imedi /  09 თებერვალი 2019, 19:14 / სანდო წყარო

თბილისის ბაგა-ბაღებში გაზგაყვანილობის სისტემა კიდევ ერთხელ შემოწმდება

 

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა გვანცელაძის განცხადებით, მომავალ კვირაში 180-ვე საბავშვო ბაღში გაზგაყვანილობის სისტემა კიდევ ერთხელ შემოწმდება, თუმცა ეს სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის - წერს 1Tv.ge. 

მისი თქმით, სააგენტომ უსაფრთხოების ღონისძიებები გასულ წლებშიც გაატარა.

„თბილისის ბაგა-ბაღებში უზრუნველყოფილია უსაფრთხოება. ბაღებს ჩვენი მონიტორინგისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება ამოწმებს. ამასთანავე, პროცესში ჩართულია კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“. ბაღები შარშან და შარშანწინ შემოწმდა. გაიცა რეკომენდაციები, რომლის საფუძველზე 20 ბაღში გაზქურები ელექტროქურებით ჩავანაცვლეთ, ასევე მოვაწესრიგეთ რამდენიმე ბაღი“, – განაცხადა გვანცელაძემ.

მიუხედავად ამისა, მისი თქმით, შემოწმების მიზნით სააგენტომ გასულ კვირაში კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ მიმართა.

„კიდევ ერთხელ, წინა კვირაში მივმართეთ „ყაზტრანსგაზს“ შემოწმებისთვის და კვლავ შემოწმდება ყველა ბაღი, როგორც „ყაზტრანსგაზის“, ასევე ჩვენი განყოფილების მიერ. ვთხოვეთ კომპანიას, თითოეული მოწყობილობისა და მილების შემოწმების ტემპი დააჩქარონ“, – განაცხადა გვანცელაძემ.

გორში, 13 საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირის სისტემაში ხარვეზების გამოსწორებამდე სააღმზრდელო პროცესი შეჩერდება. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერის, ლია კოვზიშვილის განცხადებით, ბაღების შემოწმების მიზნით, მათ „სოკარ ჯორჯია გაზს“ მიმართეს.

ყველა სიახლე

16 ივლისი 2019, 11:48

ეკონომიკა

თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია იწყება

"სამუშაოები კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას და მოაჯირების შეცვლას ითვალისწინებს. სამუშაოების წარმოების პერიოდში, 200 დღის განმავლობაში საავტომობილო მიმოსვლა სრულად შეიზღუდება როგორც პანდუსზე, ასევე პანდუსის მიმდებარედ სანაპიროს მარჯვენა განაპირა ზოლზე,- განაცხადა კალაძემ.

გიორგი ვოლსკი

16 ივლისი 2019, 11:47

საქართველო

ვოლსკი IRI-ის კვლევაზე: სინამდვილეში სხვა რეალობაა

ვოლსკის თქმით, პრობლემა ის არის, რომ ორგანიზაცია წარმოადგენს იმ ქვეყანას, რომელიც საქართველოს პარტნიორად ითვლება და სწორედ ამაზე უნდა დაფიქრდეს ორგანიზაცია. ოპოზიციის შეფასებით კი, „ქართული ოცნების“ საფიქრალი უნდ იყოს, როგორ გადასცეს ხელისუფლება უმტკივნეულო მეთოდით.

ოსტინ ბატლერი

16 ივლისი 2019, 11:38

კულტურა

ელვის პრესლის როლს ოსტინ ბატლერი შეასრულებს

დიდი შერჩევის შემდეგ, მთავარი როლი ელვის პრესლის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში - ოსტინ ბატლერმა მიიღო. ამის შეასხებ ინფორმაცია თავად ფილმის რეჟისორმა ბაზ ლურმანმა, სოციალური ქსელის "ტვიტერის" მეშვეობით შეატყობინა საზოგადოებას.

