imedi /  10 თებერვალი 2019, 22:38 / სანდო წყარო

სააკაშვილი: დღეს საქართველოში ჩასასვლელად სიტუაცია მზად არ არის

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერ ემიგრანტებს შეხვდა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას თქვა, ახლა საქართველოში არ არის მზად ის სიტუაცია, რომ დაბრუნდეს. ექსპრეზიდენტის თქმით, მან და მისმა მხარდამჭერებმა საქართველოში მის ჩასასვლელად "ეს სიტუაცია უნდა მოამზადონ".

"დღეს არ არის სიტუაცია მზად, მაგრამ თუ დღეს სიტუაცია არ არის მზად, უახლოეს კვირეებში და თვეებში ჩვენ უნდა მოვამზადოთ. არ შეიძლება აქედან უყურო შენი ქვეყნის განადგურებას, არ შეიძლება აქედან უყურო იმ ბავშვის მოკვლას, რომელიც შენ შობე და გაზარდე, ამიტომ ძალიან მარტივია ჩვენთვის არჩევანი", - თქვა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი შეხვედრის დაწყებამდე მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა სიტყვით გამოსვლის დროს და თქვა, რომ მათ "ევროპის ცენტრში იაფფასიანი შოუ მოაწყვეს". 

"აქ ჩამოსულია სუს-ის ჯგუფი, რაც არის დარღვევა დიპლომატიური წესების, რადგან თვალთვალი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეიძლება სანქციის გარეშე და მით უმეტეს, უცხოეთში არის ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა. იმედია, ბელგიის პოლიცია გაესაუბრება ტკბილად ამ ხალხს და მეორედ აღარ შემოუშვებს ბელგიაში", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

"იქით მხარეს არის ბოღმა. რით ვეღარ დაწყნარდა ეს ხალხი. 2012 წლამდე დაბოღმილები იყვნენ. არჩევნები მოიგეს, მოვიდა ჩემთან ივანიშვილი ისეთი დაბოღმილი იყო, რომ გეგონება იმ დღეს მოუკვდა ყველა ნათესავი. ვუთხარი "გაიღიმე ცოტა". ვიფიქრე, შოკში იყო, არ მოელოდა. გავიხედე და ყველა მისი მომხრე ასეთი დაბოღმილია. ახლა გააყალბეს არჩევნები და კიდევ უფრო დაიბოღმნენ. იქით არის ბოღმა და აქეთ არის ინტელექტუალური ადამიანების განათებული და ნათელი სახეები; იქით არის მუდმივად წარსულზე აპელირება, თუმცა ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით; აქეთ არის მომავალი და საკუთარ ქვეყანაში უსაზღვრო რწმენა", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. 

სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს ინციდენტიც მოხდა. დარბაზში თემურ შაშიაშვილი შევიდა, რომელიც სააკაშვილის მხარდამჭერებმა გააძევეს. 

სააკაშვილთან შესახვედრად ლიეჟში ჩავიდნენ არა მხოლოდ მისი მხარდამჭერები, არამედ ისინიც, ვინც სააკაშვილის მმართველობის დროს რეპრესიის მსხვერპლნი იყვნენ. 

ემიგრანტები ამბობენ, რომ დაპირისპირების დროს მათ წინააღმდეგ გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს, რის გამოც ემიგრანტთა ნაწილი ცუდად გახდა. მათ სასწრაფო დახმარების აღმოჩენა დასჭირდათ. 

ყველა სიახლე

16 თებერვალი 2019, 00:21

საქართველო

ღამის კლუბებში და ინტერნეტკაფეებში ბავშვის დაშვების წესების დამრღვევი დაჯარიმდება

„ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ახალი სახის ადმინისტრაციული ჯარიმები დგინდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება 18 თებერვლის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

ღუდუშაურის კლინიკა

16 თებერვალი 2019, 00:07

ძალოვნები

დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე ცოტა ხნის წინ ღუდუშაურის კლინიკაში მიიყვანეს. პენიტენციური სამსახურის ცნობით, მას ჰიპერტონული კრიზი აქვს.

პატრიკ. მ. შანაჰანი და საქართველოს დელეგაცია

15 თებერვალი 2019, 23:42

ძალოვნები

პენტაგონი აშშ-ის თავდაცვის მდივნის და მამუკა ბახტაძის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს

მიუნხენში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოს დელეგაციის შეხვედრის შესახებ პენტაგონის ოფიციალურ გვერდზე სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა.

15 თებერვალი 2019, 23:34

მსოფლიო

ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებისთვის პერსონალურ სანქციებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის დიპლომატებმა შეათანხმეს პერსონალური სანქციები რუსეთის რამდენიმე მოქალაქის წინააღმდეგ, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო. ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით RFE/RL (რადიო თავისუფლება, ევროპა) ავრცელებს.

პარკირების ნიშანი

15 თებერვალი 2019, 22:57

საქართველო

შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე მანქანის გაჩერება 50 ლარით დაჯარიმდება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ ადგილზე მანქანების პარკირების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და ფინანსური სანქცია 10 ლაიდან 50 ლარამდე იზრდება.

15 თებერვალი 2019, 22:26

საქართველო

ილიაუნის 15 სტუდენტმა რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის 15 სტუდენტმა უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტთან შიმშილობა დაიწყო. აქციის მონაწილეები ითხოვენ რექტორ გიგა ზედანიას გადადგომას, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.

