imedi /  05 თებერვალი 2019, 13:40 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე პარლამენტში 2018 წლის მუშაობის ანგარიშს წარადგენს. Live

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გაიხსნა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს.

კანონშემოქმედების თვალსაზრისით 2018 წელი ნაყოფიერი იყო, -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, მე დღეს თქვენს წინაშე და საქართველოს მოსახლეობის წინაშე წარვდგები პარლამენტის 2018 წლის ანგარიშით და ვისაუბრებ 2019 წლის გეგმებზე. ამ ტრადიციით, რომელსაც ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, უკეთ გაეცნოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობა შეაჯამა.ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას სწორედ კანონშემოქმედება წარმოადგენს.

„ამ თვალსაზრისით, 2018 წელი ნაყოფიერი გახლდათ. კერძოდ, ამ პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა 705 კანონი, მათ შორის 294 ინიცირებული იყო პარლამენტის შესაბამისი სუბიექტების მიერ. თუმცა, დღეს ამ დარბაზში არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინ იყო ამა თუ იმ კანონპროექტის წარმდგენი. მთავარია, რომ თითოეული კანონი იქმნებოდა ქვეყანაზე, საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვის, თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანის სულისკვეთებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, მინისტრებსა და სტუმრებს სხდომაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამით ძალიან კარგ და მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი.

„მადლობას გიხდით პარლამენტში მობრძანებისთვის, დღეს თქვენი მობრძანებით თქვენ საფუძველი ჩაუყარეთ ძალიან კარგ და მნიშვნელოვან ტრადიციას, რაც დადებითად აისახება სამომავლოდ პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის პროდუქტიულ თანამშრომლობის გაღრმავებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს კანონშემოქმედებით საქმიაობაზე გაამახვილა ყურადღება და საკონსტიტუციო რეფორმა გამოყო.

„საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც 2018 წლის მარტში დასრულდა და რომლის შედეგადაც შეიქმნა ეროვნულ სამართლებრივ რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი, წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების მყარ საფუძველს. კონსტიტუციის ახალი რედაქცია აყალიბებს ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებულ დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას, რომლის ძირითადი ელემენტებია ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დადგინდა უცხოელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და ქვეყანაში მუდმივად ყოფნის ახალი რეგულაციები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება.

პარლამენტის თავმჯდომარე ჭარბვალიანობის პრობლემასაც შეეხო. მისი თქმით, ამის დასაძლევად, მთავრობის ინიციატივის საფუძველზე განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც  მოსახლეობის ფართო ფენებზე იმოქმედებს.

„მსესხებელს შესაძლებლობა ექნება, აიღოს იმ რაოდენობის სესხი, რის მომსახურებასაც შეძლებს. ის გარემოება, რომ მსესხებელი თავისი შემოსავლებით და ლიკვიდური აქტივებით მოემსახურება სესხს, უზრუნველყოფს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შექმნას. ამ ყველაფრის ფონზე, ნიშანდობლივია, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი კვლავ რჩება სოციალურად ორიენტირებულ მთავარ ფინანსურ დოკუმენტად, რომლის პრიორიტეტია ეკონომიკის ზრდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან სახელმწიფო ფინანსების მართვის მხრივ პარლამენტის როლზეც გაამახვილა ყურადღება.

„მინდა, გამოვყო პარლამენტის, როგორც სახელმწიფო ფინანსების მართვის სისტემის ერთ-ერთი კომპონენტის როლი. უპირველეს ყოვლისა, ამ მიმართულებით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ხარჯების ფინანსური ანგარიშვალდებულების ეფექტიანობის შესრულების ანგარიშში, რომელიც აფასებს საკანონმდებლო ორგანოს მიერ ბიუჯეტის განხილვის მასშტაბსა და მახასიათებლებს, საქართველოს პარლამენტმა წინა, 2013 წლის შეფასების მსგავსად, უმაღლესი შეფასება A დაიმსახურა. ამასთან, წინა შეფასებისგან გაუმჯობესებული შეფასება გამოვლინდა აუდიტის ანგარიშების საკანონმდებლო შემოწმების კომპონენტში“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველა სიახლე

