imedi /  06 თებერვალი 2019, 11:56 / სანდო წყარო

მამუკა ბახტაძე: მასწავლებლის შრომის ანაზღაურება ადეკვატური გახდება

განათლების რეფორმა

მამუკა ბახტაძე

ჩვენთვის პრიორიტეტი ახალ რეფორმაში იქნება მასწავლებლის ადგილი და მისი საზოგადოებრივი სტატუსი. ადეკვატური გახდება მასწავლებლის შრომის ანაზღაურება - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა განათლების რეფორმის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს, ინკლუზიურობას და სასკოლო სივრცეში მათ ინტეგრაციას.

„უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, ძალადობისაგან თავისუფალი და კეთილგანწყობილი გარემო;  განხორციელდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ჩვენ უკვე წელს გავზარდეთ ბიუჯეტი ორნახევარჯერ ამ მიმართულებით. მე ნამდვილად არ მსურს საქართველოში ვიხილო მხოლოდ ე.წ. ელიტური და პრესტიჟული სკოლები. საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული და ძალიან მაღალი ხარისხის.   განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებს, სადაც მეტად იგრძნობა პრობლემები როგორც ინფრასტრუქტურის, ისე  ადამიანური რესურსებისა და სხვა თვალსაზრისით", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, განათლება და მეცნიერება კომპლექსური სისტემაა და ბევრი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან შედგება, რომელიც  ფუნდამენტურ და მასშტაბურ მიდგომას მოითხოვს.

მისივე თქმით, რეფორმის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველი ექსპერტები, განათლების სფეროს სპეციალისტები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, USAID-ი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და აზიის განვითარების ბანკი.

პრემიერმა უმაღლეს განათლებაზეც ისაუბრა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მთავრობის მიზანია ქართული უმაღლესი სკოლების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია.

„ჩვენ გვაქვს განვითარების სტრატეგია, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონულ ცენტრად საერთაშორისო ბიზნესისთვის, ტურიზმისთვის, ტრანსპორტისთვის და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია განათლებისთვის. პროფესიული განათლება  და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შემოგვაქვს სისტემა, რომელიც დაეხმარება ნებისმიერი ასაკის ადამიანს სწრაფად ცვალებად სამყაროში ადაპტირებაში, ახალი პროფესიის შეძენაში, თვითრეალიზაციასა და განვითარებაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ყველა სიახლე

კამერა

18 თებერვალი 2019, 12:49

ძალოვნები

რეგიონებში სიჩქარის კონტროლის 8 ახალი სექცია ამოქმედდა

მიმდინარე წელს მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ 669 ახალი ვიდეოკამერა ჩაირთო, მათ შორის 550 ზოგადი ხედვის და 119 კი ნომრის ამომცნობი. ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე სულ 2086 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს.

პარლამენტი

18 თებერვალი 2019, 12:35

საქართველო

უმრავლესობიდან 7 დეპუტატის წასვლის შემთხვევაში, „ევროპული საქართველოს“ ფრაქცია შეიძლება დაიშალოს

დავით ჭიჭინაძის განმარტებით, უმრავლესობიდან 7 დეპუტატის გამოსვლის შემთხვევაში უმცირესობა დაიშლება, რადგან უმცირესობაში მყოფი დეპუტატების რაოდენობა უმცირესობის გარეთ მყოფთა რაოდენობას გადააჭარბებს. ევროპელები ამასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავენ.

18 თებერვალი 2019, 12:27

მსოფლიო

ინტერნეტში ჩინეთის პოლიციის მიერ უიღურებზე თვალთვალის მონაცემები გავრცელდა

კიბერუსაფრთხოების ჰოლანდიელმა ექსპერტმა და არაკომერციული ორგანიზაცია GDI Foundation-ის დამფუძნებელმა ვიქტორ გავერსმა თქვა, რომ ინტერნეტში იპოვა ღია ბაზა, რომელიც თითქმის 2,6 მილიონი ადამიანის პერსონალური ინფორმაციას მოიცავს.

დეკანოზი მამალაძე

18 თებერვალი 2019, 12:18

საქართველო

საინიციატივო ჯგუფი პატრიარქს მოუწოდებს, პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალება სთხოვოს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა მედიას დეკანოზის საქმეზე საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული წერილი გააცნეს, რომლითაც ილია მეორეს და პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართავენ. ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ პატრიარქის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.

