imedi /  06 თებერვალი 2019, 19:15 / სანდო წყარო

თბილისის ბაგა-ბაღებში სათამაშო ინვენტარს ცვლიან

საბავშვო ბაღი

თბილისის საბავშო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანია, ბაგა-ბაღებში მოძველებული და ხელოვნური მასალებისგან დამზადებული სათამაშო ინვენტარის ჩანაცვლება ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული სათამაშოებით. 

სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე საქართველოში სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და პროექტის იდეის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივ ბაზარზე არსებული ვითარება და ის რესურსი, რაც ქართველ მწარმოებლებს აქვთ სკოლამდელი განათლების სისტემაში არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებისათვის.

უახლოეს მომავალში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ამ პროდუქციის შესყიდვისთვის ტენდერს გამოაცხადებს. განახლებული ინვენტარი დედაქალაქის 180-ივე საბავშვო ბაგა-ბაღში შევა.

ყველა სიახლე

მეტრო

25 აპრილი 2019, 10:18

საქართველო

თბილისის მეტროს კაბელების განახლება ივნისში დაიწყება

თბილისის „მეტროპოლიტენში“ ელექტროსადენებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელი შეიცვლება. ამის შესახებ თბილისის მერმა მეტროს ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთის დათვალიერებისას განაცხადა, სადაც ხანძარი გაჩნდა.

25 აპრილი 2019, 10:18

ტექნოლოგიები

ანტარქტიდაზე ათასობით პინგვინი ზღვაში ჩაიძირა

მეცნიერები აცხადებენ, რომ ყინულოვანი შელფის კოლონია მთლიანად ჩაიძირა და პოპულაციის აღდგენის ნიშნები არ არსებობს. გარდა ამისა, ექსპერტების თქმით, მათ გამრავლებაზე მუშაობას ამჟამად აზრი არ აქვს, რადგან გიგანტური აისბერგი რამდენიმე ხანში მთლიანად გაანადგურებს ტერიტორიას.

ჟან-პიერ მარიელი

25 აპრილი 2019, 09:49

კულტურა

ფრანგი მსახიობი ჟან-პიერ მარიელი გარდაიცვალა

ფრანგი მსახიობი ჟან-პიერ მარიელი გარდაიცვალა. ის 87 წლის იყო. მსახიობმა 100-ზე მეტ ფილმში ითამაშა და საფრანგეთის მთავარ კინოპრემია სეზარზე 7-ჯერ იყო წარდგენილი. ჟან-პიერ მარიელი ისეთ ფილმებში მონაწილეობდა, როგორებიცაა „ძარცვა“, „შაგრენის ტყავი“ და „დიდი ტურნე“.

პეტრო პოროშენკო

25 აპრილი 2019, 09:26

მსოფლიო

პოროშენკო: პუტინი დონბასის ანექსიისთვის ემზადება

განცხადება გაკეთდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც. ვაშინგტონში ვლადიმერ პუტინის ამ ბრძანებას პროვოკაციად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს არღვევს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, ამგვარი ქმედებები მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა.

არქივი

25 აპრილი 2019, 09:11

საქართველო

ყაზტრანსგაზი წინასააღდგომოდ მოსახლეობას აფრთხილებს

„ყაზტრანსგაზი“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით იმ მომხმარებლებს აფრთხილებს, რომლებიც ქალაქიდან გასვლას და საცხოვრებელი ბინების რამდენიმე დღით დაკეტვას გეგმავენ. კომპანია მათ სთხოვს განსაკუთრებული ყურადღება გაზდანადგარების და ბუნებრივი აირის მილის ონკანის სწორად დაკეტვისას გამოიჩინონ.

შრი-ლანკა

25 აპრილი 2019, 08:59

მსოფლიო

შრი-ლანკაზე კიდევ ერთი აფეთქება მოხდა

შრი-ლანკაზე მორიგი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით Reuters-ი წერს. აფეთქება დედაქალაქიდან 40 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ პუგოდაში მოხდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

კიმ ჩენ ინი
ვლადიმერ პუტინი

25 აპრილი 2019, 08:38

მსოფლიო

ვლადივოსტოკში კიმ ჩენ ინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა იმართება

პუტინმა განაცხადა, რომ ეს ვიზიტი ხელ შეუწყობს 2 ქვეყანას შორის ურთიერობების გაღრმავებას და და ბირთვული პრობლემის მოგვარების პროცესს ხელს შეუწყობს.შეხვედრა ფედერალური უნივერისტეტის კამპუსის ბაზაზე იმართება. პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ ლიდერები შეხვედრას გაფართოებულ ფორმატი ორივე ქვეყნის დელეგაციებთან ერთად გააგრძელებენ.

მარკ ცუკერბერგი

25 აპრილი 2019, 08:17

ტექნოლოგიები

მარკ ცუკერბერგი ტექნოლოგიური პოდკასტის ავტორი გახდა

პირველი 2 გამოშვება Spotify-ზე უკვე გამოქვეყნდა, ერთ-ერთ პოდკასტში ცუკერბერგი ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორთან ერთად ტექნოლოგიური კომპანიების საქმიანობის იურიდიულ ასპექტენს განიხილავს, მეორეში კი ჟურნალისტიკაზე სოციალური ქსელების გავლენაზე.

დიდი ხუთშაბათი

25 აპრილი 2019, 08:01

საქართველო

დღეს დიდი ხუთშაბათია

დღეს დიდი ხუთშაბათია. 09:00 საათიდან სამების ტაძარში წირვა დაიწყება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს. ლიტურგიის შემდეგ კი ფეხთბანვის რიტუალი შესრულდება. პატრიარქი 12 მღვდელს ფეხს დაბანს.

