imedi /  30 იანვარი 2019, 14:13 / სანდო წყარო

ილია მეორემ უკრაინის ეკლესიის თემა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებთან განიხილა

უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრა დასრულდა. როგორც ცნობილია, მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრა თითქმის 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მეუფე ემანუელმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ეს იყო ძმური შეხვედრა მოძმე ეკლესიებს შორის.“

"განსაკუთრებული სიხარული მინდა გამოვხატო, რომ ჩვენ ვართ საქართველოში და მოგვეცა საშუალება, კიდევ ერთხელ შევხვედროდით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა გარკვეულ საკითხებს, გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. რასაკვირველია, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზეც ვისაუბრეთ და ტომოსზეც გვქონდა მსჯელობა.

რაც შეეხება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს, ჩვენი მიზანი არ იყო რაიმე აზრის თავსმოხვევა, ზეწოლა ან შეთავაზება. ეს იყო მხოლოდ ინფორმაციული შეხვედრა და დეტალებზე შეთანხმება  იმ საკითხებზე, რაზეც საუბარია ტომოსში. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სიბრძნე, რათა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს. ეს იყო ძმური, ეკლესიური და საერთო შეთანხმებული შეხვედრა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებს, საქართველოს ეკლესიის მეთაურსა და მღვდელმთავრებს შორის“, - განაცხადა მეუფე ემანუელმა.

მეუფე შიომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციას მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკლესიის მიმართ მიდგომისთვის.

"კონსტრუქციული შეხვედრა იყო. მადლობას ვუხდით მათ ასეთი კორექტული მიდგომისთვის საქართველოს ეკლესიის მიმართ. განვიხილეთ ძალიან ბევრი დეტალი. რაც მთავარია, გამოიკვეთა მათი კორექტული პოზიცია ჩვენი ეკლესიის მიმართ, რომ ისინი არ ჩამოსულან, რათა დაგვარწმუნონ, მივიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ჩვენს აუჩქარებლობას, რა პოზიციაც გვაქვს, სრული გაგებით ეკიდებიან.

წლის ბოლოს გვქონდა სინოდის სხდომა და იქ დადგინდა, რომ ეს განხილვა გადაიდება შემდგომი სინოდისთვის, რადგან არსებობს ბევრი დეტალი და მრავალი შეკითხვა სინოდში. ამას სჭირდება განხილვა და მუშაობა. ვადებზე ვერაფერს გეტყვით.

სამწუხაროდ, ჩვენთან არის ასეთი განწყობები, რომ ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია რაღაცნაირად ასოცირდებოდეს ვიღაცის მიერ, რომ ეს არის რუსული გავლენა. თქვენ დღეს მოისმინეთ მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია, რომ ისინიც ეთანხმებიან ჩვენს პოზიციას. ჩვენს ეკლესიაზე ეს ნამდვილად არაა, რადგან ჯერ როგორც ჩანს, ყველა ეკლესია პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს“, - განაცხადა მეუფე შიომ.

დღის ბოლოს, ამ შეხვედრის დეტალების შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ელაპარაკა. 

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და ქვეყანას დღეს დატოვებს.

ყველა სიახლე

ანა კარინა

15 დეკემბერი 2019, 16:11

კულტურა

ფრანგი მსახიობი ანა კარინა 79 წლისა გარდაიცვალა

პარიზში თეატრისა და კინოს მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და მომღერალი ანა კარინა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ავრცელებს. გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა. 79 წლის კარინას ​აგენტის, ლორან ბალანდრასის განცხადებით, ანა კარინა საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გოგა ბითაძე

15 დეკემბერი 2019, 15:51

სპორტი

გოგა ბითაძე G ლიგაში მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) G ლიგაში „ფორტ ვეინმა“ „ერი ბეიჰოუქსი“ 113:93 დაამარცხა. 20 წლის ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 36 წუთში 26 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი

15 დეკემბერი 2019, 15:35

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა საოკუპაციო ხაზთან გააპროტესტეს

აქციის მონაწილეები, რომელთა შორის მოძრაობა „სირცხვილიას“ და ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, სოფელ ოძისისკენ დღეს დილით რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ. პროტესტი, რომელსაც ექიმებიც შეუერთდნენ, ვაჟა გაფრინდაშვილის და მისი შვილების ორგანიზებით გაიმართა.

