imedi /  11 თებერვალი 2019, 11:48 / სანდო წყარო

როგორ შემოწმდება 14 თებერვლიდან საქართველოში შენობები სახანძრო უსაფრთხოებაზე

სახანძრო უსაფრთხოება

14 თებერვლიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს მასშტაბით სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამსახური Facebook-ზე ავრცელებს. 

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა და მნიშვნელოვნად გაიზარდა სანქციები. სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტები შემოწმებას 3 ეტაპად განახორციელებენ. პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის შემოწმებისას გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა მათ შესასრულებლად. განმეორებითი შემოწმებისას სამსახური დაამონიტორინგებს რამდენად შესრულდა რეკომენდაციები, ხოლო მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამსახური უფლებამოსილია, კრიტიკულად შეუსაბამო პირობების შემთხვევაში, სასამართლოს მიმართოს და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის შეჩერება მოითხოვოს.

სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად იზრდება ხანძრით გამოწვეული ზიანისა და ზარალის რაოდენობა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ყველა შენობაში დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები, რამაც უნდა უზრუნველყოს ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

2018 წელს საქართველოში ხანძრების შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 247-მა მიიღო ტრავმა. ქვეყნის მასშტაბით განადგურდა 453 და დაზიანდა 950 შენობა-ნაგებობა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემოწმებისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სასტუმროებს (მათ შორის საოჯახო სასტუმროებს), სავაჭრო და გასართობ ცენტრებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს.

"სამსახურის ინტერესში არ შედის სანქციების გატარება. მთავარი ინტერესია, ყველგან დაცული იყოს მოქალაქეების სიცოცხლე. ამიტომ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მზად არის, გასცეს კვალიფიციური რეკომენდაციები და დააწესოს გონივრული ვადები პრობლემების აღმოსაფხვრელად.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ შენობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, დროულად შეასრულოთ ყველა რეკომენდაცია და არ შეუქმნათ საფრთხე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას", - წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ყველა სიახლე

23 ივლისი 2019, 10:17

მსოფლიო

ავსტრალიაში $140 მილიონის ღირებულების მეტანფეტამინი ამოიღეს

ნარკოტიკები იპოვეს ფურგონში, რომელიც სიდნეის ერთ-ერთ გარეუბანში, პოლიციის განყოფილების წინ, ავტოსადგომზე მდგომ პოლიციის მანქანას შეეჯახა. ფურგონის მძღოლმა ადგილიდან მიმავლა შეძლო, თუმცა სამართალდამცველებმა ინციდენტიდან ერთი საათის შემდეგ დააკავეს. ნარკოტიკები მანქანის საბარგულში მუყაოს ყუთებში იყო მოთავსებული.

23 ივლისი 2019, 10:04

მსოფლიო

ევროკავშირის 14-მა ქვეყანამ მიგრანტების შესახებ შეთანხმებას მიაღწია

14 ქვეყნიდან რვამ ამ მექანიზმის აქტიურად დანერგვაზე აიღო პასუხისმგებლობა. „როცა საუბარია სოლიდარობაზე, ევროპა არ არის რესტორნის მენიუ. არ უნდა იყვნენ ისეთი სახელმწიფოები, რომლებსაც არ სურთ ევროპის ნაწილი იყვნენ"- განაცხადა მაკრონმა.

23 ივლისი 2019, 09:59

მსოფლიო

სინგაპურში 9 ტონამდე კონტრაბანდული სპილოს ძვალი ამოიღეს

სამართალდამცველებმა 9 ტონამდე სპილოს ძვალი ამოიღეს. 30 წყვილი სპილოს ეშვის ღირებულება 13 მილიონ დოლარს აღწევს. კონტრაბანდული ტვირთი სინგაპურის გავლით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან ვიეტნამში გადაჰქონდათ.