16 ივლისი 2019, 11:34

ტაბლოიდი

კალიფორნიაში გემთან მოცურავე ასობით დელფინი გადაიღეს. ვიდეო

კალიფორნიაში ლაგუნა ბიჩის სანაპიროზე ასობით დელფინი გამოჩნდა. ვიდეოში, რომელიც ამერიკელმა ჩანკ პეტერსონმა გემიდან გადაიღო, ჩანს როგორ ცურავენ დელფინები ჯგუფურად გემთან ერთად. ვიდეო ამერიკულ მედიაში გავრცელდა და ათასობით ნახვა დააგროვა.

16 ივლისი 2019, 11:33

საქართველო

კალაძე: ტყუილია, თითქოს მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში გადაინაცვლებს

ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში გადაინაცვლებს ტყუილია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, მიკროავტობუსები ივლის იმ ქუჩებზე სადაც 10 და 8-მეტრიანი ავტობუსები გაბარიტების გამო ვერ იმოძრავებენ.„ჩვენ არასდროს დაგვიყვია უბანი ცენტრალურ და გარე უბნებად, ეს ჩემთვის მიუღებელია",- განაცხადა კახა კალაძემ.

16 ივლისი 2019, 11:30

საქართველო

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებებს ოპოზიცია და მმართველი გუნდი აფასებს

ერთი სპეცრაზმელის დაკავება, როდესაც კონკრეტული პოლიციელების დანაშაულის ამსახველი არაერთი კადრი არსებობს, ობიექტურ გამოძიებაზე საუბარი არ შეიძლება, ასე აფასებს ოპოზიცია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველის დაკავების საკითხს.

პაატა იმნაძე

16 ივლისი 2019, 11:05

საქართველო

პაატა იმნაძე ზაფხულის სეზონური დაავადებების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

პაატა იმნაძის თქმით ინფექციების მხრივ მშვიდი სეზონია. მისი განცხადებით, ის დაავადებებიც კი რაც ზაფხულისთვისაა მოსალოდნელი შემცირებულია. მათ შორისაა, ყირიმკონგო, ტკიპების მიერ გადამტანი დაავადება. იმნაძის ინფორმაციით, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო მწერებთან, რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვა დაავადების გადატანა.

გიორგი ყავლაშვილი

16 ივლისი 2019, 11:02

ძალოვნები

„რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელმა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

შესაბამისი დოკუმენტი საგამოძიებო უწყებაში ნიჟარაძის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა ჩააბარა. მისი განცხადებით, ნინო ნიჟარაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

16 ივლისი 2019, 10:54

მსოფლიო

კუნძულ ბალიზე ძლიერმა მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია

ბალიში მომხდარ 6-მაგნიტუდიან მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. ინდონეზიური მედიის ინფორმაციით, სტიქიის გამო სასტუმრო Nusa Dua-ს შესასვლელი და რამდენიმე ნაგებობა და სკოლის შენობები დაზიანდა.

16 ივლისი 2019, 10:17

მსოფლიო

ტრამპის სექსისტურ და რასისტულ განცხადებას კონგრესმენმა ქალებმა უპასუხეს

ახლად არჩეულმა დემოკრატმა ქალმა კონგრესმენებმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის „რასისტულ გამონათქვამს“ პრესკონფერენციაზე უპასუხეს. კონგრესმენები ამერიკელებს მოუწოდებენ, „ანკესზე არ წამოეგონ“. აიანა პრესლის თქმით, პრეზიდენტის მიზანი მათი მარგინალიზაცია და გაჩუმება იყო.

მარკ ესპერი

16 ივლისი 2019, 10:06

მსოფლიო

თეთრმა სახლმა თავდაცვის მდივნის პოსტზე მარკ ესპერი წარადგინა

ესპერი თავადაცვის მდივნის მოვალეობას ივნისის შუა რიცხვებიდან ასრულებს. ახლა კი, სანამ მის კანდიდატურას სენატი წამოაყენებს და დაამტკიცებს, ესპერი ფორმალურად თავის წინა თანამდებობას დაუბრუნდება. კერძოდ კი აშშ-ის არმიას.