სენეგალი

15 დეკემბერი 2019, 15:15

მსოფლიო

სენეგალში გარემოს დაბინძურება გააპროტესტეს

პროტესტის მიზნით ასეულობით მომიტინგე დასავლეთ აფრიკის რესპუბლიკაში ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს ნაგავსაყრელთან შეიკრიბა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ყოველდღიურად აქ 2000 ტონაზე მეტი ნარჩენი გროვდება და ისინი არ მუშავდება.

ქეთევან ციხელაშვილი

15 დეკემბერი 2019, 14:58

საქართველო

ციხელაშვილი: საოკუპაციო რეჟიმი ჩვენს გამძლეობას ცდის

ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობით და გათავისუფლების გაჭიანურებით საოკუპაციო რეჟიმი თავის სახეს მთელი სისრულით აჩვენებს. ამით ისინი ვაჟა გაფრინდაშვილის და ყველა ჩვენგანის გამძლეობას ცდიან, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

რუთ ბალუნი

15 დეკემბერი 2019, 14:37

ტაბლოიდი

ბანკმა ამერიკელ ქალს შეცდომით 37,2 მილიონი დოლარი ჩაურიცხა

აშშ-ის ქალაქ დალასში კომერციულმა ბანკმა LegacyTexas-მა ფეხსაცმლის მაღაზიის თანამშრომელს შეცდომით 37,2 მილიონი დოლარი ჩაურიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი KTVT ავრცელებს. რუტ ბალუნმა მაღაზია Roma Boots-ში ცვლის დასრულების შემდეგ საბანკო ანგარიშის შემოწმება გადაწყვიტა და აღმოაჩინა, რომ 37,2 მილიონი დოლარით გამდიდრდა.

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 13:21

საქართველო

თალაკვაძე: ერეკლე კუხიანიძის პოზიცია ვერ იქნება ხელისუფლების პოზიცია

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ეხმაურება თბილისის საკრებულოს დეპუტატის, „ქართული ოცნების“ წევრ ერეკლე კუხიანიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ქვეყნის მოსახლეობის ნაწილს ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს. თალაკვაძის თქმით, კუხიანიძემ თავისი პოზიცია უნდა განმარტოს, მაგრამ ხელისუფლება ამ პოზიციას არ მიესალმება.

ერეკლე კუხიანიძე

15 დეკემბერი 2019, 13:07

საქართველო

ერეკლე კუხიანიძე: ჩვენი მოსახლეობის ნაწილს ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს

ვაკვირდები უბადრუკ და ზღვარსგადასულ სიბინძურეს, რაც წამოვიდა ჩემი მისამართით, და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს, - ამის შესახებ Facebook-ზე თბილისის საკრებულოს დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი ერეკლე კუხიანიძე წერს.

ალეკო ელისაშვილი

15 დეკემბერი 2019, 12:58

საქართველო

ჩოხატაურში აქციას „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები” დაპირისპირება მოჰყვა

მოძრაობის წევრებს საკრებულოს დეპუტატები „ქართულო ოცნებიდან“ და ბაზრის დირექტორი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მათი თქმით ალეკო ელისაშვილის ბრალდებები, რომ გურიის მაჟორიტარებს ნინო წილოსანსა და არჩილ თალაკვაძეს არაფერი გაუკეთებიათ, უსაფუძვლოა.

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 12:48

საქართველო

თალაკვაძე: ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის და მთელი საზოგადოების მოთხოვნა ლეგიტიმურია

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის და მთელი საზოგადოების მოთხოვნა ლეგიტიმურია. ჩვენ, როგორც პოლიტიკოსები და როგორც მოქალაქეები, ვდგავართ მისი ოჯახის გვერდით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საოკუპაციო ხაზთან დაგეგმილი საპროტესტო აქციის შეფასებისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 12:43

საქართველო

თალაკვაძე: პრეზიდენტს პოლიტიკურ პარტიებთან ვალდებულებები არ აქვს

პარლამენტის თამჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პრეზიდენტის ერთწლიანი მუშაობა შეაფასა. თალაკვაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ დღესაც მიაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა და ეს პრეზიდენტმაც დაამტკიცა.

