი არ მიიღო, რომელიც ტრიპოლიდან 200 კილომეტრით დაშორებით მდებარე აეროპორტში გადაამისამართეს.

მღვდელმონაზონი ანდრია სარია

22 იანვარი 2020, 17:26

საქართველო

მღვდელმონაზონს, რომელმაც სასულიერო იერარქები მამათმავლობაში ამხილა, მსახურება აუკრძალეს

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდანსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც 20 იანვრით თარიღდება, წერია, რომ ანდრია სარია გაფრთხილების მიუხედავად, მედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.

ტერი ჯონსი

22 იანვარი 2020, 17:15

კულტურა

„მონტი პაითონის“ წევრი ტერი ჯონსი გარდაიცვალა

ბრიტანული კომიკ-ჯგუფის „მონტი პაითონის“ (Monty Python) წევრი ტერი ჯონსი გარდაიცვალა. ის 77 წლისა იყო. ტერი ჯონსის ნათესავების თქმით, ჯონსი 21 იანვრის საღამოს, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. ბოლო წლების განმავლობაში ის დემენციის იშვიათი ფორმით იტანჯებოდა.

საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა მესტია

22 იანვარი 2020, 17:13

საქართველო

საკოორდინაციო ჯგუფმა მესტიაში მთის კურორტებზე არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელა

მათ კურორტებზე არსებული პრობლემების მოკლე ვადაში შესაძლო გადაჭრის გზები განიხილეს, იმსჯელეს სვანეთში ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებაზე და მისი ჭარბი გამოყენებით გამოწვეულ შესაძლო შეფერეხებების შემთხვევაში მოქმედების სხვადასხვა ვარიანტი განიხილეს.

მცოცავი ოკუპაცია

22 იანვარი 2020, 17:06

საქართველო

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ ოძისში ჩავიდა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ ოძისში ჩავიდა. სტეფ ბლოკმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია მისიის საქმიანობაზე, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასა და იმ პრობლემებზე რომლებიც მოსახლეობას ჩაკეტილი გამშვები პუნქტების გამო შეექმნა.