imedi /  01 თებერვალი 2019, 16:26 / სანდო წყარო

მესამე სექტორი ცილისწამებაზე ახალი რეგულაციის შემოღებას არ ემხრობა

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ცილისწამებაზე ახალი კანონის მიღების აუცილებლობას ვერ ხედავენ. ვერ ხედავენ ამ ინიციატივის გარშემო დისკუსიის ფორმატის შექმნის აზრსაც.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები აცხადებენ, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების შესახებ საუკეთესო კანონია და ის არ უნდა შეიცვალოს. თუ მაინც გადაწყდა ახალი რეგულაციების მიღება, მესამე სექტორი პროცესს გაემიჯნება.

სულხან სალაძის თქმით, თვითონ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვედრას არ დასწრებია და არასამთავრობო სექტორთან მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ დარბაზი დატოვა. ამასთან, საია-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ცილისწამების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი გამოირიცხა.

“დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო ლეღვის ნახარშის თემიდან დაწყებული, ლუგარის ლაბორატორიით დასრულებული. იმდენად დიდი დიაპაზონი და იმდენად ბევრი თემა შეიძლება იყრიდეს თავს ამ ორ თემას შორის, რომ პრაქტიკულად, შეუძლებელია, დისკუსია გვქონდეს იმაზე, თუ რა ტიპის ცვლილებები გვჭირდება. ვერ მივიღე მთავარ შეკითხვაზე პასუხი, თუ რა მიზანს ემსახურება ამ ტიპის შეხვედრა. საუბარი იყო საგარეო საფრთხეებზეც, დეზინფორმაციაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე... ამ ყველაფრის ერთ კონტექსტში განხილვა და ამ მასშტაბისა და მოცულობის შეხვედრაზე წინასწარ მომზადების გარეშე ღია მსჯელობა ისე, რომ მომწვევი მხარე პოზიციას არ აფიქსირებდეს, ვფიქრობ, არაეფექტურია. თუ გამოხატვის თავისუფლების ნაწილზე იქნება შეხვედრები, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ საია მონაწილეობას ვერ მიიღებს. რაც შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის გარე საფრთხეები, სხვა პრობლემები, რომელიც შეიძლება, არაკეთილმოსურნე სახელმწიფოებიდან მომდინარეობდეს, მიმაჩნია, რომ ეს თემები სტრატეგიულ განხილვას საჭიროებს და არა მოუმზადებლად მსჯელობას”, - განაცხადა სულხან სალაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ცილისწამებასთან დაკავშირებით დამატებითი რეგულაციების შემოღება საჭირო არ არის. 

"მესმის, რომ ქალბატონ სალომეს აქვს პერსონალური დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით და ცხადია, რომ საჯარო პირს უხდება დეზინფორმაციასთან ბრძოლა, მეც ვარ ერთ-ერთი მაგალითი და ზუსტად ვიცი, ის რას გრძნობს, მაგრამ მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ გამოხატვის თავისუფლება წინ დავაყენოთ, რადგანაც ეს არის ის მიღწევა, რომელიც ჩვენ ამ ქვეყანაში გვაქვს. ამიტომ დღევანდელი ჩვენი საკანონმდებლო სისტემითაც და რეგულაციებითაც შეგვიძლია და გვაქვს ბერკეტები დავამტკიცოთ, სად ვართ მართლები. მივიდეთ სასამართლოში, მაგრამ თუკი სასამართლო არ იქნება დამოუკიდებელი, მიკერძოებულად და ამორჩეულად მიიღებს გადაწყვეტილებებს, ცხადია, ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლებელი იქნება. ჩემი დავა იყო ამის კარგი მაგალითი. თუკი ადამიანები სხვა შემთხვევაში არ იყვნენ საჯარო პირები და კრიტიკულები ხელისუფლების მიმართ, ისინი ახერხებდნენ სასამართლოს წესით ამ სიმართლის დამტკიცებას და მე ვერ ვახერხებდი იმიტომ, რომ ვიყავი დაპირისპირებული ქართულ ოცნებასთან. ამიტომ სასამართლო სისტემა თუ დამოუკიდებელი იქნება, არანაირი დამატებითი მექანიზმების შემოღება ამ ქვეყანაში საჭირო არ იქნება",- განაცხადა გიგაურმა.

სიტყვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ პარალელურად ქვეყანაში დაცული უნდა იყოს ადამიანის ღირსება.

11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცილისწამებასთან დაკავშირებულ კანონზე დისკუსიისთვის მზადაა. პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს დაეთანხმა.

13 იანვარს კი მესამე სექტორმა ცილისწამების შესახებ კობახიძისა და ზურაბიშვილის განცხადებებზე განმარტებები მოითხოვა.    

ყველა სიახლე

ადოლფ ჰიტლერი

23 აპრილი 2019, 12:22

ტაბლოიდი

აშშ-მ ჰიტლერის არგენტინაში გაქცევის შესახებ საგამოძიებო მასალები გაასაჯაროვა

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) 1945 წელს ადოლფ ჰიტლერის არგენტინაში გაქცევის ვერსიას განიხილავდა. ამის შესახებ უწყების საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, გაქცევაში ჰიტლერს არგენტინელი მაღალჩინოსნები დაეხმარნენ.

23 აპრილი 2019, 12:08

ეკონომიკა

აშშ ირანიდან ნავთობის იმპორტიორებს ფინანსურ სანქციებს დაუწესებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ დაუშვებს გამონაკლისს იმ ქვეყნებისთვის რომლებიც ირანიდან ნავთობის იმპორტს განახორციელებენ. აშშ გეგმავს გაუუქმოს შეღავათები ჩინეთს, ინდოეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეას, თურქეთს. 2019 წლის 2 მაისიდან ამ ქვეყნებზე ფინანსური სანქციები გავრცელება, იმ შემთხვევაში თუ ირანული ნავთობის იმპორტს განახორციელებენ.

23 აპრილი 2019, 12:05

საქართველო

დადგინდა რომელ რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს აქვთ სისხლში ტყვიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, ბავშვების 16%-ში კი შედარებით მაღალი მატებაა.

23 აპრილი 2019, 11:36

ეკონომიკა

ბელარუსმა რუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტი შეწყვიტა

ბელარუსმა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთსა და უკრაინაში, ბენზინის და დიზელის საწვავის ექსპორტი უხარისხო რუსული ნავთობის გამო შეწყვიტა. ამის შესახებ ბელარუსის ნავთობის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სერგეი გრიბმა განაცხადა.

ვარშავა

23 აპრილი 2019, 11:30

საქართველო

ბათუმიდან ვარშავაში ზაფხულში პირდაპირი ავიარეისები შესრულდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პოლონურ ავიაკომპანია Enter Air-ს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა მიანიჭა.

23 აპრილი 2019, 11:22

ძალოვნები

რომში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

იტალიური მედიის ცნობით, რომში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. დაპირისპირება პიაცა დე ჩინკესენტოს მოედანზე, ავტობუსში მოხდა. წარმოშობით მაროკოელმა კაცმა 44 წლის ქართველს დანით თავს დაესხა და ყელის არეში დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში ავტობუსის მძღოლმა გადაიყვანა.

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები

23 აპრილი 2019, 11:20

სპორტი

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჰოკეისტებმა ტურნირის მასპინძელი მექსიკა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხეს. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ალექსანდრ ვასილჩენკო იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ტყვიის შემცველობა

23 აპრილი 2019, 11:15

საქართველო

კვლევა: ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობამ მოიმატა

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.

23 აპრილი 2019, 11:02

საქართველო

პანკისელები: თუ დაკავებები დაიწყება ისევ გამოვალთ თანასოფლელების დასაცავად

პანკისის მოსახლეობის დიდი ნაწილი მზად არის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება დაიწყოს. ადგილობრივები სოფელ ბირკიანში შეიკრიბნენ და გარკვეულ კონსენსუსს მიაღწიეს. პანკისში დაგეგმილი ჰესის მშენებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებამდე გადაიდო.

