imedi /  06 თებერვალი 2019, 11:58 / სანდო წყარო

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას სთხოვს

მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტში განცხადება შეიტანა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა. 

მან განცხადება 150-ივე დეპუტატის სახელზე შეიტანა და თქვა, რომ იმედი აქვს, გამოჩნდებიან დეპუტატები, "ვისაც გულის სიღრმეში ადამიანური გრძნობები ექნებათ".

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მას ხელისუფლების მიმართ ნულოვანი მოლოდინი აქვს:

"ერთი წელია, გამწარებული ვითხოვ შეკითხვაზე პასუხს, რატომ მოკალით? მძინარე მოკალით, თუ ეღვიძა. ერთი წელია "სირაქლემის პოზიციაში" არიან, პასუხს არ მაძლევენ. იცით, რატომ? იმიტომ, რომ არ აქვთ პასუხი. დღესაც ვერ იპოვეს ადამიანი, ვინც თემირლანზე უარყოფითს იტყოდა და ადგნენ და ტერორისტად გამოაცხადეს", - თქვა მაჩალიკაშვილმა. 

2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი - შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი აჰმედ ჩატაევია

ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.  

სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატებზე. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.

მალხაზ მაჩალიკაშვილს თავისი შვილის, თემირლანის აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან კავშირის არ სჯერა. ის გამოძიების ვერსიას რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ კარვებში მხარდამჭერებთან ერთად აპროტესტებს.

ყველა სიახლე

ირაკლი ოქრუაშვილი

19 ივლისი 2019, 11:44

ძალოვნები

ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის აქციების დაყადაღებას მოითხოვს

ოქრუაშვილის ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი ამბობს, რომ 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა, თუმცა კომპანიის დღევანდელი მფლობელი ამ დოკუმენტს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.

კურტ ვოლკერი

19 ივლისი 2019, 11:24

საქართველო

ვოლკერი: სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს

ვაშინგტონში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებენ. მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორის, კურტ ვოლკერის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი არის ერთი ტელევიზიის საკუთრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს.

საიდ აბას არაღჩი

19 ივლისი 2019, 10:53

მსოფლიო

ირანი: ვშიშობთ აშშ-მა შეცდომით ამერიკული დრონი ჩამოაგდო

18 ივლისს დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების გემმა ჰორმუზის სრუტეში ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. მისივე თქმით, ირანული დრონი ამერიკულ გემს 900 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა.

19 ივლისი 2019, 10:46

მსოფლიო

იაპონიაში ანიმეს სტუდიაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

შემთხვევის ადგილზე პოლიციამ 41 წლის კაცი დააკავა, რომელსაც ხელში ბენზინით სავსე ავზი ეკავა. სამსართულიანი შენობა, სადაც სტუდია მდებარეობს, სერიოზულად დაზიანდა. თვითმხილველების თქმით, მათ თავდაპირველად აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც შენობაში შავი კვამლი გაჩნდა.

პაატა სალია

19 ივლისი 2019, 10:36

საქართველო

ახალი გენერალური დირექტორი თანამშრომლებთან შესახვედრად „რუსთავი 2“-ში მივიდა

„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიის შენობაში მივიდა. როგორც სალიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის დღეს ჟურნალისტებს შეხვდება და ტელევიზიაში არსებულ ფინანსურ სიტუაციას გაეცნობა.

19 ივლისი 2019, 10:20

ძალოვნები

აბიტურიენტისგან ქრთამის აღების ბრალდებით სამედიცინო უნივერისტეტის სპეციალისტი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გია ო. და მოქალაქე ლილი ჯ. დააკავეს.

ლედი გაგა

19 ივლისი 2019, 10:20

ტაბლოიდი

ლედი გაგამ ანუკი არეშიძის კაბა ჩაიცვა

ოსკაროსანმა მუსიკოსმა ლედი გაგამ ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის კაბა ჩაიცვა. ამის შესახებ Vogue წერს. ანუკის დიზაინით შექმნილი ტყავის კაბით ლედი გაგა თავისი კოსმეტიკის ხაზის წარდგენაზე მივიდა. ანუკი არეშიძემ ეს კაბა მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე წარადგინა. ნამუშევარი 2019/20-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდანაა.

