imedi /  08 თებერვალი 2019, 14:30 / სანდო წყარო

კობერიძე: მნიშვნელოვანია, რომ გუნდის არც ერთმა წევრმა არ დატოვოს უმრავლესობა

ლევან კობერიძე

ლევან კობერიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან კობერიძის თქმით, რესურსი იმია, რომ შეჯერდეს, დაახლოვდეს პოზიციები და გუნდის არც ერთმა წევრმა არ დატოვოს უმრავლესობა.

“ვფიქრობ, რომ გუნდის თითოეული წევრი ძვირფასია ჩვენი მთლიანი უმრავლესობისთვის და მნიშვნელოვანია, რომ არც ერთმა არ დატოვოს დღეს უმრავლესობა, რადგან დღეს ძალიან ბევრი საქმე არის საკეთებელი ქვეყნისათვის. პირველ რიგში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის სამართლიანი სასამართლოს თემა, ამიტომ თითოეული წევრის ყოფნა უმრავლესობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემი მოსაზრებით, საკმაოდ ბევრი რესურსი არის იმისათვის, რომ შეჯერდეს, დაახლოვდეს პოზიციები და გუნდის არც ერთმა წევრმა არ დატოვოს უმრავლესობა”, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამარჯვება და დამარცხება იზომება არა იმით, ვის რა თანამდებობა შერჩება, იზომება იმით, ვინ შეძლებს მართლაც ღირებულებების და ფასეულობების დაცვას.

"პირველ ეტაპზე ჩვენ გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ ის ავი ზრახვა, რაც ამ ჯგუფს ჰქონდა, რომ მიეღწიათ 10-კაციანი სიის მხარდაჭერისთვის და გაემწესებინათ ის მოსამართლეები ჩვენი ხელით უზენაეს სასამართლოში, ეს ვერ იყო მიღწეული. ეს იყო პირველი გამარჯვება.

რაც შეეხება ამ ეტაპზე პროცესს, რაც მნიშვნელოვანია, გამარჯვება და დამარცხება ჩემთვის იზომება არა იმით, ვის რა თანამდებობა შერჩება, იზომება იმით, ვინ შეძლებს მართლაც ღირებულებების და ფასეულობების დაცვას, საკუთარ თავს ვინ მოერევა ამ ცდუნების დროს და ვინ არ გადააბიჯებს ამ ღირებულებებს. თუ ამ ღირებულებებს გადააბიჯებ, ან გადაგაბიჯებინებენ, დამარცხებული ხარ. თუ ეს იმის ფასად ხდება, რომ თანამდებობას ინარჩუნებ, დამარცხებული ხარ. ჩემთვის გამარჯვება-დამარცხების კრიტერიუმები არის ეს - გადააბიჯებ ამ ღირებულებებს და უკუაგდებ თუ არა. მე არასოდეს დამარცხებული არ ვიქნები იმიტომ, რომ დღემდე ასე ვიცხოვრე და იმედი მაქვს, ხვალაც და ზეგაც ასე იქნება. მე ჩემი ღირებულებებისთვის არასდროს გადამიბიჯებია", - განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის 9 დეპუტატმა პარლამენტში კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც  ისინი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითხოვენ. მათ სურთ, რომ რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერდეს. 

კანონპროექტის ავტორები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი არიან.

ყველა სიახლე

კიმ ჩენ ინი
ვლადიმერ პუტინი

25 აპრილი 2019, 08:38

მსოფლიო

ვლადივოსტოკში კიმ ჩენ ინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა იმართება

პუტინმა განაცხადა, რომ ეს ვიზიტი ხელ შეუწყობს 2 ქვეყანას შორის ურთიერობების გაღრმავებას და და ბირთვული პრობლემის მოგვარების პროცესს ხელს შეუწყობს.შეხვედრა ფედერალური უნივერისტეტის კამპუსის ბაზაზე იმართება. პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ ლიდერები შეხვედრას გაფართოებულ ფორმატი ორივე ქვეყნის დელეგაციებთან ერთად გააგრძელებენ.

მარკ ცუკერბერგი

25 აპრილი 2019, 08:17

ტექნოლოგიები

მარკ ცუკერბერგი ტექნოლოგიური პოდკასტის ავტორი გახდა

პირველი 2 გამოშვება Spotify-ზე უკვე გამოქვეყნდა, ერთ-ერთ პოდკასტში ცუკერბერგი ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორთან ერთად ტექნოლოგიური კომპანიების საქმიანობის იურიდიულ ასპექტენს განიხილავს, მეორეში კი ჟურნალისტიკაზე სოციალური ქსელების გავლენაზე.

