imedi /  29 იანვარი 2019, 23:48 / სანდო წყარო

დეკანოზი: მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ჩამოსვლაში კონსპირაციული არაფერია

საპატრიარქო

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი

30 იანვარს საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია ჩამოდის. ამასთან დაკავშირებით, პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ შეხვედრის მიზანი მისი ხვალვე, შედეგით დასრულება არ არის. დეკანოზის თქმით, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი, მიტროპოლიტი ილარიონიც იყო ცოტა ხნის წინ ჩამოსული და არც ეს დაუმალავთ საზოგადოებისთვის. მის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის თქმით, მიტროპოლიტი ემანუელი "ძალიან მაღალი დონის სტუმარია საპატრიარქოსთვის და ეს საზოგადოებისთვის გაუგებარი არ დარჩებოდა".

"კონსპირაცია რომ სდომოდა ვინმეს, ასეც იქნებოდა, ამიტომ გეტყვით, რომ აქ არანაირი საკონსპირაციო თემები არ არის. არსებობს ორი მოდავე მხარე - ერთმანეთთან აქვთ გასარკვევი სამართლებრივი საკითხები და ისინი ცდილობენ, რომ მოიპოვონ ეკლესიების მხარდაჭერა ამ საკითხებთან დაკავშირებით. არავითარი კითხვის ნიშნები არ არის, რომ კონსტანტინოპოლს აქვს თავისი პოზიციები ამ საკითხზე, ისევე როგორც მოსკოვს“, - განაცხადა დეკანოზმა.

დეკანოზის განმარტებით, დელეგაცია ხვალ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქსაც შეხვდება. "„ამ შეხვედრის მიზანი არ არის ის, რომ ხვალვე დასრულდეს შედეგით და ითქვას, დავუჭერთ თუ არა მხარს ამ გადაწყვეტილებას. შეხვედრის მიზანია პოზიციების გაცნობა მოძმე ეკლესიებისათვის. მიტროპოლიტი მხოლოდ ჩვენთან არ ჩამოსულა, ისინი სხვადასხვა ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიებში დადიან და ეკლესიების ლიდერებს თავიანთი გადაწყვეტილებების მართებულობას აცნობენ, ისევე, როგორც მოსკოვის ეკლესიების წარმომადგენლები", - თქვა დეკანოზმა.

დღეს საპატრიარქომ უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ხელი 5 იანვარს მოაწერა. მანვე მართლმადიდებელ ეკლესიებს უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ყველა სიახლე

მეტრო

15 სექტემბერი 2019, 21:55

ძალოვნები

მეტროში ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა მძიმეა

მეტროს სადგურ „სამგორში“ დღეს ახალგაზრდა კაცი „სამგორში“ მატარებლის ლიანდაგებზე ჩავარდა. როგორც Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, კაცი კონტაქტური იყო, როდესაც სასწრაფო სამედიცინო სამსახურს საავადმყოფოში გადაჰყავდათ.

რესტორანი

15 სექტემბერი 2019, 21:42

ტექნოლოგიები

კვლევა: სულ უფრო მეტ ადამიანს სურს რესტორანში მარტო სიარული

კვლევის მიხედვით, გამოკითხული კაცების 72% რესტორანში მარტო დადის, ქალების შემთხვევაში კი პროცენტული მაჩვენებელი 57%-ია. ორივე სქესის რესპონდენტების 45%-მა კაფეში მარტო იშვიათად ჭამს, ყოველი მეხუთე კი რეგულარულად. კვლევა გერმანიაში ჩატარდა.

მადრიდის რეალი

15 სექტემბერი 2019, 21:40

სპორტი

მადრიდის „რეალმა“ ქალთა საფეხბურთო კლუბი შექმნა

კლუბის მიერ გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „რეალს“ ქალთა საფეხბურთო გუნდი უკვე მომავალ სეზონზე წარმოადგენს. მიმდინარე წლის დასაწყისში მადრიდის რეალმა ქალთა კლუბ Tacon-თან €500,000-იანი გარიგება დაამტკიცა. ახლა კი ის კლუბის გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა. ესპანეთის ჩემპიონატში ქალთა 16 გუნდი მონაწილეობს. „რეალი“ 1902 წელს დაარსდა.

