imedi /  11 თებერვალი 2019, 00:18 / სანდო წყარო

როგორ აფასებს ილიას უნივერსიტეტის რექტორი მიმდინარე პროცესებს და რაში ხედავს გამოსავალს

გიგა ზედანია

გიგა ზედანია

რა ხდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, რომელიც ბოლო დროს ილიაუნის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი იყო, რეორგანიზაციისა და სკოლის გაუქმების შესახებ ინფორმაცია 31 იანვარს გაავრცელა. 

პროცესები აკადემიურ საბჭოს ფარგლებს გასცდა და პოლიტიკური ელფერი შეიძინა. პროფესურის ნაწილს ამას რუსთავის 2-ის გენერალური დირექტორის ბოლოდროინდელი აქტივობა აფიქრებინებს. ამ საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვებს "იმედი LIVE"-ს ეთერში ილიას უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ უპასუხა.

გიგა ზედანიას განცხადებით, რომელიც 5 წელია უკვე უნივერსიტეტს ხელმძღვანელობს, ასეთ რეაქციას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა არ ელოდა. მისი თქმით, მათ ესმით, რომ სტუდენტებს გარკვეული უკმაყოფილება აქვთ ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა გასაკვირი იყო ამ საკითხზე გიორგი ქადაგიძის გამოხმაურება:

"იმიტომ, რომ პროცესის განმავლობაში ის მისივე სურვილით ჩართული იყო, შემდეგ კი ჩვენი აზრით არასწორი ინტერპრეტაცია მისცა საკითხს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ თემას პრაიმტაიმში დაეთმო დრო, ცხადია სრულიად სხვა მასშტაბი შეიძინა", - თქვა გიგა ზედანიამ.

უნივერსიტეტის რექტორის თქმით, მისი აზრით, ადგილი ჰქონდა მოლოდინების აცდენას, ერთი მხრივ უნივერსიტეტის მმართველობითი რგოლების მხრიდან, მეორე მხრივ კი გიორგი ქადაგიძის მხრიდან: "სავარაუდოდ სხვადასხვა მოლოდინებს ჰქონდა ადგილი.. ყოველ შემთხვევაში გარკვეული დაძაბულობის და კომუნიკაციის ნაკლებობის პროცესი არსებობდა და ამან გამოხატულება ჰპოვა იმ პროცესშიც, რომელიც წინ უძღოდა რეორგანიზაციას და სტრუქტურულ ცვლილებებს", - თქვა გიგა ზედანიამ.

"მაგალითად ის (გიორგი ქადაგიძე) ამბობდა, რომ "მე არ მოვალ ამ შეხვედრაზე, იმიტომ რომ არ ვეთანხმები ვთქვათ ჯგუფის შემადგენლობას", - განმარტა ზედანიამ. 

ზედანიას თქმით, კომუნიკაციის ნაკლებობა ("მისკომუნიკაცია"), მასთან არ დაწყებულა, არამედ სხვა რგოლებთან დაიწყო და შემდეგ გაგრძელდა აკადემიურ წარმომადგენლობით საბჭოებთან

გიგა ზედანიას განმარტებით, უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესს საფუძვლად შინაარსობრივი გადაწყვეტილებები უდევს:

"ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ბიზნესის სკოლა კავშირში იყოს ტექნოლოგიებთან იმიტომ, რომ ძალიან კარგად გვესმის - თანამედროვე ბიზნესი ვითარდება ახალი ცოდნის და ახალი გამოგონებების ხარჯზე... პლიუს ამას ვაკეთებდით შიდა გამოწვევების საფუძველზე - ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურა, რომელიც ცხადია უსასრულო არ არის და შეზღუდულია, და ჩვენ მისი ოპტიმალურად გამოყენება გვინდა", - განმარტა ზედანიამ. 

გიგა ზედანიას თქმით, გიორგი ქადაგიძეს დღესაც აქვს შანსი, რომ გახდეს ფაკულტეტის დეკანი. 