დეკანოზი გიორგი მამალაძე

18 თებერვალი 2019, 11:56

საქართველო

ჭიათურის მიტროპოლიტი: საპატრიარქო დეკანოზის შეწყალებას მიესალმება

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის განცხადებით, ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას აპირებდა, თუმცა ხელისუფლებამ ამ ნაბიჯისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, საპატრიარქო დეკანოზის შეწყალებას მიესალმება.

ბავშვთა უფლებები

18 თებერვალი 2019, 11:39

საქართველო

ევროკავშირი ბავშვთა დაცვის გასაძლიერებლად საქართველოში 3-წლიან პროექტს იწყებს

პროექტი არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის დახვეწას, სოციალურ მუშაკთა სახელმწიფო სისტემის გაძლიერებას ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებების სახელმწიფო რეგულირების ჩარჩოში მოქცევას და მინდობით აღზრდის პრაქტიკის გაუმჯიბესებას ისახავს მიზნად.

18 თებერვალი 2019, 11:32

საქართველო

მაგთიკომის აბონენტებისთვის დღეიდან ნომრის მომსახურების საფასური ამოქმედდა

მაგთიკომი სატარიფო პოლიტიკას დღეიდან ცვლის, თუმცა გარკვეული შესწორებით. კერძოდ კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულოთ, რომ 18.02.2019-დან ანგარიშზე დადებითი ბალანსის შემთხვევაში თქვენი ნომერი მუდმივად აქტიური იქნება, ნომერი არ გაუქმდება და მომსახურებას მიიღებთ შეუზღუდავად.

ანდრეი პლენკოვიჩი

18 თებერვალი 2019, 11:26

საქართველო

ანდრეი პლენკოვიჩი ოკუპირებული რეგიონების რეინტეგრაციისთვის საქართველოს ხორვატიის მოდელს ურჩევს

ხორვატიის პრემიერმინისტრის ანდრეი პლენკოვიჩის თქმით, საქართველოს და უკრაინას ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციისთვის ხორვატიის გამოცდილების გამოყენება შეუძლიათ. ამის შესახებ პლენკოვიჩმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში განაცხადა.

18 თებერვალი 2019, 11:17

ტაბლოიდი

ადრე ინგლისის სასამართლო მოქმედებდა ისე, როგორც „სამეფო კარის თამაშებში“. ისტორია

არსებობდა ორი სახის გამოცდა - წყლის და ცეცხლის. მიიჩნეოდა, რომ შედეგი ღმერთის ჩარევით მიიღებოდა. ცეცხლით გამოცდის დროს, ბრალდებულ ცეცხლისგან გაწითლებული რკინა 3 მეტრ სიგრძეზე უნდა გაეტარებინა. თუ დამწვრობა სამ დღეში შეხორცდებოდა, ბრალდებული უდანაშაულო იყო, მაგრამ თუ ჭრილობა გართულდებოდა, ბრალდებული საქმე ცუდად იყო.

ეკა ბესელია

18 თებერვალი 2019, 11:12

საქართველო

ეკა ბესელია მოსამართლეების შესახებ ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვს

ინიციატივა რამდენიმე დღის წინ დარეგისტრირდა, თუმცა როგორც ბესელიას თანამოაზრემ, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა კვლავ გრძელდება, აქედან გამომდინარე, მიიჩნევს რომ აუცილებელია პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი რაც შეიძლება მალე მიიღოს.

18 თებერვალი 2019, 11:08

მსოფლიო

მედია: ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის რაკეტების შესახებ დაუჯერა პუტინს და არა თავის სპეცსამსახურებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეცსამსახურებს არ დაუჯერა, რომ ჩრდილოეთ კორეას აქვს რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ ამერიკის კონტინენტს დაარტყას. ამის შესახებ FBI-ის ხელმძღვანელის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა ენრდიუ მაკეიბმა CBS-სთან ინტერვიუში ილაპარაკა.

