imedi /  04 თებერვალი 2019, 12:56 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ფარული ჩანაწერების გავრცელების პირველწყაროს დადგენა ჩვენს ინტერესშია

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების პირველწყარო აუცილებლად უნდა დადგინდეს. ამის შესახებ კობახიძემ ბავშვთა უფლებათა კოდექსის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, პირველ რიგში, "სწორედ მათი პოლიტიკური ძალის ინტერესშია, რომ ბოლომდე გაიხსნას ეს საქმე". კობახიძემ დასძინა, რომ მას ყოველდღიური კავშირი აქვს სამართალდამცავ ორგანოებთან.

კობახიძის განმარტებით, ინფორმაციის გავრცელების პირველ დღეებში მიმდინარეობდა მუშაობა, თუ რამდენად შეესაბამებოდა დეპუტატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს:

"აღნიშნულთან დაკავშირებითაც არის კითხვის ნიშნები და შესაბამისად, ამას ჰქონდა თავისი მიზეზი. ყოველდღიური კავშირი მქონდა სამართალდამცავ ორგანოებთან და შესაბამის მინისტრებთან. ჩემი ჩართულობა არის ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფილი, რათა საქმე ბოლომდე იყოს გამოძიებული", - თქვა კობახიძემ. 

მას ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს იმის შესახებ, რომ ვიდეოში "აიფონ 5" ჩანს, რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ვიდეო "ქართული ოცნების" მმართველობის დროს შეიძლება იყოს ჩაწერილი. ამაზე კობახიძემ თქვა, რომ ეს "სპეკულაციაა".

"იქ ტელეფონების გარჩევა სრულიად შეუძლებელია. 5 ჩანს, მაგრამ აიფონ 5 არ ვიცი", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 ადამიანი დააკავეს. საქმეზე განცხადება შსს-ში გაკეთდა. უკანონო ვიდეოჩანაწერების საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული მომღერალი გიორგი გასვიანია.

ბრიფინგზე საპოლიციო უწყებამ მოუწოდა საზოგადოებას შეწყვიტონ ჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება, რადგან ეს დანაშაულია, რომელიც ოთხიდან რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით 1 თებერვალს დეპუტატი ეკა ბესელიაც გამოკითხეს. 

გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად. 

ყველა სიახლე

გიორგი მასხულია

23 ივლისი 2019, 10:53

ძალოვნები

გორის Fashion week-ზე მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

როგორც Qartli.ge ავრცელებს ინფორმაციას, ადამაშვილი ამტკიცებს, რომ ის მასხულიამ თმით ითრია, რის გამოც პატრულში დარეკა. მასხულია ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ღონისძიების ჩაშლაში წვლილი ადამაშვილსაც მიუძღვის. გუშინ საღამოსვე მასხულია და ადამაშვილი სამართლდამცველებმა პოლიციაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

23 ივლისი 2019, 10:17

მსოფლიო

ავსტრალიაში $140 მილიონის ღირებულების მეტანფეტამინი ამოიღეს

ნარკოტიკები იპოვეს ფურგონში, რომელიც სიდნეის ერთ-ერთ გარეუბანში, პოლიციის განყოფილების წინ, ავტოსადგომზე მდგომ პოლიციის მანქანას შეეჯახა. ფურგონის მძღოლმა ადგილიდან მიმავლა შეძლო, თუმცა სამართალდამცველებმა ინციდენტიდან ერთი საათის შემდეგ დააკავეს. ნარკოტიკები მანქანის საბარგულში მუყაოს ყუთებში იყო მოთავსებული.

23 ივლისი 2019, 10:04

მსოფლიო

ევროკავშირის 14-მა ქვეყანამ მიგრანტების შესახებ შეთანხმებას მიაღწია

14 ქვეყნიდან რვამ ამ მექანიზმის აქტიურად დანერგვაზე აიღო პასუხისმგებლობა. „როცა საუბარია სოლიდარობაზე, ევროპა არ არის რესტორნის მენიუ. არ უნდა იყვნენ ისეთი სახელმწიფოები, რომლებსაც არ სურთ ევროპის ნაწილი იყვნენ"- განაცხადა მაკრონმა.