"ამ არჩევნებში მე არ ვმონაწილეობ, მონაწილეობას იღებს ფაკულტეტის პროფესურა. ახლაც გამოცხადებულია კონკურსი და მას შეუძლია შეიტანოს განაცხადი და თუ მას ამ ფაკულტეტის პროფესურა აირჩევს, მე ამაზე არანაირი გავლენა არ მაქვს", - თქვა ილიას უნივერსიტეტის რექტორმა.

იმისთვის, რომ უნივერსიტეტში ნორმალური სასწავლო გარემო განახლდეს და კრიზისი დაიძლიოს გიგა ზედანია შემდეგ გზას ხედავს:

"საგამოცდო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. კრიზისის ნიშნებს მე დავინახავდი არა იმიტომ, რომ ბატონი გიორგი გარკვეული გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა, არამედ იმიტომ რომ სტუდენტების რაღაც რაოდენობა არსებობს, რომელიც უკმაყოფილოა. ჩვენთვის ეს არის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გამოწვევა და სწორედ ამ მიმართულებით ვაკეთებთ ჩვენ ყველაზე მეტს. ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ვისაუბროთ სტუდენტებთან. სტუდენტისთვის ვერ იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი თუ რა ერქმევა ფაკულტეტს. სტუდენტს ამ ფაკულტეტით რაღაცის მიღწევა უნდა. ჩვენ ამიტომაც ყველასთან ვსაუბრობთ, სწორედ იმიტომ, რომ ამ შედეგებამდე მივიდეთ, გაგვაგებინეთ რით ხართ უკმაყოფილო და ჩვენ შევეცდებით, რომ არსებული ფორმალური სტრუქტურები მოვარგოთ ამ შედეგის მიღწევის საქმეს. ამაზე ვმუშაობთ", - განაცხადა გიგა ზედანიამ და დასძინა, რომ სტუდენტებთან ამაზე საუბარი დაიწყო და გრძელდება. 

"მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ამ პროცესის დასასრულს", - თქვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ. 

ყველა სიახლე

23 ივლისი 2019, 11:28

საქართველო

აშშ მიგრანტების დაჩქარებული წესით დეპორტაციას დაიწყებს

აშშ-ის მთავრობა მიგრანტების დეპორტაციას სასამართლოს გვერდის ავლით, დაჩქარებული წესით შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ახალი წესის თანახმად, მიგრანტებს, რომლებიც ვერ დაადასტურებენ, რომ ქვეყანაში 2 წელზე მეტხანს ცხოვრობენ, შესაძლოა ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვება მოუწიოთ.

ირაკლი ოქრუაშვილი

23 ივლისი 2019, 11:05

ძალოვნები

მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ოქრუაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქალაქო სასამართლოში ადვოკატთან ერთად მივიდა. საქმე ეხება ოცი ივნისის მოვლენებს და ძალადობის და ამბოხის მუხლით დაწყებულ გამოძიებას.

გიორგი დოინჯაშვილი

23 ივლისი 2019, 10:59

სპორტი

საქართველოს უძლიერეს კაცთა ნაკრების ტიტულოვანი ლიდერი ავტოავარიაში დაიღუპა

ავტოავარიის შედეგად საქართველოს უძლიერეს კაცთა ნაკრების ერთ-ერთი ტიტულოვანი ლიდერი გიორგი დოინჯაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Facebook-ზე საქართველოს უძლიერესი კაცისა და ძალისმიერი ფიტნესის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

გიორგი მასხულია

23 ივლისი 2019, 10:53

ძალოვნები

გორის Fashion week-ზე მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

როგორც Qartli.ge ავრცელებს ინფორმაციას, ადამაშვილი ამტკიცებს, რომ ის მასხულიამ თმით ითრია, რის გამოც პატრულში დარეკა. მასხულია ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ღონისძიების ჩაშლაში წვლილი ადამაშვილსაც მიუძღვის. გუშინ საღამოსვე მასხულია და ადამაშვილი სამართლდამცველებმა პოლიციაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

შალვა თადუმაძე

23 ივლისი 2019, 10:44

ძალოვნები

შალვა თადუმაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კითხვებს პასუხობს