თბილისის მეტრო

19 ივლისი 2019, 10:18

საქართველო

თბილისის მეტროს მუშაობა შეფერხებული იყო

თბილისის მეტროს მუშაობა შეფერხებულია. როგორც imedinews-ს ერთ-ერთმა მგზავრმა აცნობა, მეტროს სადგურ „სადგურის მოედანზე“ მგზავრებს ვაგონები დააცლევინეს. შეფერხების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

19 ივლისი 2019, 09:57

საქართველო

IRI: გამოკითხულთა უმრავლესობა ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციას ენდობა

კერძოდ, 37% ამბობს, რომ მათთვის ტელეკომპანია „იმედის“ მეირ გავრცელებული ინფორმაცია ყველაზე სანდოა, 34%-ის აზრით, ისინი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ენდობიან. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

სამების საკათედრო ტაძარი

19 ივლისი 2019, 09:50

საქართველო

IRI: ეკლესიის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 89% აფასებს

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი უნდა დაუჭიროს. კერძოდ, გამოკითხულთა 39%-ის აზრით, საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი აუცილებლად უნდა დაუჭიროს. მხოლოდ 3% ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას კატეგორიულად.

19 ივლისი 2019, 09:45

საქართველო

IRI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი უნდა დაუჭიროს

კერძოდ, გამოკითხულთა 39%-ის აზრით, საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი აუცილებლად უნდა დაუჭიროს. მხოლოდ 3% ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას კატეგორიულად. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

19 ივლისი 2019, 09:39

ძალოვნები

არასრულწლოვანი მუშის გარდაცვალების საქმეზე სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი” თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე წლის 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა.

19 ივლისი 2019, 09:36

ეკონომიკა

IRI: გამოკითხულთა მხოლოდ 2% ამბობს, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა

გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ბოლო ერთ წელიწადში ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად გაუარესდა, ხოლო 30% მიიჩნევს, რომ ძალიან გაუარესდა. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

19 ივლისი 2019, 09:22

საქართველო

IRI: არჩევნების შემთხვევაში გამოკითხულთა 26% „ქართულ ოცნებას“ , 22% კი „ნაციონალურ მოძრაობას“მისცემდა ხმას

სხვა პარტიების შედეგი ასეთია: „ევროპული საქართველო“ 7 %, „პატრიოტთა ალიანსი“ – 5 %, „ლეიბორისტული პარტია“ 5 %, „სამოქალაქო მოძრაობა“ – 2 %, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ – 2 %, „შენების მოძრაობა“ – 2%, „გირჩი“ 1%.

მოსკოვი

19 ივლისი 2019, 09:13

საქართველო

IRI: რუსეთთან დიალოგის გაგრძელება გამოკითხულთა 46%-ს სურს

გარკვეულწილად მხარს უჭერს 30%, გარკვეულწილად ეწინააღმდეგება 7%, სრულად ეწინააღმდეგება 12%. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

19 ივლისი 2019, 09:07

საქართველო

IRI: ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 57% უჭერს

გარკვეულწილად მხარს უჭერს 18%, გარკვეულწილად ეწინააღმდეგება 4%, სრულად ეწინააღმდეგება 8%. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

19 ივლისი 2019, 09:01

საქართველო

IRI: ნატოში გაწევრიანებას გამოკითხულთა 49% უჭერს მხარს

გარკვეულწილად მხარს უჭერს 19%, გარკვეულწილად ეწინააღმდეგება 6%, სრულად ეწინააღმდეგება 13%. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

19 ივლისი 2019, 08:55

სპორტი

ბაჩანა არაბული საბერძნეთში ითამაშებს

ამის შესახებ ინფორმაციას „პანიონიოსის“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.25 წლის თავდამსხმელმა საბერძნეთის სუპერლიგის გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.არაბული მანამდე უნგრული კლუბებში, „ბალმაზუივაროშსა“ და „პუშკაშის აკადემაში“ თამაშობდა.

დონალდ ტრამპი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი

19 ივლისი 2019, 08:47

მსოფლიო

ტრამპი: თურქეთისთვის სანქციების დაწესების საკითხი გადაწყვეტილი არაა

"რთული სიტუცია. ვაკვირდებით და ვმუშაობთ ამ საკითხზე. ვნახოთ რა იქნება",- უთხრა თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გამანადგურებელი F-35-ს თურქეთს აღარ მიჰყიდის. ანკარისთვის ამ შეზღუდვის დაწესების მიზეზი ის გახდა, რომ თურქეთმა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემა შეიძინა.

19 ივლისი 2019, 08:34

ძალოვნები

20 ივნისის საქმეზე დაკავებული სამი ადამიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

დაკავებულ სოსო ბაჯელიძეს და ცოტნე ცოტნიაშვილის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლო დღეს 12:30 საათზე იმსჯელებს. ლევან ჯიქურის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 11:00 საათზე მოხდება, სადაც ბრალდებული მკურნალობს.