imedi /  02 თებერვალი 2019, 16:36 / სანდო წყარო

საპროტესტო აქციაზე უკანონო ვიდეოჩანაწერების საქმეზე ზოგიერთი დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ

ამ წუთებში პარლამენტის წინ აქცია იმართება, სადაც მოქალაქეები იმ პირების გათავისუფლებას მოითხოვენ, რომლებიც გუშინ და დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების გამო დააკავეს.

საუბარია უკრაინის 6 და საქართველოს ერთ მოქალაქეზე. აქციის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ ვიდეო ფაილები მათ შეგნებულად გაუგზავნეს.

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე 16 პირი გუშინ დააკავეს.  გამოძიებით დადგინდა, რომ ეს პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს. 

გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად.

ყველა სიახლე

ჩერნობილი

26 აპრილი 2019, 16:19

მსოფლიო

ჩერნობილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა

აფეთქების დღეს სადგურში 31 ადამიანი დაიღუპა, თუმცა მსხვერპლი და დასხივების შედეგად დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდა. მათი რაოდენობა ამ დრომდე დაზუსტებულიც კი არ არის. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჩერნობილის მოვლენებს 4 000 ადამიანი შეეწირა.

დროებითი მოთავსების ცენტრი

26 აპრილი 2019, 16:18

მსოფლიო

მექსიკაში დროებითი მოთავსების ცენტრიდან 1300 მიგრანტი გაიქცა

მექსიკის სამხრეთში, ქალაქ ტაპაჩულაში დროებითი მოთავსების ცენტრიდან 1300-მდე მიგრანტი გაიქცა. მექსიკური გამოცემა Heraldo-ს ცნობით, გაქცევას წინ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა უძღოდა, რომელიც მასშტაბურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რამდენიმე მიგრანტმა კი სერიოზული დაზიანებები მიიღო.

26 აპრილი 2019, 16:18

საქართველო

„ბათუმის წყალი“ საქართველოში შვედეთის ელჩის კრიტიკულ პოსტს ეხმიანება

"არდაგანის ტბაზე არსებული პროცესის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ტბის მიმდებარედ მშენებარე სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობის დასრულების შემდგომ მოხდება. სატუმბის მეშვეობით, არდაგანის ტბისგან დამოუკიდებლად მოხდება ქალაქის სანიაღვრე სისტემების შეკრება და ზღვაში გადატუმბვა,"- წერია განცხადებაში.

ბრიჟიტ მაკრონი

26 აპრილი 2019, 15:59

ტაბლოიდი

ბრიჟიტ მაკრონი სკოლაში ფრანგულის მასწავლებლად ბრუნდება

66 წლის ბრიჟიტ მაკრონი ფრანგულ ენას იმ ზრდასრულებს შეასწავლის, ვინც სკოლის დასრულება თავის დროზე სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ 66 წლის ბრიჟიტ მაკრონმა და 41 წლის ემანუელ მაკრონმა ერთმანეთი სწორედ სკოლაში გაიცნეს. მაშინ საფრანგეთის პრეზიდენტი 15 წლის იყო. წყვილი 2007 წელს დაქორწინდა.

ფრანგი მეხანძრეები

26 აპრილი 2019, 15:58

მსოფლიო

ნოტრ-დამის გადამრჩენი მეხანძრეების დასახმარებლად საფრანგეთში გარბენი გაიმართება

სპორტის მოყვარულები პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გადამრჩენი მეხანძრეებისთვის ირბენენ. პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა „თამაშების გულშემატკივართა კლუბი" ჩამოაყალიბა. საქველმოქმედო გარბენი 23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს შედგება.

26 აპრილი 2019, 15:57

საქართველო

წულუკიანი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ სამინისტრო პრობაციონერებთან დაკავშირებითაც მუშაობს, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ტურისტული მიზნით წასულები სხვადასხვა ქვეყნებში დანაშაულს სჩადიან. წულუკიანი ამ მხრივ რეგულაციების გამკაცრებას არ გამორიცხავს.

ემილიანო სალა

26 აპრილი 2019, 15:43

მსოფლიო

ემილიანო სალას დაღუპვიდან 3 თვეში მამამისი გარდაიცვალა

ის 58 წლის იყო. 28 წლის ფეხბურთელი ემილიანო სალას თვითმფრინავი, რომელშიც არგენტინელი ფეხბურთელი იჯდა, რადარებიდან 21 იანვარს გაუჩინარდა. რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ ემილიანო სალას თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას ცხედარი იპოვეს.ემილიანო სალა „კარდიფ სიტიმ“ საფრანგეთის „ნანტიდან“ 20 მილიონ ევროდ შეიძინა.

თურქეთის პოლიცია

26 აპრილი 2019, 15:08

მსოფლიო

თურქეთში გიულენთან კავშირის ბრალდებით 115 სამხედრო დააკავეს

სტამბოლის პოლიციამ დააკავა 115 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედებათ ბრალად. ოპერაციის ფარგლებში 55 ეჭვმიტანილი სტამბოლში, 60 კი სხვადასხვა პროვინციაში დააკავეს. კიდევ 95 სამხედროზე ძებნა გამოცხადდა. გამოცემის ინფორმაციით, ყველა დაკავებული მოქმედი სამხედროა.

26 აპრილი 2019, 14:58

ტაბლოიდი

მოდის ონლაინ მაღაზიამ კაბას ფორმა ფურცლის სამაგრით შეუცვალა

მოდის კომპანია ASOS-მა რეკლამის დროს, მოდელს კაბა ფურცლის კლიპით (სამაგრი) დაუმაგრა და ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ფოტოზე კარგად ჩანს სამაგრები, რის გამოც სოციალურ ქსელში კომპანიის მიმართ ნეგატიური კომენტარები დაიწერა.