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 12:27

საქართველო

თალაკვაძე: მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით ოპოზიციას არგუმენტებს გავაცნობთ

„წინასწარ კომენტარებს არ გავაკეთებ, რადგან მეორე მხარეს არის ოპოზიცია, სხვადასხვა საპარლამენტო, არასაპარალამენტო პოლიტიკური პარტიები და შეხვედრის შედეგები მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა პოზიციას დააფიქსირებს თითოეული პოლიტიკური პარტია“.

გრიგოლ ვაშაძე

15 დეკემბერი 2019, 12:14

საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს

დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით 8 დეკემბერს გამართულ მეორე რაუნდზე მმართველი გუნდი და ოპოზიცია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ. ახალ ინიციატივაზე მხარეები სწორედ ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

სამაშველო ოპერაცია

15 დეკემბერი 2019, 11:56

ძალოვნები

მაშველებმა მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი კაცი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე 3000 მეტრის სიმაღლეზე მყოფი კაცი იპოვეს. დაშავებული განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს მეხანძრე-მაშველებმა ვერტმფრენში სპეციალური ტექნიკით აიყვანეს.

ყავის დედოფალი

15 დეკემბერი 2019, 11:42

ტაბლოიდი

შვედური კომპანია საოცნებო სამსახურისთვის „ყავის დედოფალს“ ეძებს

შვედური კომპანია ყავის მოყვარულებს საოცნებო სამსახურს სთავაზობს. კომპანია „Gevalia“ ეძებს „ყავის დედოფალს“, რომელიც ერთ კვირას შოტლანდიაში, ედინბურგის (Carlowrie Castle) ციხესიმაგრეში იცხოვრებს. მსურველებს განაცხადის შეტანა 21 დეკემბრამდე შეუძლიათ. გამარჯვებული 2020 წლამდე გაირკვევა.

აშშ

15 დეკემბერი 2019, 11:35

საქართველო

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 16-19 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ვაშინგტონში დელეგაციის წევრები შეხვედრებს აშშ-ის კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართავენ.

15 დეკემბერი 2019, 11:22

მსოფლიო

ნეპალში მომლოცველების ავტობუსი 500 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა

ნეპალში, სინდჰუპალჩოკის რაიონში მომლოცველების ავტობუსი 500 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Himalayan Times-ი ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსს ქალაქ კალინჩოუკედან ინდუისტი მომლოცველები გადაჰყავდა, როდესაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

თამილა ლაფანაშვილი

15 დეკემბერი 2019, 11:18

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: გვინდა გავაგონოთ მას, რომ ჩვენც ვიცავთ ამ პრინციპებს

გვინდა გავაგონოთ ვაჟას, რომ ჩვენც ვიცავთ იმ პრინციპებს, რომლებსაც ის ახლა იქ იცავს, - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილის თქმით, ასეთია საოკუპაციო ხაზთან დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციის მიზანი.

ანტონიო კონტე

15 დეკემბერი 2019, 10:50

სპორტი

კონტემ მატჩამდე დაგეგმილი პრესკონფერენცია პროტესტის ნიშნად გააუქმა

„ფიორენტინასთან“ მატჩამდე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა მედიასაშუალება ვალდებულია, პატივი სცეს ხალხის გარანტირებულ უფლებას. პრესკონფერენცია დღეს არ ჩატარდება“, - წერს კლუბის ხელმძღვანელობა. საქმე ეხება „კორიერე დელო სპორტი“ მიერ გამოქვეყნებულ წერილს კონტესთან დაკავშირებით.

გერშონ კინგსლი

15 დეკემბერი 2019, 10:29

კულტურა

ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი გერშონ კინგსლი გარდაიცვალა

გერშონ კინგსლი (ნამდვილი სახელი - გიოტც გუსტავ კსინსკი) 1922 წელს გერმანიის ქალაქ ბოხუმში დაიბადა. 1946 წელს ის ნიუ-იორკში ჩავიდა, 1955 წლიდან კი ბროდვეიზე, მუსიკალურ რეჟისორად დაიწყო მუშაობა. 1969 წელს გამოსული კომპოზიცია Popcorn-ისთვის მან „ემის“ ჯილდო მიიღო.