თბილისის ანძა ლიეტუვის დროშის ფერებში

15 თებერვალი 2019, 22:25

საქართველო

თბილისის ანძა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდა

ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან 101 წელთან დაკავშირებით დედაქალაქის საკრებულოში საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ლიეტუვის ელჩთან ერთად გახსნა. მიღებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

15 თებერვალი 2019, 22:08

საქართველო

საქართველოს სკოლებში ჩინურ ენას შეასწავლიან

საქართველომ ჩინეთთან განათლების სფეროში მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმის თანახმად, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, სკოლებში მოსწავლეებს ჩინური ენის სწავლება უნდა შესთავაზონ.

დაკავება

15 თებერვალი 2019, 21:45

ძალოვნები

ქუთაისში ექიმი დააკავეს

ქუთაისში მეან-გინეკოლოგი შალვა თვალავაძე დააკავეს. მას ბრალი ნარკოდანაშაულისთვის წარუდგინეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას 5 ცალი ნარკოტიკული საშუალება "მორფინის" შემცველი ამპულა ამოიღეს.

15 თებერვალი 2019, 21:40

ძალოვნები

ქუჩური გარჩევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება

ქუჩურ გარჩევებთან დაკავშირებით „სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების ინიცირება 18 თებერვლის ბიუროს სხდომაზე მოხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.

გლდანის არტეფაქტები

15 თებერვალი 2019, 21:28

კულტურა

გლდანის ციხესთან აღმოჩენილი არტეფაქტები შესაძლოა ელინისტური ხანის აღმოჩნდეს

აღმოჩენილია სულ 4 სამარხი, რამდენიმე კერამიკული ჭურჭელი, და ლითონის სამკაული. არქეოლოგების წინასწარი შეფასების მიხედვით, აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები შესაძლებელია ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს.

15 თებერვალი 2019, 21:25

კულტურა

ცნობილი ავსტრიელი ჟურნალისტი საქართველოზე გადაცემას ამზადებს

ავსტრიელი ჟურნალისტები საქართველოში პოპულარული გადაცემის - „კულტურული ტური ჰოლენდერთან ერთად“ - გადასაღებად იმყოფებიან. მათ ობიექტივში ოპერისა და ბალეტის თეატრი მოექცა. გადაღებები უკვე დაწყებულია.

15 თებერვალი 2019, 21:17

ძალოვნები

ლიფტის შახტში ჩავარდნილი კაცის ვინაობა ცნობილია

შარტავას ქუჩაზე, მშენებლობაზე დასაქმებული 40 წლამდე კაცი ლიფტის შახტში დღეს ჩავარდა და დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარზე გამოძიება სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

15 თებერვალი 2019, 21:12

ეკონომიკა

JP Morgan-მა საკუთარი კრიპტოვალუტა გამოუშვა

ამერიკის შეერთებული შტატების საინვესტიციო ბანკმა JP Morgan-მა საკუთარი კრიპტოვალუტა შექმნა. რაც აშშ-ის საბანკო სექტორში JP Morgan-ის მიერ ინიცირებული პირველი ციფრული ვალუტაა და მსხვილ კლიენტებთან ფინანსური ტრანზაქციების გამარტივებას ემსახურება.

15 თებერვალი 2019, 21:07

ძალოვნები

8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული კაცი დანაშაულს არ აღიარებს

აჭარაში პოლიცია არასრულწლოვანთან სავარაუდო გარყვნილი ქმედების ფაქტს იძიებს. გამოძიება მშობლის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. დედის მტკიცებით, შემთხვევა ერთ-ერთ საოჯახო ტიპის სასტუმროში მოხდა, სადაც თავად მუშაობდა. მის მონაყოლს კატეგორიულად უარყოფს ბრალდების ადრესატი.

15 თებერვალი 2019, 20:54

საქართველო

ქართული დელეგაცია მიუნხენში აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

მიუნხენში რამდენიმე საათის წინ უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა. მასში საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძეც მონაწილეობს. ქართული დელეგაცია უკვე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს.

15 თებერვალი 2019, 20:35

კულტურა

ამსტერდამში რემბრანდტის 400 ნახატი პირველად გამოფინეს

15 თებერვალს ამსტერდამში, ჰოლანდიის სახელმწიფო მუზეუმში მასშტაბური გამოფენა „ყველა რემბრანდტი“ (All the Rembrandts) გაიხსნა. ეს მიმდინარე წელს პირველი პროექტია, რომელიც რემბრანდტის გარდაცვალებიდან 350-ე წლისთავს ეძღვნება.

15 თებერვალი 2019, 20:31

საქართველო

მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე ირაკლი კობახიძე უცხოელ ელჩებს შეხვდა

მოსამართლეების შერჩევის საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა. უმაღლეს საკანონმდელო ორგანოში იმყოფებოდნენ ამერიკის შერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ასევე გერმანიის ელჩი, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელები.

15 თებერვალი 2019, 20:24

ტაბლოიდი

გურიაში ახალდაქორწინებულებისთვის საწოლი არ მოუპარავთ 😍

საქმე 177-ე ანუ ქურდობის მუხლით აღიძრა, მაგრამ გამოძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ სახლიდან არათუ ავეჯი და მათ შორის საწოლი, არამედ ძვირფასეულობაც კი არავის მოუპარავს. პოლიციაში აცხადებენ, რომ იმ პერიმეტრზე სხვა სახლების მდგომარეობაც შეისწავლეს და ქურდობის კვალი არსად აღმოჩნდა.

კონგრესი აშშ

15 თებერვალი 2019, 20:00

მსოფლიო

ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის შესახებ დონალდ ტრამპმა დაპირება ჯერ კიდევ 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გასცა. დემოკრატები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას „ძალაუფლების გადამეტებად“ აფასებენ. იანვარში ტრამპმა „შათდაუნი“ შეაჩერა.