23 ივლისი 2019, 09:59

მსოფლიო

სინგაპურში 9 ტონამდე კონტრაბანდული სპილოს ძვალი ამოიღეს

სამართალდამცველებმა 9 ტონამდე სპილოს ძვალი ამოიღეს. 30 წყვილი სპილოს ეშვის ღირებულება 13 მილიონ დოლარს აღწევს. კონტრაბანდული ტვირთი სინგაპურის გავლით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან ვიეტნამში გადაჰქონდათ.

ალექსანდრ ვერშბოუ

23 ივლისი 2019, 09:49

საქართველო

ალექსანდრ ვერშბოუ საქართველოში ელჩად დანიშვნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის მიხედვითაც ის საქართველოში აშშ-ის ელჩად ინიშნება. „ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს მეგობარი და ნატო-სკენ მისი მისწრაფებების მხარდამჭერი, თუმცა მე არ ავრჩეულვარ აშშ-ის ელჩად“, – წერს ვერშბოუ.

23 ივლისი 2019, 09:28

საქართველო

3 სტუდენტი საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით ევროპაში მოგზაურობას იწყებს

საბოლოო ჯამში, 2 ქართველი და 1 უკრაინელი სტუდენტი გერმანიას, ჩეხეთს, ავსტრიას, უნგრეთს, სერბეთს, ბულგარეთსა და თურქეთს ეწვევა. ისინი მოგზაურობას სპეციალურად ამ პროექტისათვის შექმნილი დიზაინის ავტომობილით მიუნსტერიდან დაიწყებენ.

ვენესუელ

23 ივლისი 2019, 09:10

მსოფლიო

ვენესუელის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ქვეყნის ენერგეტიკულ კომპლექსზე „თავდასხმაში“ თავის მოწინააღმდეგეებს ადანაშაულებს, კომუნიკაციისა და ინფორმაციის მინისტრის თქმით, კი ელექტროენერგიის გამორთვის მიზეზი შესაძალოა „ელექტრომაგნიტური თავდასხმა“ გახდა.

23 ივლისი 2019, 08:48

მსოფლიო

რუსეთში კარვების ბანაკში ხანძარს ერთი ბავშვი ემსხვერპლა

რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში, კარვების საბავშვო ბანაკში ხანძარი გაჩნდა. შედეგად 1 ბავშვი დაიღუპა, 9 კი ჰოსპიტალიზებულია. დაშავებულთა შორის 4 ბავშვია. ხანძრის შედეგად 26 კარვიდან 20 დაიწვა. იქ სულ 189 ბავშვი იყო.

მარტვილი ფესტივალი

23 ივლისი 2019, 08:21

კულტურა

მარტვილში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

გახსნის ცერემონიაზე ანსამბლებმა საკუთარი ქვეყნის ფოლკლორული ნომრები წარმოადგინეს. ფესტივალის ფარგლებში კონცერტები მარტვილის გარდა ფოთში, აბაშასა და ხონში გაიმართება. ფესტივალის საზეიმო დახურვა 25 ივლისს, მარტვილში შედგება.

გიორგი ყუფარაძე

23 ივლისი 2019, 08:12

ძალოვნები

დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს

ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასჯელის ზომაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს. საბერძნეთიდან საქართველოში, გიორგი ყუფარაძის ექსტრადირება 2018 წელს განხორციელდა.

ირაკლი ოქრუაშვილი

23 ივლისი 2019, 08:03

ძალოვნები

დღეს 20-21 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს გამოკითხავენ

ყოფილი თავდაცვის მინისტრი სამართალდამცველების შეკითხვებს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს უპასუხებს, რომელზეც გამოძიება 2 მუხლით სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დევიდ ჰედისონი

23 ივლისი 2019, 00:50

კულტურა

მსახიობი დევიდ ჰედისონი 92 წლისა გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი დევიდ ჰედისონი 92 წლისა გარადაიცვალა, - წერს BBC. მსახიობმა ფილმ „ჯეიმს ბონდში“ ფელიქს ლეიტერის როლი შეასრულა, სადაც მისი პარტნიორი ბონდის როლში სერ როჯერ მური იყო. „ჯეიმს ბონდში“ მსახიობმა იგივე როლი 16 წლის შემდეგ შეასრულა, სადაც ბონდს ტიმატი დალტონი თამაშობდა.