დიდი ხუთშაბათი

25 აპრილი 2019, 08:01

საქართველო

დღეს დიდი ხუთშაბათია

დღეს დიდი ხუთშაბათია. 09:00 საათიდან სამების ტაძარში წირვა დაიწყება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს. ლიტურგიის შემდეგ კი ფეხთბანვის რიტუალი შესრულდება. პატრიარქი 12 მღვდელს ფეხს დაბანს.

მუმია

25 აპრილი 2019, 01:13

ტექნოლოგიები

ეგვიპტეში ძველ სამარხში არქეოლოგებმა 30 მუმია იპოვეს

არქეოლოგების ჯგუფმა ეგვიპტის სამხრეთით იპოვა ძველი სამარხი, რომელიც ბერძნულ-რომაული მმართველობის პერიოდს ეკუთვნის (ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 332-395 წლები). სამარხი რამდენიმე ოთახისგან შედგება. ერთ-ერთში აღმოაჩინეს 30 კაცის მუმია.

25 აპრილი 2019, 00:26

მსოფლიო

შრი-ლანკაზე კაცმა ტერორისტი ეკლესიაში არ შეუშვა და 450 ადამიანი გადაარჩინა

შრი-ლანკაზე ტერორისტული აქტების დღეს 40 წლის მოქალაქე რამეშ რაჯუმ მკვლელი ტერორისტი ამოიცნო და წირვის დროს ეკლესიაში არ შეუშვა. ამ ქმედებით მან ასეულობით მორწმუნე გადაარჩინა. BBC-ის ცნობით, კაცი დაიღუპა.

დონალდ ტრამპი

25 აპრილი 2019, 00:20

მსოფლიო

ტრამპმა Twitter-ზე მიმდევრების დაკარგვის მიზეზი კომპანიის დირექტორს გამოჰკითხა

დორსიმ აუხსნა ტრამპს, რომ კომპანია თაღლითური ანგარიშების წასაშლელად მუშაობდა და ბევრმა ცნობილმა ადამიანმა დაკარგად მიმდევრები Twitter-ზე. მათ რიცხვში როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, ასევე იყო Twitter-ის გენერალური დირექტორი. შეხვედრის შესახებ დღეს დონალდ ტრამპმაც გაავრცელა ინფორმაცია. შეხვედრა თეთრი სახლის ორგანიზებით გასულ კვირას გაიმართა.

24 აპრილი 2019, 23:32

კულტურა

ბრიტნი სპირსმა ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ფანებს მიმართა

მომღერალმა ბრიტნი სპირსმა instagram-ზე საკუთარ ფანებს ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ პირველად მიმართა. მან ვიდეომიმართვა გაავრცელა და თავისი ფანები დაამშვიდა. პოპ-ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ არ არის საჭირო, დაუჯერონ ყველაფერს, რასაც მასზე ლაპარაკობენ ან წერენ. ბრიტნი სპირსს ფსიქიატრიულ კლინიკაში ერთთვიანი სამკურნალო კურსი უნდა გაევლო.

24 აპრილი 2019, 23:19

საქართველო

ბახტაძემ სერბეთის პრემიერმინისტრის პირველ მოადგილეს უმასპინძლა

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სერბეთის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ ივიცა დაჩიჩს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. გააცნეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ .

24 აპრილი 2019, 22:46

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა მეტყველების განვითარებისთვის ტვინის იმპლანტი შექმნეს

კალიფორნიის უნივერსიტეტის ჯგუფის თქმით, ახალი დასკვნები დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც დაავადება ლაპარაკის შესაძლებლობას ართმევს. აზრების წაკითხვის ტექნოლოგია ორ ეტაპად მუშაობს. პირველ რიგში, ტვინში იმპლანტირებული ელექტროიდი ელექტროსიგნალების საშუალებით, ტუჩების, ენის, ხმის და ყბის მანევრს ახორციელებს.

24 აპრილი 2019, 22:40

თემა

მაისში ევროპარლამენტის არჩევნებია. რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ევროკავშირის მოქალაქეები ევროპარლამენტში თავიანთ წარმომადგენლებს ირჩევენ. კანდიდატები საკანონმდებლო ორგანოს წევრები პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრის საფუძველზე ხდებიან. მორიგი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 23-26 მაისს იმართება.სანამ ევროკავშირის მოქალაქეები თავიანთ არჩევანს გააკეთებენ, განსხვავებული პროგნოზები და ვარაუდები გამოითქმის. რატომ არის ეს არჩევნებიამდენად აქტუალური და როგორ აისახება ისსაერთო ევროპულ პოლიტიკაზე?