Tesla-ს ძაღლების რეჟიმი

16 თებერვალი 2019, 10:00

ტექნოლოგიები

Tesla-ს ავტომობილებს „ძაღლის რეჟიმი“ დაემატა

„ძაღლის რეჟიმი“ პარკირებულ ავტომობილში კლიმატკონტროლს უზრუნველყოფს. ასევე ეკრანზე გამოაქვს მონაცემები ტემპერატურასთან დაკავშირებით. ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ კიდევ ოქტომბერში გავრცელდა. პროგრამული უზრუნველყოფის განახლებასთან ერთად Tesla-მ ავტომობილის გარშემო სივრცის მონიტორინგის რეჟიმიც გამოუშვა.

მექსიკის საზღვარი

16 თებერვალი 2019, 09:36

მსოფლიო

ტეხასელებმა, რომელთა მიწებზეც ტრამპი კედლის აშენებას გეგმავს, პრეზიდენტს უჩივლეს

არასამთავრობო ორგანიზაცია Public Citizen-მა ტეხასელი მიწის მესაკუთრეების სახელით, რომელთა მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე ტრამპი მექსიკასთან გამყოფ კედელს აშენებს, სასამართლოს სარჩელით მიმართა.

ნიგერიის დროშა

16 თებერვალი 2019, 09:15

მსოფლიო

ნიგერიაში არჩევნები ერთი კვირით გადაიდო

ნიგერიის საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო, ზუსტად ერთი კვირით, 23 თებერვლისთვის გადადო, ვინაიდან უწყების განცხადებით თავისუფალი და სამართლიანი პროცესისთვის მომზადება ვერ მოახერხა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

16 თებერვალი 2019, 08:41

მსოფლიო

ერდოღანი: ევროკავშირი თურქეთს გაწევრიანებაზე უარს მუსლიმანობის გამო ეუბნება

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განმარტა, რატომ არ იღებს თავის შემადგენლობაში თურქეთს. მისი თქმით, ამის მიზეზი ქვეყნის სახელმწიფო რელიგიაა. „გვითხრან ეს პირდაპირ“ , - აცხადებს ერდოღანი. მან ინტერვიუ ტელეკომპანია А Haber-ს მისცა.

აშშ-ის პოლიცია

16 თებერვალი 2019, 08:06

მსოფლიო

ამერიკის ქალაქ ავრორაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სროლას აშშ-ის ილინოისის შტატის ქალაქ ავრორაში. 45 წლის ჰარი მარტინმა ცეცხლი კომპანია Henry Pratt-ის შენობაში გახსნა. სავარაუდოდ ის ამ კომპანიის თანამშრომელია

16 თებერვალი 2019, 00:21

საქართველო

ღამის კლუბებში და ინტერნეტკაფეებში ბავშვის დაშვების წესების დამრღვევი დაჯარიმდება

„ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ახალი სახის ადმინისტრაციული ჯარიმები დგინდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება 18 თებერვლის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

ღუდუშაურის კლინიკა

16 თებერვალი 2019, 00:07

ძალოვნები

დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე ცოტა ხნის წინ ღუდუშაურის კლინიკაში მიიყვანეს. პენიტენციური სამსახურის ცნობით, მას ჰიპერტონული კრიზი აქვს.

პატრიკ. მ. შანაჰანი და საქართველოს დელეგაცია

15 თებერვალი 2019, 23:42

ძალოვნები

პენტაგონი აშშ-ის თავდაცვის მდივნის და მამუკა ბახტაძის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს

მიუნხენში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოს დელეგაციის შეხვედრის შესახებ პენტაგონის ოფიციალურ გვერდზე სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა.

15 თებერვალი 2019, 23:34

მსოფლიო

ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებისთვის პერსონალურ სანქციებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის დიპლომატებმა შეათანხმეს პერსონალური სანქციები რუსეთის რამდენიმე მოქალაქის წინააღმდეგ, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო. ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით RFE/RL (რადიო თავისუფლება, ევროპა) ავრცელებს.

პარკირების ნიშანი

15 თებერვალი 2019, 22:57

საქართველო

შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე მანქანის გაჩერება 50 ლარით დაჯარიმდება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ ადგილზე მანქანების პარკირების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და ფინანსური სანქცია 10 ლაიდან 50 ლარამდე იზრდება.

