imedi /  03 თებერვალი 2019, 23:40 / სანდო წყარო

ნაცვლიშვილი: ნაციონალების დროს ფარული ჩანაწერების გასაკეთებლად ₾120 მილიონი დაიხარჯა

ლაშა ნაცვლიშვილი

ლაშა ნაცვლიშვილი

გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების შესახებ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში დაითვალეს თუ რა დაუჯდა ქართველ გადასახადის გადამხდელს ათობით ათასი უკანონო ჩანაწერის ბაზა არსებობა. ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილმა "იმედი LIVE"-ის ეთერში თქვა.

ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებით, თავიდანვე არსებობდა იმის ეჭვი, რომ ის რამდენიმე ათეული ათასი ფარული ჩანაწერის ასლები ჰქონდა ყველა ძალოვან უწყებას და "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ ყველა მძლავ პოლიტიკურ დაჯგუფებას. ნაცვლიშვილის თქმით, ეს მოსაზრება შემდეგ რამდენიმე სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეშიც დადასტურდა. 

"ჩვენ მაგალითად ამოგვიღია დათა ახალაიას მძღოლისგან რაღაც, თავდაცვის სამინისტროდან, ვიღაც პოლიტიკოსისგან და ა.შ.

მერე იყო რაღაც ჯგუფი, რომელიც უწყებებში მოგზაურობა - მაგალითად მეგის ქარდავა, "მასტერა" და ეს ჯგუფი ბაჩო ახალაიასთან ერთად გადადიოდა სამინისტროებში და ასე "მოგზაურობდა", - თქვა ლაშა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, ჩანაწერთა ასეთი უკანონო ბაზის გაკეთებაზე სახელმწიფომ, გადასახადის გადამხდელების 120 მილიონი ლარი დაიხარჯა:

"ერთი ჩანაწერის გაკეთებას სჭირდება რაღაცა ტიპის ურთიერთობაში შესვლა სასტუმროს თანამშრომელთან. ტექნიკის ყიდვა, მისი დამონტაჟება. ყიდვას სჭირდება მანქანა, შესაბამისად ბენზინი და ა.შ. მერე ოპერატიული თანამშრომელი ხვდება უკვე მსხვერპლს და აშანტაჟებს - ამას სულ ყველაფერს აქვს ფისკალური გამოსახულება - 120 მილიონ ლარზე ვიყავით ასული, რაც დაუჯდა სახელმწიფოს, გადასახადის გადამხდელს ამ უკანონო არქივის შექმნა. ეს იყო რამდენიმე ათეული ათასი ფირი, რომლის ასლებიც მიმოფანტული იყო სხვადასხვა ძალოვან უწყებებში არსებულ ეწ. სტეიკჰოლდერებსა და მათ დაჯგუფებებს შორის", - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა. 

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 ადამიანი დააკავეს. საქმეზე განცხადება შსს-ში გაკეთდა. უკანონო ვიდეოჩანაწერების საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული მომღერალი გიორგი გასვიანია.

ბრიფინგზე საპოლიციო უწყებამ მოუწოდა საზოგადოებას შეწყვიტონ ჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება, რადგან ეს დანაშაულია, რომელიც ოთხიდან რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით 1 თებერვალს დეპუტატი ეკა ბესელიაც გამოკითხეს. 

გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად. 

ყველა სიახლე

ჟან-პიერ მარიელი

25 აპრილი 2019, 09:49

კულტურა

ფრანგი მსახიობი ჟან-პიერ მარიელი გარდაიცვალა

ფრანგი მსახიობი ჟან-პიერ მარიელი გარდაიცვალა. ის 87 წლის იყო. მსახიობმა 100-ზე მეტ ფილმში ითამაშა და საფრანგეთის მთავარ კინოპრემია სეზარზე 7-ჯერ იყო წარდგენილი. ჟან-პიერ მარიელი ისეთ ფილმებში მონაწილეობდა, როგორებიცაა „ძარცვა“, „შაგრენის ტყავი“ და „დიდი ტურნე“.

პეტრო პოროშენკო

25 აპრილი 2019, 09:26

მსოფლიო

პოროშენკო: პუტინი დონბასის ანექსიისთვის ემზადება

განცხადება გაკეთდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც. ვაშინგტონში ვლადიმერ პუტინის ამ ბრძანებას პროვოკაციად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს არღვევს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, ამგვარი ქმედებები მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა.

