ნაზი ჯანეზაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე პოლიციაში გამოკითხეს

ნაზი ჯანეზაშვილი
ფოტო: არქივი
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაავშირებით პოლიციაში გამოკითეს. გამომძიებლების კითხვებს ის დაახლოებით ორი საათის განმავლობაში პასუხობდა.
მანამდე კი მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ ფეისბუქმეგობარმა შეატყობინა და ამ საქმეზე პოლიციაში იყო დაბარებული.
"პირადი ცხოვრების გამჟღავნებით ადამიანების შანტაჟი უნდა დამთავრდეს!
დღეს სახლისკენ მიმავალ გზაზე, ფეისბუქზე მომივიდა პირადი შეტყობინება, ფრენდისგან, რომელსაც პირადად არ ვიცნობ, იგი მწერდა, რომ ერთ-ერთი მომხმარებელი ეკა ბესელიას ვიდეოს ავრცელებდა. ამ შეტყობინებას ახლდა ვიდეოს Screen. ამ screen-ის დეტალები არ მაინტერესებს.
რა თქმა უნდა, შევატყობინე პოლიციას და ნახევარ საათში გულუაზე შსს-ში უნდა გამოვცხადდე.
ასეთ დროს, როცა მოსამართლე ადამიანის უფლებებზე უნდა ფიქრობდეს, გვრიტიშვილმა არჩევანში მოსამართლისთვის სრულიად შეუფერებელი რამ იკადრა და თქვა: "არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ეკა ბესელიას ხელს აძლევს შექმნილი სიტუაცია პოლიტიკური თვალსაზრისით”,- წერდა ჯანეზაშვილი.
დღესვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ასეთი ქმედებები მას პოზიციას არ შეაცვლევინებს.
ასევე ფრაქცია „ქართულმა ოცნებმა“ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, რომელმაც ამის შესახებ პირველმა თქვა და შსს-ში უკვე გამოიკითხა, მიიჩნევს, რომ ეს სასამართლოს სიტემიდან ვრცელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ახალი ფარული ვიდეოჩანაწერი დაბლოკა და მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 157-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.
ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2019, 11:50
საქართველო
კინზინგერი: სავაჭრო გზა, რომელიც საქართველოზე გადის, უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა რუსეთსა და ირანს გავლენის შესაძლებლობები წაერთვას
„მოხარულნი ვიქნებით, რომ ვიხილოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან“, - ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ირაკლი ბერაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სავაჭრო გზა, რომელიც საქართველოზე გადის, უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა რუსეთსა და ირანს გავლენის შესაძლებლობები წაერთვას“.

06 დეკემბერი 2019, 11:46
საქართველო
ევროპის უნივერსიტეტში ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა
ევროპის უნივერსიტეტში ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი და დარბაზი გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ოჯახის წევრებთან ერთად ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ევროკავშირის ელჩი და გაეროს მუდმივი წარმომადგენელი დაესწრნენ.

06 დეკემბერი 2019, 11:32
საქართველო
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების საკითხი ციხელაშვილმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე განიხილა
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი შეხვედრებს მართავს. საუბრის მთავარი თემა განგრძობითი ოკუპაცია და მისით გამოწვეული მძიმე შედეგებია. სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ციხელაშვილი ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის საერთაშორისო მდივანს კატი პირის და ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელს, მარინა კალიურანდს შეხვდა.

06 დეკემბერი 2019, 11:16
საქართველო
ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი დღეს ერთობლივ განცხადებას მიიღებს
საქართველოს მეგობართა ჯგუფი ეუთოში დღეს ერთობლივ განცხადებას მიიღებს. მათი გზავნილი უცვლელია: საერთაშორისო საზოგადოება ერთსულოვანია რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ და ოკუპაციის უმძიმესი შედეგების მიმართ. მეგობართა ჯგუფი 2014 წელს შეიქმნა და ერთობლივ განცხადებებს 2016 წლიდან იღებს.

06 დეკემბერი 2019, 11:07
საქართველო
„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება. შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყო. სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საარჩევნო სისტემა, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული ის კანონპროექტი იქნება, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ეხება.

06 დეკემბერი 2019, 11:05
სპორტი
მჯდომარე ფრენბურთში საერთაშორისო ტურნირი საქართველოს ნაკრებმა მოიგო
თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში, მჯდომარე ფრენბურთში გამართული საერთაშორისო ტურნირი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე უნგრეთის გუნდი გავიდა, მესამე ადგილი კი კიდევ ერთმა ქართულმა გუნდმა „ინვიქტუს“ დაიკავა. ტურნირის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

06 დეკემბერი 2019, 11:03
საქართველო
„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში საპროტესტო აქციას მართავს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმში საპროტესტო აქციას მართავენ. მსვლელობის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა. აქციაში „გირჩის“, „ევროპული საქართველოს“, „ახალი საქართველოსა“ და „სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

06 დეკემბერი 2019, 10:46
ძალოვნები
უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით დააკავეს
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საქართველოში შემოიტანეს და ქვემო ქართლის რეგიონში გაასაღეს 20 ცალი ყალბი 500-ევროიანი კუპიურა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 10 000 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურაა ამოღებული. გამოძიება სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

06 დეკემბერი 2019, 10:04
სპორტი
წლის საუკეთესო ავტომრბოლელი ლუის ჰემილტონი გახდა
ფორმულა 1-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა 2019 წლის სეზონის შედეგების მიხედვით ავტომრბოლელთა რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის პირველ ადგილზე მსოფლიო ჩემპიონი ლუის ჰემილტონი მოხვდა, რომელმაც 2019 წელს გამართულ ფორმულა 1-ის 21 რბოლიდან 11 მოიგო.