15 თებერვალი 2019, 22:26

საქართველო

ილიაუნის 15 სტუდენტმა რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის 15 სტუდენტმა უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტთან შიმშილობა დაიწყო. აქციის მონაწილეები ითხოვენ რექტორ გიგა ზედანიას გადადგომას, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.

თბილისის ანძა ლიეტუვის დროშის ფერებში

15 თებერვალი 2019, 22:25

საქართველო

თბილისის ანძა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდა

ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან 101 წელთან დაკავშირებით დედაქალაქის საკრებულოში საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ლიეტუვის ელჩთან ერთად გახსნა. მიღებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

15 თებერვალი 2019, 22:08

საქართველო

საქართველოს სკოლებში ჩინურ ენას შეასწავლიან

საქართველომ ჩინეთთან განათლების სფეროში მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმის თანახმად, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, სკოლებში მოსწავლეებს ჩინური ენის სწავლება უნდა შესთავაზონ.

დაკავება

15 თებერვალი 2019, 21:45

ძალოვნები

ქუთაისში ექიმი დააკავეს

ქუთაისში მეან-გინეკოლოგი შალვა თვალავაძე დააკავეს. მას ბრალი ნარკოდანაშაულისთვის წარუდგინეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას 5 ცალი ნარკოტიკული საშუალება "მორფინის" შემცველი ამპულა ამოიღეს.

15 თებერვალი 2019, 21:40

ძალოვნები

ქუჩური გარჩევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება

ქუჩურ გარჩევებთან დაკავშირებით „სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების ინიცირება 18 თებერვლის ბიუროს სხდომაზე მოხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.

გლდანის არტეფაქტები

15 თებერვალი 2019, 21:28

კულტურა

გლდანის ციხესთან აღმოჩენილი არტეფაქტები შესაძლოა ელინისტური ხანის აღმოჩნდეს

აღმოჩენილია სულ 4 სამარხი, რამდენიმე კერამიკული ჭურჭელი, და ლითონის სამკაული. არქეოლოგების წინასწარი შეფასების მიხედვით, აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები შესაძლებელია ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს.

15 თებერვალი 2019, 21:25

კულტურა

ცნობილი ავსტრიელი ჟურნალისტი საქართველოზე გადაცემას ამზადებს

ავსტრიელი ჟურნალისტები საქართველოში პოპულარული გადაცემის - „კულტურული ტური ჰოლენდერთან ერთად“ - გადასაღებად იმყოფებიან. მათ ობიექტივში ოპერისა და ბალეტის თეატრი მოექცა. გადაღებები უკვე დაწყებულია.

15 თებერვალი 2019, 21:17

ძალოვნები

ლიფტის შახტში ჩავარდნილი კაცის ვინაობა ცნობილია

შარტავას ქუჩაზე, მშენებლობაზე დასაქმებული 40 წლამდე კაცი ლიფტის შახტში დღეს ჩავარდა და დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარზე გამოძიება სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

15 თებერვალი 2019, 21:12

ეკონომიკა

JP Morgan-მა საკუთარი კრიპტოვალუტა გამოუშვა

ამერიკის შეერთებული შტატების საინვესტიციო ბანკმა JP Morgan-მა საკუთარი კრიპტოვალუტა შექმნა. რაც აშშ-ის საბანკო სექტორში JP Morgan-ის მიერ ინიცირებული პირველი ციფრული ვალუტაა და მსხვილ კლიენტებთან ფინანსური ტრანზაქციების გამარტივებას ემსახურება.

15 თებერვალი 2019, 21:07

ძალოვნები

8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული კაცი დანაშაულს არ აღიარებს

აჭარაში პოლიცია არასრულწლოვანთან სავარაუდო გარყვნილი ქმედების ფაქტს იძიებს. გამოძიება მშობლის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. დედის მტკიცებით, შემთხვევა ერთ-ერთ საოჯახო ტიპის სასტუმროში მოხდა, სადაც თავად მუშაობდა. მის მონაყოლს კატეგორიულად უარყოფს ბრალდების ადრესატი.