ალექსანდრ ვერშბოუ

23 ივლისი 2019, 09:49

საქართველო

ალექსანდრ ვერშბოუ საქართველოში ელჩად დანიშვნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის მიხედვითაც ის საქართველოში აშშ-ის ელჩად ინიშნება. „ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს მეგობარი და ნატო-სკენ მისი მისწრაფებების მხარდამჭერი, თუმცა მე არ ავრჩეულვარ აშშ-ის ელჩად“, – წერს ვერშბოუ.

23 ივლისი 2019, 09:28

საქართველო

3 სტუდენტი საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით ევროპაში მოგზაურობას იწყებს

საბოლოო ჯამში, 2 ქართველი და 1 უკრაინელი სტუდენტი გერმანიას, ჩეხეთს, ავსტრიას, უნგრეთს, სერბეთს, ბულგარეთსა და თურქეთს ეწვევა. ისინი მოგზაურობას სპეციალურად ამ პროექტისათვის შექმნილი დიზაინის ავტომობილით მიუნსტერიდან დაიწყებენ.

ვენესუელ

23 ივლისი 2019, 09:10

მსოფლიო

ვენესუელის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ქვეყნის ენერგეტიკულ კომპლექსზე „თავდასხმაში“ თავის მოწინააღმდეგეებს ადანაშაულებს, კომუნიკაციისა და ინფორმაციის მინისტრის თქმით, კი ელექტროენერგიის გამორთვის მიზეზი შესაძალოა „ელექტრომაგნიტური თავდასხმა“ გახდა.

23 ივლისი 2019, 08:48

მსოფლიო

რუსეთში კარვების ბანაკში ხანძარს ერთი ბავშვი ემსხვერპლა

რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში, კარვების საბავშვო ბანაკში ხანძარი გაჩნდა. შედეგად 1 ბავშვი დაიღუპა, 9 კი ჰოსპიტალიზებულია. დაშავებულთა შორის 4 ბავშვია. ხანძრის შედეგად 26 კარვიდან 20 დაიწვა. იქ სულ 189 ბავშვი იყო.

მარტვილი ფესტივალი

23 ივლისი 2019, 08:21

კულტურა

მარტვილში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

გახსნის ცერემონიაზე ანსამბლებმა საკუთარი ქვეყნის ფოლკლორული ნომრები წარმოადგინეს. ფესტივალის ფარგლებში კონცერტები მარტვილის გარდა ფოთში, აბაშასა და ხონში გაიმართება. ფესტივალის საზეიმო დახურვა 25 ივლისს, მარტვილში შედგება.

გიორგი ყუფარაძე

23 ივლისი 2019, 08:12

ძალოვნები

დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს

ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასჯელის ზომაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს. საბერძნეთიდან საქართველოში, გიორგი ყუფარაძის ექსტრადირება 2018 წელს განხორციელდა.

ირაკლი ოქრუაშვილი

23 ივლისი 2019, 08:03

ძალოვნები

დღეს 20-21 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს გამოკითხავენ

ყოფილი თავდაცვის მინისტრი სამართალდამცველების შეკითხვებს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს უპასუხებს, რომელზეც გამოძიება 2 მუხლით სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დევიდ ჰედისონი

23 ივლისი 2019, 00:50

კულტურა

მსახიობი დევიდ ჰედისონი 92 წლისა გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი დევიდ ჰედისონი 92 წლისა გარადაიცვალა, - წერს BBC. მსახიობმა ფილმ „ჯეიმს ბონდში“ ფელიქს ლეიტერის როლი შეასრულა, სადაც მისი პარტნიორი ბონდის როლში სერ როჯერ მური იყო. „ჯეიმს ბონდში“ მსახიობმა იგივე როლი 16 წლის შემდეგ შეასრულა, სადაც ბონდს ტიმატი დალტონი თამაშობდა.

„დალას კოვბოისი“

23 ივლისი 2019, 00:37

სპორტი

Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბები დაასახელა

სიის ლიდერი ნაციონალური საფეხბურთო ლიგის (NFL) კლუბი „დალას კოვბოისი“ გახდა, რომლის ღირებულება 5 მილიარდი დოლარია. რეიტინგში მეორე ადგილს 4,6 მილიარდი დოლარით ბეისბოლის მთავარი ლიგის გუნდი „ნიუ-იორკ იანკისი“ იკავებს, მესამე ადგილზე კი 4,24 მილიარდი დოლარით საფეხბურთო კლუბი „რეალია“.

