imedi /  08 თებერვალი 2019, 13:29 / სანდო წყარო

მართვის მოწმობის კატეგორიების შეცვლის გამო მომსახურების სააგენტო სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს

მანქანები

 შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის გამო, მომსახურების სააგენტო მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის.

"მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთათვის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამუშაო საათების რაოდენობა დღეიდან გაიზრდება და ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ყოველდღე 09:30 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათს 09:30 საათიდან 18:00 საათამდე.

2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C, D, და E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს მოქმედების ვადა კანონით 2018 წლის 1 სექტემბრამდე განისაზღვრა, თუმცა ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე, მომსახურების სააგენტომ ექვსი თვით გაახანგრძლივა.

აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობების შეცვლის ვადებთან დაკავშირებით, სხვადასხვა საინფორმაციო არხის საშუალებით, მომსახურების სააგენტომ არაერთხელ მოახდინა მოქალაქეთა ინფორმირება და არაერთი საინფორმაციო კამპანია ჩაატარა. მათ შორის, ყველა ფიზიკურ პირს, რომლის სახელზეც ირიცხება ამ კატეგორიის მართვის მოწმობა, კუთვნილი მობილურის ნომერზე გაეგზავნა პირადი შეტყობინება. ასევე, ყველა იურიდიულ პირს, რომლის მფლობელობაშიც იყო ამ კატეგორიების შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები, გაეგზავნა ოფიციალური წერილი.

მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებში ამ კატეგორიის მართვის მოწმობები ყოველდღიურ რეჟიმში იცვლებოდა, მომართვიანობა მკვეთრად გაიზარდა ბოლო დღეებში, რის გამოც სააგენტო მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის.

აქვე გვსურს შეგახსენოთ, რომ ცვლილება არ ეხება B კატეგორიის მართვის მოწმობებს. ასევე, იმ მოქალაქეებს ვისაც BC, BD,BCD კატეგორიები და ქვეკატეგორიები აქვთ და ამ ეტაპზე მხოლოდ B კატეგორიით სარგებლობენ. აღნიშნული მოქალაქეები მართვის მოწმობის გამოცვლას 1 მარტის შემდეგაც უგამოცდოდ შეძლებენ“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

17 თებერვალი 2019, 00:52

სპორტი

საუდის არაბეთის პრინცს მანჩესტერის ყიდვა სურს

საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბინ სელმანს, ბრიტანული საფეხბურთო კლუბის „მანჩესტერის“ ყიდვა სურს. პრინცი მზადაა 4,8 მილიარდი დოლარი გადაიხადოს.

17 თებერვალი 2019, 00:21

ძალოვნები

ჰონკონგში პირველ „ჭკვიან“ ციხეს შექმნიან

ჰონკონგის პენიტენციალური დეპარტამენტის ადმინისტრაციამ (CSD)შეიმუშავა გეგმა, რომ 8 300 მსჯავრდებულის უსაფრთხოება „ჭკვიანი“ ციხეების საშუალებით უზრუნველყოს.

17 თებერვალი 2019, 00:18

თემა

რა გამოცდები გაუქმდა და რისი ჩაბარება მოგიწევთ. გზამკვლევი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა გამოცდების ახალი მოდელი, რომელიც როგორც საატესტატო, ასევე ეროვნულ გამოცდებს ეხება. იდეის ავტორები განმარტავენ, რომ რეფორმა ორ ეტაპად განხორციელდება. 2019 წელი ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდი იქნება, 2020-ში კი სიახლეები დაინერგება. თუმცა იმასაც დასძენენ, რომ უმაღლეს სასწავლებლებთან, სკოლებთან, განათლების ადგილობრივ თუ საერთაშორისო ექსპერტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციები გრძელდება და ეს რეფორმის საბოლოო ვერსია არ არის. იქამდე კი დაისვა ბევრი კითხვა, გამოითქვა არაერთი კრიტიკული თუ მხარდამჭერი მოსაზრება. და მაინც, რას გულისხმობს გამოცდების ახალი მოდელი?