ემანუელ მაკრონი

26 აპრილი 2019, 14:39

მსოფლიო

მაკრონი: საფრანგეთს პოლიტიკური ისლამი ემუქრება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პოლიტიკურ ისლამს საფრანგეთის წინაშე არსებული საფრთხე უწოდა. გამოცემა Le Figaro-ს ინფორმაციით, ამის შესახებ მაკრონმა ელისეს სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საზღვარგარეთიდან შემოსული ფულადი გადარიცხვებზე კონტროლი უნდა გაძლიერდეს.

სამების საკათედრო ტაძარი

26 აპრილი 2019, 14:38

საქართველო

ტაძრებში გარდამოხსნის წესი სრულდება. ვიდეო

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში სამი დღის განმავლობაში დარჩება.მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ. ასევე აცხობენ​ პასქებს​, რადგან სახარების თანახმად, იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა. 28 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

დავით გარეჯი

26 აპრილი 2019, 14:34

საქართველო

რა ხდება დავით გარეჯში. ვიდეო

დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა დილიდან გახსნილია. ადგილზე კვლავ შეინიშნებიან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, თუმცა მათ ბილიკები აღარ გაჰყავთ და მომლოცველებიც თავისუფლად გადაადგილდებიან. დავით გარეჯის ტერიტორიაზე იმყოფებიან ქართველი მესაზღვრეებიც.

26 აპრილი 2019, 14:33

ვიდეო

ქალი, რომელიც 40 წელზე მეტია მაცხოვრის დატირებას გალობს

26 აპრილი 2019, 14:33

კულტურა

რა მოხდება თუ Thanos-ს დაგუგლავთ

Google-ის საძიებო სისტემამ ფილმის Avengers: Endgame-ის მსოფლიო პრემიერასთან დაკავშირებით ახალი ფუნქცია დაამატა. მომხმარებლები, რომლებიც კომპიუტერის ან მობილურის საშუალებით საძიებო სისტემაში ფილმის ერთ-ერთი გმირის სახელს - Thanos-ს მოძებნიან და "უსასრულობის ხელთათმანის" გამოსახულებას დააჭერენ...

ზახრან ჰაშიმი

26 აპრილი 2019, 14:25

მსოფლიო

შრი-ლანკაზე ტერაქტის ორგანიზატორი აფეთქების დროს მოკვდა

შრი-ლანკის პრეზიდენტმა მაიტრაპალა სირისენამ განაცხადა, რომ აფეთქებების დროს ადგილზევე დაიღუპა ტერაქტის ორგანიზატორიც. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სირისენას თქმით, რადიკალი მქადაგებელი ზახრან ჰაშიმი სასტუმრო Shangri-La-ში მოკვდა.

 იულია სუსლიაკი

26 აპრილი 2019, 13:59

ძალოვნები

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი ქალი ბრალს არ აღიარებს

როგორც ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ პოლიციის მთავარ სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ქალი შვილებთან ერთად მიდიოდა აფხაზეთში, მეუღლესთან, რომელიც არის უკრაინაში ცნობილი ბიზნესმენი იური სუსლიაკი, უკრაინიდან კი, კომერციული ინტერესების გამო წავიდა და ოკუპირებულ აფხაზეთს აფარებს თავს.

კარავი

26 აპრილი 2019, 13:52

საქართველო

ბათუმში ელექტრომობილების მფლობელების ნაწილს ბულვარში კარვები აქვს გაშლილი

ამბობენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას განაგრძობენ იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ცენტრალურ ბულვარში ელექტრომობილების მუშაობას გამორიცხავს ადმინისტრაცია. როგორც ისინი საპასუხოდ აცხადებენ ტურისტების უსაფრთხოება პრიორიტეტულია და თუნდაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ელექტრომობილით დაშავების რამდენიმე შემთხვევა იყო.

კიმ ჩენ ინი

26 აპრილი 2019, 13:49

მსოფლიო

კიმ ჩენ ინის რუსეთში ვიზიტი დაგეგმილზე ადრე დასრულდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ჯავშანმატარებელმა ვლადივოსტოკის რკინიგზის სადგური დატოვა. კიმ ჩენ ინის სადგურზე ლიმუზინით მივიდა, სადაც მას საპატიო ყარაულის ასეული შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა რუსეთი დაგეგმილზე რამდენიმე საათით ადრე დატოვა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

ნიკოლ კიდმანი

26 აპრილი 2019, 13:45

ტაბლოიდი

ნიკოლ კიდმანს ეკლესიაში სიარულის გამო მეგობრები „დასცინიან“

51 წლის მსახიობი ამბობს, რომ ეკლესიაში მუდმივად დადის და რელიგიურად ზრდის თავის შვილებსაც. მას მუსიკოს კეიტ ურბანთან 2 საერთო შვილი ჰყავს 10 წლის როუზი და 8 წლის მარგარეტი. ნიკოლ კიდმანმა არც ის დამალა, რომ მას ეკლესიაში სიარულის გამო მეგობრები „დასცინიან.“

26 აპრილი 2019, 13:35

საქართველო

საინიციატივო ჯგუფი სოლოლაკის გვირაბის გახსნას ითხოვს

Manifest.ge-ზე გამოქვეყნებულ პეტიციაში აღნიშნულია, რომ გვირაბის გახსნა ადგილობრივებს ბოტანიკურ ბაღში გვირაბის გავლით მოხვედრის მარტივ შესაძლებლობას მისცემს. გრიგოლ გეგელიას საარჩევნო გუნდის მიმართვას, რომლის ადრესატიც დედაქალაქის მერია, საკრებულო და საქართველოს მთავრობაა, ამ ეტაპზე 1188 ხელმოწერა აქვს.