23 აპრილი 2019, 10:59

სპორტი

„ცრვენა ზვეზდას“ გულშემატკივრები „ბუდუჩნოსტის“ კალათბურთელებს თავს დაესხნენ

ადრეატიკის ლიგის ფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩის დაწყებამდე დაპირისპირება მოხდა. ბელგრადში გოგა ბითაძის „ბუდუჩნოსტი“ სერბულ „ცრვენა ზვეზდას“ ხვდებოდა. მატჩის დაწყებამდე მოედანზე სერბული კლუბის გულშემატკივრები შეიჭრნენ და კალათბურთლებს სხვადასხვა ნივთები ესროლეს, დაცვის დახმარებით მოთამაშეებმა პარკეტი დროულად დატოვეს

23 აპრილი 2019, 10:53

საქართველო

თავდაცვის მინისტრი ლოგისტიკურ სწავლებას გაეცნო

სწავლება „დასავლეთის აღალი 2019“-ის მიზანი თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ოპერატიულად დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ლოგისტიკური ელემენტების კოორდინირებული ქმედების დახვეწა და საბრძოლო დონის ამაღლებაა.

ფილიპინები

23 აპრილი 2019, 10:36

მსოფლიო

ფილიპინებზე კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებზე კიდევ 1 ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სტიქიის სიმძლავრემ 6,3 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრში კუნძული სამარი იყო. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. 22 აპრილს ფილიპინებზე ასევე 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

23 აპრილი 2019, 10:36

ტექნოლოგიები

Tesla 2020 წლიდან უპილოტო ტაქსის სერვისს აამოქმედებს

მასკის თქმით, 2020 წელს Tesla-ს მილიონამდე ავტომობილი აბსოლუტურად თვითმართვაზე გადავა. Associated Press-ის ცნობით, Tesla-ს დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ შემდეგი წლის ბოლომდე აშშ-ში უპილოტო ავტომობილის გამოცდის საშუალებას მისცემს.

23 აპრილი 2019, 10:22

მსოფლიო

შრი-ლანკაზე ტერაქტების მსხვერპლებს მასობრივად კრძალავენ

შრი-ლანკაზე მასობრივი დაკრძალვის ცერემონია დაიწყო. ქვეყანაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შეასახებ BBC ავრცელებს. უახლოესი ინფორმაციით აფეთქებების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 310-ს მიაღწია.

ჭიაკოკონობა

23 აპრილი 2019, 10:12

საქართველო

რა ჯარიმა დაეკისრება მოქალაქეს ჭიაკოკონობაზე საბურავების დაწვისთვის

ამ ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.

ლაირა მაკქი

23 აპრილი 2019, 09:47

მსოფლიო

ჟურნალისტის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ირლანდიის რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო

„მტერზე თავდასხმის დროს ლაირა მაკქი ტრაგიკულად დაიღუპა იმ დროს, როდესაც ის მტრული ძალების გვერდით იდგა"- ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც „ირლანდიის რესპუბლიკურმა არმია“ ჟურნალისტის ოჯახსა და ახლობლებს ბოდიშს უხდის.

პაროლები

23 აპრილი 2019, 09:28

ტექნოლოგიები

ყველაზე არასაიმედო პაროლების რეიტინგი გამოქვეყნდა

სიის ლიდერია პაროლი 123456, რომელსაც 23,2 მილიონი ბრიტანელი იყენებს. მას შემდეგ მოდის პაროლები 123456789», qwerty, password და 1111111. გარდა ამისა, ინტერნეტის მომხმარებლებლები პაროლებად ირჩევენ სახელებს, საფეხბურთო კლუბებისა და მუსიკალური ჯგუფების სახელწოდებებს, ასევე კომოქსის პერსონაჟების სახელებს.

შრი-ლანკა ტერაქტი

23 აპრილი 2019, 09:16

მსოფლიო

შრი-ლანკაზე ტერაქტების მსხვერპლთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, შრი-ლანკაზე ტერაქტების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 310-ს მიაღწია. ამასთან, დღეიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდება. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო. 22 აპრილს შრი-ლანკის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ჯამაათ ალ-ტავჰიდ ალ-ვათანიამ“ აიღო.

წიგნის დღე

23 აპრილი 2019, 08:52

საქართველო

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიასა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

23 აპრილი 2019, 08:39

მსოფლიო

ტურისტებს ნოტრ-დამის ახლოდან ნახვა ისევ შეუძლიათ

ტურისტებს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ახლოდან ნახვა ისევ შეუძლიათ. ხანძრიდან ერთი კვირის შემდეგ საფრანგეთის პოლიციამ ნოტრ-დამის მიმდებარე ქუჩები გახსნა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ ისტორიულ ძეგლს 5 წელიწადში აღადგენენ.