გაფიცვა

15 სექტემბერი 2019, 21:13

ეკონომიკა

აშშ-ში General Motors-ის 50 000 თანამშრომელი გაიფიცა

გაფიცვა მას შემდეგ დაანონსდა, რაც კომპანიამ პროფკავშირებთან მოლაპარაკებებში ხელფასებსა და პირობების გაუმჯობესებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. როგორც BBC წერს, კომპანიას თანამშრომელთა ორდღიანი გაფიცვა 300 მილიონი დოლარი დაუჯდება. ჯამში 50000-მდე ადამიანი გაიფიცება.

მიწის თხილი

15 სექტემბერი 2019, 20:46

ტექნოლოგიები

აშშ-ში არაქისისგან გამოწვეულ ალერგიაზე სამკურნალო პრეპარატი შექმნეს

აშშ-ში ალერგიით 50 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება, მათგან სამ მილიონზე მეტ ამერიკელს მიწის თხილზე აქვს ალერგია, მედიკამენტი სახელწოდებით Palforzia მიზნად ისახავს 4-დან 17 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში მიწის თხილზე ალერგიული რეაქციებისა და მასთან დაკავშირებული მძიმე გამოვლინებების შემცირებას.

მანუჩარ შერვაშიძე

15 სექტემბერი 2019, 20:15

კულტურა

BIAFF-ზე კინოში შეტანილი წვლილისთვის მსახიობი მანუჩარ შერვაშიძე დაჯილდოვდა

ბათუმი საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს BIAFF-ს მასპინძლობს. დღეს კინოში შეტანილი წვლილისთვის ნომინაციებში გამარჯვებულები დასახელდნენ. ჯილდოები გადაეცათ მსახიობ მანუჩარ შერვაშიძეს, ფრანგ მსახიობს დენის ლავანის, ამერიკელ სცენარისტს და რეჟისორს პოლ შრედერს.

ნუგზარ წურწუმია

15 სექტემბერი 2019, 20:00

სპორტი

ქართველი მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრები ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იაპონიის წარმომადგენლის დამარცხებით გავიდა. მანამდე კი საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრმა ჩინელ და რუს სპორტსმენებს სძლია.

პრინცი ჰარი

15 სექტემბერი 2019, 19:55

ტაბლოიდი

მეგან მარკლმა პრინც ჰარის დაბადების დღე არჩის უცნობი ფოტოთი მიულოცა

პრინც ჰარის 35 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით, მეგან მარკლმა ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა. როგორც პოსტში მარკლი ჰარის ეუბნება, ის საუკეთესო მეუღლე და მამაა: "გვიყვარხარ. გილოცავთ დაბადების დღეს!", - წერს მეგან მარკლი. პოსტს თან ერთვის არჩის აქამდე უცნობი ფოტო.

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში

15 სექტემბერი 2019, 19:46

სპორტი

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთმა მოიგო

ჩინეთში გამართული მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გახდა. ესპანელებმა ფინალში არგენტინის ნაკრები ანგარიშით 95-75 დაამარცხეს. ესპანეთის ნაკრებს არგენტინისთვის მსოფლიო პირველობაზე 2006 წლის შემდეგ არ მოუგია.

ბაჰამის კუნძულები

15 სექტემბერი 2019, 19:37

მსოფლიო

ვუდსი და ტიმბერლეიკი „დორიანისგან“ დაზარალებულ ბაჰამის კუნძულებს დაეხმარებიან

ტაიგერ ვუდსი და ჯასტინ ტიმბერლეიკი ქარიშხალ „დორიანისგან“ დაზარალებული ბაჰამის კუნძულების მცხოვრებლების დასახმარებლად გაერთიანდნენ. ვუდსმა, ტიმბერლეიკმა და მათმა პარტნიორებმა საქველმოქმედო ფონდში $6 მილიონი უკვე მოიზიდეს.

მეტრო

15 სექტემბერი 2019, 19:25

ძალოვნები

მეტროში ახალგაზრდა კაცი ჩავარდა

მეტროს სადგურ „სამგორში“ მგზავრი მატარებლის ლიანდაგზე ჩავარდა. როგორც Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მგზავრი 25-30 წლამდე კაცია. მაშველებმა ის უკვე ამოიყვანეს და დაშავებული სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ზიმბაბვე

15 სექტემბერი 2019, 19:14

მსოფლიო

ზიმბაბვეში ექიმების პროფკავშირის ლიდერი გაფიცვის დღეს გაიტაცეს

პროფკავშირების აქტივისტები და უფლებადამცველები ზიმბაბვეს უშიშროების სამსახურს მედიკოსთა პროფკავშირის ხელმძღვანელის გატაცებაში ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, პიტერ მაგომბეი, გაფიცვის დღეს გაუჩინარდა. ის აქტივისტებს ორგანიზებაში ეხმარებოდა.