არქივი

25 აპრილი 2019, 09:11

საქართველო

ყაზტრანსგაზი წინასააღდგომოდ მოსახლეობას აფრთხილებს

„ყაზტრანსგაზი“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით იმ მომხმარებლებს აფრთხილებს, რომლებიც ქალაქიდან გასვლას და საცხოვრებელი ბინების რამდენიმე დღით დაკეტვას გეგმავენ. კომპანია მათ სთხოვს განსაკუთრებული ყურადღება გაზდანადგარების და ბუნებრივი აირის მილის ონკანის სწორად დაკეტვისას გამოიჩინონ.

შრი-ლანკა

25 აპრილი 2019, 08:59

მსოფლიო

შრი-ლანკაზე კიდევ ერთი აფეთქება მოხდა

შრი-ლანკაზე მორიგი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით Reuters-ი წერს. აფეთქება დედაქალაქიდან 40 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ პუგოდაში მოხდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

კიმ ჩენ ინი
ვლადიმერ პუტინი

25 აპრილი 2019, 08:38

მსოფლიო

ვლადივოსტოკში კიმ ჩენ ინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა იმართება

პუტინმა განაცხადა, რომ ეს ვიზიტი ხელ შეუწყობს 2 ქვეყანას შორის ურთიერობების გაღრმავებას და და ბირთვული პრობლემის მოგვარების პროცესს ხელს შეუწყობს.შეხვედრა ფედერალური უნივერისტეტის კამპუსის ბაზაზე იმართება. პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ ლიდერები შეხვედრას გაფართოებულ ფორმატი ორივე ქვეყნის დელეგაციებთან ერთად გააგრძელებენ.

მარკ ცუკერბერგი

25 აპრილი 2019, 08:17

ტექნოლოგიები

მარკ ცუკერბერგი ტექნოლოგიური პოდკასტის ავტორი გახდა

პირველი 2 გამოშვება Spotify-ზე უკვე გამოქვეყნდა, ერთ-ერთ პოდკასტში ცუკერბერგი ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორთან ერთად ტექნოლოგიური კომპანიების საქმიანობის იურიდიულ ასპექტენს განიხილავს, მეორეში კი ჟურნალისტიკაზე სოციალური ქსელების გავლენაზე.

დიდი ხუთშაბათი

25 აპრილი 2019, 08:01

საქართველო

დღეს დიდი ხუთშაბათია

დღეს დიდი ხუთშაბათია. 09:00 საათიდან სამების ტაძარში წირვა დაიწყება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს. ლიტურგიის შემდეგ კი ფეხთბანვის რიტუალი შესრულდება. პატრიარქი 12 მღვდელს ფეხს დაბანს.

მუმია

25 აპრილი 2019, 01:13

ტექნოლოგიები

ეგვიპტეში ძველ სამარხში არქეოლოგებმა 30 მუმია იპოვეს

არქეოლოგების ჯგუფმა ეგვიპტის სამხრეთით იპოვა ძველი სამარხი, რომელიც ბერძნულ-რომაული მმართველობის პერიოდს ეკუთვნის (ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 332-395 წლები). სამარხი რამდენიმე ოთახისგან შედგება. ერთ-ერთში აღმოაჩინეს 30 კაცის მუმია.

25 აპრილი 2019, 00:26

მსოფლიო

შრი-ლანკაზე კაცმა ტერორისტი ეკლესიაში არ შეუშვა და 450 ადამიანი გადაარჩინა

შრი-ლანკაზე ტერორისტული აქტების დღეს 40 წლის მოქალაქე რამეშ რაჯუმ მკვლელი ტერორისტი ამოიცნო და წირვის დროს ეკლესიაში არ შეუშვა. ამ ქმედებით მან ასეულობით მორწმუნე გადაარჩინა. BBC-ის ცნობით, კაცი დაიღუპა.

დონალდ ტრამპი

25 აპრილი 2019, 00:20

მსოფლიო

ტრამპმა Twitter-ზე მიმდევრების დაკარგვის მიზეზი კომპანიის დირექტორს გამოჰკითხა

დორსიმ აუხსნა ტრამპს, რომ კომპანია თაღლითური ანგარიშების წასაშლელად მუშაობდა და ბევრმა ცნობილმა ადამიანმა დაკარგად მიმდევრები Twitter-ზე. მათ რიცხვში როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, ასევე იყო Twitter-ის გენერალური დირექტორი. შეხვედრის შესახებ დღეს დონალდ ტრამპმაც გაავრცელა ინფორმაცია. შეხვედრა თეთრი სახლის ორგანიზებით გასულ კვირას გაიმართა.