17 თებერვალი 2019, 00:11

მსოფლიო

უკრაინაში 1 მარტიდან პენსია 17-20%-ით გაიზრდება

​უკრაინაში პირველი მარტიდან პენსია 17-20%-ით გაიზრდება. ამის შესახებ განცხადება უკრაინის ვიცეპრემიერმა პაველ როზენკომ გააკეთა, რომელსაც გამოცემა DW ავრცელებს. მისივე თქმით, ამიერიდან პენსია უკრაინაში წელიწადში ერთხელ გაიზრდება.

16 თებერვალი 2019, 23:36

ტექნოლოგიები

მეცნიერები: „ტოროლას“ და „ბუს“ ტვინი განსხვავებულად მუშაობს

ის ვინც ადრე იღვიძებს და ვინც გვიან წვება მათი ტვინი დღის განმავლობაში განსხვავებულად მუშაობს, ამტკიცებენ ბრიტანელი მეცნიერები. კვლევები ბირმინგემის „ტვინის ქცევის“ კვლევით ცენტრში ჩატარდა.

16 თებერვალი 2019, 23:18

სპორტი

ქუთაისელმა ჰოკეისტმა ქალებმა ფინელები დაამარცხეს

ქუთაისის ქალ ჰოკეისტთა გუნდმა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე წარმატებული სტარტი აიღო. ქუთაისელმა გოგოებმა, რომლებიც „ჩელენჯ II“ ჯგუფში გამოდიან, დღეს ორი შეხვედრა გამართეს და ორივეში გაიმარჯვეს. პირველ ტურში ქუთაისელებმა ფინური „პორვო“ ანგარიშით 16:0 დაამარცხეს, მეორე შეხვედრაში კი „ქუთაისმა“ დანიური „კოპენჰაგენი“ ანგარიშით 8:6 დაამარცხა.

მარსმავალი Opportunity

16 თებერვალი 2019, 23:07

ტექნოლოგიები

Opportunity „მოკვდა“ 😭 ინტერნეტი მარსმავალს ემოციურად ემშვიდობება

13 თებერვალს NASA-ში ბოლოჯერ სცადეს მარსმავალ Opportunity-სთან დაკავშირება, რომელთანაც მარსზე ამოვარდნილი დიდი ქარიშხლის გამო კონტაქტი გაწყდა. სპეციალისტებმა საბოლოოდ აღიარეს, რომ როვერის მისია სამუდამო დასრულდა.

16 თებერვალი 2019, 22:35

ტაბლოიდი

PewDiePie-მ ქართულწარწერიანი ტანსაცმელი კიდევ ჩაიცვა

იუთუბერმა PewDiePie-მ, რომელსაც 85 მილიონი გამომწერი ჰყავს, ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას ახალი კოლექციიდან ტანსაცმელი კიდევ ერთხელ მოირგო. ქართული წარწერის მქონე ჰუდით ფელიქს შელბერგი (pewdiepie) თავის ახალ იუმორისტულ ვიდეოში გამოჩნდა.

გიორგი მამალაძე

16 თებერვალი 2019, 22:34

საქართველო

დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარეს

ღუდუშაურის კლინიკაში დეკანოზი გიორგი მამალაძე მისმა მოძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ აზიარა. ამის შესახებ დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

16 თებერვალი 2019, 22:20

ძალოვნები

თბილისში ავტომობილი მაღაზიაში შევარდა

ფონიჭალის დასახლებაში სუპერმარკეტ „ზღაპარს“ ავტომობილი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს. შეჯახების შედეგად მაღაზიის მინის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოიმსხვრა.