კრიშტიანუ რონალდუ

23 ივლისი 2019, 00:14

სპორტი

რონალდუს „გაუპატიურების საქმეზე“ ბრალს არ წარუდგენენ

აშშ-ის პროკურატურის განცხადებით, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს გაუპატიურების საქმეზე ბრალს აღარ წარუდგენენ, - წერს BBC. ლას-ვეგასის პროკურატურამ განაცხადა, რომ რონალდუს მიმართ არსებულ პრეტენზიებს მტკიცებულებები არ აქვს.

ელენა გრიგორიევა

23 ივლისი 2019, 00:12

მსოფლიო

სანქტ-პეტერბურგში სამოქალაქო აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლეს

სანქტ-პეტერბურგში სამოქალაქო აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლეს. ამის შესახებ უფლებადამცველი დინარ იდრისოვი წერს. მისი თქმით, გრიგორიევას ბოლო დროს მკვლელობით ხშირად ემუქრებოდნენ. რუსული მედიის ცნობით, ქალის ცხედარი 21 ივლისს მისი სახლთან ახლოს იპოვეს. მას დანით 8 ჭრილობა მიაყენეს.

22 ივლისი 2019, 23:38

ტაბლოიდი

შოტლანდიაში კატამ პატრონს ნარკოტიკი მიუტანა

შოტლანდიაში კატამ სახლში ნარკოტიკი მიიტანა. სეირნობიდან დაბრუნებული ცხოველი ქალს დივანზე მიუწვა, შემდეგ კი კანაფის შეკვრა გამოაჩინა. ქალმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და ხუმრობით კანაფის მფლობელს ბოდიში მოუხადა.

მოჭიდავე ნიკა ბროლაძე (60 კგ)

22 ივლისი 2019, 23:30

სპორტი

ბაქოში მე-15 ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ 4 მედალი მოიპოვეს

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის რიგით XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტატუ

22 ივლისი 2019, 23:08

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა შექმნეს „ტატუ“ რომელიც სისხლში გლუკოზის დონეს ადგენს

მიუნხენის უნივერსიტეტის მეცნიერების ჯგუფმა „ტატუს“ ხატვის ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა. რის შედეგადაც სხეულზე დახატული „ტატუ“ სისხლის ქიმიური მდგომარეობის შესაბამისად ფერს იცვლის. „ტატუს“ მეშვეობით შესაძლებელია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის და ალბუმინის დონის დადგენა

22 ივლისი 2019, 22:24

ტაბლოიდი

აუქციონზე „ტიტანიკის“ მგზავრის ხელჯოხი $50 ათასად გაიყიდა

ხელჯოხი, რომლითაც „ტიტანიკის“ გადარჩენილი მგზავრი ელა ვაითი სარგებლობდა აშშ-ში Guernsey's აუქციონზე $50 ათასად გაიყიდა. ხელჯოხს აქვს ელექტრო ნათურა. სწორედ ამიტომ გემის ჩაძირვის დროს ქალმა ის ორიენტაციისთვის გამოიყენა. როგორც ელა ვაითი იხსენებდა ის ხელჯოხს იქნევდა და ამით ბევრ ადამიანს დაეხმარა.

22 ივლისი 2019, 22:14

საქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით 22:00 საათზე საქართველოში 4.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი ონთან იყო.

22 ივლისი 2019, 22:06

კულტურა

გამოქვეყნდა ფილმის ტრეილერი, რომელშიც ტომ ჰენქსი ტელეწამყვანს თამაშობს

ბიოგრაფიულ დრამაში ტომ ჰენქსი საბავშო ტელეგადაცემის წამყვანი ფრედ როჯერსიაა, რომელსაც მთელი ამერიკა პატივს სცემს. ფილმის მსოფლიო პრემიერა, რომლის რეჟისორი მარიელ ჰალერია, 22 სექტემბერს გაიმართება.