დოკუმენტი

18 თებერვალი 2019, 11:07

ძალოვნები

ყალბი სერტიფიკატებისა და ბარათების დამზადება-გასაღების გამო 1 კაცი დააკავეს

"გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 180-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯასი სმოლეტი

18 თებერვალი 2019, 10:42

მსოფლიო

ტრამპის უფროსი შვილი ჯასი სმოლეტს საკუთარ თავზე თავდასხმის ინსცენირებაში ადანაშაულებს

CNN-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ პოლიციის მოსაზრებით ჯასი სმოლეტს თავდამსხმელებისთვის თანხის გადახდა და თავდასხმის ინსცენირების მოწყობა შეეძლო. ისმა ადვოკატებმა CNN-სა და მედიაში გასული ეს ინფორმაცია უარყვეს, თუმცა დაადასტურეს, რომ მსახიობს თავდამსხმელებთან შესაძლოა ნაცნობობა აკავშირებდეს.

18 თებერვალი 2019, 10:40

ტექნოლოგიები

ირანმა ახალი წყალქვეშა ხომალდი წარადგინა

„ფათეჰი“ 600 ტონას იწონის და მწარმოებელთა თქმით, ყველაზე თანამედროვე შეიარაღებით არის აღჭურვილი, მათ შორის ტორპედოთი, საზღვაო ნაღმებითა და ფრთოსანი რაკეტებით, რომელთა სამიზნეც წყალქვეშა ობიექტებიც შესაძლოა, გახდეს.

18 თებერვალი 2019, 10:10

ტაბლოიდი

კალიფორნიაში მეხანძრეებმა მთის ლომი გადაარჩინეს

კალიფორნიაში მთის ლომი გადაარჩინეს, რომელიც მებაღემ დაინახა. ამერიკელი მეხანძრეები სან-ბერნარდინოში მივიდნენ, როდესაც გაიგეს, რომ 15 მეტრი სიმაღლის ხეზე შენიშნეს მთის ლომი (ან პუმა). ცხოველი დააწყნარეს და მიწაზე ჩამოუშვეს.

დონალდ ტრამპი

18 თებერვალი 2019, 10:09

მსოფლიო

ტრამპმა შესაძლოა თავისი პრეზიდენტობისას ვეტო პირველად გამოიყენოს

მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის შესახებ დონალდ ტრამპმა დაპირება ჯერ კიდევ 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გასცა. გეგმის მიზანი არალეგალი მიგრანტებისგან აშშ-ის დაცვაა.

დონალდ ტრამპი

18 თებერვალი 2019, 09:43

მსოფლიო

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულებაზე შესაძლოა გამოძიება დაიწყოს

გარდა ამისა, New York Times-ის ცნობით, როდ როზენშტეინი კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებას გეგმავდა, რომლის თანახმადაც, ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ უფლებამოსილებას ვიცეპრეზიდენტი გადაიბარებდა. მოგვიანებით, როზენშტეინმა ამ ცნობას ცრუ უწოდა.

ვატიკანი

18 თებერვალი 2019, 09:30

მსოფლიო

ვატიკანში სექსუალური ძალადობის პრევენციაზე ეპისკოპოსები შეიკრიბებიან

"ჩვენ ამ პრობლემის ფესვებს უნდა ჩავწვდეთ და ვაჩვენოთ, რომ გვაქვს უნარი განვიკურნოთ როგორც ეკლესია, რომელიც მასწავლებელი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აჯობებს, სხვა საქმით დავკავდეთ“, - განაცხადა მამა ფედერიკო ლომბარდიმ, რომელიც რომის პაპმა ამ შეხვედრების მედიატორად დანიშნა.

სალომე ზურაბიშვილი

18 თებერვალი 2019, 09:24

საქართველო

ზურაბიშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ოფიციალურ ნაწილს დღეს დაიწყებს

სალომე ზურაბიშვილს დღეს საფრანგეთის ორპალატიანი პარლამენტის ზედა პალატის, სენატის პრეზიდენტი ჟერარ ლარშე უმასპინძლებს, ასევე პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში საჯარო ლექციას წაიკითხავს.

თეა წულუკიანი

18 თებერვალი 2019, 09:08

საქართველო

წულუკიანი: კრიტერიუმებზე და სიაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ ვინ შეცვლის გვენეტაძეს

"რა თქმა უნდა, ჩემთვის კრიტერიუმი მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც ნინო გვენეტაძეს შევყურებდი დიდი იმედით და მინდოდა რაც შეიძლება ხანგრძლივად დარჩენილიყო ის ჩვენთან, ასევე იმედით შევყურებ, ვინ იქნება შემდეგი ხელმძღვანელი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.