24 აპრილი 2019, 22:37

სპორტი

FIFA-მ შვიდ ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა

FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობის გამო, შვიდ ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა. ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელდა.

24 აპრილი 2019, 22:14

ეკონომიკა

Ford-ი ელექტრომობილების წარმოებაში $500 მილიონის ინვესტირებას გეგმავს

ავტოკონცერნი Ford-ი კომპანია Tesla-ს კონკურენტის წარმოებაში $500 მილიონი ინვესტირებას გეგმავს. ეს ინვესტიცია ელექტრომობილების ( Rivian Automotive LLC-ის) წარმოებაზე დაიხარჯება.

24 აპრილი 2019, 21:42

საქართველო

ევროპის საბჭომ ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ დაამტკიცა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს. ეს ანგარიში 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ანგარიში ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას“.

24 აპრილი 2019, 21:39

კულტურა

ბარნოვის ხელოვნების სახლში გურამ წიბახაშვილის გამოფენა გაიხსნა

„ბარნოვის ხელოვნების სახლი“, ანუ ახალი სივრცე თბილისში გურამ წიბახაშვილის გამოფენით „ზამთარი გადატანილია“ გაიხსნა. ამავე სახელწოდებით ფოტოგრაფის წიგნიც გამოიცა.

24 აპრილი 2019, 21:26

საქართველო

ქართველი პილიგრიმები იერუსალიმში ჩავიდნენ

ქართველი პილიგრიმები უკვე იერუსალიმში არიან. 120 კაციანი ჯგუფი ვნების შვიდეულს იერუსალიმში გაატარებს. სწორედ მათ უნდა ჩამოიტანონ საქართველოში „წმინდა ცეცხლი“. პილიგრიმებმა უკვე მოილოცეს მაცხოვრის აღდგომის ტაძარი და მდინარე იორდანეში განიბანნენ.

24 აპრილი 2019, 21:19

საქართველო

თბილისში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

დედაქალაქს სამი საბაგირო ხაზი დაემატება. კერძოდ, ახმეტელი-თემქა, სამგორი-ვაზისუბანი და სამება-მახათას მთა. ჯერჯერობით უცნობია, სამი საბაგიროდან პირველი რომელი აშენდება. ამისთვის სპეციალური კვლევის ჩატარება იგეგმება.

ლაშა იორდანიშვილი

24 აპრილი 2019, 20:47

საქართველო

პანკისში მშენებარე ჰესის დირექტორი ადგილობრივებთან 13-თვიანი მოლაპარაკებების დეტალებზე ალაპარაკდა

პანკისის მოვლენებიდან მეოთხე დღეს კომპანია „ფერის“ ხელმძღვანელი ადგილობრივებთან 13-თვიანი მოლაპარაკებების დეტალებზე ალაპარაკდა. მისი თქმით, ორ სოფელში გამოკითხვაც ჩატარდა და გამოკითხულთა 70% მომხრეა, რომ „ხადორი3" აშენდეს. ჰესის მშენებელ კომპანიაში მომხდარი არეულობის უკან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ხედავენ.

24 აპრილი 2019, 20:45

საქართველო

თბილისის სამხატვრო აკადემიის შენობას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის შენობას, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

24 აპრილი 2019, 20:31

ეკონომიკა

საქართველოდან ხილის ექსპორტი 22%-ით შემცირდა, ბოსტნეულის კი 10,3%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, საქართველოდან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ხილის და თხილის ექსპორტმა $16,7 მილიონი შეადგინა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 22%-ით შემცირდა. გასული წლის სამ თვეში ქვეყნიდან $21,4 მილიონის ღირებულების ხილი და თხილი გავიდა.

24 აპრილი 2019, 20:20

საქართველო

მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა

მეტროსადგურ გოცირიძის მონაკვეთზე ელექტროსადენის დაწვის გამო მეტროს მუშაობა შეფერხებული იყო და მეტროპოლიტენის პირველი ხაზი არ მუშაობდა. Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. უცნობია, რამ გამოიწვია შემთხვევა, რომლის დროსაც არავინ დაშავებულა.