16 თებერვალი 2019, 21:56

ტექნოლოგიები

მეცნიერები: მანქანის გამონაბოლქვის შესუნთქვა კაცის ერექციის ფუნქციას არღვევს

ტოქსიკური ნივთიერების მაღალი კონცენტრაცია, რომელსაც ინტენსიური სამანქანო მოძრაობის მქონე რეგიონის მცხოვრებლები სუნთქავენ, სავარაუდოდ კაცების ერექციის დარღვევას უწყობს ხელს. ამის შესახებ ჩინელი მეცნიერები აცხადებენ.

16 თებერვალი 2019, 21:30

საქართველო

საქართველოში ნორვეგიის საელჩო გაიხსნება

ნორვეგია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ინტეგრაციული პროცესების გამყარებისკენ, - ამის შესახებ საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

16 თებერვალი 2019, 21:17

ტექნოლოგიები

2019 წლის ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი დასახელდა

Euro NCAP -ის ექსპერტებმა 2019 წელს ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების სია შეადგინეს. ტესტ-დრაივის შედეგები პორტალ CarBuyer- ზეა გამოქვეყნებული.

16 თებერვალი 2019, 21:14

მსოფლიო

აფრიკული ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

სუდანის ელექტროენერგიის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველგან შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ალ არაბია“ ავრცელებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში მსგავსი გათიშვა მეორეჯერ ხდება.

16 თებერვალი 2019, 20:46

ტაბლოიდი

ბაზარზე მეგრული სახელწოდების თოჯინა „ოლაფინია“ გამოჩნდა

30 წლის ნუცი და 25 წლის სოფი მალაშხიებს დაახლოებით ერთი წლის წინ ქართული სათამაშოს შექმნის იდეა გაუჩნდათ. უკვე დეკემბერში, ბაზარზე მეგრული სახელწოდების ბრენდი - ოლაფინია გამოჩნდა, რაც ქართულად სათამაშოს ნიშნავს.

16 თებერვალი 2019, 20:35

საქართველო

ბახტაძე: საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან მიახლოება თავად ალიანსის ინტერესებშია

ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, თუმცა თავად ნატოს ინტერესებშია ქვეყანა მიუახლოვოს ალიანსში გაწევრიანების ეტაპს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენში ნატოს გაფართოების საკითხებზე გამართულ პარალელურ შეხვედრაზე განაცხადა.

16 თებერვალი 2019, 20:21

საქართველო

მამუკა ბახტაძე მიუნხენში ალექსის ციპრასს შეხვდა

საქართველოსა და საბერძნეთის ისტორიულ კავშირებზე, მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაყვანაზე ისაუბრეს საქართველოსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრებმა დღეს მიუნხენში გამართულ შეხვედრაზე.

16 თებერვალი 2019, 20:19

ტაბლოიდი

ჯეკი კენედის უმცროსი და გარდაიცვალა

ჟაკლინ (ჯეკი) კენედის უმცროსი და ლი რაძივილი 85 წლისა აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა - წერს Dailymail. მისი გარდაცვალების მიზეზი, ჯერ დადგენილი არ არის.

16 თებერვალი 2019, 19:44

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა კალიფორნიაში ფუტკრების გაქრობის მიზეზი ამოხსნეს

აშშ-ში ოჰაიოს შტატის მეცნიერებმა კალიფორნიაში ფუტკრების გაქრობის მიზეზი ამოხსნეს. როგორც გაირკვა ფუტკრები ნუშის პლანტაციებში იხოცებოდნენ.

16 თებერვალი 2019, 19:40

მსოფლიო

ესპანეთის ხელისუფლებამ ფრანკოს ოჯახს დიქტატორის გადასვენებისთვის 15 დღე მისცა

ფრანკოს ოჯახს ახალი ადგილის მოსაძებნად 15 დღე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება თავად შეარჩევს ადგილს. შესაძლოა, დიქტატორის შთამომავლებმა გადასვენების გადაწყვეტილება სასამართლოში გააპროტესტონ.