ედვარდ სნოუდენი

15 სექტემბერი 2019, 18:43

მსოფლიო

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი ედვარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემას ეთანხმება

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი ნიკოლ ბელუბე აცხადებს, რომ აშშ-ის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის ედვარდ სნოუდენისთვის ქვეყანაში თავშესაფრის მიცემის საკითხს ეთანხმება. მანამდე სნოუდენმა რადიოსადგურ France Inter-თან განაცხადა, რომ საფრანგეთს თავშესაფარი ჯერ კიდევ 2013 წელს სთხოვა.

მოდა

15 სექტემბერი 2019, 18:42

მსოფლიო

ლონდონის მოდის კვირეული კლიმატისა და ცხოველების დამცველთა აქციებით გაიხსნა

ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციის PETA-ს წარმომადგენლებმა სახესა და სხეულზე შავი ფერის სითხე წაისვეს, რათა ამით ხაზი გაესვათ "სახიფათო ნარჩენებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ტყავის ინდუსტრიასთან". პარალელურად კი აქტივისტთა მეორე ჯგუფმა გამართა აქცია.

15 სექტემბერი 2019, 18:36

მსოფლიო

ირანი აცხადებს რომ ომისთვის მზად არის

საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონების თავდასხმაში ამერიკის მიერ ირანის დადანაშაულებას თეირანი უაზრო განცხადებას უწოდებს. ამის შესახებ ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა აბას მუსავმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა. ბრიგადის გენერალმა ამირ ალი ჰაჯიზადემ კი განაცხადა, რომ ირანი სრულფასოვანი ომისთვის მზად არის.

იოჰანეს ჰანი

15 სექტემბერი 2019, 18:27

საქართველო

16 სექტემბერს იოჰანეს ჰანი საქართველოს ესტუმრება

ვიზიტის ფარგლებში იოჰანეს ჰანი საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას, საქართველოს განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს და თბილისის მერს კახა კალაძეს შეხვდება. დღის განმავლობაში იოჰანეს ჰანი და გიორგი გახარია მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

კლიმატის ცვლილება

15 სექტემბერი 2019, 18:01

მსოფლიო

ეკოაქტივისტები 20 სექტემბერს კლიმატის დასაცავად მასობრივ გაფიცვას გეგმავენ

კლიმატის დასაცავად აქცია 20 სექტემბერს, ნიუ-იოკრში დაგეგმილი გაეროს კლიმატის სამიტამდე სამი დღით ადრე, მთელს მსოფლიოში გაიმართება. ეკომოძრაობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საყოველთაო აქციები მსოფლიოს 129 ქვეყნის 2000-მდე ქალაქშია დაგეგმილი.

ბაშარ ასადი

15 სექტემბერი 2019, 17:51

მსოფლიო

ბაშარ ასადმა სირიაში საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა

სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა საყოველთაო ამნისტიის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. ასადმა ყველა დამნაშავე შეიწყალა, რომელთა მიმართაც 2019 წლის 14 სექტემბრამდე იყო სისხლის სამართლის საქმე აღძრული. ამნისტია შეეხოთ ასევე სიკვდილმისჯილებს, რომელთაც განაჩენი შეუცვალეს და უვადო პატიმრობაში დატოვეს.

არჩილ თალაკვაძე

15 სექტემბერი 2019, 17:43

საქართველო

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა გაიმართა

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა დასრულდა. დისკუსიაში პარტიები, კონსტიტუციონალისტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. განხილვის მთავრი თემა მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები იყო.

ბორის ჯონსონი ელისაბედ მეორე

15 სექტემბერი 2019, 17:38

მსოფლიო

Bloomberg: ბორის ჯონსონი არ აპირებს შეასრულოს Brexit-ზე დედოფლის ხელმოწერილი კანონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერი გეგმავს არ შეასრულოს დედოფალ ელისაბედ მეორის მიერ ხელმოწერილი კანონი, რომელიც ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვებას კრძალავს. ამის შესახებ Bloomberg-ი მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.