06 დეკემბერი 2019, 09:51
ძალოვნები
ნიკა გვარამია სუსში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს
გვარამია მოწმის სახით არის დაბარებული. გამოკითხვაზე გამოცხადება ნებაყოფლობითია და უარის შემთხვევაში გვარამიას მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად დაიბარებენ. Imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში განუცხადეს, რომ გვარამია მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაბარებული, თუმცა სხვა დეტალებზე უწყება ჯერ არ საუბრობს.

06 დეკემბერი 2019, 09:37
მსოფლიო
პარიზში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციაზე 71 ადამიანი დააკავეს
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციაზე 71 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მისი ცნობით, დემონსტრაციები ქვეყნის 40 ქალაქში გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციაზე 800 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

06 დეკემბერი 2019, 09:19
ტაბლოიდი
მართვის მოწმობის აღდგენის შემდეგ დევიდ ბექჰემი კვლავ სკანდალში გაეხვა
დევიდ ბექჰემი მართვის მოწმობის აღდგენიდან რამდენიმე კვირაში კვლავ სკანდალში გაეხვა. როგორც პაპარაცების მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, 44 წლის ფეხბურთელმა ავტომობილი მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში გააჩერა, დაახლოებით 20 წუთი ჩართული ძრავით იდგა და მობილური ტელეფონით სარგებლობდა.

06 დეკემბერი 2019, 08:52
მსოფლიო
CNN: აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 7000-მდე ჯარისკაცს გაგზავნის
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ათასი ჯარისკაცის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს, რათა ირანის მიერ ერაყში მოკლე მანძილზე მფრინავი რაკეტების შეტანის შემდეგ რეგიონში საჰაერო უსაფრთხოება უზრუნველყოს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს პენტაგონის რამდენიმე თანამშრომელმა განუცხადა.

06 დეკემბერი 2019, 08:38
მსოფლიო
მერკელი ჰიმნს ისევ მჯდომარე მდგომარეობაში უსმენს. ვიდეო
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ოფიციალურ შეხვედრაზე სახელმწიფო ჰიმნებს ისევ მჯდომარე მდგომარეობაში მოუსმინა. მერკელისა და ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეხვედრის ვიდეოკადრები ყაზახურმა ტელევიზიამ გაავრცელა.

06 დეკემბერი 2019, 08:18
ეკონომიკა
Saudi Aramco-მ აქციების საბოლოო ფასი დაადგინა
საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-მ აქციების პირველადი განთავსების ფარგლებში თავისი აქციების საბოლოო ფასი დაადგინა. ერთი აქციის ფასი 32 რიალი (8,53 დოლარი) იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

06 დეკემბერი 2019, 00:56
კულტურა
Disney-მ „მულანის“ ტრეილერი გამოაქვეყნა
კომპანია Disney-მ რეჟისორ ნიკი კაროს ფილმ „მულანის“ ტრეილერი გამოაქვეყნა. სურათი 1998 წლის მულტფილმის ეკრანიზაციაა. სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა გოგო თავს კაცად ასაღებს და ჯარში მიდის. შედეგად ის ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდი მეომარი ხდება. „მულანის“ პრემიერა 2020 წლის 27 მარტს გაიმართება.

06 დეკემბერი 2019, 00:40
მსოფლიო
ტრამპი: აშშ ირანში პროტესტის მონაწილეთა გვერდით დგას
აშშ-ის პრეზიდენტი თეირანს აკრიტიკებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ პროტესტის მონაწილეთა გვერდით დგას. ამასთან დაკავშირებით ტრამპმა თეთრ სახლში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. Amnesty International-მა ორშაბათს პროტესტის სულ მცირე 208 მონაწილის გარდაცვალების შესახებ განაცხადა.

06 დეკემბერი 2019, 00:20
კულტურა
ბილი აილიშმა ახალი ვიდეორგოლი წარადგინა
მომღერალმა ბილი აილიშმა სიმღერაზე „xanny“ ვიდეორგოლი წარადგინა. ამის შესახებ Rolling Stone-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, კომპოზიცია აილიშის ალბომში „When We All Fall Asleep, Where Do We Go?“ შედის, რგოლის რეჟისორი კი თავად 17 წლის მომღერალია. „ძალიან მიხარია, რომ ჩემი სარეჟისორო დებიუტი გაგიზიარეთ“, - განაცხადა აილიშმა.

05 დეკემბერი 2019, 23:58
საქართველო
ზუგდიდის მიტროპოლიტი ბერის დაკავებაზე: პასუხისმგებლობას არ ვიხსნით
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ბერის, გიგა ქავთარაძის საქმესთან დაკავშირებით ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ კომენტარი გააკეთა. დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს. ათონის მთაზე მოღვაწე ბერი და მასთან ერთად ერთი ადამიანი 4 დეკემბერს დააკავეს.

05 დეკემბერი 2019, 23:38
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი Time-ის ყდაზე მოხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალ Time-ის ყდაზე პირველად მოხვდა. დეკემბრის გამოშვებაში მასთან ინტერვიუც არის გამოქვეყნებული, რომელიც პრეზიდენტმა ჟურნალისტ საიმონ შუსტერს მისცა. შუსტერი და ზელენსკი ერთმანეთს ნოემბერში შეხვდნენ, როცა პრეზიდენტმა რამდენიმე დასავლურ გამოცემას ინტერვიუ მისცა.