საბჭოს არამოსამართლე წევრები გენერალურ პროკურორთან ყურადღებას ამახვილებენ რეკომენდატორებზე, რომელთა ჩამონათვალში არიან როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

23 ივლისი 2019, 10:17

მსოფლიო

ავსტრალიაში $140 მილიონის ღირებულების მეტანფეტამინი ამოიღეს

ნარკოტიკები იპოვეს ფურგონში, რომელიც სიდნეის ერთ-ერთ გარეუბანში, პოლიციის განყოფილების წინ, ავტოსადგომზე მდგომ პოლიციის მანქანას შეეჯახა. ფურგონის მძღოლმა ადგილიდან მიმავლა შეძლო, თუმცა სამართალდამცველებმა ინციდენტიდან ერთი საათის შემდეგ დააკავეს. ნარკოტიკები მანქანის საბარგულში მუყაოს ყუთებში იყო მოთავსებული.

23 ივლისი 2019, 10:04

მსოფლიო

ევროკავშირის 14-მა ქვეყანამ მიგრანტების შესახებ შეთანხმებას მიაღწია

14 ქვეყნიდან რვამ ამ მექანიზმის აქტიურად დანერგვაზე აიღო პასუხისმგებლობა. „როცა საუბარია სოლიდარობაზე, ევროპა არ არის რესტორნის მენიუ. არ უნდა იყვნენ ისეთი სახელმწიფოები, რომლებსაც არ სურთ ევროპის ნაწილი იყვნენ"- განაცხადა მაკრონმა.

23 ივლისი 2019, 09:59

მსოფლიო

სინგაპურში 9 ტონამდე კონტრაბანდული სპილოს ძვალი ამოიღეს

სამართალდამცველებმა 9 ტონამდე სპილოს ძვალი ამოიღეს. 30 წყვილი სპილოს ეშვის ღირებულება 13 მილიონ დოლარს აღწევს. კონტრაბანდული ტვირთი სინგაპურის გავლით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან ვიეტნამში გადაჰქონდათ.

ალექსანდრ ვერშბოუ

23 ივლისი 2019, 09:49

საქართველო

ალექსანდრ ვერშბოუ საქართველოში ელჩად დანიშვნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის მიხედვითაც ის საქართველოში აშშ-ის ელჩად ინიშნება. „ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს მეგობარი და ნატო-სკენ მისი მისწრაფებების მხარდამჭერი, თუმცა მე არ ავრჩეულვარ აშშ-ის ელჩად“, – წერს ვერშბოუ.

23 ივლისი 2019, 09:28

საქართველო

3 სტუდენტი საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით ევროპაში მოგზაურობას იწყებს

საბოლოო ჯამში, 2 ქართველი და 1 უკრაინელი სტუდენტი გერმანიას, ჩეხეთს, ავსტრიას, უნგრეთს, სერბეთს, ბულგარეთსა და თურქეთს ეწვევა. ისინი მოგზაურობას სპეციალურად ამ პროექტისათვის შექმნილი დიზაინის ავტომობილით მიუნსტერიდან დაიწყებენ.

ვენესუელ

23 ივლისი 2019, 09:10

მსოფლიო

ვენესუელის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ქვეყნის ენერგეტიკულ კომპლექსზე „თავდასხმაში“ თავის მოწინააღმდეგეებს ადანაშაულებს, კომუნიკაციისა და ინფორმაციის მინისტრის თქმით, კი ელექტროენერგიის გამორთვის მიზეზი შესაძალოა „ელექტრომაგნიტური თავდასხმა“ გახდა.

23 ივლისი 2019, 08:48

მსოფლიო

რუსეთში კარვების ბანაკში ხანძარს ერთი ბავშვი ემსხვერპლა

რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში, კარვების საბავშვო ბანაკში ხანძარი გაჩნდა. შედეგად 1 ბავშვი დაიღუპა, 9 კი ჰოსპიტალიზებულია. დაშავებულთა შორის 4 ბავშვია. ხანძრის შედეგად 26 კარვიდან 20 დაიწვა. იქ სულ 189 ბავშვი იყო.