24 აპრილი 2019, 23:32

კულტურა

ბრიტნი სპირსმა ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ფანებს მიმართა

მომღერალმა ბრიტნი სპირსმა instagram-ზე საკუთარ ფანებს ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ პირველად მიმართა. მან ვიდეომიმართვა გაავრცელა და თავისი ფანები დაამშვიდა. პოპ-ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ არ არის საჭირო, დაუჯერონ ყველაფერს, რასაც მასზე ლაპარაკობენ ან წერენ. ბრიტნი სპირსს ფსიქიატრიულ კლინიკაში ერთთვიანი სამკურნალო კურსი უნდა გაევლო.

24 აპრილი 2019, 23:19

საქართველო

ბახტაძემ სერბეთის პრემიერმინისტრის პირველ მოადგილეს უმასპინძლა

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სერბეთის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ ივიცა დაჩიჩს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. გააცნეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ .

24 აპრილი 2019, 22:46

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა მეტყველების განვითარებისთვის ტვინის იმპლანტი შექმნეს

კალიფორნიის უნივერსიტეტის ჯგუფის თქმით, ახალი დასკვნები დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც დაავადება ლაპარაკის შესაძლებლობას ართმევს. აზრების წაკითხვის ტექნოლოგია ორ ეტაპად მუშაობს. პირველ რიგში, ტვინში იმპლანტირებული ელექტროიდი ელექტროსიგნალების საშუალებით, ტუჩების, ენის, ხმის და ყბის მანევრს ახორციელებს.

24 აპრილი 2019, 22:40

თემა

მაისში ევროპარლამენტის არჩევნებია. რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ევროკავშირის მოქალაქეები ევროპარლამენტში თავიანთ წარმომადგენლებს ირჩევენ. კანდიდატები საკანონმდებლო ორგანოს წევრები პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრის საფუძველზე ხდებიან. მორიგი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 23-26 მაისს იმართება.სანამ ევროკავშირის მოქალაქეები თავიანთ არჩევანს გააკეთებენ, განსხვავებული პროგნოზები და ვარაუდები გამოითქმის. რატომ არის ეს არჩევნებიამდენად აქტუალური და როგორ აისახება ისსაერთო ევროპულ პოლიტიკაზე?

24 აპრილი 2019, 22:37

სპორტი

FIFA-მ შვიდ ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა

FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობის გამო, შვიდ ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა. ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელდა.

24 აპრილი 2019, 22:14

ეკონომიკა

Ford-ი ელექტრომობილების წარმოებაში $500 მილიონის ინვესტირებას გეგმავს

ავტოკონცერნი Ford-ი კომპანია Tesla-ს კონკურენტის წარმოებაში $500 მილიონი ინვესტირებას გეგმავს. ეს ინვესტიცია ელექტრომობილების ( Rivian Automotive LLC-ის) წარმოებაზე დაიხარჯება.

24 აპრილი 2019, 21:42

საქართველო

ევროპის საბჭომ ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ დაამტკიცა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს. ეს ანგარიში 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ანგარიში ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას“.

24 აპრილი 2019, 21:39

კულტურა

ბარნოვის ხელოვნების სახლში გურამ წიბახაშვილის გამოფენა გაიხსნა

„ბარნოვის ხელოვნების სახლი“, ანუ ახალი სივრცე თბილისში გურამ წიბახაშვილის გამოფენით „ზამთარი გადატანილია“ გაიხსნა. ამავე სახელწოდებით ფოტოგრაფის წიგნიც გამოიცა.

24 აპრილი 2019, 21:26

საქართველო

ქართველი პილიგრიმები იერუსალიმში ჩავიდნენ

ქართველი პილიგრიმები უკვე იერუსალიმში არიან. 120 კაციანი ჯგუფი ვნების შვიდეულს იერუსალიმში გაატარებს. სწორედ მათ უნდა ჩამოიტანონ საქართველოში „წმინდა ცეცხლი“. პილიგრიმებმა უკვე მოილოცეს მაცხოვრის აღდგომის ტაძარი და მდინარე იორდანეში განიბანნენ.

24 აპრილი 2019, 21:19

საქართველო

თბილისში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

დედაქალაქს სამი საბაგირო ხაზი დაემატება. კერძოდ, ახმეტელი-თემქა, სამგორი-ვაზისუბანი და სამება-მახათას მთა. ჯერჯერობით უცნობია, სამი საბაგიროდან პირველი რომელი აშენდება. ამისთვის სპეციალური კვლევის ჩატარება იგეგმება.