16 ივლისი 2019, 09:50

მსოფლიო

ევროკავშირმა თურქეთს სანქციები დაუწესა

სანქციების თანახმად, თურქეთს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანას, ფინანსური დახმარება შეუმცირდება. გარდა ამისა, ბრიუსელმა მიიღო გადაწყვეტილება შეაჩეროს მოლაპარაკებები საჰაერო ტრანსპორტის ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე.

სალომე ზურაბიშვილი

16 ივლისი 2019, 09:33

საქართველო

ზურაბიშვილი მიუნხენში ქართულ დიასპორასა და სტუდენტებს შეხვდა

პრეზიდენტმა ევროკავშირში სექტორული გაწევრიანების ამოცანის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მომავალი ეტაპი განათლების, კულტურის, ენერგეტიკის, კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის მიმართულებით ევროკავშირის პროგრამებში გაწევრიანებაა.

ზაქარია ქუცნაშვილი

16 ივლისი 2019, 09:22

საქართველო

პარლამენტში ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე იმსჯელებენ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი სხდომაზე დღეს ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, სავარაუდოდ, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

ნეიმარი

16 ივლისი 2019, 09:10

სპორტი

მედია: ნეიმარმა „პსჟ“ წასვლის შესახებ გააფრთხილა

ნეიმარი „პსჟ“-ში ჯერ კიდევ 8 ივლისს უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა მედიის ცნობით, სპორტსმენი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ მისი კლუბიდან წასვლის პროცესი ჭიანურდებოდა, რის გამოც ვარჯიშზე უარი თქვა. სავარაუდოდ ნეიმარი „ბარსელონაში“ დაბრუნდება.

ანაკლია

16 ივლისი 2019, 08:51

კულტურა

ანაკლია მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობენ ანსამბლები ,,მასპინძელი“ ქალაქ ლონდონიდან და ,,ზურმუხტი“ დუბლინიდან. უცხოელი მომღერლები მეგრულ სიმღერებს შეასრულებენ.

16 ივლისი 2019, 08:40

კულტურა

კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში ფოლკლორული კონცერტები გაიმართება

კამპანიის ფარგლებში ფოლკლორის ცენტრში პირველი კონცერტი ანსამბლმა ,,სახიობამ" ჩაატარა. შესრულდა ხალხური სიმღერები. მათ შორის „მრავალჟამიერი“ და „ჩაკრულო“. ტრადიციული საკრავების: ჩონგურის, ფანდურის, დოლის, გარმონისა და ჭიბონის თანხლებით, ერთსაათიანი კონცერტები ყოველკვირეულად გაიმართება.

16 ივლისი 2019, 08:27

საქართველო

პარლამენტში საინიციატივო ჯგუფისა და დამოუკიდებელი ადვოკატების შეხვედრა გაიმართება

დამოუკიდებელი იურისტები პარლამენტს რეზოლუციის პროექტით მიმართავენ, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოში არსებული პრობლემების შეფასებასა და მისი დაძლევის მიზნით საკანონმდებლო ღონისძიებების დაგეგმვას. შეხვედრას პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატები, იურისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ვოლოდიმირ ზელენსკი

16 ივლისი 2019, 08:13

მსოფლიო

ზელენსკი 12 ქვეყანაში ელჩებს ცვლის

„პრეზიდენტის მიერ ინიცირებულია უკრაინის დიპლომატიური კორპუსის განახლების დაწყება. უკვე მიღებულია მთელ მსოფლიოში საელჩოების 12 ხელმძღვანელის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება. ამის პარალელურად მიმდინარეობს ახალი ელჩების შერჩევისა და გაფორმების სამუშაო“, – ნათქვამია განცხადებაში.

16 ივლისი 2019, 01:08

საქართველო

საგარეო უწყება დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს

„მნიშნელოვანია საზოგადოების მხრიდან მაქსიმალურად თავშეკავება პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით. სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან, სადელიმიტაციო კომისიების მშვიდ და შესაბამის გარემოში მუშაობის ხელშეწყობა, კომისიების მიერ წარმატების მიღწევის წინაპირობაა", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.