„დალას კოვბოისი“

23 ივლისი 2019, 00:37

სპორტი

Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბები დაასახელა

სიის ლიდერი ნაციონალური საფეხბურთო ლიგის (NFL) კლუბი „დალას კოვბოისი“ გახდა, რომლის ღირებულება 5 მილიარდი დოლარია. რეიტინგში მეორე ადგილს 4,6 მილიარდი დოლარით ბეისბოლის მთავარი ლიგის გუნდი „ნიუ-იორკ იანკისი“ იკავებს, მესამე ადგილზე კი 4,24 მილიარდი დოლარით საფეხბურთო კლუბი „რეალია“.

კრიშტიანუ რონალდუ

23 ივლისი 2019, 00:14

სპორტი

რონალდუს „გაუპატიურების საქმეზე“ ბრალს არ წარუდგენენ

აშშ-ის პროკურატურის განცხადებით, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს გაუპატიურების საქმეზე ბრალს აღარ წარუდგენენ, - წერს BBC. ლას-ვეგასის პროკურატურამ განაცხადა, რომ რონალდუს მიმართ არსებულ პრეტენზიებს მტკიცებულებები არ აქვს.

ელენა გრიგორიევა

23 ივლისი 2019, 00:12

მსოფლიო

სანქტ-პეტერბურგში სამოქალაქო აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლეს

სანქტ-პეტერბურგში სამოქალაქო აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლეს. ამის შესახებ უფლებადამცველი დინარ იდრისოვი წერს. მისი თქმით, გრიგორიევას ბოლო დროს მკვლელობით ხშირად ემუქრებოდნენ. რუსული მედიის ცნობით, ქალის ცხედარი 21 ივლისს მისი სახლთან ახლოს იპოვეს. მას დანით 8 ჭრილობა მიაყენეს.

22 ივლისი 2019, 23:38

ტაბლოიდი

შოტლანდიაში კატამ პატრონს ნარკოტიკი მიუტანა

შოტლანდიაში კატამ სახლში ნარკოტიკი მიიტანა. სეირნობიდან დაბრუნებული ცხოველი ქალს დივანზე მიუწვა, შემდეგ კი კანაფის შეკვრა გამოაჩინა. ქალმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და ხუმრობით კანაფის მფლობელს ბოდიში მოუხადა.

მოჭიდავე ნიკა ბროლაძე (60 კგ)

22 ივლისი 2019, 23:30

სპორტი

ბაქოში მე-15 ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ 4 მედალი მოიპოვეს

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის რიგით XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტატუ

22 ივლისი 2019, 23:08

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა შექმნეს „ტატუ“ რომელიც სისხლში გლუკოზის დონეს ადგენს

მიუნხენის უნივერსიტეტის მეცნიერების ჯგუფმა „ტატუს“ ხატვის ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა. რის შედეგადაც სხეულზე დახატული „ტატუ“ სისხლის ქიმიური მდგომარეობის შესაბამისად ფერს იცვლის. „ტატუს“ მეშვეობით შესაძლებელია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის და ალბუმინის დონის დადგენა

22 ივლისი 2019, 22:24

ტაბლოიდი

აუქციონზე „ტიტანიკის“ მგზავრის ხელჯოხი $50 ათასად გაიყიდა

ხელჯოხი, რომლითაც „ტიტანიკის“ გადარჩენილი მგზავრი ელა ვაითი სარგებლობდა აშშ-ში Guernsey's აუქციონზე $50 ათასად გაიყიდა. ხელჯოხს აქვს ელექტრო ნათურა. სწორედ ამიტომ გემის ჩაძირვის დროს ქალმა ის ორიენტაციისთვის გამოიყენა. როგორც ელა ვაითი იხსენებდა ის ხელჯოხს იქნევდა და ამით ბევრ ადამიანს დაეხმარა.

22 ივლისი 2019, 22:14

საქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით 22:00 საათზე საქართველოში 4.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი ონთან იყო.