მარტვილი ფესტივალი

23 ივლისი 2019, 08:21

კულტურა

მარტვილში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

გახსნის ცერემონიაზე ანსამბლებმა საკუთარი ქვეყნის ფოლკლორული ნომრები წარმოადგინეს. ფესტივალის ფარგლებში კონცერტები მარტვილის გარდა ფოთში, აბაშასა და ხონში გაიმართება. ფესტივალის საზეიმო დახურვა 25 ივლისს, მარტვილში შედგება.

გიორგი ყუფარაძე

23 ივლისი 2019, 08:12

ძალოვნები

დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს

ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასჯელის ზომაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს. საბერძნეთიდან საქართველოში, გიორგი ყუფარაძის ექსტრადირება 2018 წელს განხორციელდა.

ირაკლი ოქრუაშვილი

23 ივლისი 2019, 08:03

ძალოვნები

დღეს 20-21 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს გამოკითხავენ

ყოფილი თავდაცვის მინისტრი სამართალდამცველების შეკითხვებს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს უპასუხებს, რომელზეც გამოძიება 2 მუხლით სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დევიდ ჰედისონი

23 ივლისი 2019, 00:50

კულტურა

მსახიობი დევიდ ჰედისონი 92 წლისა გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი დევიდ ჰედისონი 92 წლისა გარადაიცვალა, - წერს BBC. მსახიობმა ფილმ „ჯეიმს ბონდში“ ფელიქს ლეიტერის როლი შეასრულა, სადაც მისი პარტნიორი ბონდის როლში სერ როჯერ მური იყო. „ჯეიმს ბონდში“ მსახიობმა იგივე როლი 16 წლის შემდეგ შეასრულა, სადაც ბონდს ტიმატი დალტონი თამაშობდა.

„დალას კოვბოისი“

23 ივლისი 2019, 00:37

სპორტი

Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბები დაასახელა

სიის ლიდერი ნაციონალური საფეხბურთო ლიგის (NFL) კლუბი „დალას კოვბოისი“ გახდა, რომლის ღირებულება 5 მილიარდი დოლარია. რეიტინგში მეორე ადგილს 4,6 მილიარდი დოლარით ბეისბოლის მთავარი ლიგის გუნდი „ნიუ-იორკ იანკისი“ იკავებს, მესამე ადგილზე კი 4,24 მილიარდი დოლარით საფეხბურთო კლუბი „რეალია“.

კრიშტიანუ რონალდუ

23 ივლისი 2019, 00:14

სპორტი

რონალდუს „გაუპატიურების საქმეზე“ ბრალს არ წარუდგენენ

აშშ-ის პროკურატურის განცხადებით, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს გაუპატიურების საქმეზე ბრალს აღარ წარუდგენენ, - წერს BBC. ლას-ვეგასის პროკურატურამ განაცხადა, რომ რონალდუს მიმართ არსებულ პრეტენზიებს მტკიცებულებები არ აქვს.

ელენა გრიგორიევა

23 ივლისი 2019, 00:12

მსოფლიო

სანქტ-პეტერბურგში სამოქალაქო აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლეს

სანქტ-პეტერბურგში სამოქალაქო აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლეს. ამის შესახებ უფლებადამცველი დინარ იდრისოვი წერს. მისი თქმით, გრიგორიევას ბოლო დროს მკვლელობით ხშირად ემუქრებოდნენ. რუსული მედიის ცნობით, ქალის ცხედარი 21 ივლისს მისი სახლთან ახლოს იპოვეს. მას დანით 8 ჭრილობა მიაყენეს.

22 ივლისი 2019, 23:38

ტაბლოიდი

შოტლანდიაში კატამ პატრონს ნარკოტიკი მიუტანა

შოტლანდიაში კატამ სახლში ნარკოტიკი მიიტანა. სეირნობიდან დაბრუნებული ცხოველი ქალს დივანზე მიუწვა, შემდეგ კი კანაფის შეკვრა გამოაჩინა. ქალმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და ხუმრობით კანაფის მფლობელს ბოდიში მოუხადა.