მუმია

25 აპრილი 2019, 01:13

ტექნოლოგიები

ეგვიპტეში ძველ სამარხში არქეოლოგებმა 30 მუმია იპოვეს

არქეოლოგების ჯგუფმა ეგვიპტის სამხრეთით იპოვა ძველი სამარხი, რომელიც ბერძნულ-რომაული მმართველობის პერიოდს ეკუთვნის (ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 332-395 წლები). სამარხი რამდენიმე ოთახისგან შედგება. ერთ-ერთში აღმოაჩინეს 30 კაცის მუმია.

25 აპრილი 2019, 00:26

მსოფლიო

შრი-ლანკაზე კაცმა ტერორისტი ეკლესიაში არ შეუშვა და 450 ადამიანი გადაარჩინა

შრი-ლანკაზე ტერორისტული აქტების დღეს 40 წლის მოქალაქე რამეშ რაჯუმ მკვლელი ტერორისტი ამოიცნო და წირვის დროს ეკლესიაში არ შეუშვა. ამ ქმედებით მან ასეულობით მორწმუნე გადაარჩინა. BBC-ის ცნობით, კაცი დაიღუპა.

დონალდ ტრამპი

25 აპრილი 2019, 00:20

მსოფლიო

ტრამპმა Twitter-ზე მიმდევრების დაკარგვის მიზეზი კომპანიის დირექტორს გამოჰკითხა

დორსიმ აუხსნა ტრამპს, რომ კომპანია თაღლითური ანგარიშების წასაშლელად მუშაობდა და ბევრმა ცნობილმა ადამიანმა დაკარგად მიმდევრები Twitter-ზე. მათ რიცხვში როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, ასევე იყო Twitter-ის გენერალური დირექტორი. შეხვედრის შესახებ დღეს დონალდ ტრამპმაც გაავრცელა ინფორმაცია. შეხვედრა თეთრი სახლის ორგანიზებით გასულ კვირას გაიმართა.

24 აპრილი 2019, 23:32

კულტურა

ბრიტნი სპირსმა ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ფანებს მიმართა

მომღერალმა ბრიტნი სპირსმა instagram-ზე საკუთარ ფანებს ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ პირველად მიმართა. მან ვიდეომიმართვა გაავრცელა და თავისი ფანები დაამშვიდა. პოპ-ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ არ არის საჭირო, დაუჯერონ ყველაფერს, რასაც მასზე ლაპარაკობენ ან წერენ. ბრიტნი სპირსს ფსიქიატრიულ კლინიკაში ერთთვიანი სამკურნალო კურსი უნდა გაევლო.

24 აპრილი 2019, 23:19

საქართველო

ბახტაძემ სერბეთის პრემიერმინისტრის პირველ მოადგილეს უმასპინძლა

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სერბეთის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ ივიცა დაჩიჩს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. გააცნეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ .

24 აპრილი 2019, 22:46

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა მეტყველების განვითარებისთვის ტვინის იმპლანტი შექმნეს

კალიფორნიის უნივერსიტეტის ჯგუფის თქმით, ახალი დასკვნები დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც დაავადება ლაპარაკის შესაძლებლობას ართმევს. აზრების წაკითხვის ტექნოლოგია ორ ეტაპად მუშაობს. პირველ რიგში, ტვინში იმპლანტირებული ელექტროიდი ელექტროსიგნალების საშუალებით, ტუჩების, ენის, ხმის და ყბის მანევრს ახორციელებს.

24 აპრილი 2019, 22:40

თემა

მაისში ევროპარლამენტის არჩევნებია. რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ევროკავშირის მოქალაქეები ევროპარლამენტში თავიანთ წარმომადგენლებს ირჩევენ. კანდიდატები საკანონმდებლო ორგანოს წევრები პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრის საფუძველზე ხდებიან. მორიგი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 23-26 მაისს იმართება.სანამ ევროკავშირის მოქალაქეები თავიანთ არჩევანს გააკეთებენ, განსხვავებული პროგნოზები და ვარაუდები გამოითქმის. რატომ არის ეს არჩევნებიამდენად აქტუალური და როგორ აისახება ისსაერთო ევროპულ პოლიტიკაზე?

24 აპრილი 2019, 22:37

სპორტი

FIFA-მ შვიდ ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა

FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობის გამო, შვიდ ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა. ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელდა.

24 აპრილი 2019, 22:14

ეკონომიკა

Ford-ი ელექტრომობილების წარმოებაში $500 მილიონის ინვესტირებას გეგმავს

ავტოკონცერნი Ford-ი კომპანია Tesla-ს კონკურენტის წარმოებაში $500 მილიონი ინვესტირებას გეგმავს. ეს ინვესტიცია ელექტრომობილების ( Rivian Automotive LLC-ის) წარმოებაზე დაიხარჯება.

24 აპრილი 2019, 21:42

საქართველო

ევროპის საბჭომ ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ დაამტკიცა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს. ეს ანგარიში 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ანგარიში ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას“.

24 აპრილი 2019, 21:39

კულტურა

ბარნოვის ხელოვნების სახლში გურამ წიბახაშვილის გამოფენა გაიხსნა

„ბარნოვის ხელოვნების სახლი“, ანუ ახალი სივრცე თბილისში გურამ წიბახაშვილის გამოფენით „ზამთარი გადატანილია“ გაიხსნა. ამავე სახელწოდებით ფოტოგრაფის წიგნიც გამოიცა.